მოგესალმებით!კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენს საიტზე "უფალი გფარავდეთ"
  

  

  

  

  

  

Real Menu
საიტის მენიუ
მთავარი კონტაქტი ფლეშ სიახლეები ხატები და ფრესკები ეკლესია–მონასტრები თქვენი თხოვნები რა არის როკ–მუსიკა სამარხვო კერძები სხვადასხვა მამათა გამონათქვამები საგალობლები ბიბლია მარხვები დღესასწაულები საქართველოს ისტორია ფსალმუნები დასაბეჭდი ლოცვანი ქადაგებანი და წერილები ხატები ფოტოალბომი წმინდა სინოდი ქრისტეს 12 მოციქული პატერიკი სახარება ჩვენი ტაძარი მამათა სწავლებანი
ფეისბუქის ქოვერები

ჩვენთან არს ღმერთი



















ჩვენი გამოკითხვა
როგორი საიტია ?
ჩვენი გამოკითხვა
სულ ონლაინში: 2
სტუმარი: 2
მომხმარებელი: 0
საიტის წევრები არ არიან...
სულ ონლაინში: 2
სტუმარი: 2
მომხმარებელი: 0
სტუმარი მომხმარებელი
საიტზე ძებნა
მომხმარებლის პროფილი
სტუმარო


სტუმარო გთხოვ დარეგისტრირდი ან გაიარე ავტორიცაზია!


აუდიო ბიბლია
ჩვენთან არს ღმერთი



















თქვენი რეკლამა



Top სტატუსი



სიტყვა სვეტი-ცხოვლობის დღეს
სიტყვა წმიდათა მოწამეთა ბიძინა, შალვა და ელიზბარის დღესა

მარჯვნივ
მარცხნივ


ყოველდღიური სიახლეები ვიდეო სიახლეები წმიდანთა ისტორიები

სენსაციური აღმოჩენა გრაკლიან გორაზე
თსუ არქეოლოგთა სენსაციური აღმოჩენა გრაკლიან გორაზე

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერ-არქეოლოგებისა და სტუდენტების ახალმა აღმოჩენამ გრაკლიან გორაზე (კასპის რაიონი), შესაძლოა, ძვ. წ. V-IV საუკუნების აღმოსავლეთ საქართველოს, ქართლის ისტორიული ცნობები შეცვალოს. გრაკლიან გორაზე არქეოლოგიური გათხრების შედეგად ქვის ხანიდან ანტიკურ პერიოდამდე საზოგადოების განვითარების უწყვეტი ციკლი დადასტურდა. სხვადასხვა პერიოდის 10 ფენის გათხრის შედეგად აღმოჩენილი არტეფაქტები - პირველყოფილი ადამიანების სამუშაო იარაღები, გვიანდელი პერიოდის საკულტო დანიშნულების ნივთები და ფარმაცევტული ხელსაწყო - ე.წ. სპატულა, რომელიც წამლების, ხსნარების შესარევად გამოიყენებოდა მნიშვნელოვანი ინფორმაციის მომცემია. არქეოლოგებმა საინტერესო არქიტექტურული სურათი მიიღეს: იმ პერიოდისთვის დამახასიათებელი ერთმანეთზე მიჯრით მიდგმული შენობების ერთი კვარტალი. ამჯერად მხოლოდ ერთი შენობის შესწავლა მიმდინარეობს. მნიშვნელოვანი და საინტერესოა აღმოჩენილი 4 საკულტო ოთახი. მათ შორის საკულტო წისქვილი - 3 კონსტრუქციის ხელსაფქვავი, რომელშიც წმინდა ფქვილი იფქვებოდა. წმინდა ფქვილით ღმერთებისთვის შესაწირ პურს აცხობდნენ. მსოფლიოში არ მოიპოვება გრაკლიან გორაზე აღმოჩენილი ტაძრის საკურთხევლის ბაქნის ანალოგი, რომელიც დიდი დედის კულტთან არის დაკავშირებული. დიდი დედა, იგივე ღმერთების დედა საკურთხეველთანაა გამოსახული. თსუ არქეოლოგიის ინსტიტუტის ხელმძღვანელის ვახტანგ ლიჩელის განცხადებით, "გათხრების შედეგად გრაკლიან გორაზე იმ პერიოდის ქართლის ტერიტორიაზე არსებული საზოგადოების ეკონომიკური და კულტურული დონის ნათელი სურათი მივიღეთ. აქამდე ითვლებოდა, რომ ძვ.წ. V-IV საუკუნეების I ნახევარში ქართლში საზოგადოებრივი ცხოვრება დაკნინებული იყო, არ არსებობდა ეკონომიკური და კულტურული დინამიკა. გათხრებმა სრულიად საწინააღმდეგო ფაქტი დაადასტურა: გაირკვა, რომ ამ ხანაში აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე ცხოვრება ჩქეფს". გრაკლიან გორაზე არქეოლოგიური გათხრები 2007 წელს დაიწყო, სადაც თსუ სტუდენტებისთვის სამეცნიერო პრაქტიკის ბაზა ჩამოყალიბდა

სენსაციური აღმოჩენა კასპის რაიონში

თსუ-ს არქეოლოგებმა კასპის რაიონში, გრაკლიან გორაზე, სენსაციური აღმოჩენა გააკეთეს. გრაკლიან გორაზე მეცნიერ-არქეოლოგებისა და სტუდენტების ახალმა აღმოჩენამ შესაძლოა, ძვ.წ. V-IV საუკუნების აღმოსავლეთ საქართველოს, ქართლის ისტორიული ცნობები შეცვალოს. არქეოლოგიური გათხრების შედეგად ქვის ხანიდან ანტიკურ პერიოდამდე საზოგადოების განვითარების უწყვეტი ციკლი დადასტურდა. თსუ-ის არქეოლოგიის ინსტიტუტის ხელმძღვანელის ვახტანგ ლიჩელის განცხადებით, "გათხრების შედეგად გრაკლიან გორაზე იმ პერიოდის ქართლის ტერიტორიაზე არსებული საზოგადოების ეკონომიკური და კულტურული დონის ნათელი სურათი მივიღეთ. აქამდე ითვლებოდა, რომ ძვ.წ. V-IV საუკუნეების I ნახევარში ქართლში საზოგადოებრივი ცხოვრება დაკნინებული იყო, არ არსებობდა ეკონომიკური და კულტურული დინამიკა. გათხრებმა სრულიად საწინააღმდეგო ფაქტი დაადასტურა: გაირკვა, რომ ამ ხანაში აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე ცხოვრება ჩქეფდა". სხვადასხვა პერიოდის 10 ფენის გათხრის შედეგად აღმოჩენილი არტეფაქტები - პირველყოფილი ადამიანების სამუშაო იარაღები, გვიანდელი პერიოდის საკულტო დანიშნულების ნივთები და ფარმაცევტული ხელსაწყო - ე.წ. სპატულა, რომელიც წამლების, ხსნარების შესარევად გამოიყენებოდა, მნიშვნელოვანი ინფორმაციის მომცემია. არქეოლოგებმა საინტერესო არქიტექტურული სურათი მიიღეს: იმ პერიოდისთვის დამახასიათებელი ერთმანეთზე მიჯრით მიდგმული შენობების ერთი კვარტალი. ამჯერად მხოლოდ ერთი შენობის შესწავლა მიმდინარეობს. ამასთან, აღმოჩენილია 4 საკულტო ოთახი. მათ შორის საკულტო წისქვილი - 3 კონსტრუქციის ხელსაფქვავი, რომელშიც წმინდა ფქვილი იფქვებოდა. წმინდა ფქვილით ღმერთებისთვის შესაწირ პურს აცხობდნენ. მსოფლიოში არ მოიპოვება გრაკლიან გორაზე აღმოჩენილი ტაძრის საკურთხევლის ბაქნის ანალოგი, რომელიც დიდი დედის კულტთან არის დაკავშირებული. დიდი დედა, იგივე ღმერთების დედა საკურთხეველთანაა გამოსახული.  გრაკლიან გორაზე თსუ-მ არქეოლოგიური გათხრები 2007 წელს დაიწყო, სადაც უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის სამეცნიერო პრაქტიკის ბაზა ჩამოყალიბდა.

არქეოლოგიური აღმოჩენა გრაკლიან გორაზე

გრაკლიანი გორის ცენტრალურ ტერასაზე არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოაჩინეს ძველი წელთაღრიცხვით მე-5 საუკუნეში აგებული სამსათავსოიანი ტაძარი. ტაძარში არის ცეცხლის კულტთან დაკავშირებული მონუმენტური საკურთხეველი და აღმოსავლეთის კედელზე მცირე შესაწირავ სექციებზე გამოსახულია ღმერთების დიდი დედა. აღმოჩენილ იქნა აგრეთვე ისრის პირები, რომლებიც სარმატური და სკვითური ტომების თარეშზე მიუთითებს. არსებობს ვარაუდი, რომ ძველი წელთაღრიცხვით 350 წელს მათ გადაწვეს და გაანადგურეს ტაძარი. ვარაუდს ამყარებს არქეოლოგიური გათხრების ადგილზე აღმოჩენილი გადამწვარი ფენა.
დაამატა: Sarcmunoeba


html-კოდი ინფორმაციის
BB-კოდი ინფორმაციის
გაუზიარე ეს ინფორმაცია მეგობარს


 

კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია
სულ კომენტარები: 0