მოგესალმებით!კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენს საიტზე "უფალი გფარავდეთ"
  

  

  

  

  

  

Real Menu
საიტის მენიუ
მთავარი კონტაქტი ფლეშ სიახლეები ხატები და ფრესკები ეკლესია–მონასტრები თქვენი თხოვნები რა არის როკ–მუსიკა სამარხვო კერძები სხვადასხვა მამათა გამონათქვამები საგალობლები ბიბლია მარხვები დღესასწაულები საქართველოს ისტორია ფსალმუნები დასაბეჭდი ლოცვანი ქადაგებანი და წერილები ხატები ფოტოალბომი წმინდა სინოდი ქრისტეს 12 მოციქული პატერიკი სახარება ჩვენი ტაძარი მამათა სწავლებანი
ფეისბუქის ქოვერები

ჩვენთან არს ღმერთი



















ჩვენი გამოკითხვა
როგორი საიტია ?
ჩვენი გამოკითხვა
სულ ონლაინში: 4
სტუმარი: 4
მომხმარებელი: 0
საიტის წევრები არ არიან...
სულ ონლაინში: 4
სტუმარი: 4
მომხმარებელი: 0
სტუმარი მომხმარებელი
საიტზე ძებნა
მომხმარებლის პროფილი
სტუმარო


სტუმარო გთხოვ დარეგისტრირდი ან გაიარე ავტორიცაზია!


აუდიო ბიბლია
ჩვენთან არს ღმერთი



















თქვენი რეკლამა



Top სტატუსი



ლოცვამ ფესვი უნდა გაიდგას ჩვენს ცხოვრებაში
საქართველოს ერთობის ხელყოფა არავის ეპატიება

მარჯვნივ
მარცხნივ


ყოველდღიური სიახლეები ვიდეო სიახლეები წმიდანთა ისტორიები

კათოლიკოს-პატრიარქი ეფრემ II (სიდამონიძე)

კათოლიკოს-პატრიარქი ეფრემ II (სიდამონიძე)

ღვთისგან რჩეული ადამიანის ცხოვრება მუდამ გამოირჩევა სხვა მოქალაქეთა ცხოვრებისაგან. ზუსტად ღვთისგან რჩეულ ადამიანებს მიეკუთვნებოდა კათოლიკოს-პატრიარქი ეფრემ II. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი,  უწმიდესი და უნეტარესი ეფრემ II, ერისკაცობაში გრიგოლ შიოს ძე სიდამონიძე დაიბადა 1896 წლის 19 ოქტომბერს გორის მაზრის სოფელ დოესში.

გორის სასულიერო სასწავლებლისა და თბილისის სასულიერო სემინარიის შემდეგ სწავლა განაგრძო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ისტორიის განხრით. უნივერსიტეტი 1923 წელს დაამთავრა. მას ღვთისმეტყველების დოქტორობაც მიენიჭა პეტერბურგის სასულიერო აკადემიის საბჭოს მიერ.

მისი პიროვნების ჩამოყალიბებაში უდიდესი როლი მიუძღვით უნივერსიტეტის ლექტორებს: ივანე ჯავახიშვილს, კორნელი კეკელიძეს, აკაკი შანიძეს, დიმიტრი უზნაძეს, გიგო ნათაძეს, გიორგი ახვლედიანსა და სხვებს.
1921 წლის 21 დეკემბერს მან თხოვნით მიმართა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმიდესსა და უნეტარეს ამბროსი ხელაიას, რათა აღეკვეცათ ბერად და სამღვდელმონაზვნო ხარისხში აეყვანათ. ასევე, მან განცხადებით მიმართა უნივერსიტეტის რექტორს ივანე ჯავახიშვილს და დატოვა უნივერსიტეტის დამამთავრებელი კურსი. ჯერ ყველაფერი წინ ელოდა ახალგაზრდა ეფრემ სიდამონიძეს. შემდგომში მას, როგორც ბერმონაზვნობის მოსურნე ახალგაზრდას, მრავალი დაბრკოლების გადალახვა მოუხდა.

1944 წლიდან იყო ქუთაისის მიტროპოლიტი, 1952 წლიდან – ბათუმჭყონდიდელი მიტროპოლიტი. 1960 წლის 10 იანვარს გარდაიცვალა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი მელქისედეკ III. საგანგებოდ შეიკრიბა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდი. 11 იანვარს სინოდის დადგენილებით საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრედ და მელქისედეკ III-ის დამკრძალავი კომისიის თავჯდომარედ აირჩიეს მიტროპოლიტი ეფრემი. 1960 წლის 19-20 თებერვალს შედგა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებული კრება, რომელმაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსად დაადგინა მიტროპოლიტი ეფრემი ეფრემ II-ის სახელით. 21 თებერვალს სვეტიცხოველში მოხდა მისი აღსაყდრება.

უწმიდესსა და უნეტარეს ეფრემ II-ს მართლაც ურთულეს ეპოქაში მოუხდა მოღვაწეობა. XX საუკუნის 60-იან წლებში საბჭოთა საქართველოში მიმდინარეობდა კომუნიზმის ფართო მშენებლობა. საპატრიარქო უმძიმეს დღეში იყო. საპატრიარქოს არ ჰქონდა რეზიდენცია, სასულიერო სასწავლებელი, საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიას არ აღიარებდა მსოფლიოს მართლმადიდებლურ ეკლესიათა დიდი ნაწილი. მკაცრად კონტროლდებოდა თითოეული სასულიერო პირი, მათ შორის – კათოლიკოს-პატრიარქი ეფრემ II.

ეფრემ II გრძნობდა, რომ რაღაც ზომები უნდა მიეღო და გადაეჭრა ყველა ეს პრობლემა. უწმიდესი ძალიან დარდობდა იმაზე, რომ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას ღვთისმსახურთა მოსამზადებლად სასწავლებელი არ ჰქონდა. საჭირო იყო ამ მხრივ შეცვლილიყო რამე. მართლაც, 1962 წლის 30 ივლისს კათოლიკოს-პატრიარქ ეფრემ II-ის დიდი ძალისხმევის შედეგად მთავრობამ გასცა განკარგულება მცხეთის სამოძღვრო კურსების დაარსების შესახებ. მის დირექტორად პატრიარქმა დანიშნა შემოქმედელი ეპისკოპოსი ილია (შიოლაშვილი).  ეს იყო ეფრემ II-ის უმნიშვნელოვანესი დამსახურება მის სხვა მრავალ დამსახურებას შორის. მცხეთის სამოძღვრო კურსები ცოტა ხანში მცხეთის სასულიერო სემინარიად გადაკეთდა. მისი პირველი გამოშვება მხოლოდ ოთხ კაცს ითვლიდა, თუმცა იმ დროისთვის ეს უდიდესი შენაძენი იყო ქართული ეკლესიისთვის. სწორედ ეფრემ II-ის დამსახურება გახლდათ, რომ ქართული ეკლესია ფეხზე წამოდგა მაშინ და გადარჩა.

ასევე, კათოლიკოს-პატრიარქ ეფრემ II-ის დიდი დამსახურება არის საეკლესიო კალენდრების გამოშვება. საეკლესიო კალენდრების შედგენა-გამოცემაში პირადად თვითონ მუშაობდა. პატრიარქ ეფრემის მიერ გამოცემულ კალენდარში მოხსენიებული იყო იმ კათოლიკოს-პატრიარქთა გარდაცვალების დღეები, რომლებიც ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ ედგნენ სათავეში ქართულ სამოციქულო ეკლესიას.

1963 წ. ეფრემ II-ის ინიციატივით დაიბეჭდა გიორგი მთაწმინდელისეული "ახალი აღთქმა”. პატრიარქმა დახურვას გადაარჩინა მთაწმინდის მამადავითის ტაძარი, იბრძოდა სასულიერო მოღვაწეთათვის საშემოსავლო გადასახადების დაწესების წინააღმდეგ.

პატრიარქი კარგად გრძნობდა საქართველოს ეკლესიის საერთაშორისო კავშირების აუცილებლობას. თავისი მოღვაწეობის პერიოდში არაერთხელ იმოგზაურა მოსკოვში. თბილისს რამდენჯერმე ესტუმრა რუსეთის პატრიარქი ალექსი I.

ეფრემ II უაღრესად თავმდაბალი პიროვნება იყო. ბავშვებთან ურთიერთობის საოცარ ხელოვნებას ფლობდა და სიყვარულის განსაცვიფრებელი უნარი ჰქონდა. ამდენი გაჭირვების მიუხედავად, ცხოვრება არასდროს მობეზრებია და ბოლომდე შეინარჩუნა კეთილგანწყობა ყველა ადამიანის მიმართ.

ფიზიკურ სიკვდილს დანატრებულ პატრიარქს ჯერ კიდევ ქუთათელ-გაენათელ ჭყონდიდელი მიტროპოლიტის დროს შეუდგენია თავისი საფლავის ქვის ეპიტაფია: "მეყვსეულად განვეშორე მიწიერსა ღვთივმშვენიერსა საკურთხეველსა და მიწა მიწას შთავაბნიე საწყალობელი; სული ჩემი იხმო ზეციერმან მსაჯულმან პასუხის-გებად, ამისთვისცა გევედრებით, ლოცვა ჰყოთ ჩემთვის, რათა გამომაჩინოსმცა მსახურად ზეციურსა საკურთხეველსა. ხელდასმულ ვიქმენ მღვდელმთავრად 19.27.III.27. დავიბადე 1896 წ. გარდავიცვალე… მიტროპოლიტი ეფრემ, სიდამონიძე”.
უწმიდესი და უნეტარესი ეფრემ II დაჯილდოვებული იყო ალექსანდრიის, ანტიოქიის, ბულგარეთის, ჩეხოსლოვაკიის, რუსეთისა და საქართველოს მრავალი სასულიერო ორდენითა და მედლით.

უწმიდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ეფრემ მეორე სიდამონიძემ 76 წელი იცოცხლა და გარდაიცვალა 1972 წლის 7 აპრილს, ვნების შვიდეულის მიწურულს, წითელ პარასკევს, რაც იმ წელს ხარების ბრწყინვალე დღესასწაულს დაემთხვა. ამიტომ მისმა გარდაცვალებამაც სიმბოლური დატვირთვა შეიძინა.

უწმიდესი და უნეტარესი ეფრემ II, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი სიონის საკათედრო ტაძარში დაკრძალეს.




ნანახია: 1210 | დაამატა: Sarcmunoebaკომენტარები (0)



html-კოდი ინფორმაციის
BB-კოდი ინფორმაციის
გაუზიარე ეს ინფორმაცია მეგობარს


 

კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია
სულ კომენტარები: 0