- სასმელი მინერალური წყლები
- ფლორა
- ფაუნა
- მინერალური რესურსები
- წყლის რესურსები
- საზღვრები
- ფართობი
- ტერიტორიის ფორმირება
- ატმოსფერული ცირკულაცია
- მზის რადიაცია
- ჰავა
- გეოპოლიტიკური მდებარეობა
- ეკონომიკურ-გეოგრაფიული მდებარეობა
- ფიზიკურ-გეოგრაფიული მდებარეობა
- საქართველოს სამეფო
- სამცხე-საათაბაგო
- იმერეთის სამეფო
- კახეთის სამეფო
- ქართლის სამეფო
- ჰერეთის სამეფო
- აფხაზთა სამეფო
- ტაო-კლარჯეთის სამეფო
- ეგრისის სამეფო
- იბერიის სამეფო
- დიაოხის სამეფო
- ქართლ-კახეთის სამეფო XVIII საუკუნის 80-90-იან წლებში
- დასავლეთ საქართველოს სამეფო-სამთავროები XVIII საუკუნეში
- ქართლ-კახეთი XVIII საუკუნის 40-70 იან წლებში
- ქართლის და კახეთის სამეფოები XVIII საუკუნის პირველ ნახევარში
- სამცხე-საათაბაგო XVII საუკუნეში
წმიდა მოწამენი: ევდოქსი, ზენონი და მაკარი (+311)6 (19) სექტემბერიწმიდა მოწამენი, ევდოქსი, ზენონი და მაკარი დიოკლეტიანეს მემკვიდრის, მაქსიმიანე გალერიუსის (305-311) დროს აღესრულნენ მოწამეობრივად. როცა დიოკლეტიანემ ბრძანება გამოსცა, სიკვდილით დაესაჯათ ყველა მართლმორწმუნე, რომელიც კერპებისთვის მსხვერპლის შეწირვაზე უარს განაცხადებდა, ქრისტიანთა გარკვეულმა ნაწილმა, მათ შორის დიდგვაროვნებმა და სახელმწიფო მოხელეებმა, თავი აარიდეს მოსალოდნელ ტანჯვა-წამებას და სხვადასხვა ქვეყნებში გაიხიზნნენ. ევდოქსიმ დატოვა მაღალი თანამდებობა და მეუღლესთან - ბასილისასთან და მთელ სახლეულთან ერთად სომხეთის ქალაქ მელიტინას მიაშურა. როცა ქალაქის მმართველმა წმიდანის ჩამოსვლა შეიტყო, მხედრები გაგზავნა მის მოსაძებნად. მეომრები შეხვდნენ გლახაკის სამოსელში გადაცმულ მარტვილს, ვერ იცნეს იგი და ევდოქსის ადგილსამყოფელი ჰკითხეს. წმიდანმა თავისი ვინაობა დამალა, სახლში მიიწვია მეომრები და ღამეც გაათევინა. მხედრებთან შეხვედრა მან უფლისგან მოწამეობრივი ღვაწლისთვის მოწოდებად აღიქვა და დილით სტუმრებს თავისი ვინაობა განუცხადა. მეომრები შეწუხდნენ და ევდოქსის შესთავაზეს, „არა განგცეთ ჩუენ კეთილი ეგე მასპინძელი ჩუენი, არცა მივაგოთ ბოროტი უცხოთმოყვარებასა შენსა"; მაგრამ მარტვილმა უარი განაცხადა. მან მეუღლეს მოუხმო, „განგებაჲ სახლისა თჳსისაჲ განუწესა" და სთხოვა, ჩემი მოწამეობრივი აღსასრულის დღეს კი ნუ იგლოვ, იზეიმეო. ევდოქსის თან გაჰყვნენ მეუღლე ბასილისა და მისი მეგობრები - ზენონი და მაკარი. ქალაქის თავი წმიდანს კერპებისთვის მსხვერპლის შეწირვის საფასურად სიცოცხლის, მაღალი მდგომარეობისა და ქონების შენარჩუნება აღუთქვა, მაგრამ ნეტარი მტკიცედ იდგა სარწმუნოებაზე. იქვე მდგომმა ათასზე მეტმა მეომარმა, ქრისტეს ფარულმა აღმსარებელმა, მიჰბაძა ნეტარს. შეცბუნებული მმართველი იმპერატორს დაეკითხა, როგორ მოქცეულიყო, „ხოლო მან უბრძანა, რაჲთა წინამძღუარნი იგი ესევითარისა მის კადნიერებისანი მძიმეთა სატანჯველთა შესთხინეს, ხოლო სხჳსა მის ერისათჳს, ვითარცა თჳთ ენებოს, ეგრეთ განაგოს". წმიდა ევდოქსი სასტიკად აწამეს, ბოლოს კი სიკვდილით დასასჯელად გაიყვანეს. აღსასრულის წინ მარტვილი იქვე მდგომ აცრემლებულ ბასილისასკენ მიბრუნდა, გაამხნევა და სთხოვა, მიმნად წოდებულ სოფელში დაეფლა მისი გვამი; შემდეგ მეგობარს - ზენონს უწინასწარმეტყველა, ერთად წარვდგებითო უფლის წინაშე. ამ სიტყვებით აღფრთოვანებულმა ზენონმა ხმამაღლა აღიარა ქრისტე. მეუღლის ხვედრის გაზიარების მოსურნე ბასილისამ უშიშრად ამხილა უსჯულო ხელისუფალი. ქალაქის თავი მიხვდა მხნე აღმსარებლის გულისწადილს, არ აწამა იგი და გააძევა. წასვლის წინ ნეტარმა დედამ მტარვალს მიმართა: შენი ხელით სიკვდილი თუ ვერ ვპოვე, გგონია, გვირგვინს დავაკლდები? დაფარულთა მხედველი ჩემი მეუფე მარტვილობის სურვილსაც აღსრულებულ ღვაწლად მიმითვლის და ჩემი ქმრის თანასწორ საზღაურს მომაგებს! შვიდი დღის შემდეგ ევდოქსი ძილში ეჩვენა ბასილისას და ამცნო, ჩემს მეგობარსა და ეზოსმოძღვარ მაკარის გადაეცი, რომ მე და წმიდა ზენონი მის მოსვლას ველოდებითო. ეს უკანასკნელი დაუყოვნებლივ გამოცხადდა მმართველთან, აშკარად აღიარა ქრისტე, რისთვისაც თავი მოჰკვეთეს. ამ დროს კიდევ მრავალი ქრისტიანი ეწამა ჭეშმარიტი სარწმუნოების ერთგულებისათვის (+311-312). „წმიდანთა ცხოვრება", ტომი III, თბილისი, 2001 წ. | |
მომწონს
+37
|
html-კოდი ინფორმაციის | |
BB-კოდი ინფორმაციის | |
გაუზიარე ეს ინფორმაცია მეგობარს |
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია
სულ კომენტარები: 0 | |