- სასმელი მინერალური წყლები
- ფლორა
- ფაუნა
- მინერალური რესურსები
- წყლის რესურსები
- საზღვრები
- ფართობი
- ტერიტორიის ფორმირება
- ატმოსფერული ცირკულაცია
- მზის რადიაცია
- ჰავა
- გეოპოლიტიკური მდებარეობა
- ეკონომიკურ-გეოგრაფიული მდებარეობა
- ფიზიკურ-გეოგრაფიული მდებარეობა
- საქართველოს სამეფო
- სამცხე-საათაბაგო
- იმერეთის სამეფო
- კახეთის სამეფო
- ქართლის სამეფო
- ჰერეთის სამეფო
- აფხაზთა სამეფო
- ტაო-კლარჯეთის სამეფო
- ეგრისის სამეფო
- იბერიის სამეფო
- დიაოხის სამეფო
- ქართლ-კახეთის სამეფო XVIII საუკუნის 80-90-იან წლებში
- დასავლეთ საქართველოს სამეფო-სამთავროები XVIII საუკუნეში
- ქართლ-კახეთი XVIII საუკუნის 40-70 იან წლებში
- ქართლის და კახეთის სამეფოები XVIII საუკუნის პირველ ნახევარში
- სამცხე-საათაბაგო XVII საუკუნეში
ღირსი თეოდორე მეუდაბნოე (VI)
5 (18) ივნისი
ღირსი თეოდორე მეუდაბნოე ცხოვრობდა VI საუკუნეში. მან ახალგაზრდობაში დატოვა ეს სოფელი და იორდანის უდაბნოში განმარტოვდა. წმიდანს უფლისგან სასწაულთქმედების მადლი მიენიჭა. ერთხელ კონსტანტინეპოლისკენ ხომალდით მგზავრობისას, ღირსი თეოდორეს ლოცვით ზღვიდან ამოღებული წყალი სასმელად ვარგისი გახდა და წყურვილი დაუოკა მის თანამგზავრებს. როცა მგზავრებმა ღირსი მამის მიმართ მადლიერების გამოხატვა დაიწყეს, წმიდა თეოდორემ მათ მიმართა: უფალმა მოწყალე თვალით მოხედა უწყლობით გათანგულ ადამიანებს და ამიტომ შეისმინა ჩემი ლოცვაო...
ღირსი თეოდორე განწმენდილი (348)
16 (29) მაისი
ღირსი თეოდორე განწმენდილი (+368) წარმოშობით ეგვიპტელი იყო და იზრდებოდა მდიდარი და ცნობილი ქრისტიანი მშობლების ოჯახში. მასში ადრევე გაიღვიძა ბერული ცხოვრებისადმი მიდრეკილებამ. 14 წლისა სახლიდან გაიპარა და ერთ-ერთ მონასტერში დასახლდა. როცა ღირსმა მამამ პახუმი დიდის მოღვაწეობის შესახებ შეიტყო, დატოვა მონასტერი და მასთან წავიდა. ღირსმა პახუმიმ, რომელსაც უფლისაგან წინასწარ განეცხადა ყრმის მოსვლა, სიყვარულით მიიღო იგი. სავანეში დარჩენილი თეოდორე მალე შეეგუა მეუდაბნოეთა ცხოვრების წესს. წმიდანის დედამ გაიგო, რომ მისი ვაჟი ტაბენისის სავანეში იმყოფებოდა, ეპისკოპოსის წერილით მივიდა პახუმი დიდთან და შვილთან შეხვედრა სთხოვა. თეოდორემ უარი განაცხადა დედის ნახვაზე, რადგან ეშინოდა, რომ დაარღვევდა სოფლის უარყოფის აღთქმას...
ღირსი თეოდორე სიკიელი, ანასტასიოპოლელი ეპისკოპოსი (613)
22 (05.05) აპრილი
ღირსი თეოდორე სიკიელი, ანასტასიოპოლელი ეპისკოპოსი (+613) დაიბადა VI საუკუნის შუა წლებში, სოფელ სიკიეში, ანასტასიოპოლთან ახლოს, მართლმორწმუნეთა ოჯახში. როცა დედას, მარიამს ყრმა ჩაესახა, მან ჩვენებით იხილა, თუ როგორ გარდამოხდა ზეცით ვარსკვლავი და მის საშოში დაემკვიდრა. წინასწარმხედველმა ბერმა ეს ხილვა მუცლადღებულ ყრმაზე საღმრთო მადლის გარდამოსვლით ახსნა...
მოწამენი: თეოდორე და დედა მისი ფილიპია, დიოსკორე, სოგრაფტი და დიონისე (II)
21 (04.05) აპრილი
წმიდა მოწამენი თეოდორე, დედა მისი ფილიპია, დიოსკორე, სოგრაფტი და დიონისე (+დაახლ. 138-161) აღესრულნენ იმპერატორ ანტონინე პიუსის (138-161) დროს. როცა სამხედრო სამსახურისთვის ლამაზ და ჯანმრთელ ყმაწვილებს არჩევდნენ, სხვებთან ერთად მხედართმთავარ თეოდორიტეს მიჰგვარეს ჭაბუკი თეოდორეც...
წმიდა თეოდორე ტრიხინი
20 (03.05) აპრილი
ღირსი თეოდორე ტრიხინი დაიბადა კონსტანტინეპოლში, მდიდარ ოჯახში. სიყრმეშივე წავიდა თრაკიის უდაბნოში და ბერად აღიკვეცა. ღირსი მამა მკაცრი მმარხველი იყო, ზამთარ-ზაფხულ უხეში ძაძით დადიოდა. სიცოცხლეშივე აღასრულებდა სასწაულებს და კურნებებს. სიკვდილის შემდეგ მისი წმიდა ნაწილებიდან გადმოდინდა მირონი, რომელიც სნეულებს კურნავდა და ბოროტ სულებს განასხმიდა.
ღირსი თეოდორეს ცხოვრების წლები ცნობილი არ არის...
წმიდა მოწამე თეოდორე ბიზანტიელი (+1795)
17 (01.03) თებერვალი
წმიდა მოწამე თეოდორე ბიზანტიელი კონსტანტინეპოლის მახლობლად დაიბადა. ბავშვობაში იგი გაამაჰმადიანეს, შემდეგ კი დაუბრუნდა ქრისტიანულ სარწმუნოებას, რისთვისაც თურქებმა სასტიკად აწამეს და ბოლოს ჩამოახრჩვეს (+1795)...
დიდმოწამე თეოდორე ტირონი (+დაახლ. 306)
17 (01.03) თებერვალი, დიდმარხვის პირველი შაბათი
წმიდა მოწამე თეოდორე ტირონი პონტოს ამასიაში მდგარ პოლკში მსახურობდა. იგი ჯერ ისევ ახალწვეული მხედარი იყო („ტირონი" ლათინურად ახალწვეულს ნიშნავს), როცა უსჯულო მეფეებმა - მაქსიმიანემ (305-311) და მაქსიმინემ (305-313) გამოსცეს ბრძანება, რომლის მიხედვით, ყველა ქრისტიანი, რომელიც უარს განაცხადებდა კერპთაყვანისცემაზე, სამსჯავროს უნდა გადასცემოდა. თეოდორესაც მოსთხოვეს ცრუ-ღმერთებისთვის მსხვერპლის შეწირვა, რაზეც მან მტკიცე უარი განაცხადა და საჯაროდ აღიარა ქრისტე...
მღვდელმოწამე თეოდორე აჭარელი (XVIII-XIX)
17 (01.03) თებერვალი
წმიდა თეოდორე აჭარელი ეკუთვნის საქართველოს უძველესი კუთხის აჭარის მკვიდრთა იმ მრავალათასიან წმიდა მოწამეთა დასს, რომელნიც ქრისტიანობისთვის ეწამნენ ოსმალთაგან.
წმიდა თეოდორე დაიბადა XVIII სს 70-80-იან წლებში. ეს ის პერიოდია, როდესაც ოსმალებმა უკვე თითქმის დაასრულეს საქართველოს ამ კუთხის ძალად გამუსულმანების პროცესი, თითქმის მთლიანად ამოხოცეს მოსახლეობის ის ნაწილი, რომელთაც უარი თქვეს მაჰმადიანობის მიღებაზე და დაიწყეს იმ ოჯახების გადასახლება...
წმიდა მოწამე თეოდორე სტრატილატი (+319)
8 (21) თებერვალი
წმიდა მოწამე თეოდორე სტრატილატი ქალაქ ევქიტში ცხოვრობდა. მას მრავალგვარი ნიჭი და შესანიშნავი გარეგნობა ჰქონდა მიმადლებული. გულმოწყალე მხედარს უფალმა ქრისტიანული ჭეშმარიტებებიც სრულად შეაცნობინა. წმიდანის ახოვანება საქვეყნოდ მაშინ გაცხადდა, როცა მან, ღვთის შემწეობით, მოკლა ევქიტის მახლობლად უფსკრულში დაბუდებული უზარმაზარი გველი, რომელიც უმოწყალოდ ნთქავდა ადამიანებს და შიშის ზარს სცემდა მოსახლეობას...
წმიდა მოწამე თეოდორე (+1784)
30 (12.02) იანვარი
წმიდა მოწამე თეოდორე ქალაქ მიტილინში დაიბადა, დაოჯახდა და შვილებს მართლმადიდებლური სარწმუნოების ერთგულებით ზრდიდა. ღვთის დაშვებით, მან უარყო ქრისტიანობა, მაგრამ მალე სინანულში ჩავარდა, დატოვა ოჯახი და ათონის მთას მიაშურა. წმიდა მამამ მონასტერში ვერ ჰპოვა მოსვენება და მწარედ განიცდიდა მომხდარს...
გარდაცვლილთა გამოც... | წმიდა მოციქულნი: მ... | წმიდა მოწამე არიად... |
გახსოვდეთ საზვერეე... | პატივ ეც მამასა შე... | სანთლის დანიშნულებ... |