მოგესალმებით!კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენს საიტზე "უფალი გფარავდეთ"
  

  

  

  

  

  

Real Menu
საიტის მენიუ
მთავარი კონტაქტი ფლეშ სიახლეები ხატები და ფრესკები ეკლესია–მონასტრები თქვენი თხოვნები რა არის როკ–მუსიკა სამარხვო კერძები სხვადასხვა მამათა გამონათქვამები საგალობლები ბიბლია მარხვები დღესასწაულები საქართველოს ისტორია ფსალმუნები დასაბეჭდი ლოცვანი ქადაგებანი და წერილები ხატები ფოტოალბომი წმინდა სინოდი ქრისტეს 12 მოციქული პატერიკი სახარება ჩვენი ტაძარი მამათა სწავლებანი
ფეისბუქის ქოვერები

ჩვენთან არს ღმერთი



















ჩვენი გამოკითხვა
როგორი საიტია ?
ჩვენი გამოკითხვა
სულ ონლაინში: 4
სტუმარი: 4
მომხმარებელი: 0
საიტის წევრები არ არიან...
სულ ონლაინში: 4
სტუმარი: 4
მომხმარებელი: 0
სტუმარი მომხმარებელი
საიტზე ძებნა
მომხმარებლის პროფილი
სტუმარო


სტუმარო გთხოვ დარეგისტრირდი ან გაიარე ავტორიცაზია!


აუდიო ბიბლია
ჩვენთან არს ღმერთი



















თქვენი რეკლამა



Top სტატუსი



მშვიდობა ვითხოვოთ საქართველოსა და მთელი ქვეყნისათვის
სიტყვა წარმოთქმული მირქმა-მიგებების დღესასწაულზე

მარჯვნივ
მარცხნივ


ყოველდღიური სიახლეები ვიდეო სიახლეები წმიდანთა ისტორიები

მოგვთაკარის სამაროვანი
მოგვთაკარის სამაროვანი

არქეოლოგიური ძეგლი მდებარეობს მცხეთის რკინიგზის სადგურის მოპირდაპირე მხარეს, მთა ქართლის ჩრდილოეთი კალთის ძირას. წერილობითი წყაროებისა და არქეოლოგიური მონაცემების მიხედვით მოგვთაკარი მცხეთის დედაქალაქობის ხანაში მისი ერთ-ერთი მჭიდროდ დასახლებული უბანი უნდა ყოფილიყო.

ბეჭედი ბრინჯაოსი მწვანე მინისთვლით, რომელზეც გამოსახულია მამაკაცის პორტრეტი. მოგვთაკარის №8 სამარხი. I-III სს.



ლეონტი მროველის "მეფეთა ცხოვრების" თანახმად, ამ უბნის გაჩენა ქართველთა მეოთხე მეფეს ფარნაჯომს უკავშირდება. მან "მოიყვანნა სპარსეთით ცეცხლის მსახურნი და მოგუნი, და დასხნა იგინი მცხეთას, ადგილსა მას, რომელსა აწ ჰქვან მოგუთა" (ქართლის ცხოვრება 1955: 29). არქეოლოგიური გათხრები მოგვთაკარში XX ს. 40-იან წლებში დაიწყო. სხვადასხვა წლებში არქეოლოგიური ექსპედიციების მიერ აქ გაითხარა I-III სს. სამაროვანი და III-IV სს. ნამოსახლარი. სამაროვანზე გათხრილ სამარხთა აბსოლუტური უმრავლესობა წაგრძელებული ოთხკუთხედის ფორმის კრამიტყუთებია, ნაგებია ბრტყელი, გვერდებაკეცილი და ღარიანი კრამიტებით, რომელთა ბანური ან ორფერდა სახურავი დამოკიდებული იყო სამარხის სიდიდეზე. სამარხთა იატაკი ასევე ბრტყელი გვერდებაკეცილი კრამიტებით იყო დაფარული. თუმცა, გაითხარა თიხატკეპნილიატაკიანი სამარხებიც. უნდა აღინიშნოს, რომ მცხეთის სხვა სამაროვნებზე სამარხთა ტიპების ასეთი პროცენტული თანაფარდობა არსად დაფიქსირებულა და არც კრამიტყუთების ასეთი თავმოყრაა ცნობილი. სამარხთა დამხრობა მკაცრად კანონიზირებული არ იყო, რასაც ვერ ვიტყვით დაკრძალვის წესზე: თითქმის ყველა მიცვალებული დასვენებული გახლდათ გვერდზე ხელ-ფეხ მოკეცით. სამარხებში დადასტურდა თიხის თხელკეციანი, ვარდისფრად ან ჩალისფრად გამომწვარი, სადა და კოპებით შემკული, ხალყურა, ყელწიბოიანი, სამტუჩა სასმისები და კოჭობები;

ირმის გამოსახულებიანი საკიდი. ბრინჯაო. მოგვთაკარის №6 სამარხი. I-III სს.  - (+)



ოქროს საყურეები, სამფრთიანი ისრისწვერები, ბრინჯაოს ზარაკები და მძივსაკიდები, ირმის ფიგურული საკიდები, ბრინჯაოს სარკე, ფერ-უმარილის სასრესი ნიჟარა თავისი ძვლის კოვზითურთ, რკინისა და ბრინჯაოს ბეჭდები, რომელთაგან განსაკუთრებით გამოსაყოფია რკინის ბეჭედი სარდიონის თვალზე ამოკვეთილი ბერძნული წარწერით "Κυρια Καλή" - "დიდებული დედოფალი", "მშვენიერი ქალბატონი", სხვადასხვა მასალის მძივები და მძივსაკიდები, ავგუსტუსისა და გოტარზეს მონეტები. სამარხთა ტიპი და მათში აღმოჩენილი ნივთები ცხადყოფს, რომ მოგვთაკარის სამაროვანი შეძლებული ფენის წარმომადგენელთა საკრძალავებია, რომელთათვისაც ხელმისაწვდომი გახლდათ ერთი, მხრივ ძვირადღირებული კრამიტი და მეორე მხრივ, იმპორტული ნივთები. ამავე დროს, თუ გავითვალისწინებთ კრამიტსამარხთა წარმოშობით არაადგილობრივობას, უპურატესად უცხოური ან პრაქტიკულად უცხოური ნივთების სიმრავლეს,

ფაიანსის მძივსაკიდები. მოგვთაკარის №6 სამარხიდან. I-III სს. - (+)



და ასევე მიცვალებულთა პირში ან ხელში "ქარონის მონეტის" აღმოჩენის ხშირ შემთხვევებს, დგება საკითხი მოგვთაკარის სამარხებში დაკრძალულთა ეთნიკური ვინაობის შესახებ. მეცნიერთა მოსაზრებით, მათში უცხოელები - ბერძნები ან ელინიზებული იბერიელები უნდა ვიგულისხმოთ. სამაროვნის სამხრეთით გაითხარა ნამოსახლარი. გაიწმინდა ნაგებობათა ნაშთები, რომელთა კედელი-ზღუდე ნაგებია მოზრდილი ზომის ნატეხი ქვით და ტალახით. ნამოსახლარის აღმოსავლეთით გამოვლინდა სახლის ნაშთი, რომელშიც აღმოჩნდა დამსხვრეული, გარუჯული თიხის ხელადები და ქოთნები, დანახშირებული ძვლები. სახლის გარეთ აღმოჩნდა 4 მოზრდილი ქვევრი, ხოლო სახლის ჩრდილო-აღმოსავლეთ მხარეს - კერა.
დაამატა: Sarcmunoeba


html-კოდი ინფორმაციის
BB-კოდი ინფორმაციის
გაუზიარე ეს ინფორმაცია მეგობარს


 

კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია
სულ კომენტარები: 0