- სასმელი მინერალური წყლები
- ფლორა
- ფაუნა
- მინერალური რესურსები
- წყლის რესურსები
- საზღვრები
- ფართობი
- ტერიტორიის ფორმირება
- ატმოსფერული ცირკულაცია
- მზის რადიაცია
- ჰავა
- გეოპოლიტიკური მდებარეობა
- ეკონომიკურ-გეოგრაფიული მდებარეობა
- ფიზიკურ-გეოგრაფიული მდებარეობა
- საქართველოს სამეფო
- სამცხე-საათაბაგო
- იმერეთის სამეფო
- კახეთის სამეფო
- ქართლის სამეფო
- ჰერეთის სამეფო
- აფხაზთა სამეფო
- ტაო-კლარჯეთის სამეფო
- ეგრისის სამეფო
- იბერიის სამეფო
- დიაოხის სამეფო
- ქართლ-კახეთის სამეფო XVIII საუკუნის 80-90-იან წლებში
- დასავლეთ საქართველოს სამეფო-სამთავროები XVIII საუკუნეში
- ქართლ-კახეთი XVIII საუკუნის 40-70 იან წლებში
- ქართლის და კახეთის სამეფოები XVIII საუკუნის პირველ ნახევარში
- სამცხე-საათაბაგო XVII საუკუნეში
„მოძღვარი მიწიერი ქრისტეა"ვინც არ აღიარებს მშობელს, იგი არ არის შვილობის ღირსი და შესაბამისად ვერასდროს გაიგებს მშობლის ფასს, ვინც არ აღიარებს მასწავლებელს, იგი ვერასდროს გახდება მოწაფე, ამასთანავე სწავლულიც. ადამიანი, რომელიც უარყოფს ავადმყოფობის არსებობას, უარყოფს მკურნალსაც, შესაბამისად სენიც უკურნებელი დარჩება მისთვის. დღესდღეობით ძალიან ხშირი და გავრცელებულია სიტყვები: „მე მრწამს ღმერთი, მაგრამ არ მჯერა მოძღვრის, როგორ უნდა მივიდე მასთან, ვინც ცოდვილია, რაში მჭირდება მოძღვარი, ჩემითაც კარგად ვილოცებ!" ან კიდევ: „ვიცი, რომ მაინც ვერ შევძლებ ყველაფრის შესრულებას, ვერ დავიცავ მარხვებს და ჯობია, სულაც არ დავიწყო". მაშინ ჩვენც გავყვეთ მათ მსჯელობას და ვთქვათ: რა საჭიროა ჩვილისთვის მშობლები? ის ღმერთმა გააჩინა და თვითონ გაიზრდება, რა საჭიროა მასწავლებელი, ისედაც ისწავლი! რაში გვჭირდება ექიმი, თავადაც განიკურნები და ა.შ. მაგრამ განა სწორედ ამ ადამიანებით არ მოქმედებს ღმერთი ჩვენში? განა თუ გულით ლოცულობ სახლში, მოძღვრამდე არ მიხვალ? როდის იყო წყურვილი წყლის ყურებით დაკმაყოფილებულიყო? მაშინ რატომ სვამ მას? ვისაც უყვარს ქრისტე, მას აუცილებლად ეყვარება მოძღვარიც, თუკი შენ მოძღვარს უარყოფ იმისთვის, რომ მას ცოდვები აქვს, მაშინ მეც გკითხავ, რატომ გიყვარს და აღიარებ შენს მშობლებს, ისინიც ხომ ცოდვილები არიან? მიუხედავად მათი ცოდვილობისა განა არ გიწევენ ისინი ღირსეულ მშობლობასა და მზრუნველობას? მათი პირადი ცოდვები შენ ხელს არ გიშლის, რომ მიიღო მათგან მშობლიური სითბო და სიყვარული. სწორედ ეს მშობლიური გრძნობა, უდიდესი სიყვარული განაქარვებს და უჩინოყოფს შენს თვალში ცოდვათა სიმრავლეს. თუკი პარალელს მოძღვართან, სულიერ მშობელთან გავავლებთ, თავად განვსაჯოთ და ჩვენს გულებში ჩავიხედოთ, თუ რა განაპირობებს მათ უარყოფას და ჩვენს უნდობლობას, რა არის ამის მიზეზი? ვაღიაროთ, რომ ეს ურწმუნოება და უსიყვარულობაა. არასწორია ადამიანი, თუკი იგი იმ მიზეზით არიდებს თავს მოძღვართან მისვლას, რომ ვერ დაიცავს და ვერ შეასრულებს მის მორჩილებას. არ ჩააბარებს აღსარებას, რადგან კვლავ იგივე ცოდვებში ჩავარდება. მაშინ: ნურც საჭმელს შევჭამთ, რადგან ისევ მოგვშივდება. ნუ დავიბანთ, მაინც დავისვრებით. შენ, რომელსაც არ შეგიძლია მთლიანად დაიტიო მზე, განა არ თბები მისი სხივებით? თუკი არ შეგიძლია შეისუნთქო მთელი ჰაერი, განა მისით არ ცოცხლობ? ასევეა ამ შემთხვევაშიც, მთავარია შენ ირწმუნო, გამოხატო შენი ნება, დანარჩენს კი ღმერთი აღასრულებს შენში მოძღვრის ხელით. როგორც წმიდა გრიგოლ ღვთისმეტყველი ამბობს: „მოძღვარი მიწიერი ქრისტეა," თუ შენ მას ამ რწმენით შეხედავ, განა თვით უფალი არ იმოქმედებს შენში მისი ხელით? მოძღვარი მხოლოდ პირს აღაღებს, დანარჩენს ღმერთი აღასრულებს. თვით ქრისტეც, ურწმუნო იუდეველთათვის ჩვეულებრივ კაცად, ჯვარცმულ ადამიანად დარჩა, მორწმუნეთათვის კი ღმერთია ჭეშმარიტი წყარო ცხონებისა და ყოველი სიკეთისა. ადამიანის ქმედების არსს, ხარისხსა და სიდიდეს შეიძლება იმდენად მისი შედეგი არ განსაზღვრავდეს (თუმცა კი ესეც აუცილებელია), არამედ ის დიდი სიყვარული და მონდომება, რომელიც მისი აღსრულებისას დაიხარჯა. როგორც წმიდა ბასილი დიდი ამბობს: „ღვთისათვის სათნო დიდებული საქმეები კი არა, არამედ სიყვარულია, რომლითაც ისინი კეთდება, რადგან არაფერია მცირე, რაც დიდად უყვართ და არაფერია დიდი, რაც მცირედ უყვართ." განა სახარებისეული ქვრივის ორი კონდრატი, რაოდენობით მცირე არ იყო, შეწირულთა შორის, მაგრამ უფლისთვის ყველაზე სათნო აღმოჩნდა, რადგან გაღებული იყო უდიდესი რწმენითა და სიყვარულით. ადამიანის სხეული, რომელიც ერთიანი ორგანიზმია, სიცოცხლისათვის თანაბრადმნიშვნელოვან ასოთაგან არ შედგება, არ შეიძლება ყოველი ნაწილი იყოს ტვინი ან გული, მაგრამ ყოველი ორგანო აუცილებელია სიცოცხლისათვის, რადგან ისინი ასრულებენ თავიანთ ფუნქციას. ადამიანი განა არ დადის მუსიკაზე და არ სწავლობს კლასიკურ შემოქმედებას: მოცარტს, ბახს და ა.შ. განა ამბობს უარს მათ სწავლაზე, რადგან უშუალოდ ისინი არ ასწავლიან მშვენიერ მუსიკას. ნუთუ ხატვაზე არ ივლი იმიტომ, რომ შენი მასწავლებლები ლეონარდო და ვინჩი ან მიქელანჯელო არ იქნებიან? ან საერთოდ, უარს იტყვი იმ მიზეზით, რომ ვერასდროს გახდები მათნაირი? ნუთუ ეს სისულულე არ იქნება? მიუხედავად ამისა, შენ მაინც სწავლობ და გჯერა მასწავლებლის, რადგან იგი უცვლელად, ჭეშმარიტად გასწავლის მათ ხელოვნებას, შემოქმედებას. ასევეა მოძღვარიც, შეიძლება ის არ იყოს წმ. პეტრე და პავლე მოციქულისნაირი, მაგრამ იგი ხომ მათი სულიერი მემკვიდრეა, იგი ხომ უცვლელად გასწავლის ღვთის მოძღვრებას, გწვრთნის მის მცნებებში. არიან ისეთებიც, რომლებიც ეკლესიაში არ დადიან იმ მიზეზით, რომ მრავალი დამაბრკოლებელი რამ იხილეს (ვინმეს უარყოფითი საქციელი, ან ის ადამიანები, რომლებიც ყველაზე ცოდვილებად მიაჩნდა). ნუთუ ვინმეს გაუკვირდება საავადმყოფოში დაავადებულთა ყოფნა? ეკლესია ხომ სულიერი ჰოსპიტალია, რომელშიც კურნებას თავად ქრისტე აღასრულებს მის მსახურთა ხელით. გავიხსენოთ სახარების სიტყვები: „არა მოვედ მართალთა წოდებად, არამედ ცოდვილთა სინანულად". თუკი აუცილებელია მტრის სიყვარული, რომელიც ქრისტემ დაგიდო მცნებად, მაშინ რა პასუხს მივაგებთ მას მოძღვრის უსიყვარულობისთვის? მოძღვარი - ეს არის ფარი ადამიანისათვის, რომელიც თავის თავზე იღებს მტრისგან ნასროლ ისრებს, რათა გადაარჩინოს სულიერი შვილი. წარმოვიდგინოთ ოღრო-ჩოღრო, ქვიანი აღმართი, რომელზეც ადამიანთა სიმრავლეს მიაქვს დიდი ტვირთი, ერთი მათგანი სიყვარულით იტვირთავს მას, რათა შეუმსუბუქოს დანარჩენთ სავალი და თუ იგი დაეცემა, წაიჩოქებს ტვირთის სიმძიმის გამო, ნუთუ სხვები დაცინვას დაუწყებენ და ეტყვიან, თუ თავი არ გქონდა, რაღას ტვირთულობდიო? თუ პირიქით, მიეშველებიან მას, რათა წამოდგეს. ასევეა მოძღვარიც, მას მხრებზე ადევს უდიდესი ჯვარი, მრევლის ცოდვები, რომელსაც, როგორც მძიმე უღელს, ისე ატარებს ამ წუთისოფელში, რათა შეუმსუბუქოს ცხონების გზა თავის სამწყსოს და თუ იგი დაეცემა, წაიბორძიკებს სულიერად, აუცილებელია, დავეხმაროთ და ლოცვით წამოვაყენოთ იგი. ერთმანეთის ტვირთი ვიტვირთოთ და ასე აღვასრულოთ ქრისტეს რჯული. გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი"
| |
მომწონს
+46
|
html-კოდი ინფორმაციის | |
BB-კოდი ინფორმაციის | |
გაუზიარე ეს ინფორმაცია მეგობარს |
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია
სულ კომენტარები: 1 | |||
| |||