- სასმელი მინერალური წყლები
- ფლორა
- ფაუნა
- მინერალური რესურსები
- წყლის რესურსები
- საზღვრები
- ფართობი
- ტერიტორიის ფორმირება
- ატმოსფერული ცირკულაცია
- მზის რადიაცია
- ჰავა
- გეოპოლიტიკური მდებარეობა
- ეკონომიკურ-გეოგრაფიული მდებარეობა
- ფიზიკურ-გეოგრაფიული მდებარეობა
- საქართველოს სამეფო
- სამცხე-საათაბაგო
- იმერეთის სამეფო
- კახეთის სამეფო
- ქართლის სამეფო
- ჰერეთის სამეფო
- აფხაზთა სამეფო
- ტაო-კლარჯეთის სამეფო
- ეგრისის სამეფო
- იბერიის სამეფო
- დიაოხის სამეფო
- ქართლ-კახეთის სამეფო XVIII საუკუნის 80-90-იან წლებში
- დასავლეთ საქართველოს სამეფო-სამთავროები XVIII საუკუნეში
- ქართლ-კახეთი XVIII საუკუნის 40-70 იან წლებში
- ქართლის და კახეთის სამეფოები XVIII საუკუნის პირველ ნახევარში
- სამცხე-საათაბაგო XVII საუკუნეში
ღირსი ექვთიმე - ნათლისმცემლის მონასტრის წინამძღვარი (+1804)8 (21) აგვისტოწმიდა ექვთიმე იყო გარეჯის მრავალმთის უდაბნოს წმიდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის მონასტრის წინამძღვარი. მონასტრის სიგელ-გუჯრები მას „მრავალღვაწლმშრომელად" მოიხსენიებს. იოანე ბატონიშვილის ცნობით, ექვთიმე იყო „კაცი ფილოსოფოსი და ღვთისმეტყველი, სათნოებათა ზედა უცხო მოქადაგე. ამან ფრიად იღვაწა მონასტრისათვის და აღაშენა სოფელი ხაშმი, რომელიც იყო ქსნის ერისთავთა ლეკთა მოყვანის მიზეზით დამწვარი; აღაშენა უცხო ვენახი და წისქვილნი... მრავალი შემატა მონასტერსა, ვითარცა ნივთნი, ეგრეთვე მამულნიცა". მისი კურთხევით სავანეში ითარგმნებოდა დიდძალი სასულიერო ლიტერატურა, იწერდნენ იშვიათ საგნებს. იოანე ბატონიშვილი გადმოგვცემს, რომ წმიდა ექვთიმემ შეასწავლა „რაოდენთამე მოწაფეთა ფილოსოფია და ღვთისმეტყველებაჲ". წმიდა ექვთიმეს საბა ნინოწმინდელის დავალებით დაუწერია წმიდა ნინოს საგალობლები: „ათორთა უდაბნოთა მაკურთხეველმან, ყოვლადსამღვდელომან, ნინოწმიდელ მიტროპოლიტმან საბა მიბრძანა მე ნათლისმცემლის მონასტრის არქიმანდრიტს უღირს ექვთიმის აღწერად მუჴლედნი „გიხაროდენ" საქართველოს განმანათლებლისა, მოციქულთა სწორისა, დედისა ნინოსი". 1797 წელს თბილისში შავი ჭირის ეპიდემიამ იფეთქა. მცხოვრებლები ტყეებსა და ხეობებში გაიხიზნენ. კლდის ნაპრალებიდან გამოსული უდაბნოს მოღვაწე ბერები მფარველ ანგელოზებად მოევლინნენ ავადმყოფობისა და შიმშილისაგან ღონემიხდილ ხალხს: ეხმარებოდნენ, ემსახურებოდნენ და ნუგეშს სცემდნენ მათ. როგორც ბევრ სხვა სიკეთეს, ამ საქმესაც წმიდა ექვთიმე ხელმძღვანელობდა. წმიდა ექვთიმე 1804 წელს აღესრულა მშვიდობით. საქართველოს სამოციქულო ეკლესიამ წმიდანად შერაცხა ეკლესიისა და ერისათვის დამაშვრალი, გაჭირვებულთა იმედი და ნუგეში, „მრავალღვაწლშემოსილი" ფილოსოფოსი და ღვთისმეტყველი ექვთიმე წინამძღვარი". „ქართველ წმიდანთა ცხოვრებანი", თბილისი, 2004 წ. | |
მომწონს
+27
|
html-კოდი ინფორმაციის | |
BB-კოდი ინფორმაციის | |
გაუზიარე ეს ინფორმაცია მეგობარს |
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია
სულ კომენტარები: 0 | |