მოგესალმებით!კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენს საიტზე "უფალი გფარავდეთ"
  

  

  

  

  

  

Real Menu
საიტის მენიუ
მთავარი კონტაქტი ფლეშ სიახლეები ხატები და ფრესკები ეკლესია–მონასტრები თქვენი თხოვნები რა არის როკ–მუსიკა სამარხვო კერძები სხვადასხვა მამათა გამონათქვამები საგალობლები ბიბლია მარხვები დღესასწაულები საქართველოს ისტორია ფსალმუნები დასაბეჭდი ლოცვანი ქადაგებანი და წერილები ხატები ფოტოალბომი წმინდა სინოდი ქრისტეს 12 მოციქული პატერიკი სახარება ჩვენი ტაძარი მამათა სწავლებანი
ფეისბუქის ქოვერები

ჩვენთან არს ღმერთი



















ჩვენი გამოკითხვა
როგორი საიტია ?
ჩვენი გამოკითხვა
სულ ონლაინში: 2
სტუმარი: 2
მომხმარებელი: 0
საიტის წევრები არ არიან...
სულ ონლაინში: 2
სტუმარი: 2
მომხმარებელი: 0
სტუმარი მომხმარებელი
საიტზე ძებნა
მომხმარებლის პროფილი
სტუმარო


სტუმარო გთხოვ დარეგისტრირდი ან გაიარე ავტორიცაზია!


აუდიო ბიბლია
ჩვენთან არს ღმერთი



















თქვენი რეკლამა



Top სტატუსი



შენდობის დღე
სულიერი ცხოვარის ჩივილი „მე ვერ ვიპოვე მოძღვარი!“

მარჯვნივ
მარცხნივ


ყოველდღიური სიახლეები ვიდეო სიახლეები წმიდანთა ისტორიები

კავთისხევი
კავთისხევი - სოფელი კასპის რაიონში, მდინარე კავთურის (მტკვრის მარჯვენა შენაკადი) ნაპირებზე... ზღვის დონიდან 720 მეტრი, კასპიდან 10 კმ... კავთისხევის უძველესი ისტორიული უბანია ციხისუბანი, სადაც შემორჩენილია თარხნიშვილთა ციხე - გალავნის საძირკველი. კავთისხევს ხშირად თავს ესხმოდნენ  და აოხრებდნენ დაღესტნელი ფეოდალები, ამიტომ მას ხალხში შავსოფელსაც ეძახდნენ. კავთისხევში დგას გვიანდელი ფეოდალური ხანის კავთის წმ.გიორგის, ლომისის წმიდა გიორგის, მონასელიძიანთ წმინდა გიორგის საყდრები და დავლაძიანთ კოშკი. სოფელში, მონასელიძიანთ უბანში, მდინარე კავთურის მარჯვენა ნაპირზე აღმოჩნდა აკლდამა (შეისწავლეს 1963 წ., გ.ლომთათიძე). ნაგებობა შედგება საკნისა და დრომოსისაგან, რომელთა კედლები ნაგებია კლდის ქვითა და ბრტყელი აგურით. დრომოსის სიგრძეა 1,5 მ., სიგანე - 0,9-1,1 მ, სიმაღლე - 1მ. შესასვლელთან შემორჩენილია ოთხსაფეხურიანი კიბე. დრომოსი საკანს უკავშირდება აღმოსავლეთიდან ისრულთაღიანი შესასვლელითა და ოთხსაფეხურიანი კიბით. საკანი ოთხკუთხაა (2,85Х2,27Х3 მ), მრგვალგუმბათოვანი გადახურვა აქვს. კუთხეებში 1,4 მ სიმაღლეზე აგურით გადაყვანილია ისრული ტრომპები, რომელთაგანაც იწყება აგურის სფერულიგადახურვა. გუმბათს ზემოდან ადევს ფილაქვები, შემდეგ ქვის გროვა და მიწაყრილი. საკნისა და დრომოსის კედლები დუღაბზეა ამოყვანილი. კედლებიც და იატაკიც კირითაა შელესილი. საკნის სამხრეთ და დასავლეთ კედლების ზედა ნაწილში დაყოლებულია შიგნით დაქანებული თიხის მილები. მათი გარე ნაწილი ყრუდაა დახშული. დანიშნულება გაურკვეველია. აკლდამაში არეულად ეყარა ადამიანის ძვლები, რაც იმას ადასტურებს, რომ იგი ადრევე გაუძარცვავთ. აკლდამის არქიტექტურაში შეინიშნება XVI-XVIII სს. ქართლ-კახეთის უმრავლეს ნაგებობათათვის დამახასიათებელი ტიპიური ნიშნები.

ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ.5, გვ.298, თბ., 1980 წელი.


კავთისხევის ძეგლები:

თარხნიშვილთა ციხე - გალავანი

დავლაძიანთ კოშკი

ციხეა-გორას ტაძრის კომპლექსი (ძვ.წ. IV-III ს)

კავთის წმ.გიორგის ეკლესია

ლომისის წმიდა გიორგის ეკლესია

კატაულას წმინდა გიორგის ეკლესია

ძლევის ქედის წმინდა გიორგის ეკლესია

კავთისხევის წმინდა გიორგის ეკლესია

წმინდა ნიკოლოზის ეკლესია

კავთისხევის აკლდამა-სამაროვნები (მონასელიძიანთ უბანში)

ნამოსახლარები - იორამის გორაზე, ციხაგორაზე, პარატისი,

მარანი
დაამატა: Sarcmunoeba


html-კოდი ინფორმაციის
BB-კოდი ინფორმაციის
გაუზიარე ეს ინფორმაცია მეგობარს


 

კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია
სულ კომენტარები: 0