მოგესალმებით!კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენს საიტზე "უფალი გფარავდეთ"
  

  

  

  

  

  

Real Menu
საიტის მენიუ
მთავარი კონტაქტი ფლეშ სიახლეები ხატები და ფრესკები ეკლესია–მონასტრები თქვენი თხოვნები რა არის როკ–მუსიკა სამარხვო კერძები სხვადასხვა მამათა გამონათქვამები საგალობლები ბიბლია მარხვები დღესასწაულები საქართველოს ისტორია ფსალმუნები დასაბეჭდი ლოცვანი ქადაგებანი და წერილები ხატები ფოტოალბომი წმინდა სინოდი ქრისტეს 12 მოციქული პატერიკი სახარება ჩვენი ტაძარი მამათა სწავლებანი
ფეისბუქის ქოვერები

ჩვენთან არს ღმერთი



















ჩვენი გამოკითხვა
როგორი საიტია ?
ჩვენი გამოკითხვა
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
საიტის წევრები არ არიან...
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
სტუმარი მომხმარებელი
საიტზე ძებნა
მომხმარებლის პროფილი
სტუმარო


სტუმარო გთხოვ დარეგისტრირდი ან გაიარე ავტორიცაზია!


აუდიო ბიბლია
ჩვენთან არს ღმერთი



















თქვენი რეკლამა



Top სტატუსი



გამოსათხოვარი სიტყვა დავით ეპისკოპოსისა
სიტყვა თქმული გელათის სობოროსა შინა ჟამსა სამწყსოსა შინა შესვლისასა, ჩყჲ წელ. სეკტ. ჱ-სა

მარჯვნივ
მარცხნივ


ყოველდღიური სიახლეები ვიდეო სიახლეები წმიდანთა ისტორიები

ღირსი დოროთე, მეგვიპტელი მეუდაბნოე

ღირსი დოროთე, მეგვიპტელი მეუდაბნოე (IV)

16 (29) სექტემბერი

ღირსი დოროთე, მეგვიპტელი მეუდაბნოე, ეგვიპტეში, თებაიდის ოლქში დაიბადა. იგი სამოც წელზე მეტ ხანს მოსაგრეობდა მდინარე ნილოსის დასავლეთ სანაპიროზე, სკიტის უდაბნოში. სიჭაბუკეში ღირსი მამის მოწაფე იყო ცნობილი „ლავსაიკონის" ავტორი, ჰელენოპოლელი ეპისკოპოსი პალადიუსი, რომელმაც შემოგვინახა მოგონებები წმიდანის შესახებ. მამა დოროთე მკაცრი ასკეტური ცხოვრებით ცხოვრობდა. ლოცვის შემდეგ, შუადღის პაპანაქებაში იგი ზღვის ნაპირას ჩადიოდა და ლოდებს აგროვებდა სხვა მეუდაბნოეებისთვის სენაკების ასაშენებლად. ღამღამობით ნეტარი კალათებს წნავდა და მისი გაყიდვით მოიპოვებდა არსობის პურს. ღირსი დოროთეს საზრდელი იყო პური და უდაბნოს მწირი მცენარეულობა. იგი დღეში მხოლოდ ერთხელ ჭამდა. დასაძინებლად წმიდანი არასოდეს წვებოდა: ზოგჯერ თუ ჩათვლემდა საზრდელის მიღების ან მუშაობის დროს. ერთხელ ღირსმა მამამ მოწაფე წყლის მოსატანად გაგზავნა, ეს უკანასკნელი კი ცარიელი ჭურჭლით დაბრუნდა და თქვა, ჭაში გველი ვნახე - წყალი მოწამლულიაო. მაშინ დოროთე თვითონ წავიდა ჯურღმულთან, ჯვარი გადასახა, დალია და თქვა: „სადაც ჯვარია, იქ ეშმაკი უძლურია". ნეტარი მეუდაბნოე მშვიდობით მიიცვალა ღრმა მოხუცებულობაში (IV).

„წმიდანთა ცხოვრება", ტომი III, თბილისი, 2001 წ.




ნანახია: 948 | დაამატა: Sarcmunoebaკომენტარები (0)



html-კოდი ინფორმაციის
BB-კოდი ინფორმაციის
გაუზიარე ეს ინფორმაცია მეგობარს


 

კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია
სულ კომენტარები: 0