მოგესალმებით!კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენს საიტზე "უფალი გფარავდეთ"
  

  

  

  

  

  

Real Menu
საიტის მენიუ
მთავარი კონტაქტი ფლეშ სიახლეები ხატები და ფრესკები ეკლესია–მონასტრები თქვენი თხოვნები რა არის როკ–მუსიკა სამარხვო კერძები სხვადასხვა მამათა გამონათქვამები საგალობლები ბიბლია მარხვები დღესასწაულები საქართველოს ისტორია ფსალმუნები დასაბეჭდი ლოცვანი ქადაგებანი და წერილები ხატები ფოტოალბომი წმინდა სინოდი ქრისტეს 12 მოციქული პატერიკი სახარება ჩვენი ტაძარი მამათა სწავლებანი
ფეისბუქის ქოვერები

ჩვენთან არს ღმერთი



















ჩვენი გამოკითხვა
როგორი საიტია ?
ჩვენი გამოკითხვა
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
საიტის წევრები არ არიან...
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
სტუმარი მომხმარებელი
საიტზე ძებნა
მომხმარებლის პროფილი
სტუმარო


სტუმარო გთხოვ დარეგისტრირდი ან გაიარე ავტორიცაზია!


აუდიო ბიბლია
ჩვენთან არს ღმერთი



















თქვენი რეკლამა



Top სტატუსი



სიტყვა ხარების დღესა
მოძღვრება ყოველთა წმიდათა კვირიაკეს

მარჯვნივ
მარცხნივ



ყოველდღიური სიახლეები ვიდეო სიახლეები წმიდანთა ისტორიები

დაამატა: Sarcmunoeba
კატეგორია: ჩვენი ტაძარი
წმიდა მოწამე ათინოდორე (+დაახლ. 304)

წმიდა მოწამე ათინოდორე (+დაახლ. 304)

7 (20) დეკემბერი

წმიდა მოწამე ათინოდორე სირიის მესოპოტამიაში დაიბადა და სიყმაწვილიდანვე შეუდგა ბერულ ღვაწლს. ეშმაკის მანქანებითა და ცილისწამებით გაბოროტებულმა ქვეყნის მმართველმა ელევსიმ შეიპყრო წმიდანი და საწამებლად გადასცა. მარტვილის მხეცურ წამებას თან ახლდა სასწაულები, რამაც მრავალი იქ მყოფი წარმართი ქრისტიანულ სარწმუნოებაზე მოაქცია. როცა ათინოდორესთვის თავის მოკვეთა გადაწყვიტეს, ჯალათს ხელი მოსწყდა, ქრისტეს ტარიგმა კი ლოცვით შეჰვედრა სული უფალს...

ნანახია: 1185    კომენტარები: (0)    სრული ინფორმაცია აქ !
დაამატა: Sarcmunoeba
კატეგორია: ჩვენი ტაძარი
მღვდელმოწამე ათინოგენე და ათნი მოწაფენი მისნი (+დაახლ. 311)

მღვდელმოწამე ათინოგენე და ათნი მოწაფენი მისნი (+დაახლ. 311)

16 (29) ივლისი

მღვდელმოწამე ათინოგენე და ათნი მოწაფენი მისნი ქალაქ სებასტიაში ეწამნენ დაახლოებით 311 წელს. მმართველმა ფილომარქსმა დიდი ზეიმი გამართა წარმართული ღვთაებების პატივსაცემად და სებასტიელებს მასში მონაწილეობა მოსთხოვა. ქალაქის მოსახლეობამ, რომელთა უმეტესობა მართლმადიდებელი იყო, უარი განაცხადა კერპებისთვის მსხვერპლის შეწირვაზე. მხედრებს ებრძანათ, ამოეჟლიტათ ქრისტიანები...

ნანახია: 1228    კომენტარები: (0)    სრული ინფორმაცია აქ !
დაამატა: Sarcmunoeba
კატეგორია: ჩვენი ტაძარი
წმიდანი ოცდაცამეტნი მელიტინელი მოწამენი

წმიდანი ოცდაცამეტნი მელიტინელი მოწამენი:
იერონი, ისიხიოსი, ნიკანდრე, ათანასე, მამაი, ბარაქიოსი, კალინიკე, თეაგენე, ნიკონი, ლონგინოზი, თეოდორე, ვალერიუსი, ქსანთე, თეოდულე, კალიმაქე, ევგენი, თეოდოხე, ოსტრიქიოსი, ეპიფანე, მაქსიმიანე, დუკიტე, კლავდიანე, თეოფილე, გიგანტი, დოროთე, თეოდოტე, კასტრიკიოსი, ანიკიტე, თემელიოსი, ევტიქი, ილარიონი, დიოდოტე და ამონიტე (III)

7 (20) ნოემბერი

წმიდა მოწამე იერონი დიდი, კაბადოკიელი, ქალაქ ტიანში დაიბადა. კეთილმსახური დედის აღზრდილი ჭაბუკი სიმშვიდითა და ზნეკეთილობით გამოირჩეოდა...

ნანახია: 1211    კომენტარები: (0)    სრული ინფორმაცია აქ !
დაამატა: Sarcmunoeba
კატეგორია: ჩვენი ტაძარი
წმიდა ათანასე კონსტანტინოპოლელი პატრიარქი (+1311)

წმიდა ათანასე კონსტანტინოპოლელი პატრიარქი (+1311)

24 (06.11) ოქტომბერი

წმიდა ათანასე I, კონსტანტინოპოლელი პატრიარქი (1289-1293; 1303-1311), ერისკაცობაში - ალექსი, საბერძნეთის ქალაქ ადრიანოპოლიდან იყო. ჯერ კიდევ სიყმაწვილეში, ქრისტიანული სიბრძნის შემეცნებაში წარმატებულმა, დატოვა მშობლიური სახლი, თესალონიკს მიაშურა და ერთ-ერთ მონასტერში აკაკის სახელით ბერად აღიკვეცა. აქედან წმიდანი მალე ათონის წმიდა მთაზე გადავიდა და ესთიგმენის სავანის ძმობაში შევიდა, სადაც სამი წლის მანძილზე გულმოდგინედ აღასრულებდა მეტრაპეზის მოვალეობას. გამუდმებული შრომითა და თავისი სათნოებებით ნეტარმა საყოველთაო კეთილგანწყობა დაიმსახურა...

ნანახია: 1204    კომენტარები: (0)    სრული ინფორმაცია აქ !
დაამატა: Sarcmunoeba
კატეგორია: ჩვენი ტაძარი
მღვდელმოწამე ათანასე ეპისკოპოსი (+270-275)

მღვდელმოწამე ათანასე ეპისკოპოსი (+270-275); ღირსი ანთუსა (+დაახლ. 298)
და მსახურნი მისნი - წმიდა მოწამენი ქარისიმე და ნეოფიტე (III)

22 (04.09) აგვისტო

მღვდელმოწამე ათანასეს, კილიკიის ტარსოსის ეპისკოპოსს, რომელმაც ნათელსცა ღირს ანთუსას, იმპერატორ ავრელიანეს (270-275) მეფობაში მოჰკვეთეს თავი...
ნანახია: 1225    კომენტარები: (0)    სრული ინფორმაცია აქ !
დაამატა: Sarcmunoeba
კატეგორია: ჩვენი ტაძარი
წმიდა დიდმოწამე ათანასე (III-IV)

წმიდა დიდმოწამე ათანასე (III-IV)

18 (31) ივლისი

წმიდა დიდმოწამე ათანასე (III-IV სს.) წმიდა მოწამეების, სერგისა და ბაქოსის (ხს. 7 ოქტომბერს) მეგობარი იყო. ქრისტიანთა მდევნელი იმპერატორის, მაქსიმიანეს (284-305; 307-310) დროს იგი ეპარქის თანამდებობაზე დანიშნეს და ეგვიპტეში გაამწესეს, სადაც მალე ქრისტიანული სარწმუნოების აღიარებისათვის სამსჯავროს გადასცეს. იმ იმედით, რომ წმიდა ათანასე „გონს მოვიდოდა", მმართველმა კლისმაში (წითელ ზღვაზე) გაგზავნა იგი და ქრისტიანული ტაძრების დახურვა უბრძანა. დანიშნულების ადგილზე ჩასულმა უფლის რჩეულმა კი ტაძარში დიდი ზეიმით აღნიშნა ქრისტეშობის ბრწყინვალე დღესასწაული. როცა მომხდარი მმართველმა გაიგო, ბრძანა თავი მოეკვეთათ წმინდანისათვის...

ნანახია: 1158    კომენტარები: (0)    სრული ინფორმაცია აქ !
დაამატა: Sarcmunoeba
კატეგორია: ჩვენი ტაძარი
ღირსი ათანასე ათონელი (+1000)

ღირსი ათანასე ათონელი (+1000)

5 (18) ივლისი

ღირსი ათანასე ათონელი (ერისკაცობაში - აბრაამი) ქალაქ ტრაპეზუნტში დაიბადა. ყმაწვილს მშობლები ადრე გარდაეცვალა და ობოლზე ზრუნვა ერთმა ღვთისმოშიშმა მონაზონმა იტვირთა. აბრაამი გამზრდელისაგან კეთილმსახური ცხოვრების ჩვევებს იძენდა, ბაძავდა მას ლოცვასა და მარხვაში.

დედობილის სიკვდილის შემდეგ ჭაბუკი კონსტანტინოპოლში, ბიზანტიის იმპერატორის, რომანოზ უფროსის (919-944) კარზე წაიყვანეს და სახელგანთქმულ რიტორს, ათანასეს დაუმოწაფეს...

ნანახია: 1240    კომენტარები: (0)    სრული ინფორმაცია აქ !
დაამატა: Sarcmunoeba
კატეგორია: ჩვენი ტაძარი
ღირსი ათანასე აღმსარებელი (+821)

ღირსი ათანასე აღმსარებელი (+821)

22 (06.03) თებერვალი

ღირსი ათანასე აღმსარებელი მდიდარ და კეთილმსახურ კონსტანტინეპოლელთა ოჯახში დაიბადა. ის ბავშვობიდანვე ოცნებობდა, უფლისთვის მიეძღვნა თავი და როცა სრულწლოვანებას მიაღწია, ნიკომიდიაში მოციქულთა თავთა სახელობის მონასტერს მიაშურა. მისი კეთილმსახური ცხოვრების ამბავი სამეფო კარზეც შეიტყვეს. ხატმბრძოლი იმპერატორის, ლეონ სომეხის (813-820) ზეობისას მართლმადიდებლობის ერთგული დამცველი სასტიკად აწამეს, დევნეს და შეავიწროვეს. ნეტარი ათანასე მშვიდობით მიიცვალა 821 წელს...

ნანახია: 1278    კომენტარები: (0)    სრული ინფორმაცია აქ !
დაამატა: Sarcmunoeba
კატეგორია: ჩვენი ტაძარი
წმიდა ალექსანდრიელი მთავარეპისკოპოსი ათანასე (+373) და კირილე (+444)

იდა ალექსანდრიელი მთავარეპისკოპოსი ათანასე (+373) და კირილე (+444)

18 (31) იანვარი

წმიდა ათანასე და კირილე, ალექსანდრიელი მთავარეპისკოპოსების ხსენებას დედა-ეკლესია ერთ დღეს განაჩინებს ნიშნად მადლიერებისა და დაუცხრომელი ღვაწლისათვის, რომელსაც ისინი ეწეოდნენ მართლმადიდებლური სარწმუნოების დოგმატების დასამტკიცებლად და ერეტიკული სწავლებათაგან მათ დასაცავად...

ნანახია: 1354    კომენტარები: (0)    სრული ინფორმაცია აქ !
დაამატა: Sarcmunoeba
კატეგორია: ჩვენი ტაძარი
წმიდა ზოსიმე მონაზონი და ათანასე (III-IV)

წმიდა ზოსიმე მონაზონი და ათანასე (III-IV)

4 (17) იანვარი

ღირსი ზოსიმე აღმსარებელი წარმოშობით კილიკიიდან იყო. დიოკლეტიანეს (284-305) დროს იგი შეიპყრეს და ქრისტეს აღსარებისათვის სასტიკად აწამეს, მაგრამ ღვთის ნებით უვნებელი დარჩა. ამ სასწაულის მოწმემ – საპყრობილის ზედამხედველმა ათანასემ ირწმუნა ჭეშმარიტი ღმერთი და მოინათლა. განთავისუფლების შემდეგ წმიდანები უდაბნოში გავიდნენ, მთის ნაპრალში დამკვიდრდნენ და აღსასრულამდე აქ მოსაგრეობდნენ...

ნანახია: 1242    კომენტარები: (0)    სრული ინფორმაცია აქ !

1-10 11-20 ... 1251-1260 1261-1270 1271-1280 1281-1290 1291-1300 ... 1331-1340 1341-1345

წმიდანი ათნი ბევრნ...
წიგნი მამობრივი და...
წმიდა მოწამენი: გა...
ნათლობის საიდუმლო
წმიდა გენადი, კონს...
წმიდა გიორგი მთაწმ...

გფარავდეს წმიდა შუშანიკი

დათვალიერება...

უფალი გფარავდეს

დათვალიერება...

უფალი გფარავდეს მუდამ

დათვალიერება...

შობას გილოცავ

დათვალიერება...

უფალი გფარავდეს

დათვალიერება...

გფარავდეს წმიდა აბიბოს ნეკრესელი

დათვალიერება...

გფარავდეს წმიდა გიორგი

დათვალიერება...

გფარავდეს ღვთისმშობელი მუდამ

დათვალიერება...

ქრისტე აღსდგა

დათვალიერება...

გფარავდეს წმიდა მამა გაბრიელი

დათვალიერება...

უფალი გფარავდეს მუდამ

დათვალიერება...

გილოცავ ბზობის ბრწყინვალე დღესასწაულს

დათვალიერება...

გფარავდეს წმიდა მეფე დავით აღმაშენებელი

დათვალიერება...

წიგნი – წმიდა იოანე ოქროპირის დარიგებანი

დათვალიერება...

გფარავდეს წმიდა მამა გაბრიელი

დათვალიერება...

ქრისტე აღსდგა

დათვალიერება...

გფარავდეს წმიდა მამა გაბრიელი

დათვალიერება...