























სასმელი მინერალური წყლები
ფლორა
ფაუნა
მინერალური რესურსები
წყლის რესურსები
საზღვრები
ფართობი
ტერიტორიის ფორმირება
ატმოსფერული ცირკულაცია
მზის რადიაცია
ჰავა
გეოპოლიტიკური მდებარეობა
ეკონომიკურ-გეოგრაფიული მდებარეობა
ფიზიკურ-გეოგრაფიული მდებარეობა
საქართველოს სამეფო
სამცხე-საათაბაგო
იმერეთის სამეფო
კახეთის სამეფო
ქართლის სამეფო
ჰერეთის სამეფო
აფხაზთა სამეფო
ტაო-კლარჯეთის სამეფო
ეგრისის სამეფო
იბერიის სამეფო
დიაოხის სამეფო
ქართლ-კახეთის სამეფო XVIII საუკუნის 80-90-იან წლებში
დასავლეთ საქართველოს სამეფო-სამთავროები XVIII საუკუნეში
ქართლ-კახეთი XVIII საუკუნის 40-70 იან წლებში
ქართლის და კახეთის სამეფოები XVIII საუკუნის პირველ ნახევარში
სამცხე-საათაბაგო XVII საუკუნეში
წმიდა ზაქარია, იერუსალიმელი პატრიარქი (+633)
21 (05.03) თებერვალი
ღირსი ზაქარია, იერუსალიმელი პატრიარქი VI-VII საუკუნეთა მიჯნაზე ცხოვრობდა. 614 წელს სპარსეთის მეფე ხოსრო დაესხა თავს იერუსალიმს, გაძარცვა ქალაქი, უფლის ცხოველსმყოფელი ჯვარი იგდო ხელთ, 90 000-მდე ქრისტიანი დახოცა და მრავალიც ტყვედ წაასხა. ტყვეებს შორის იყო წმიდა ზაქარიაც...
წინასწარმეტყველი ზაქარია მანგლისმხილველი (+დაახლ. 520 წ. ქრისტეს შობამდე)
8 (21) თებერვალი
წინასწარმეტყველი ზაქარია მანგლისმხილველი იყო ერთი ათორმეტი მცირე წინასწარმეტყველთაგანი. 70 წელი იმყოფებოდნენ იუდეველები ბაბილონის ტყვეობაში, მაგრამ ბოლოს მეფე კვიროსმა გაანთავისუფლა ისინი და ნაბუქოდონოსორის მიერ იერუსალიმის ტაძრის დანგრევის შემდეგ მიტაცებული სიწმიდეები დაუბრუნა. დაბრუნებიდან მეშვიდე თვეს იუდეველებმა დანგრეული სამსხვერპლო აღადგინეს, შემდეგ კი ტაძრის აღორძინებასაც შეუდგნენ. კეთილმსახური ადამიანები უხვ შემოწირულობებს აკეთებდნენ, მაგრამ ბოროტი ადამიანების, ავაზაკებისა და წარმართების მანქანებით მშენებლობა ჭიანურდებოდა...
წმიდა მოწამე ზაქარია (+1782)
20 (02.02) იანვარი
წმიდა მოწამე ზაქარია ქრისტეს აღსარებისთვის თურქებმა აწამეს ძველ პატრებში (პელოპონესში) 1782 წელს. მან ჯერ უარყო ქრისტე და გამაჰმადიანდა, მაგრამ შემდეგ შეინანა და დაუბრუნდა ჭეშმარიტ სარწმუნოებას. წმიდანი ხეზე დაკიდული აღესრულა...
ღირსი ზაბულონი და სოსანა, წმიდა მოციქულთასწორი ნინოს მშობლები (IV)
20 (02.06) მაისი
წმიდა ზაბულონი და სოსანა, წმიდა ნინოს მშობლები იყვნენ.
წმიდა ზაბულონი დაიბადა კაბადოკიაში დაახ. 280 წელს. წმიდა ზაბულონის მშობლები ღრმადმორწმუნე ქრისტიანები იყვნენ. ამ დროს კაბადოკიაში მრავლად ცხოვრობდნენ ქართველური ტომები. მეცნიერთა ვარაუდით წმიდა ზაბულონი ქართველთა ტომიდან იყო. ფიქრობენ, რომ წმიდა დიდმოწამე გიორგი წმიდა ზაბულონის დისშვილი იყო. როგორც წყაროები გვამცნობენ, წმიდა გიორგის წამების დროს რომში ჩავიდა „კაცი ვინმე მთავართა შესაბამი, მონა ღვთისა სახელით ზაბულონი" და რომის იმპერატორის არმიაში დაიწყო სამსახური, მან მალე გაითქვა სახელი, როგორც ნიჭიერმა მხედარმა და უბადლო მეომარმა...
ღირსი ვუკოლი ზმირნელი ეპისკოპოსი (+დაახლ. 100)
6 (19) თებერვალი
ღირსი ვუკოლი წმიდა მოციქულისა და მახარებლის, იოანე ღვთისმეტყველის მოწაფე იყო და მის მიერვე იკურთხა ზმირნის ეკლესიის (მცირე აზია) პირველ ეპისკოპოსად.
ღვთის მადლით, მწყემსმთავარმა მრავალი წარმართი მოაქცია ქრისტეს სჯულზე. გამოცდილი და ბრძენი მოძღვარი ერთგულად იცავდა სამწყსოს მწვალებლობათა წყვდიადისაგან. იგი მშვიდობით მიიცვალა დაახლოებით 100-105 წლებში.
წმიდა ვუკოლის საფლავზე ამოიზარდა ხე, რომელიც სნეულებს სასწაულებრივ კურნავდა...
მღვდელმოწამე ვლასი, სებასტიელი ეპისკოპოსი (+დაახლ. 316)
11 (24) თებერვალი
მღვდელმოწამე ვლასი, სებასტიელი ეპისკოპოსი მართალი და კეთილმსახური ცხოვრების გამო საყოველთაო სიყვარულით სარგებლობდა, ამიტომაც ქალაქ სებასტიის მაცხოვრებლებმა იგი ერთსულოვნად აირჩიეს თავიანთ ეპისკოპოსად. წმიდა მღვდელმთავრის მოღვაწეობის ხანა ქრისტიანთა სასტიკი მდევნელების, დიოკლეტიანეს (284-305) და ლიკინიუსის (307-324) მეფობის წლებს დაემთხვა. იგი განამტკიცებდა თავის სამწყსოს, საპყრობილეებში აკითხავდა ტუსაღებს, ამხნევებდა მარტვილებს...
წმიდა მოწამე ვლასი კესარიელი (III)
3 (16) თებერვალი
წმიდა ვლასი კესარიელი – ვუკოლი – წარმოშობით კაბადუკიის კესარიიდან (მცირე აზია) იყო და მწყემსობით ირჩენდა თავს („ვუკოლი” ბერძნულად მწყემსს ნიშნავს).როცა ქრისტიანთა დევნა დაიწყო, წმიდა ვლასი ნებით ჩაბარდა მტარვალებს. ის საშინლად აწამეს, ხარის ძარღვებით სცემეს, მდუღარე წყლით სავსე ქვაბში ჩააგდეს, მაგრამ ღვთის ნებით, წმიდანი უვნებლად დარჩა. ამ სასწაულის მხილველმა მეომრებმა ირწმუნეს ქრისტე. მმართველს უნდოდა შემოკრებილი ხალხი დაერწმუნებინა, რომ წყალი გაცივდა და ამიტომ ვერ ავნო უფლის რჩეულს, გონებადაკარგული ქვაბში გადაეშვა და მაშინვე აღესრულა...
წმიდა მეფე ვლადისლავ სერბელი (+1239)
24 (07.10) სექტემბერი
წმიდა მეფე ვლადისლავ სერბი, წმიდა სტეფანე სერბის ძე, შვიდი წელი განაგებდა ქვეყანას. იგი გულმოწყალებით გამოირჩეოდა, ზრუნავდა სნეულებზე, მწირებსა და გლახაკებზე. ნეტარმა მილეშოვოში ააგო მონასტერი, სადაც გარდაიცვალა კიდეც 1239 წელს. დაკრძალულია იქვე...
მოციქულთასწორი ვლადიმირი - წმიდა ნათლისღებით ბასილი (+1015)
15 (28) ივლისი
მოციქულთასწორი ვლადიმირი (წმიდა ნათლისღებით - ბასილი) ნეტარი ოლღას (ხს. 11 ივლისს) შვილიშვილი და კიევის მთავრის, სვიატოსლავის უმცროსი ძე იყო. მისი დედა, მალუშა - სიკვდილით დასჯილი დრევლიანთა მთავრის ტყვექმნილი ასული - გათხოვებამდე ოლღას მეკუჭნავედ მსახურობდა. ტახტის მემკვიდრე ძის მხევალთან შეუღლებით განრისხებულმა ოლღამ რძალი სასახლეს განარიდა - თავის სამშობლოში გაგზავნა, ვიბუტის მახლობლად. სწორედ აქ დაიბადა დაახლოებით 960 წელს ქვეყნის მომავალი განმანათლებელი...
წმიდა მოწამე ვლადიმირ სერბეთის მთავარი (1015)
22 (04.06) მაისი
წმიდა მოწამე ვლადიმერ სერბეთის მთავარი (+1015) ბრძნულად მართავდა თავის სამფლობელოებს, ილირიასა და დალმაციას. კეთილმსახური მეფე დაქორწინებული იყო ბულგარეთის მეფის სამოელის ასულ კოსარაზე. ბულგარეთის მეფესთან მოლაპარაკების საბაბით დაბარებული ვლადიმერი ღალატით მოკლეს ტაძრის კარებთან 1015 წლის 22 მაისს. წმიდა მთავრის კეთილმორწმუნე მეუღლე დაეყუდა ქმრის მიერ აშენებულ ტაძარში და სიკვდილამდე იქ მოღვაწეობდა...
დედა ღვთისა,როგორი... | წმიდა მღვდელმოწამე... | ღირსი ემელიანე |
მართალი ვერონიკა | წმიდა მღვდელმოწამე... | წმიდა ეგნატე, კონს... |
![]() | ![]() | |





















































