მოგესალმებით!კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენს საიტზე "უფალი გფარავდეთ"
  

  

  

  

  

  

Real Menu
საიტის მენიუ
მთავარი კონტაქტი ფლეშ სიახლეები ხატები და ფრესკები ეკლესია–მონასტრები თქვენი თხოვნები რა არის როკ–მუსიკა სამარხვო კერძები სხვადასხვა მამათა გამონათქვამები საგალობლები ბიბლია მარხვები დღესასწაულები საქართველოს ისტორია ფსალმუნები დასაბეჭდი ლოცვანი ქადაგებანი და წერილები ხატები ფოტოალბომი წმინდა სინოდი ქრისტეს 12 მოციქული პატერიკი სახარება ჩვენი ტაძარი მამათა სწავლებანი
ფეისბუქის ქოვერები

ჩვენთან არს ღმერთი



















ჩვენი გამოკითხვა
როგორი საიტია ?
ჩვენი გამოკითხვა
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
საიტის წევრები არ არიან...
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
სტუმარი მომხმარებელი
საიტზე ძებნა
მომხმარებლის პროფილი
სტუმარო


სტუმარო გთხოვ დარეგისტრირდი ან გაიარე ავტორიცაზია!


აუდიო ბიბლია
ჩვენთან არს ღმერთი



















თქვენი რეკლამა



Top სტატუსი



სიტყვა თქმული ქუთაისს ხარების დღეს, ჩყჲბ წელსა
სიტყვა ხარების დღესა, თქმული ქუთაისს

მარჯვნივ
მარცხნივ


ყოველდღიური სიახლეები ვიდეო სიახლეები წმიდანთა ისტორიები

წმიდა გენადი, კონსტანტინოპოლელი პატრიარქი

წმიდა გენადი, კონსტანტინოპოლელი პატრიარქი (+471)

31 (13.09) აგვისტო

წმიდა გენადი, კონსტანტინოპოლელი პატრიარქი კონსტანტინოპოლის ეკლესიის საჭეთმპყრობლის ტახტზე აღსაყდრდა 458 წელს, წმიდა კეთილმსახური მეფის, ლეონ დიდის (457-474) მეფობაში. ცნობებს მისი ცხოვრების შესახებ ვხვდებით წიგნში „ლიმონარი", სადაც ჩართულია სალამის (ალექსანდრიის მახლობლად) სავანის ბერების, ღირსი მამების, სოფრონისა და იოანეს მონათხრობები. ის ბერები პატრიარქ გენადის დროს კონსტანტინოპოლის ეკლესიის ღვთისმსახურები იყვნენ. მღვდელმთავარი გენადი გამოირჩეოდა სიმდაბლით, მოთმინებით, სიწმიდითა და თავშეკავებით.

ეკლესიაში წარმოქმნილი უკანონო ქმედებებისა და ცრუსწავლებების აღსაკვეთად წმიდა გენადიმ მოიწვია ადგილობრივი კრება, რომელზეც დაგმეს ევტიქის ერესი და აკრძალეს სიმონია (ხელთდასხმა საზღაურის საფასურად). მღვდელმთავარი ზრუნავდა იმაზე, რომ პირები, რომელთაც სასულიერო ხარისხის მიღება სურდათ, ღრმად ყოფილიყვნენ ჩახედული წმიდა წერილში.

კონსტანტინოპოლში ნეტარი გენადის პატრიარქობის დროს აშენდა წმიდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის ტაძარი. ამავე ხანებში რომიდან ჩამოსულმა სენატორმა, სტუდიოსმა დააარსა მონასტერი, რომელიც სტუდიონის სავანის სახელითაა ცნობილი. ეკლესიის იკონომოსი წმიდა გენადის პატრიარქობის დროს იყო ღირსი მარკიანე (ხს. 10 იანვარს). მღვდელმთავარმა აკურთხა ხუცესად ღირსი დანიელ მესვეტე (ხს. 11 დეკემბერს). ნეტარი მამა ცამეტი წელი განაგებდა კონსტანტინოპოლის ეკლესიას და მშვიდობით მიიცვალა 471 წელს.

„წმიდანთა ცხოვრება", ტომი III, თბილისი, 2001 წ.




ნანახია: 844 | დაამატა: Sarcmunoebaკომენტარები (0)



html-კოდი ინფორმაციის
BB-კოდი ინფორმაციის
გაუზიარე ეს ინფორმაცია მეგობარს


 

კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია
სულ კომენტარები: 0