მოგესალმებით!კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენს საიტზე "უფალი გფარავდეთ"
  

  

  

  

  

  

Real Menu
საიტის მენიუ
მთავარი კონტაქტი ფლეშ სიახლეები ხატები და ფრესკები ეკლესია–მონასტრები თქვენი თხოვნები რა არის როკ–მუსიკა სამარხვო კერძები სხვადასხვა მამათა გამონათქვამები საგალობლები ბიბლია მარხვები დღესასწაულები საქართველოს ისტორია ფსალმუნები დასაბეჭდი ლოცვანი ქადაგებანი და წერილები ხატები ფოტოალბომი წმინდა სინოდი ქრისტეს 12 მოციქული პატერიკი სახარება ჩვენი ტაძარი მამათა სწავლებანი
ფეისბუქის ქოვერები

ჩვენთან არს ღმერთი



















ჩვენი გამოკითხვა
როგორი საიტია ?
ჩვენი გამოკითხვა
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
საიტის წევრები არ არიან...
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
სტუმარი მომხმარებელი
საიტზე ძებნა
მომხმარებლის პროფილი
სტუმარო


სტუმარო გთხოვ დარეგისტრირდი ან გაიარე ავტორიცაზია!


აუდიო ბიბლია
ჩვენთან არს ღმერთი



















თქვენი რეკლამა



Top სტატუსი



სიტყვა კვირიაკესა ყველიერისასა
ნიკოლოზ ცხვედაძის დასაფლავებაზე

მარჯვნივ
მარცხნივ


ყოველდღიური სიახლეები ვიდეო სიახლეები წმიდანთა ისტორიები

ღირსი ზოტიკე ხუცესი, ობოლთმზრდელი

ღირსი ზოტიკე ხუცესი, ობოლთმზრდელი (IV)

30 (12.01) დეკემბერი

წმიდა ზოტიკე ხუცესი, ობოლთმზრდელი - ერისკაცობაში დიდგვაროვანი და მდიდარი რომაელი - კონსტანტინე დიდის (306-337) დაახლოებული კარისკაცი იყო. როცა მეფემ დედაქალაქი რომიდან კონსტანტინოპოლში გადაიტანა, ზოტიკეც თან გაჰყვა იმპერატორს, მაგრამ მალე საერო პატივზე უარი განაცხადა, სამღვდელო ხარისხი მიიღო და ღვთის სამსახურში ჩადგა. წმიდანმა საკუთარი სახლი ქვრივთა და ობოლთა თავშესაფრად აქცია, რისთვისაც მას „ობოლთმზრდელი" შეარქვეს. ამ დროს კონსტანტინოპოლში კეთრი მომძლავრდა. წმიდა ზოტიკემ კონსტანტინე მეფისგან ფული გამოითხოვა და ააგო საავადმყოფო, სადაც კეთროვნებს უვლიდა და ნუგეშს სცემდა.

კონსტანტინე მეფის გარდაცვალების შემდეგ ტახტზე ავიდა მისი ძე, კონსტანციუსი (337-361), რომელიც არიანელთა მწვალებლობის მიმდევარი იყო. მას მოახსენეს, ზოტიკე ხუცესმა განსვენებული იმპერატორისგან დიდძალი თანხა მიიღოო. როცა წმიდანი დაკითხეს ამის შესახებ, მან უსჯულოებს საავადმყოფო და დავრდომილთა თავშესაფარი აჩვენა. განრისხებულმა კონსტანტინემ ბრძანა, ცხენებზე გამოებათ ნეტარი და ქვა-ღორღზე ეთრიათ. ერთიანად ხორცდაფლეთილმა და დასახიჩრებულმა წმიდანმა ტანჯვით შეჰვედრა სული უფალს. მისი აღსასრულის ადგილას მაკურნებელმა წყარომ ამოხეთქა.

„წმიდანთა ცხოვრება", ტომი IV, თბილისი, 2003 წ.




ნანახია: 807 | დაამატა: Sarcmunoebaკომენტარები (0)



html-კოდი ინფორმაციის
BB-კოდი ინფორმაციის
გაუზიარე ეს ინფორმაცია მეგობარს


 

კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია
სულ კომენტარები: 0