- სასმელი მინერალური წყლები
- ფლორა
- ფაუნა
- მინერალური რესურსები
- წყლის რესურსები
- საზღვრები
- ფართობი
- ტერიტორიის ფორმირება
- ატმოსფერული ცირკულაცია
- მზის რადიაცია
- ჰავა
- გეოპოლიტიკური მდებარეობა
- ეკონომიკურ-გეოგრაფიული მდებარეობა
- ფიზიკურ-გეოგრაფიული მდებარეობა
- საქართველოს სამეფო
- სამცხე-საათაბაგო
- იმერეთის სამეფო
- კახეთის სამეფო
- ქართლის სამეფო
- ჰერეთის სამეფო
- აფხაზთა სამეფო
- ტაო-კლარჯეთის სამეფო
- ეგრისის სამეფო
- იბერიის სამეფო
- დიაოხის სამეფო
- ქართლ-კახეთის სამეფო XVIII საუკუნის 80-90-იან წლებში
- დასავლეთ საქართველოს სამეფო-სამთავროები XVIII საუკუნეში
- ქართლ-კახეთი XVIII საუკუნის 40-70 იან წლებში
- ქართლის და კახეთის სამეფოები XVIII საუკუნის პირველ ნახევარში
- სამცხე-საათაბაგო XVII საუკუნეში
წმიდა მოწამე გიორგი ახალი (1515)26 (08.06) მაისიწმიდა მოწამე გიორგი ახალი (+1515) დაიბადა ბულგარეთის დედაქალაქში, დიდებულთა ოჯახში. მის მამას ერქვა იოანე, დედას - მარიამი. ყრმა ღრმადმორწმუნე მშობლების მხურვალე ლოცვების შემდეგ მოევლინა ქვეყანას. მას დიდმოწამე გიორგის (ხს. 23 აპრილს) სახელი უწოდეს. ღვთისმოშიშებით გამორჩეულმა გიორგიმ კარგი განათლება მიიღო და ღრმად განისწავლა წმიდა წერილი. წმიდანი 25 წლის იყო, როცა მშობლები გარდაეცვალა. ამ დროს ბულგარეთი თურქებს ჰქონდათ დაპყრობილი და მძლავრობით ავრცელებდნენ მუსულმანობას ქრისტიან მოსახლეობაში. ერთხელ რამდენიმე თურქმა გიორგის გამაჰმადიანებაც გადაწყვიტა. მათ ძალით დაჰხურეს წმიდანს ჩალმა, მაგრამ გიორგიმ მოიგლიჯა ურჯულოთა თავსაბურავი და მიწაზე დაანარცხა. განრისხებულმა თურქებმა იგი მმართველს მიჰგვარეს. მმართველი მოიხიბლა გიორგის ვაჟკაცური გარეგნობით. ის წმიდანს დიდებასა და სიმდიდრეს აღუთქვამდა სარწმუნოების უარყოფის ფასად, რაზეც გიორგიმ მტკიცე უარი განაცხადა და უშიშრად აღიარა ჭეშმარიტი სარწმუნოება. მაშინ განრისხებულმა მმართველმა მისი წამება ბრძანა. ღვთის შეწევნით გაძლიერებულმა წმიდანმა მხნედ აიტანა ყოველგვარი სატანჯველი. ბოლოს თურქებმა გიორგის დასაწვავად ქალაქის შუაგულში დიდი კოცონი გააჩაღეს, მაგრამ წმიდანმა უკანასკნელი წამების ადგილამდე ვერ მიაღწია: ჭრილობებისაგან დაუძლურებული გზაში ჩაიკეცა, მტარვალებმა მიათრიეს სულთმობრძავი ცეცხლამდე, შიგ ჩააგდეს და ზედ მკვდარი ძაღლები დააყარეს, რომ ქრისტიანებს ნეშტის მოძებნა გაჭირვებოდათ. მოულოდნელად კოკისპირულმა წვიმამ დაუშვა და ცეცხლი ჩააქრო. ღამით ზეციურმა ნათელმა გააბრწყინა ის ადგილი, სადაც გიორგის გვამი ესვენა. ერთ მღვდელს უფლება მისცეს მოწამის ძვლები აეკრიფა და დაემარხა. როცა ეს ამბავი მიტროპოლიტმა იერემიამ გაიგო, სამღვდელობასთან ერთად მივიდა დასჯის ადგილას. ნაკვერჩხლებიდან გადმოაბრძანეს გიორგის წმიდა ნაწილები და პატივით გადაასვენეს წმიდა დიდმოწამე გიორგის სახელობის ტაძარში სოფელ სრედცაში (ახლანდელი სოფია). „წმიდანთა ცხოვრება", ტომი II, თბილისი, 2001 წ. | |
მომწონს
+36
|
html-კოდი ინფორმაციის | |
BB-კოდი ინფორმაციის | |
გაუზიარე ეს ინფორმაცია მეგობარს |
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია
სულ კომენტარები: 0 | |