მოგესალმებით!კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენს საიტზე "უფალი გფარავდეთ"
  

  

  

  

  

  

Real Menu
საიტის მენიუ
მთავარი კონტაქტი ფლეშ სიახლეები ხატები და ფრესკები ეკლესია–მონასტრები თქვენი თხოვნები რა არის როკ–მუსიკა სამარხვო კერძები სხვადასხვა მამათა გამონათქვამები საგალობლები ბიბლია მარხვები დღესასწაულები საქართველოს ისტორია ფსალმუნები დასაბეჭდი ლოცვანი ქადაგებანი და წერილები ხატები ფოტოალბომი წმინდა სინოდი ქრისტეს 12 მოციქული პატერიკი სახარება ჩვენი ტაძარი მამათა სწავლებანი
ფეისბუქის ქოვერები

ჩვენთან არს ღმერთი



















ჩვენი გამოკითხვა
როგორი საიტია ?
ჩვენი გამოკითხვა
სულ ონლაინში: 11
სტუმარი: 11
მომხმარებელი: 0
საიტის წევრები არ არიან...
სულ ონლაინში: 11
სტუმარი: 11
მომხმარებელი: 0
სტუმარი მომხმარებელი
საიტზე ძებნა
მომხმარებლის პროფილი
სტუმარო


სტუმარო გთხოვ დარეგისტრირდი ან გაიარე ავტორიცაზია!


აუდიო ბიბლია
ჩვენთან არს ღმერთი



















თქვენი რეკლამა



Top სტატუსი



იყვენით თქუენ სრულ, ვითარცა მამაჲ თქუენი ზეცათაჲ სრულ არს
საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის გამო

მარჯვნივ
მარცხნივ


ყოველდღიური სიახლეები ვიდეო სიახლეები წმიდანთა ისტორიები

საქართველოს ისტორია IV საუკუნეში
საქართველოს ისტორია IV საუკუნეში

ქრისტიანობის გავრცელება საქართველოში



საქართველოში ქრისტიანობის გავრცელება I საუკუნიდან იწყება. ქრისტიანობა აქ იქადაგეს ქრისტეს მოციქულებმა ანდრია პირველწოდებულმა და სვიმონ კანანელამა.

ქართლის გაქრისტიანება წმინდა ნინოს სახელთან არის დაკავშირებული. წმინდა ნინო წარმოშობით კაბადოკიიდან იყო. ნინოს აღზრდა ერთმა ქრისტიანობის კარგად მცოდნე ქალმა ითავა. სწორედ ამ ქალისაგან შეიტყო ნინომ რომ ქართლის დედაქალაქ მცხეთაში ქრისტეს კვართი იყო დაკრძალული. ეს კვართი მცხეთაში ჩამოიტანა ქრისტეს ჯვარცმის დროს იერუსალიმში მყოფმა მცხეთელამ ებრაელმა ელიოზმა. დაბრუნებულ ელიოზს პირველი მისი და სიდონია დახვდა. მან გამოართვა კვართი ძმას, გულში ჩაიკრა და მაშინათვე მიიცვალა. სიდონია კვართთან ერთად დაკრძალეს.



ნინომ გადაწყვიტა ქართლში მოსულიყო. ხანგრძლივი და რთული გზა გაიარა ნინომ სანამ ჯავახეთში ფარავნის ტბამდე მოაღწევდა. აქ ის მეთევზეებმა დააპურეს და მცხეთის გზა ასწავლეს. ქალაქ ურბნისში მოსული ნინო არმაზის დღესასწაულზე მიმავალ ხალხს შეუერთდა და ისე მოვიდა მცხეთაში. მეფე მირიანი არმაზის კერპისკენ მიემართებოდა, რათა თაყვანი ეცა კერპისთვის. როდესაც ნინომ იხილა თუ როგორ ემსახურებოდა ხალხი კერპს საშინლად აღშფოთდა. ნინო ღმერთს შეევედრა რომ კერპი დაემსხვრია. მოულოდნელად ამოვარდა საშინელი ქარიშხალი ჭექა-ქუხილი, წამოვიდა საშინელი წვიმა და სეტყვა. ხალხი სასწრაფოდ დაიფანტა, კერპი კი დაიმსხვრა.

ნინო საცხოვრებლად მცხეთაში დარჩა. ვაზის ნასხლავები საკუთარი თმით შეკრა, ნინომ ქრისტიანობის ქადაგება დაიწყო. ამავე დროს ნინომ იმითაც გაითქვა სახელი რომ ავადმყოფებს კურნავდა. ხმამ ნინოს შესახებ მეფის კარამდეც მიაღწია. დედოფალი ნანა უკიურნებელი სენით იყო დაავადებული, მისი შველა არავის შეეძლო. ნინომ შეძლო დედოფალ ნანას განკურნება, ამის შემდგომ ნანამ იწამა ქრისტიანობა. მხოლოდ მეფე მირიანი არ აღიარებდა ქრისტიანობას.

ერთხელ მეფე თავის ამალასთან ერთად მუხრანისკენ გაემართა სანადიროდ. მთაზე ასულ მეფეს უეცრად თვალთ დაუბნელდა. საშინელი ბურუსი ჩამოწვა. ირგვლივ არაფერი ჩანდა. მეფემ თავის ღმერთებს მიმართა თხოვნით მაგრამ უშედეგოდ, ამის შემდეგ მირიანს ნინოს ღმერთი გაახსენდა, მეფემ ლოცვა წარმოთქვა. მოხდა სასწაული და მაშინათვე განათდა. მირიანმა მიიღო ქრისტიანობა. ქართლის მეფემ რომის იმპერატორს თხოვნა გაუგზავნა რათა გამოეგზავნა მღვდლები ხალხის მოსანთლად. საქართველოს ეკლესია თვლის რომ ეს მოხდა 326 წელს. ქართლის ეკლესიის პირველი მმართველი გახდა იოანე.

რაც შეეხება ეგრისის გაქრისტიანებას, აქ მხოლოდ ერთი რამის თქმა შეიძლება. 325 წლისათვის აქ ქრისტიანობა ფართოდ იყო გავრცელებული, რადგან ბიჭვინთაში არსებობდა საეპისკოპოსო. ბიჭვინთის ეპისკოპოსი სტრატოფილე დაესწრო ნიკეის პირველ მსოფლიოს საეკლესიო კრებას.

საქართველო IV საუკუნეში

IV საუკუნის 30 წლების ბოლომდე ირანსა და რომს შორის დადებული ნასიმბინის ზავი არ დარღვეულა. რომს აკმაყოფილებდა ეს შეთანხმება . რაც ქართლი ქრისტიანული ქვეყანა გახდა ქართლი რომის მოკავშირე გახდა. ირანში შიდააშლილობა იყო ამიტომ მას აქტიური საგარეო პოლიტიკის წრმართვა აღარ შეეძლო. რომის იმპერატორმა დედაქალაქი რომიდან აღმოსავლეთით გადმოიტანა , ამის შემდეგ გააქტიურდა აღმოსავლური პოლიტიკა. მაგრამ ბრძოლები ირანმა დაიწყო. ლეონტი მროველის გადმოცემით ქართველებმა წარმატებული ლაშქრობა მოაწყვეს ჩრდილოეთ კავკასიაში. ირანელებმა დაიკავეს სომხეთი, ეს ყველაფერი ქართლს სახიფათო პერსპექტივებს უქადდა. ამიტომ ირანელთა წინააღმდეგ ბრძოლაში სომხებს ქართველებიც ეხმარებოდნენ. ირანელები ქართლში შემოიჭრნენ. და სავარაუდოა რომ მალევე მთელი ქართლი დაიმორჩილეს

დასავლეთ საქართველოში გაძლიერდნენ ლაზები. ეს ყველაფერი რომისთვისაც მისაღები იყო , რადგან კავკასიაში ძლიერი სახელმწიფოს არსებობის შემთხვევაში ჩრდილოეთიდან გადმოსასვლელი გზები ჩაიკეტებოდა. IV საუკუნეში ლაზთა მეფეებმა დაიმორჩილეს : აბაზგები, აფშილები, სანიგები. წაართვეს არგვეთი ქართლს და მთელ დასავლეთ საქართველო დაიკავეს. ამ სახელმწიფოს ქართლში- ეგრისს ბიზნტიაში კი ლაზიკას უწოდებდნენ. ლაზიკა რომისადმი მხოლოდ ფორმალურ მორჩილებასი იყო. ლაზიკის ადმინისტაციული ცენტრი იყო ციხე-გოჯი (არქეოპოლისი).
დაამატა: Sarcmunoeba


html-კოდი ინფორმაციის
BB-კოდი ინფორმაციის
გაუზიარე ეს ინფორმაცია მეგობარს


 

კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია
სულ კომენტარები: 0