- სასმელი მინერალური წყლები
- ფლორა
- ფაუნა
- მინერალური რესურსები
- წყლის რესურსები
- საზღვრები
- ფართობი
- ტერიტორიის ფორმირება
- ატმოსფერული ცირკულაცია
- მზის რადიაცია
- ჰავა
- გეოპოლიტიკური მდებარეობა
- ეკონომიკურ-გეოგრაფიული მდებარეობა
- ფიზიკურ-გეოგრაფიული მდებარეობა
- საქართველოს სამეფო
- სამცხე-საათაბაგო
- იმერეთის სამეფო
- კახეთის სამეფო
- ქართლის სამეფო
- ჰერეთის სამეფო
- აფხაზთა სამეფო
- ტაო-კლარჯეთის სამეფო
- ეგრისის სამეფო
- იბერიის სამეფო
- დიაოხის სამეფო
- ქართლ-კახეთის სამეფო XVIII საუკუნის 80-90-იან წლებში
- დასავლეთ საქართველოს სამეფო-სამთავროები XVIII საუკუნეში
- ქართლ-კახეთი XVIII საუკუნის 40-70 იან წლებში
- ქართლის და კახეთის სამეფოები XVIII საუკუნის პირველ ნახევარში
- სამცხე-საათაბაგო XVII საუკუნეში
ღირსი თეოქტისტა (+881)9 (22) ნოემბერიღირსი თეოქტისტა დაიბადა კუნძულ ლესბოსზე მდებარე ქალაქ მითიმნაში (მცირე აზია). მას მშობლები ადრეულ სიყმაწვილეში გარდაეცვალა და ნათესავებმა მონასტერში მიაბარეს აღსაზრდელად. გოგონას სული შეეთვისა ცხოვრების ორომტრიალს განრიდებულ მონაზვნურ ყოფას, ხანგრძლივ საეკლესიო მსახურებას, სამონასტრო მორჩილებებს, მკაცრ მარხვასა და დაუდუმებელ ლოცვას. მან ზეპირად შეისწავლა მრავალი საგალობელი, ლოცვა და ფსალმუნი. 846 წელს წმიდანი,რომელიც უკვე თვრამეტი წლისა იყო, იღუმენიას კურთხევით, სააღდგომოდ მეზობელ სოფელში გაემგზავრა ღვიძლი დის მოსანახულებლად და ღამის გასათევად იქვე დარჩა. ამ დროს სოფელს არაბები დაესხნენ თავს, მისი მცხოვრებლები დაატყვევეს, ხომალდზე დასხეს და დილით ზღვაში გავიდნენ. ავაზაკებმა გემი გაუდაბურებულ კუნძულ ფაროსთან შეაჩერეს, რომ აქ ტყვეები დაეხარისხებინათ და შეეფასებინათ ბაზარზე გასაყიდად. უფლის შეწევნით თეოქტისტამ მოახერხა, უსჯულოებს გაქცეოდა. ამ დროიდან მოყოლებული ნეტარმა ოცდათხუთმეტი წელი იცხოვრა ფაროსზე. იგი მიტოვებულ, ჩამონგრეულ ტაძარს აფარებდა თავს, მზესუმზირის მარცვლებით იკვებებოდა და მთელ დროს ლოცვაში ატარებდა. ერთხელ კუნძულზე მონადირეთა ჯგუფი გადავიდა. ერთმა მათგანმა გაქცეულ ნადირს გასდია, ღრმად შეიჭრა ტყეში და უეცრად ტაძარს გადააწყდა. მონადირე შევიდა შიგ და ილოცა. ლოცვის შემდეგ საყდრის ნახევრად ჩაბნელებულ კუთხეში მან რაღაც ადამიანის ფიგურის მსგავსი შენიშნა, გაემართა კიდეც მისკენ, მაგრამ უეცრად შემოესმა: „შეჩერდი, ნუ მიახლოვდები, მრცხვენია, რადგან შიშველი ქალი ვარ". მონადირემ მას ზედა სამოსელი გადაუგდო, რის შემდეგაც დედაკაცი საფარიდან გამოვიდა. ეს იყო გაჭაღარავებული, გამხდარი და ღონემიხდილი ქალი, რომელიც მოსულს თეოქტისტას სახელით წარუდგა და სუსტი ხმით მთელი თავისი ცხოვრება უამბო. როცა თხრობა დაასრულა, წმიდანმა მონადირეს სთხოვა, რომ თუ ოდესმე კვლავ მოუწევდა ამ კუნძულზე ჩამოსვლა, ზიარების წმიდა ნაწილი წამოეღო მისთვის. ერთი წლის შემდეგ მონადირე ისევ წავიდა ფაროსზე და თან მცირე ჭურჭელი ჩაიტანა წმიდა ძღვნის ნაწილით. თეოქტისტა სიწმიდეს ტაძარში შეეგება, მიწაზე დაემხო და დიდხანს ტირილით ლოცულობდა, შემდეგ კი წამოდგა, კრძალვითა და ღვთის შიშით მიიღო ჭურჭელი და ქრისტეს ხორცსა და სისხლს ეზიარა. მეორე დღეს მონადირემ ტაძრის შუაგულში ღირსი თეოქტისტას უსულო სხეული იხილა. „წმიდანთა ცხოვრება", ტომი IV, თბილისი, 2003 წ. | |
მომწონს
+33
|
html-კოდი ინფორმაციის | |
BB-კოდი ინფორმაციის | |
გაუზიარე ეს ინფორმაცია მეგობარს |
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია
სულ კომენტარები: 0 | |