- სასმელი მინერალური წყლები
- ფლორა
- ფაუნა
- მინერალური რესურსები
- წყლის რესურსები
- საზღვრები
- ფართობი
- ტერიტორიის ფორმირება
- ატმოსფერული ცირკულაცია
- მზის რადიაცია
- ჰავა
- გეოპოლიტიკური მდებარეობა
- ეკონომიკურ-გეოგრაფიული მდებარეობა
- ფიზიკურ-გეოგრაფიული მდებარეობა
- საქართველოს სამეფო
- სამცხე-საათაბაგო
- იმერეთის სამეფო
- კახეთის სამეფო
- ქართლის სამეფო
- ჰერეთის სამეფო
- აფხაზთა სამეფო
- ტაო-კლარჯეთის სამეფო
- ეგრისის სამეფო
- იბერიის სამეფო
- დიაოხის სამეფო
- ქართლ-კახეთის სამეფო XVIII საუკუნის 80-90-იან წლებში
- დასავლეთ საქართველოს სამეფო-სამთავროები XVIII საუკუნეში
- ქართლ-კახეთი XVIII საუკუნის 40-70 იან წლებში
- ქართლის და კახეთის სამეფოები XVIII საუკუნის პირველ ნახევარში
- სამცხე-საათაბაგო XVII საუკუნეში
ღირსი ზოსიმე სოლოვკელი (+1478)17 (30) აპრილიღირსი ზოსიმე სოლოვკელი (+1478). რუსეთის ეკლესიის უდიდესი ლამპარი, ბერების სამყოფელის დამაარსებელი სოლოვკის კუნძულზე, დაიბადა ნოვგორდის ეპარქიაში ონეგის ტბის მახლობლად. ის სიყრმითგან ღვთისმოსავ გარემოში იზრდებოდა. მშობლების გარდაცვალების შემდეგ კი ქონება დაარიგა და ბერად აღიკვეცა. განმარტოებული ადგილის ძებნაში ღირსი მამა გაემგზავრა თეთრი ზღვის სანაპიროზე და იქ შეხვდა ღირს გერმანეს (ხს. 30 ივლისს), რომელმაც მოუთხრო ერთი უკაცრიელი კუნძულის შესახებ. დაახლოებით 1436 წელს განდეგილებმა მშვიდობით მიაღწიეს კუნძულს. უფალმა მათი საცხოვრებელი ადგილი აკურთხა ღვთაებრივი გამოცხადებით, რომელიც ღირსმა ზოსიმემ იხილა. ბერებმა შიშველი ხელებით დაიწყეს მუშაობა, ააშენეს კელიები, დაამუშავეს მიწა. ერთხელ შემოდგომაზე მამა გერმანი მატერიკზე წავიდა სანოვაგისთვის, უკან დაბრუნება ვერ მოახერხა და მამა ზოსიმე მთელი ზამთარი მარტო დარჩა კუნძულზე. წმიდა ბერს მრავალი ცდუნების დაძლევა მოუხდა. მას გარდაუვალი შიმშილით სიკვდილი ემუქრებოდა, მაგრამ სასწაულებრივად გამოჩენილმა ორმა უცნობმა დაუტოვა პური, ფქვილი და ზეთი. გაზაფხულზე მამა გერმანი დაბრუნდა მეთევზე მარკოზთან ერთად და სანოვაგე ჩამოიტანა. როცა კუნძულზე რამდენიმე განდეგილმა მოიყარა თავი, მამა ზოსიმემ მათთვის ააშენა ხის ეკლესია უფლის ფერისცვალების სახელზე. მისი თხოვნით ნოვგოროდიდან ახლადდაარსებულ სავანეში ჩამოვიდა იღუმენი და ჩამოიტანა ოდიკი ეკლესიისათვის. ასე დაედო საფუძველი სახელგანთქმულ სოლოვკის მონასტერს. მკაცრ ბუნებრივ პირობებში ძმებმა მოახერხეს მოეწყოთ მეურნეობა, მაგრამ ნოვგოროდიდან გამოგზავნილი წინამძღვრები ვერ ეგუებოდნენ უჩვეულო გარემოს, ამიტომ ძმებმა იღუმენად ღირსი ზოსიმე აირჩიეს. სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე ღირსმა ზოსიმემ თვითონ დაამზადა თავისი კუბო. დაასაფლავეს ფერისცვალების ტაძრის წინ (+1478 წ, 17 აპრილი). 1566 წლის 8 აგვისტოს ზოსიმესა და საბატის წმიდა ნაწილები გადაასვენეს ფერისცვალების ტაძარში. სიკვდილის შემდეგ წმიდა ზოსიმესადმი აღვლენილი ლოცვით მრავალი სასწაული ხდებოდა. ის ითვლება მეთევზეებისა და მეფუტკრეების მფარველად. „წმიდანთა ცხოვრება", ტომი II, თბილისი, 2001 წ. | |
მომწონს
+34
|
html-კოდი ინფორმაციის | |
BB-კოდი ინფორმაციის | |
გაუზიარე ეს ინფორმაცია მეგობარს |
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია
სულ კომენტარები: 0 | |