























სასმელი მინერალური წყლები
ფლორა
ფაუნა
მინერალური რესურსები
წყლის რესურსები
საზღვრები
ფართობი
ტერიტორიის ფორმირება
ატმოსფერული ცირკულაცია
მზის რადიაცია
ჰავა
გეოპოლიტიკური მდებარეობა
ეკონომიკურ-გეოგრაფიული მდებარეობა
ფიზიკურ-გეოგრაფიული მდებარეობა
საქართველოს სამეფო
სამცხე-საათაბაგო
იმერეთის სამეფო
კახეთის სამეფო
ქართლის სამეფო
ჰერეთის სამეფო
აფხაზთა სამეფო
ტაო-კლარჯეთის სამეფო
ეგრისის სამეფო
იბერიის სამეფო
დიაოხის სამეფო
ქართლ-კახეთის სამეფო XVIII საუკუნის 80-90-იან წლებში
დასავლეთ საქართველოს სამეფო-სამთავროები XVIII საუკუნეში
ქართლ-კახეთი XVIII საუკუნის 40-70 იან წლებში
ქართლის და კახეთის სამეფოები XVIII საუკუნის პირველ ნახევარში
სამცხე-საათაბაგო XVII საუკუნეში
წმიდა კალინიკე - კონსტანტინოპოლელი პატრიარქი (+705)
23 (05.09) აგვისტო
წმიდა კალინიკე, კონსტანტინოპოლელი პატრიარქი (693-705) თავდაპირველად ვლაქერნის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ტაძრის ხუცესი იყო. 693 წელს კი, პატრიარქ პავლეს (686-693) მიცვალების შემდეგ, კონსტანტინოპოლის ეკლესიის მესაჭეობა მიანდეს. ამ დროს მეფობდა სისასტიკით ცნობილი იუსტინიანე II (685-695). მან ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის სიახლოვეს სასახლის აშენება გადაწყვიტა და კალინიკეს უბრძანა, ამ ტაძრის დანგრევაზე მიეცა კურთხევა...წმიდა მოწამენი: კალერია (ვალერია), კვირიაკია და მარიამი, პალესტინის კესარიაში წამებულნი (IV)
7 (20) ივნისი
წმიდა მოწამენი კალერია (ვალერია), კვირიაკია და მარიამი პალესტინის კესარიაში ცხოვრობდნენ დიოკლეტიანეს (284-305) მიერ ქრისტიანთა დევნის დროს. ქრისტეს სწავლებასთან ზიარებისა და ნათლისღების შემდეგ ისინი განმარტოებულ ადგილას დასახლდნენ და ლოცვაში ატარებდნენ დღეებს. წმიდანები მხურვალედ შესთხოვდნენ უფალს ქრისტიანთა დევნის შეწყვეტას და მთელი ქვეყნიერების ქრისტეს ნათლით განათლებას...წმიდა მოწამე კალისტრატე და მოყვასნი მისნი:
გიმნასიოსი, დალმატი, ილიოდორე, დომენტიანოსი და სხვანი (+304)
27 (10.10) სექტემბერი
წმიდა მოწამე კალისტრატე ქალაქ კართაგენში დაიბადა. მისი პაპა, ნეოსკორე იმპერატორ ტიბერიუსის (14-37) დროს იუდეის პროკურატორ პონტიუს პილატეს დაქვემდებარებულ მხედართა რაზმში მსახურობდა. „და მუნ თუალით მხილველ ქმნილ იყო ვნებასა ქრისტესსა და მსმენელ აღდგომასა მისსა და განმცდელ საკჳრველებათა მათ მაშინ აღსრულებულთა"...
წმიდა მოწამე კალინიკე (III-IV)
29 (11.08) ივლისი
წმიდა მოწამე კალინიკე დაიბადა კილიკიაში. კეთილმსახურმა მშობლებმა იგი ქრისტეს სარწმუნოების ერთგულებით აღზარდეს. წმიდანი ფეხის ყოველ ნაბიჯზე ხედავდა კერპთმსახურთა უგუნურებას და გადაწყიტა, მოციქულებრივი ღვაწლი ეტვირთა. იგი დაუზარლად დადიოდა სოფლიდან სოფელში, ქალაქიდან ქალაქში და დაუცხრომლად ქადაგებდა სახარების სწავლებას. ერთ-ერთი ასეთი მოგზაურობის დროს, ქალაქ ანკვირიაში ნეტარი კალინიკე სამსჯავროზე წარადგინეს, ქრისტიანთა სასტიკი მდევნელის, საკერდონის წინაშე...წმიდა მოწამე იუსტოსი (I)
14 (27) ივლისი
წმიდა მოწამე იუსტოსი წარმართი რომაელი მხედარი იყო. ერთხელ მან ზეგარდმო ჩვენებით უფლის ცხოველმყოფელი ჯვარი იხილა, რის შემდეგაც ირწმუნა ქრისტე, მთელი თავისი ქონება გლახაკებს გაუნაწილა და, ღვთის ნებას მინდობილმა, ახალი ცხოვრება დაიწყო. უსჯულოებმა შეიპყრეს და სამსჯავროზე წარადგინეს წმიდანი, სადაც მან გაბედულად აღიარა ჭეშმარიტი სარწმუნოება. ამისთვის წმინდა იუსტოსი საშინლად აწამეს, შემდეგ კი ცეცხლში დაწვეს. ნეტარის სხეული უხრწნელი დარჩა...
წმიდა მოწამე იუსტინე ფილოსოფოსი, სხვა იუსტინე და მათ თანა: ხარიტონი, ეველპიტე, იერაქსე, პეონი, ვალერიანე, იუსტი და ხარიტა (+166)
1 (14) ივნისი
წმიდა მოწამე იუსტინე ფილოსოფოსი წარმართი ბერძნის ოჯახში დაიბადა. სამარიის უძველეს ქალაქ სიქემაში ეზიარა ის ბერძნულ ფილოსოფიასა და სხვადასხვა მეცნიერებას.
ერთხელ, ქალაქის გარეუბანში სეირნობისას, დაფიქრებულ იუსტინეს შეხვდა ბერი, რომელმაც ხანგრძლივი საუბრის დროს ქრისტიანული მოძღვრების არსი განუმარტა მას და ურჩია, ყველა მტანჯველ კითხვაზე პასუხი წმიდა წერილში ეძებნა...ღირსი იულიანე (IV)
18 (31) ოქტომბერი
ღირსი იულიანე მეუდაბნოე მესოპოტამიაში მოსაგრეობდა, მდინარე ევფრატის ნაპირას. წმიდა ცხოვრებისათვის მას უფლისგან სასწაულთქმედების ნიჭი მიემადლა. ნეტარმა სიკვდილისაგან იხსნა ქვრივი ქალის ჭაში ჩავარდნილი ერთადერთი ძე:..წმიდა მოწამე იულიანე ხუცესი და კესარიოს დიაკონი (I)
7 (20) ოქტომბერი
წმიდა მოწამე იულიანე ხუცესი და კესარიოს დიაკონი მოციქულთა სწავლების უშუალო გამგრძელებელი და მქადაგებელი წმიდა მამები მოწამეობრივად აღესრულნენ ქრისტესთვის.
კესარიოსი იტალიის ქალაქ ტარაკინიაში (შემდგომ - ტერაცინა) შეიპყრეს და აპოლონის ტაძარში წაიყვანეს, მაგრამ წმიდანის მოახლოებისთანავე საკერპო ჩამოიქცა და შიგ შეკრებილი ხალხი და ქურუმები ქვეშ მოიყოლა...წმიდა მღვდელმოწამე იულიანე და მასთან 40 მოწამე (IV)
12 (25) სექტემბერი
წმიდა მღვდელმოწამე იულიანე IV საუკუნეში ცხოვრობდა ქალაქ ანკვირიის მახლობლად. დიოკლეტიანეს (284-305) მიერ ქრისტიანთა დევნის დროს მან თავის ორმოც თანამოაზრესთან ერთად ერთ-ერთ გამოქვაბულს შეაფარა თავი და ფარულად აღასრულებდა ღვთისმსახურებას. როცა ამის შესახებ გალატიის ოლქის მმართველმა შეიტყო, შეაპყრობინა ნეტარი და უბრძანა, გაეცა მასთან მყოფი სხვა ქრისტიანების ადგილსამყოფელიც, რომელთაც მოესწროთ გადამალვა...წმიდა მოწამენი: იულიანე, მარკიანე, იოანე, იაკობი, ალექსი, დიმიტრი, ფოტიოსი, პეტრე, ლეონტი, მარიამ პატრიცია, პროტოსპათარი გრიგოლი და სხვანი (+730)
9 (22) აგვისტო
წმიდა მოწამენი: იულიანე, მარკიანე, იოანე, იაკობი, ალექსი, დიმიტრი, ფოტიოსი, პეტრე, ლეონტი, მარიამ პატრიცია, პროტოსპათარი გრიგოლი და სხვები წმიდა ხატთა თაყვანისცემისათვის ეწამნენ 730 წელს, იმპერატორ ლეონ ისავრიელის (717-741) დროს. უღმრთო თვითმპყრობელმა სამღვდელმთავრო კათედრიდან გააძევა და გადაასახლა წმიდა პატრიარქი გერმანე (715-730), მის ნაცვლად კი ხატმბრძოლი ანასტასი (730-753) აღასაყდრა. კონსტანტინოპოლში კეთილმსახური მეფის, კონსტანტინე...წმიდა მოწამენი: ალ... | ღირსი ილარიონ დიდი | წმიდა მოწამე ელიკო... |
კეთილმორწმუნე მთავ... | ღირსი მამაჲ ჩვენი ... | წმიდა აღმსარებელი ... |
![]() | ![]() | |

















































