მოგესალმებით!კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენს საიტზე "უფალი გფარავდეთ"
  

  

  

  

  

  

Real Menu
საიტის მენიუ
მთავარი კონტაქტი ფლეშ სიახლეები ხატები და ფრესკები ეკლესია–მონასტრები თქვენი თხოვნები რა არის როკ–მუსიკა სამარხვო კერძები სხვადასხვა მამათა გამონათქვამები საგალობლები ბიბლია მარხვები დღესასწაულები საქართველოს ისტორია ფსალმუნები დასაბეჭდი ლოცვანი ქადაგებანი და წერილები ხატები ფოტოალბომი წმინდა სინოდი ქრისტეს 12 მოციქული პატერიკი სახარება ჩვენი ტაძარი მამათა სწავლებანი
ფეისბუქის ქოვერები

ჩვენთან არს ღმერთი



















ჩვენი გამოკითხვა
როგორი საიტია ?
ჩვენი გამოკითხვა
სულ ონლაინში: 3
სტუმარი: 3
მომხმარებელი: 0
საიტის წევრები არ არიან...
სულ ონლაინში: 3
სტუმარი: 3
მომხმარებელი: 0
სტუმარი მომხმარებელი
საიტზე ძებნა
მომხმარებლის პროფილი
სტუმარო


სტუმარო გთხოვ დარეგისტრირდი ან გაიარე ავტორიცაზია!


აუდიო ბიბლია
ჩვენთან არს ღმერთი



















თქვენი რეკლამა



Top სტატუსი



ძმაო, თუ გინდა გახდე ჭეშმარიტი ქრისტიანე, ილოცე, იკითხე სასულიერო წიგნები...
საშობაო ეპისტოლე

მარჯვნივ
მარცხნივ


ყოველდღიური სიახლეები ვიდეო სიახლეები წმიდანთა ისტორიები

შაორის ციხე
შაორი – ნამოსახლარი და სიმაგრე ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, სოფელ ფარვანასთან. შაორის სახელით ცნობილი სოფლის გარდა ცნობილი ყოფილა აგრეთვე შაორის ციხე და შაორისწყალი «კვალად ამ ტბას (ფანავრის) ერთვის წყარო შაორისა, მდინარედ გამომდინარი კლდიდამ...», «ხოლო შაორის მთის თხემსა ზედა დგას ციხე დიდროვანის ლოდითა ნაშენი...», «კვალად არს შავნაბადი შაორსა და თავკვეთილს შუა». ი.როსტომაშვილის ცნობით ამ შაორის ციხეს შემდეგში დარქმევია „ქოროღლის ციხე". ამგვარად, შაორის სიმაგრე ფარავნის ტბის სიახლოვესაა, მის ჩრდილო–დასავლეთ მყოფ კლდოვან მთაზე, ზღვის დონიდან 2752 მ. სიმაღლეზე. შაორის ციხის აშენება დასახლებული პუნქტებიდან მოშორებით, განპირობებული უნდა იყოს მთის მიუვალობით და მორენული ღვარით, რომლითაც დაფარულია თხემი და მთის კალთები. ე.ი. სიმაგრისათვის საშენი მასალა აქ ადგილზევეა. ამ ქვების შერჩევით და ერთმანეთზე მორგებით შესაძლებელია საკმაოდ მყარი კედლების ამოყვანა. ჯავახეთის სხვა სიმაგრეებთან შედარებით, შაორზე ჯერაც კარგად იკითხება გაცილებით რთული ნაგებობანი. ქვედა გალავანში დაყოლებული შესასვლელით ავდივართ სიმაგრის იმ ნაწილში, რომელიც ამავე მთის უფრო დაბალ თხემზეა მოწყობილი. გალავნის შიგნით აქ რამდენიმე სათავსია.

ლოდოვანებზე სიარულის გასაადვილებლად აქედან ზევით, სამ მეტრამდე სიგანის ბრტყელი ქვებით ნაწყობი გზა მიემართება, რომლის გასწვრივ სამალავი ბლინდაჟებია გამართული. სიმაგრის მთავარ ნაწილს ე.წ. „ზედა ციხე" წარმოადგენს. ესაა გალავანი ერთი, დაბალი შესასვლელით, რომლის შიგნითაც მიშენებულია ერთი, ან ორსართულიანი სადგომები. მათი რაოდენობა ორ ერთეულს აღემატება. მშრალად ნაწყობი კედლის სიმაღლე ზოგან 4 მ–ია, სიგანე 3 მ–მდე აღწევს. გალავნის შიდა სადგომთა უმეტესობას ცალკე შესასვლელი აქვს, ზოგს კი ერთმანეთთან კარი აკავშირებს. გალავნის გარეთაც კარკნალში დარან–სამალავთა მთელი ჯგუფია. არსად ჩანს საისრე–სამზერები, წყალიც მთის ძირში იქნებოდა. სადღაც იქვე უნდა ყოფილიყო სოფ. შაორი, რომლის სახელს მიიღებდა მთაცა და სიმაგრეც. [...]მოსახლეობის მიერ შაორის სიმაგრის გამოყენებაზე შემდგომ ხანებში მეტყველებს თუნდაც ის ფაქტი, რომ XIX საუკუნის მიწურულს იქაურ ერთ სენაკში ორი ქვაჯვარი უნახავთ. ამრიგად, შაორი მნიშვნელოვანი დასახლებული პუნქტი ყოფილა, რომელიც დაცული იყო მის თავზე მდებარე შაორის ციხით. ამასთან დაკავშირებით შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ათონის მონასტრის №53 ეტრატის ხელნაწერი, რომელიც აფხაზთა მეფის ბაგრატისა და ქართველთა კურაპალატის ბრძანებით არის დაწერილი „დასაბამიდგან წელთა ხ~ქზ, ქრ~კსა: სკბ:... (1002წ) შორს ...ჴელითა აკვილა მტბევრისაჲთა, დაწერილ უნდა იყოს ფარავნის ტბის სანახებში მდებარე შაორში. როგორც ცნობილია სარო მიჩნეულია „ქალაქურ დასახლებად". რას წარმოადგენდა სოციალური თვალსაზრისით შაორი და აბული – ეს ჯერ კიდევ საკვლევია, მაგრამ ისინი რომ მუდმივი საცხოვრებლები ყოფილიყვნენ, ნაკლებ სავარაუდოა (ბუნებრივი პირობების გამო). ისინი შეიძლება წარმოვიდგინოთ ტომობრივ ბელადთა დროებით თავშესაფრად შიშიანობის დროს, სადაც თავს აფარებდა მისი მხლებლებ-მსახურებისა და მოსახლეობის ნაწილი. შესაძლოა, აქვე ტარდებოდა საკულტო რიტუალებიც, რასაც არქეოლოგიური შესწავლა თუ გაარკვევს.
დაამატა: Sarcmunoeba


html-კოდი ინფორმაციის
BB-კოდი ინფორმაციის
გაუზიარე ეს ინფორმაცია მეგობარს


 

კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია
სულ კომენტარები: 0