მოგესალმებით!კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენს საიტზე "უფალი გფარავდეთ"
  

  

  

  

  

  

Real Menu
საიტის მენიუ
მთავარი კონტაქტი ფლეშ სიახლეები ხატები და ფრესკები ეკლესია–მონასტრები თქვენი თხოვნები რა არის როკ–მუსიკა სამარხვო კერძები სხვადასხვა მამათა გამონათქვამები საგალობლები ბიბლია მარხვები დღესასწაულები საქართველოს ისტორია ფსალმუნები დასაბეჭდი ლოცვანი ქადაგებანი და წერილები ხატები ფოტოალბომი წმინდა სინოდი ქრისტეს 12 მოციქული პატერიკი სახარება ჩვენი ტაძარი მამათა სწავლებანი
ფეისბუქის ქოვერები

ჩვენთან არს ღმერთი



















ჩვენი გამოკითხვა
როგორი საიტია ?
ჩვენი გამოკითხვა
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
საიტის წევრები არ არიან...
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
სტუმარი მომხმარებელი
საიტზე ძებნა
მომხმარებლის პროფილი
სტუმარო


სტუმარო გთხოვ დარეგისტრირდი ან გაიარე ავტორიცაზია!


აუდიო ბიბლია
ჩვენთან არს ღმერთი



















თქვენი რეკლამა



Top სტატუსი



სიტყვა ყველიერის კვირიაკესა
სიკეთე არასოდეს იკარგება

მარჯვნივ
მარცხნივ


ყოველდღიური სიახლეები ვიდეო სიახლეები წმიდანთა ისტორიები

ილოცევდით, რაჲთა არა შეხჳდეთ განსაცდელსა

ილოცევდით, რაჲთა არა შეხჳდეთ განსაცდელსა

"განსაცდელი ძველი ცოდვების გამო მოდის და თითოეული შეცოდების შესაბამისად, თან მოაქვს მსგავსი მწუხარება”.

წმ. მარკოზ მონაზონი

განსაცდელი ისეთი მოვლენაა, რომლის დროსაც და რომლისადმი დამოკიდებულებაშიც პიროვნების სულიერი სახე წარმოჩნდება: თუ რამდენად მორწმუნე ან ურწმუნოა ადამიანი.
წმიდა წერილში ადამიანის ამქვეყნიურ ცხოვრებას განსაცდელი ეწოდება: "აწ არამე განსაცდელი არსა ცხორებაჲ კაცისაჲქ უეყანასა ზედა”(იობი 7:1).

ცოდვით დაცემის შემდეგ ადამიანისთვის ცხოვრება დიდ განსაცდელად იქცა – ან რწმენას შეიძენს, წარმოაჩენს და ცხონდება, ან განმტკიცდება ამპარტავნებასა და სიამეთმოყვარეობაში და წარწყმდება…

მღვდელი იაკობ ჩიჩილიძე (სასულიერო აკადემიის მოძღვრის თანაშემწე):

"ამქვეყნიური ცხოვრებისას ხდება ჩამოყალიბება და წარმოჩენა იმისა, თუ რა არის კონკრეტული ადამიანისთვის პრიორიტეტული, რა მიაჩნია მას სიკეთედ და რა – ბოროტებად, რა თუ ვინ არის მისთვის ჭეშმარიტება. ყოველივე ამის შესაბამისი იქნება მარადიული ხვედრი ადამიანისა, "რამეთუ სადაცა არნ საუნჯე თქუენი, მუნცა იყოს გული თქუენი”(მათე 6:21).

ადამიანის ურწმუნო და უზნეო ქცევას "განსაცდელში შესვლა” – გაღრმავება ეწოდება, "დაცემა”, ანუ ვითარებისა და მდგომარეობის დამძიმება, ღვთისადმი არასათნოდ მოქცევა.”

როდესაც ადამიანს განსაცდელი ეწვევა, როგორ უნდა მიიღოს, რომ სასოწარკვეთას არ მიეცეს?

საკუთარი ძალებით არ ძალუძს ადამიანს განსაცდელის დაძლევა, რაც ძირითადად მოულოდნელად მოდის, ამიტომაც გვამცნობს უფალი: "ჯერ-არს მარადის ლოცვაჲ”(ლუკა 18.1), "ილოცევდით, რაჲთა არა შეხჳდეთ განსაცდელსა”(ლუკა 22.40), "ნუ შემიყვანებ ჩუენ განსაცდელსა, არამედ მიჴსნენ ჩუენ ბოროტისაგან” (მათე 6:16). სიტყვები "ნუ შემიყვანებ” იმას კი არ ნიშნავს, რომ ღმერთს შეჰყავს ადამიანი განსაცდელში, არამედ ესაა ვედრება ღვთისადმი, შეგვეწიოს, დაგვიფაროს, არ დაუშვას სამართლიანად ჩვენზე მოწევნული განსაცდელისას ჩვენი სულიერი დაცემა. შეყვანება განსაცდელში ღვთის მიერ სამართლიანად დაშვებაა იმისა, რომ განსაცდელმა მთლიანად მოიცვას უგულისხმო ადამიანი.

განსაცდელი ღვთის განგებად უნდა მივიჩნიოთ თუ ჩვენივე არასწორ ცხოვრებას დავაბრალოთ?

ვფიქრობ, მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რა არის საღმრთო დაშვება, იგივე მიშვება. საღმრთო დაშვება – ეს ერთ-ერთი სახეა საღმრთო განგებულებისა. ყოველივე, რაც ხდება, საღმრთო განგებულებით ხდება.… საღმრთო განგება ორგვარია: 1) სათნოჩენითი და 2) დაშვებითი. საღმრთო სათნოჩენითობით აღესრულება ყოველივე ის, რაც უპირობოდ არის სიკეთე. ხოლო საღმრთო დაშვებითობით – ის, რაც არ არის უპირობო სიკეთე. ამასთან ერთად, უნდა ვიცოდეთ, რომ საღმრთო დაშვება ორგვარია: ა) საცხოვნებელი და შემაგონებელი და ბ) დაშვება, რომელიც ნიშნავს ღმრთის მიერ ადამიანის სრულ უარყოფას, დაშვებას იმისა, რომ იგი საუკუნოდ წარწყმდეს: "იცის უფალმან ღმრთისმსახურთა მათგანსაცდელთაგან ჴსნაჲ, ხოლო ცრუნი იგი დღესა მას საშჯელისასა ტანჯვასა შინა დაჰმარხნეს” (II პეტრე. 2:9).

ღმერთი სიყვარულია. იგი არ არის "ძალათი მაცხოვნე,” ამიტომ თუკი წარწყმდება ადამიანი, იგი წარწყმდება მხოლოდდამხოლოდ საკუთარი ურწმუნოებისა და უნანელობის გამო: "ნუვინ განცდილთაგანი იტყჳნ, ვითარმედ ღმრთისა მიერ განვიცადები, რამეთუ ღმერთი გამოუცდელ არს ბოროტისა და არავის განსცდის იგი. არამედ კაცად-კაცადი განიცადების თჳსისაგან გულისთქუმისა, მიიზიდვის დასცთების. მერმე გულისთქუმაჲ იგი მიუდგის და შვის ცოდვაჲ და ცოდვაჲ იგი სრულ-იქმნის და შვის სიკუდილი” (იაკობ. 1:13-15). მოციქულ იაკობის სიტყვები ცხადყოფს, რომ გარკვეული მოვლენა თუ ვითარება განსაცდელად შეიქმნება და აღიქმება ადამიანის მიერ მისი სულიერი უმწიფურებისა და ვნებიანობის შესაბამისად, რამაც ერთი შეიძლება დააბრკოლოს, მეორისთვის კი მოშურნეობის საბაბი გახდეს, და პირიქით: "პყრობილებითა გარდარეულად, სიკუდილთა შინა მრავალ-გზის. ჰურიათაგან ხუთ-გზის ორმეოცსა ერთი მოკლებული ცემაჲ მოვიღე. სამ-გზის კუერთხითა ვიეც, ერთ-გზის ქვითა განვიტჳნე, სამ-გზის ნავი დამექცა, ღამე და დღე უფსკრულთა შინა დავყავ. გზისა სლვანი მრავალ-გზის, ჭირნი მდინარეთანი, ჭირნი ავაზაკთანი, ჭირნი ნათესავთაგან, ჭირნი წარმართთაგან, ჭირნი ქალაქთა შინა, ჭირნი უდაბნოთა ზედა, ჭირნი ზღუათა შინა, ჭირნი ძმათა-მტყუვართაგან, შრომითა და რუდუნებითა, მღჳძარებითა მრავალ-გზის, შიმშილითა და წყურილითა, მარხვითა მრავალ-გზის, ყინელითა და შიშლოებითა. გარეშემისა "რომელი მოიწევის ჩემ ზედა დღითი დღედ, ზრუნვაჲ ყოველთა ეკლესიათაჲ”. (II კორ. 11:23-28).

განსაცდელზე საუბრისას, ვფიქრობ, მნიშვნელოვანია გავიხსენოთ ძველი აღთქმის მართლის, ზირაქის შეგონება: "შვილო, თუ უფალს მიეახლები სამსახურად, განსაცდელისთვის გაამზადე თავი. გული დაიმორჩილე, მოთმინებითა ღიჭურვე და ნუ აჩქარდები განსაცდელის ჟამს. მიეახლე მას და ნუ განშორდები, რათა ამაღლდე საბოლოოდ. რაც შეგემთხვევა, ყველაფერი მიიღე და სულგრძელობით დაითმინე დამცირებანი. რადგან ოქრო ცეცხლში გამოიცდება, უფლის სათნონიკი – მორჩილების ქურაში. ერწმუნე მას და შეგეწევა, სწორად წარმართე გზები და მისი იმედი იქონიე” (სიბრძნე ზირაქისა 2:1-6).

რას ნიშნავს "განსაცდელისთვის გაამზადე თავი”? ამაზე წმიდა პავლე მოციქული გვაძლევს პასუხს: "შვილო ჩემო, ნუ უგულებელყოფ წვრთნას უფლისას და ნურც სულით დაეცემი, როცა გამხილებს. რადგან ვინც უყვარს უფალს, მასვე წვრთნის და შოლტით სცემს ყველას, ვისაც ძედ იღებს. თუ ითმენთ წვრთნას, ღმერთი გექცევათ, როგორც შვილებს: ვინაიდან განა არის ისეთი შვილი, რომელსაც მამა არ წვრთნიდეს? ხოლო თუ წვრთნის გარეშე რჩებით, რაშიც ყველას თავისი წილი უძევს, ნაბუშრები ყოფილხართ და არა შვილები. ეგეც არ იყოს, თუ ჩვენი ხორციელი მამები გვწვრთნიან და შიშით ვემორჩილებით მათ, განა მით უფრო მეტად არ უნდა ვემორჩილებოდეთ სულების მამას, რათა ვიცოცხლოთ? რადგანაც ისინი თვითნებურად გვზრდიან ორიოდე დღისთვის, ხოლო ღმერთი – ჩვენივე სიკეთისათვის, რათა ვეზიარებოდეთ მის სიწმიდეს.

ყოველგვარი წვრთნა დღესდღეობით სიხარულად კი არ გვეჩვენება, არამედ მწუხარებად, მაგრამ შემდეგ მის მიერ წვრთნილთ მიაგებს სიმართლის ნაყოფს – მშვიდობას” (ებრ. 12:5-11).

მორწმუნე ადამიანს სწამს, რომ ღმერთი განაგებს მის ცხოვრებას, ამიტომ, იგი ღვთისადმი, როგორც მის სულზე მზუნველი მამისადმი, რწმენით, მორჩილებით, საკუთარი ცოდვილიანობის გამო სინანულით, მადლიერებითა და დიდებით ღებულობს ყოველივეს მასზე მოწევნულს. განსაცდელთადმი ასეთი დამოკიდებულება, საღმრთო მადლის მოქმედებით, ადამიანში ბადებს სულიერ სიხარულს: "ყოველივე სიხარულად შეჰრაცხეთ, ძმანო ჩემნო, რაჟამს განსაცდელსა შესცჳვეთ პირად-პირადსა; უწყოდეთ, რამეთუ გამოცდილებამან მან სარწმუნოებისა თქუენისამან შექმნის მოთმინებაჲ, ხოლო მოთმინებასა მას საქმე სრული აქუნდინ, რაჲთა იყვნეთ სრულ და ყოვლადცოცხალ და არარაჲთ ნაკლულევან”(იაკობ. 1:2-4).

როგორ შევძლოთ განსაცდელის რეალური მნიშვნელობის დანახვა?

განსაცდელის რწმენით მიღების გარეშე შეუძლებელია მისი რეალური მნიშვნელობის დანახვა, რომ იგი, ერთის მხრივ, არის უფრო მეტი დაფიქრებულობისკენ, სულიერი ცხოვრების გაღრმავებისკენ მოწოდება, მეორეს მხრივ – ცოდვით ვნებათაგან მაკურნებელი სინანულის აღმძვრელი წამალი, წმიდანთათვის კი სულიერი ზე სრულყოფვის ჯვარი და მოწამეობრივი გვირგვინი: "რამეთუ გამომცადენ ჩუენ, ღმერთო, და გამომაჴურვენ ჩუენ, ვითარცა გამოიჴურვების ვერცხლ” (ფსალ. 65:10).

ვიცით, რა, რომ განსაცდელი ჩვეზე მოდის ჩვენი სულიერი მდგომარეობის შესაბამისად, მტკიცედ უნდა გვწამდეს, რომ ღმერთი არ დაუშვებს ჩვენს ძალებზე აღმატებულ განსაცდელს, და შეგვეწევა მის დაძლევაში: "სარწმუნო არს ღმერთი, რომელმან არა გიტევნეს თქუენ განცდად უფროჲს ძალისა თქუენისა, არამედ ყოს განსაცდელისა თანა გამოყვანებაჲცა, რაჲთა შეუძლოდ დათმენად”(I კორ. 10:13).

განსაცდელების ღმერთზე მინდობით დათმენა გვძენს ჭეშმარიტ სულიერ გამოცდილებას, სიკეთესა და სიწმიდეში სიმტკიცის ძალას "მრავალნაცადი გონივრულს გვაუწყებს. ვინც გამოუცდელია, მცირე მცოდნეცაა”(სიბრძნე ზირაქ. 34:9,10) მართალი ზირაქი, აქ ცოდნაში გულისხმობს პრაქტიკულ, პირადი გამოცდილებით შეძენილ ცოდნას.

მაცხოვარი თავის მოწაფეებს სრული მორჩილებით საკუთარი თავის უარყოფისა და ყოველივე ჩვენზე მოწევნულის მისდამი რწმენით მიღებისაკენ მოგვიწოდებს: "რომელსა ჰნებავს შემოდგომად ჩემდა, უარყავნ თავი თჳსი და აღიღენ ჯუარი თჳსი და შემომიდეგინ მე… ხოლო რომელმან დაითმინოს სრულიად, იგი ცხოვნდეს”(მათე 16:24; 24:13). და თავადვე გვაძლევს კაცობრივი ნების უარყოფის, საღმრთო ნებაზე მინდობის უდიდეს მაგალითს: "მამაო ჩემო, უკუეთუ შესაძლებელ არს, თანა-წარმჴედინ ჩემგან სასუმელი ესე; ხოლო არავითარ მე მნებავს, არამედ ვითარცა შენ”(მათე 26:39), ამინ”.




ნანახია: 1234 | დაამატა: Sarcmunoebaკომენტარები (0)



html-კოდი ინფორმაციის
BB-კოდი ინფორმაციის
გაუზიარე ეს ინფორმაცია მეგობარს


 

კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია
სულ კომენტარები: 0