მოგესალმებით!კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენს საიტზე "უფალი გფარავდეთ"
  

  

  

  

  

  

Real Menu
საიტის მენიუ
მთავარი კონტაქტი ფლეშ სიახლეები ხატები და ფრესკები ეკლესია–მონასტრები თქვენი თხოვნები რა არის როკ–მუსიკა სამარხვო კერძები სხვადასხვა მამათა გამონათქვამები საგალობლები ბიბლია მარხვები დღესასწაულები საქართველოს ისტორია ფსალმუნები დასაბეჭდი ლოცვანი ქადაგებანი და წერილები ხატები ფოტოალბომი წმინდა სინოდი ქრისტეს 12 მოციქული პატერიკი სახარება ჩვენი ტაძარი მამათა სწავლებანი
ფეისბუქის ქოვერები

ჩვენთან არს ღმერთი



















ჩვენი გამოკითხვა
როგორი საიტია ?
ჩვენი გამოკითხვა
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
საიტის წევრები არ არიან...
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
სტუმარი მომხმარებელი
საიტზე ძებნა
მომხმარებლის პროფილი
სტუმარო


სტუმარო გთხოვ დარეგისტრირდი ან გაიარე ავტორიცაზია!


აუდიო ბიბლია
ჩვენთან არს ღმერთი



















თქვენი რეკლამა



Top სტატუსი



მრწამს უფალო
მშობლებო, თქვენს შვილებს თქვენვე მიხედეთ!

მარჯვნივ
მარცხნივ


ყოველდღიური სიახლეები ვიდეო სიახლეები წმიდანთა ისტორიები

საქართველო ძველი წელთაღრიცხვის II-I საუკუნეებში
საქართველო ძველი წელთაღრიცხვის II-I საუკუნეებში

ფარნავაზის გარდაცვალების შემდეგ სამეფო ტახტი დაიკავა მისმა ვაჟმა საურმაგმა . მეფეს სულ მალე ქართლის ერისთავები აუჯანყდნენ და სამეფო ხელისუფლების გაუქმება მოითხოვეს. საურმაგი იძულებული გახდა ჩრდილო კავკასიაში გადასულიყო, დაექვემდებარებინა ჯარი და ამგვარად დაებრუნებინა სამეფო ხელისუფლება. მიუხედავად ამისა სამეფო ხელისუფლება ძალზედ დასუსტებული იყო.

მკვეთრად შეიცვალა ვითარება საქართველოს სამხრეთ საზღვრებთან. ძვ.წთ.აღ 190 წელს მანეზიასთან რომაელებმა დაამარცხეს სელევკიდების სამეფო. ამის შემდეგ სელევკიდების სამეფოს აღარ შეეძლო აქტიური პოლიტიკის წარმართვა. გაძლიერდნენ სომხური სახელმწიფოები დიდი და მციერ სომხეთი . რომის რესპუბლიკის წინააღმდეგ ბრძოლა პონტოს სამეფომ ითავა. ძველი წელთაღრიცხვის 111 წელს პონტოს მეფე გახდა მითრიდატე VI ევპატორი. მან აქტიური საგარეო პოლიტიკის წარმართვა დაიწყო და საზღვრები მალე გაიფართოვა.ძვ.წთ.აღ II საუკუნის ბოლოს და I საუკუნის დასაწყისში პონტომ დაიპყრო კოლხეთი.მითრიდატეს ზრახვებს მალე წინ აღუდგა რომი იმდროინდელი მსოფლიოს უძლიერესი სახელმწიფო. უკანასკნელი ბრძოლის დროს ძვ.წთ.აღ 69 წელს რომაელთა ჯარები სომხეთში შეიჭრა. მითრიდატე VI და მისი მოკავშირე სომხეთის მეფე ტიგრან II დამარცხდნენ. მალე რომმა აღმოსავლეთში ახალი მთავარსარდალი გამოგზავნა. ეს იყო რომის ერთ-ერთი სახელგანთქმული სარდალი გნეუს პომპეუსი.ძვ.წთ.აღ 66 წელს პომპეუსმა მითრიდატე სასტიკად დაამარცხა და იძულებული გახადა კოლხეთში გაქცეულიყო. იქ მან სცადა ახალი ჯარის შეგროვება და ომის გაგრძელება, მაგრამ ჩანაფიქრი ვერ განხორციელდა. ძვ. წთ.აღ 63 წელს მითრიდატემ თავი მოიკლა.მითრიდატეს დამარცხების შემდეგ პომპეუსი ტიგრან II-ის წინააღმდეგ დაიძრა. სომხეთი ამ პერიოდში უძლიერესი სახელმწიფო იყო მაგრამ სომხეთის მეფემ დანებება არჩია.

ქართლი როგორც ჩანს, ჯერ კიდევ რომთან პირველი ომის დროს მითრიდატეს მოკავშირე იყო . რომმა განიზრახა ქართლის დაპყრობაც.ძვ.წთ.აღ 65 წელს პომპეუსი ქართლში შემოიჭრა. ქართლის მეფე არტაგმა პომპეუსთან ელჩობა გაგზავნა და დაზავება შესთავაზა. პომპეუს ეგონა რომ არტაგს მხოლოდ დროის მოგება სურდა და რომელებზე თავდასხმისთვის ემზადებოდა. ამიტომ პომპეუსმა გადაწყვიტა დაესწრო არტაგისთვი და შეტევა დაიწყო. არტაგი არ ელოდა შეტევას ამიტომ მოუმზადებელი დახვდა მტერს.რომაელებმა არმაზის ციხე აიღეს. არტაგი მტკვრის მარცხენა სანაპიროზე გადავიდა და ხიდი დაწვა. ცოტა ხნის შემდეგ მოლაპარაკებები დაიწყო პომპეუსსა და არტაგს შორის.არტაგი შეჰპირდა პომპეუს რომ ხიდს აღადგენდნენ და სურსათს მიაწვდიდნენ რომაელ ჯარისკაცებს.ხოლო პომპეუსმა პირობა დადო რომ უბრძოლველად გაივლიდა ქართლს და ისე გადავიდოდა კოლხეთში. მაგრამ პომპეუსმა პირობა დაარღვია. არტაგი იძულებული გახდა კვლავ უკან დაეხია და ამჯერად თავი არაგვის მარცხენა ნაპირისთვის შეეფარებინა.რომაელებმა შეტევა გააგრძელეს. ქართველები ტყეში გაიფანტნენ და ისე გაუმართეს ბრძოლა მტერს. პომპეუსმა ბრძანა რომ ტყე გადაეწვათ და გაეკაფათ, მხოლოდ ამის შემდეგ მოხდა ქართველების დამარცხება. არტაგმა საჩუქრები ( ოქროს მაგიდა, საწოლი და ტახტი) გაუგზავნა პომპეუს და დაზავება სთხოვა. პომპეუსი არტაგს დაუზავდა. ქართლს დაევალა დაეცვა ჩრდილო კავკასიიდან გადმოსასვლელი გზები, არ გადმოეშვა ჩრდილო კავკასიელი მომთაბერეები და საჭიროების შემთხვევაში რომს ჯარით დახმარებოდა.ამის შემდეგ პომპეუსი დასავლეთ საქართველოში გადავიდა და დაიმორჩილა კოლხეთი, და აქ მმართველად ერთ-ერთი ადგილობრივი წარჩინებული არისტერქე დანიშნა .
დაამატა: Sarcmunoeba


html-კოდი ინფორმაციის
BB-კოდი ინფორმაციის
გაუზიარე ეს ინფორმაცია მეგობარს


 

კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია
სულ კომენტარები: 0