






















სასმელი მინერალური წყლები
ფლორა
ფაუნა
მინერალური რესურსები
წყლის რესურსები
საზღვრები
ფართობი
ტერიტორიის ფორმირება
ატმოსფერული ცირკულაცია
მზის რადიაცია
ჰავა
გეოპოლიტიკური მდებარეობა
ეკონომიკურ-გეოგრაფიული მდებარეობა
ფიზიკურ-გეოგრაფიული მდებარეობა
საქართველოს სამეფო
სამცხე-საათაბაგო
იმერეთის სამეფო
კახეთის სამეფო
ქართლის სამეფო
ჰერეთის სამეფო
აფხაზთა სამეფო
ტაო-კლარჯეთის სამეფო
ეგრისის სამეფო
იბერიის სამეფო
დიაოხის სამეფო
ქართლ-კახეთის სამეფო XVIII საუკუნის 80-90-იან წლებში
დასავლეთ საქართველოს სამეფო-სამთავროები XVIII საუკუნეში
ქართლ-კახეთი XVIII საუკუნის 40-70 იან წლებში
ქართლის და კახეთის სამეფოები XVIII საუკუნის პირველ ნახევარში
სამცხე-საათაბაგო XVII საუკუნეში
წმიდა იოსებ კათოლიკოს-პატრიარქი (+1770)
17 (30) ოქტომბერი
წმიდა იოსებ კათოლიკოს-პატრიარქი (ჯანდიერიშვილი) მოღვაწეობდა დოდოს მონასტერში. „მრავალთა მისთა სათნოებათათვის" იგი მღვდელმთავრად იქნა დადგენილი რუსთავის კათედრაზე. წმიდა იოსებს სასწაულთქმედების ნიჭი ჰქონია მიმადლებული ღვთისგან: ერთხელ მისი დიაკონი მუცლის სიმსივნით დაავადდა. ავადმყოფობა ისე გართულდა, რომ სიკვდილი გარდაუვალი იყო...ღირსი იოსებ ხუცესი, მოხევე, საკვირველთმოქმედი (+1763)
7 (20) ოქტომბერი
წმიდა იოსებ ხუცესის შესახებ ძალიან მწირი ცნობები მოგვეპოვება. ვიცით, რომ ის იყო მოხევე და იქვე მსახურობდა მღვდლად.
მოხევეები - „კაცნი მბრძოლნი, ძლიერნი, ახოვანნი, ჰაეროვანნი", ყოველთვის გამოირჩეოდნენ სარწმუნოებრივი შემართებით, იქაური ეკლესია-მონასტრები გვაცვიფრებენ თავიანთი სილამაზითა და მოუწვდომლობით. იქ თითქოს საგანგებოდ აშენებდნენ ეკლესიებს ისეთ ადგილებში, სადაც მისვლაც კი უკვე აღმსარებლობას უტოლდებოდა...
წმიდა იოსებ არიმათიელი (I)
31 (13.08) ივლისი
წმიდა იოსებ არიმათიელი იესო ქრისტეს ფარული მოწაფე იყო. როგორც სინედრიონის წევრს, მას მონაწილეობა არ მიუღია იუდეველთა იმ ბჭობასა და ზრახვაში, რომელიც მაცხოვრისთვის ჯვარცმის სასჯელის გამოტანით დასრულდა. იესო ქრისტეს აღსრულების შემდეგ, „მშვენიერი მზრახველი" გაბედულად მიეახლა პილატეს და უფლის წმიდა ცხედარი გამოითხოვა...ღირსი იოსებ მგალობელი (+883)
4 (17) აპრილი
წმიდა იოსებ მგალობელი (+883) - დაიბადა სიცილიაში, ღვთისმოსავი ქრისტიანის ოჯახში. მისი მშობლები, პლატონი და აღათია ბარბაროსების თავდასხმებს გაერიდნენ და პელოპონესში გადასახლდნენ. თხუთმეტი წლის იოსები თესალონიკეში წავიდა და მონასტერში დასახლდა. ღვთისმოსაობით, შრომისმოყვარეობით და სიმდაბლით გამორჩეული ღირსი იოსები პრესვიტერად აკურთხეს...
ღირსი იოსები (IV)
14 (27) იანვარი
ღირსი იოსებ ანალიტელი, რაითელი „ბრძენ იყო. და სწავლულ ყოვლითა საქმითა, და ღმერთი იყო მის თანა”. ერთხელ სულიერი დამოძღვრის სათხოვნელად წმიდანთან მისულმა ბერმა კარის ღრიჭოდან „იხილა იგი ყოვლადვე თავითგან ვიდრე ფერჴამდე, ვითარცა ცეცხლი მოტყინარÅ, დგა რაჲ იგი ლოცვასა შინა თჳსსა". როცა მამა იოსებმა შეიტყო, რომ გაცხადდა „საქმÅ მისი", „შეეშინა. ნუუკუ აწყინებდენ მას ძმანი” და ღმერთს ევედრა, დაეფარა მისი ღვაწლი. ამ დღიდან წმიდანი არავის ეჩვენებოდა...
ღირსი აბბა იოსებ ალავერდელი, ათცამეტ სირიელ მამათაგანი (+570)
15 (28) სექტემბერი
წმიდა მამა იოსებ ალავერდელი იყო მოწაფე წმიდა იოანე ზედაზნელისა (ხს. 7 მაისს), რომელიც VI საუკუნეში თორმეტი მოწაფის თანხლებით სირიიდან საქართველოში ჩამოვიდა ქრისტიანობის და ქვეყანაში ბერმონაზვნობის ასაღორძინებლად. ამ დროს, მართალია, საქართველოს სამოციქულო ეკლესიას რამდენიმე საუკუნის ისტორია ჰქონდა, მაგრამ ურწმუნოება კვლავ მძლავრობდა, „ურწმუნოებაჲ არა სადა დაცხრომილ იყო, არამედ კნინღა და სძლევდაცა"...
მართალი იოსებ დამწინდველი, დავით მეფე, ფსალმუნთა მთქმელი და იაკობ, ძმა უფლისა
ქრისტეშობის დღესასწაულის შემდეგ
ქრისტეშობის დღესასწაულის შემდგომ ეკლესია იხსენიებს მართალ იოსებს - ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის დამწინდველს, დავით მეფეს, მეფსალმუნეს და იაკობს, უფლის ხორციელ ძმას. წმიდა იოსებ დამწინდველი დავით მეფის ჩამომავალი იყო. პირველი ქორწინებიდან მას ოთხი ძე და ორი ასული ჰყავდა. დაქვრივების შემდეგ წმიდანი მკაცრი...ღირსი იონა ხუცესი (IX), მამა თეოფანე კანონმთქმელისა და თეოდორესი, გამომეტყველთა
22 (05.10) სექტემბერი
წმიდა იონა ხუცესი, მამა თეოფანე კანონმთქმელისა (ხს. 11 ოქტომბერს) და თეოდორესი, გამომეტყველთა (ხს. 27 დეკემბერს), პალესტინელი იყო. იგი კეთილმსახურებით და ღვთივსათნოდ ცხოვრობდა. მეუღლის სიკვდილის შემდეგ იონა დამკვიდრდა ღირსი საბა განწმედილის (ხს. 5 დეკემბერს) ლავრაში, სადაც ადრე მისი ძეები მოღვაწეობდნენ და იქ შევედრა ლოცვითა და მარხვით განწმედილი სული უფალს...
წმიდა წინასწარმეტყველი იონა (VIII ს. ქრისტეს შობამდე)
22 (05.10) სექტემბერი
წმიდა წინასწარმეტყველი იონა, მცირე წინასწარმეტყველთაგანი ისრაელთა მეფის, იერობოამ II-ის დროს მოღვაწეობდა. ღმერთმა იონა ასურელებთან, ისრაელის მტრებთან გაგზავნა ქალაქ ნინევეში და უბრძანა, ეუწყებინა მათთვის, რომ დაიღუპებოდნენ, თუ ცოდვებს არ შეინანებდნენ. იონას არ უნდოდა ისრაელთა მტრებისათვის ექადაგა და გაქცევა განიზრახა, ჩაჯდა ხომალდში და სხვა მიმართულებით, თარშისკენ წავიდა...წმიდა მოწამენი: იონა, ბარაქისი და სხვანი (+დაახლ 310)
28 (10.04) მარტი
წმიდა მოწამენი იონა, ბარაქისი და სხვანი (+დაახლ. 330). ქრისტიანი ძმები, იონა და ბარაქისი სპარსეთში ცხოვრობდნენ მეფე საპორის (310-331) დროს. ძმებმა შეიტყვეს, რომ ქალაქ ბარაბოქში ქრისტიანებს აწამებდნენ, წავიდნენ და ნუგეშინის სცეს დატყვევებულ მორწმუნეებს: ზანითანს, ლაზარეს, მარუთანს, ნარსის, თლიას, მარინს, აბიბოს, საბეთინს, საბას...წმიდა მოწამენი: მა... | წმიდა მოწამენი: დი... | წმიდა მოწამე აპოლო... |
ღირსი ევფროსინე | წმიდა იოანე ოქროპი... | ღირსი ბასილი აღმსა... |
![]() ![]() ![]() | ![]() | ![]() ![]() ![]() |