- სასმელი მინერალური წყლები
- ფლორა
- ფაუნა
- მინერალური რესურსები
- წყლის რესურსები
- საზღვრები
- ფართობი
- ტერიტორიის ფორმირება
- ატმოსფერული ცირკულაცია
- მზის რადიაცია
- ჰავა
- გეოპოლიტიკური მდებარეობა
- ეკონომიკურ-გეოგრაფიული მდებარეობა
- ფიზიკურ-გეოგრაფიული მდებარეობა
- საქართველოს სამეფო
- სამცხე-საათაბაგო
- იმერეთის სამეფო
- კახეთის სამეფო
- ქართლის სამეფო
- ჰერეთის სამეფო
- აფხაზთა სამეფო
- ტაო-კლარჯეთის სამეფო
- ეგრისის სამეფო
- იბერიის სამეფო
- დიაოხის სამეფო
- ქართლ-კახეთის სამეფო XVIII საუკუნის 80-90-იან წლებში
- დასავლეთ საქართველოს სამეფო-სამთავროები XVIII საუკუნეში
- ქართლ-კახეთი XVIII საუკუნის 40-70 იან წლებში
- ქართლის და კახეთის სამეფოები XVIII საუკუნის პირველ ნახევარში
- სამცხე-საათაბაგო XVII საუკუნეში
ღირსი კირიონ ბერი და ძე მისი ზაქარია მეგვიპტელნი (IV)5 (18) დეკემბერიღირსი კირიონ ბერი და ძე მისი ზაქარია. ღირსი კირიონი ეგვიპტის ერთ-ერთ სკიტში ცხოვრობდა IV საუკუნეში. ერში მას მეუღლე და ორი შვილი დარჩა. ეგვიპტეში ჩამოვარდნილი შიმშილობის ჟამს სიღატაკითა და უკიდურესი გაჭირვებით შეწუხებულმა ცოლმა წმიდანს ბავშვები მონასტერში მიუყვანა. კირიონმა ძე თავისთან დაიტოვა, ასული კი დედას გააყოლა. ნეტარი ბერი სკიტში ზრდიდა ყრმას. როცა ზაქარია წამოიზარდა, მამა-შვილმა თებაიდას მიაშურა, ზაქარიას სიყმაწვილე და მშვენიერი პირისახე მკვეთრად გამოირჩეოდა სხვა ბერების ასკეტური და მარხვით გალეული გარეგნობისაგან წმიდა ზაქარია შხამიან ტბასთან მივიდა, ნესტოებამდე ჩაეშვა წყალში და ერთი საათი დაჰყო შიგ. ამის შემდეგ ნეტარს სახე ისე შეეცვალა, რომ მამამაც ძლივს იცნო, მაგრამ ზიარების დროს წმიდა ხუცეს ისიდორეს გაეცხადა მის შესახებ და ნეტარს უთხრა - „შვილო, წინა კვირას შენ ეზიარე, როგორც კაცი, ახლა კი - როგორც ანგელოზი". მამის სიკვდილის შემდეგ ზაქარია ღირს მოსე შავთან (ხს. 27 აგვისტოს) ერთად მოსაგრეობდა. „რა ვქმნა, რათა ვცხონდე?" - ჰკითხა ერთხელ მას მოსემ. ამის გაგონებაზე ზაქარია ფეხებში ჩაუვარდა ნეტარს: „შენ მე მეკითხები, მამაო?!" - „მერწმუნე, შვილო ზაქარია, - უთხრა მოსემ, - მე ვიხილე, თუ როგორ გარდამოხდა შენზე სულიწმიდა, და მხოლოდ ამიტომ გკითხე". მაშინ ღირსმა ზაქარიამ თავიდან კუკული მოიხადა, ფეხებთან დაიდო, გათელა და თქვა: „თუ არ გაისრისები, როგორც კაცი, მონაზონი ვერ იქნები". მომაკვდავ ზაქარიას ღირსმა მოსემ ჰკითხა: - „რას ხედავ, ძმაო?" „დუმილი ხომ არ სჯობს, მამაო", - იყო პასუხი. - „ჰე, სდუმენინ, შვილო!" - მიუგო მანაც. როცა ღირსი ზაქარიას სული სხეულს ეყრებოდა, წმიდა ამბა ისიდორემ თვალები ზეცად აღაპყრო და თქვა: „გიხაროდენ, შვილო ჩემო ზაქარია, რამეთუ განგეხვნეს კარნი ზეცისა სამეუფოჲსანი". „წმიდანთა ცხოვრება", ტომი IV, თბილისი, 2003 წ. | |
მომწონს
+30
|
html-კოდი ინფორმაციის | |
BB-კოდი ინფორმაციის | |
გაუზიარე ეს ინფორმაცია მეგობარს |
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია
სულ კომენტარები: 0 | |