მოგესალმებით!კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენს საიტზე "უფალი გფარავდეთ"
  

  

  

  

  

  

Real Menu
საიტის მენიუ
მთავარი კონტაქტი ფლეშ სიახლეები ხატები და ფრესკები ეკლესია–მონასტრები თქვენი თხოვნები რა არის როკ–მუსიკა სამარხვო კერძები სხვადასხვა მამათა გამონათქვამები საგალობლები ბიბლია მარხვები დღესასწაულები საქართველოს ისტორია ფსალმუნები დასაბეჭდი ლოცვანი ქადაგებანი და წერილები ხატები ფოტოალბომი წმინდა სინოდი ქრისტეს 12 მოციქული პატერიკი სახარება ჩვენი ტაძარი მამათა სწავლებანი
ფეისბუქის ქოვერები

ჩვენთან არს ღმერთი



















ჩვენი გამოკითხვა
როგორი საიტია ?
ჩვენი გამოკითხვა
სულ ონლაინში: 3
სტუმარი: 3
მომხმარებელი: 0
საიტის წევრები არ არიან...
სულ ონლაინში: 3
სტუმარი: 3
მომხმარებელი: 0
სტუმარი მომხმარებელი
საიტზე ძებნა
მომხმარებლის პროფილი
სტუმარო


სტუმარო გთხოვ დარეგისტრირდი ან გაიარე ავტორიცაზია!


აუდიო ბიბლია
ჩვენთან არს ღმერთი



















თქვენი რეკლამა



Top სტატუსი



სიტყვა ბზობის კვირიაკესა
წმინდა ადგილების პატივისცემისთვის

მარჯვნივ
მარცხნივ


ყოველდღიური სიახლეები ვიდეო სიახლეები წმიდანთა ისტორიები

საქართველო 1318 წლიდან 1386 წლამდე
გიორგი ბრწყინვალე, თანამედროვე წარმოსახვით.
 საქართველო 1318 წლიდან 1386 წლამდე


გიორგი V-ის მეფობის დასაწყისში მონღოლთა სახელმწიფო ძალზედ დასუსტებული იყო, მაგრამ მას მაინც შესწევდა ძალა საქართველო იძულებით მორჩილებაში ჰყოლოდა. გიორგი V- მ სწორი გეგმა დაისახა. საჭირო იყო ქვეყნის გაერთიანება. ამისთვი გიორგიმ მონღოლთა გამოყენება გადაწყვიტა, მეფობის დასაწყისში გიორგი V მონღოლთა სამსახურში იყო. ქართლის აჯანყებებით შეწუხებული თათრები, გიორგის ერთგულებას ძალზედ აფასებდნენ. საყაენოში დაწყებული შინაომების დროს საქართველოს სამხედრო ძალას დიდი მნიშვნელობა ენჭებოდა, ამიტომ ყაენის საქართველოს გაერთიანების და გაძლიერების წინააღმდეგი არ იყო. გიორგი V-მ საყაენოში დაიმეგობრა მონღოლი დიდიებული ჩობა ნოინი რომელიც საყენოში ფაქტობრივად პირველი კაცი იყო. ოლჯაითუ ყაენმა საქართველოს მეფედ გიორგი VI კი დაამტკიცა მაგრამ მას მეურვედ გიორგი V დაუნიშნა . 1318 წელს ჩობა ნოინის სურვილით გიორგი V-ს დაუქვემდებარეს სხვა მეფე მთავრები ის მეფედ იქცა (1318-1346) . გიორგი V-მ ისარგებლა იმით რომ საყაენომ მას მოქმედების თავისუფლება მისცა და მან დაიწყო ურჩი დიდებულების დასჯას . მეფემ კახეთში ცივის მთაზე შეკრიბა ურჩი დიდებულები რომლებსაც ზურგს მონღოლები უმაგრებდნენ და დაუნდობლად გაუსწორდა. ამის შემდეგ დიდებულები მეფის სამსახირში ჩადგნენ.

ქვეყანაში ძალზედ დიდი პრობლემებს ქმნიდნენ ჩამოსახლებული ოსები, საქართევლსო მეფეებს მათთან ბრძოლა არ შეეძლოთ რადგან , ოსებს ზურგს მონღოლები უმაგრებდნენ. გიორგი V-მ მათ წინააღმდეგ ბრძოლა დაიწყო სამწლიანი ალყის შემდეგ ქთველებმა აიღეს გორი და გადამთიელები საქართველოდან გააძევეს. უფრო მეტიც საქართველოს მეფის ხელისუფლება ჩრდილოელ ოსებზეც გავრცელდა.

გიორგი V-მ მონღოლთა ყაენისაგან მთელი რიგი შეღავათები მოუპოვა. საქართველოში მონღოლი ხარკის ამკრეფნი ვეღარ შემოდიოდნენ. შემცირდა საქართველოში მდგარი მონღოლი ჯარის რაოდენობაც სულ ერთი დუმანი ისიც საზღვრის დასაცავად. გიორგი მეფემ მონღოლებისაგან დასატური და შემწეობა მიიღო, საქართველოს გაერთიანებსითვის. 1329 წელს იგი დასავლეთ საქართველოში გადავიდა და ქუთაისი დაიკავა. დასავლეთ საქართველოს მეფე შორაპნიოს ერისთავად დანიშნა, დასავლეთ საქართველო ერთიანი მეფის ხელისუფლებას დაექვემდებარა. წინადხესულად მოიქცა გიორგი მეფე სამცხის შემოერთების საკითხში, ბექა ჯაყელის გარდაცვალების შემდეგ გამეფდა გიორგის ბიძა სარგისი. სრგის ჯაყელი გიორგი V ყველა საქმეში უჭერდა მხარს. როდესაც სარგისის გარადიცვალა გიორგი თვითონ ჩავიდა სამცხეში და სამცხის მთავრად ყვარყვარე I დანიშნა. ეს უკვე სამცხეზე საქართველოს მეფის გავლენას ნიშნავდა.

გიორგი V-ის სახელს უკავშირდება 1316-1317 წლის ელჩობა ეგვიპტის სასულთნოში. მოლაპარაკების შემდეგ საქართველოს დაუბრუნდა ჯვრის მონასტრი. ჯვრის მონასტერი მეჩეთად ქცეულიყო, მონასტრის გამოხსნა დავით VIII-ის სახელთანაა დაკავშირებული, მაგრამ როგორც ჩანს მუსლიმებს ტაძარი კვლავ მიუტაცებიათ და საჭირო იყო მისი ხელახალი გამოხსნა. ჯვრის მონასტერი ხელახლა გიორგი V-მ გამოიხსნა. ქართველებს უფლება ჰქონდათ იერუსალიმში ცხენებზე ამხედრებული და გაშლილი დროშით შესულიყვნენ.

XIV საუკუნის 30-იან წლებში გიორგის ინიციატივით მოწვეული იქნა საეკლესიო კრება. მონღოლთა ბატონობის შემდეგ წესრიგის დამყარება ეკლესიაშიც იყო საჭირო. გიორგი V-ის ინიციატივით შეიქმნა სამართლის წიგნი ” ძეგლის დება”. ძეგლის დება განკუთვნილი იყო ქართველი მთიელებისთვის. ამავე პერიოდში შეიქმან სახელმწიფო სამართლის მნიშვნელოვანი წიგნი ” ხელმწიფის კარის გარიგება”. მასში განსაზღვრული იყო სახელმწიფო კარის ეტიკეტი, სხვადასხვა მოხელეთა უფლებები და მოვალეობები. გიორგი V-მ აღადგინა სახელმწიფოს მართვის ტრადიციული წესები. გატარდა საფინანსო რეფორმა. მოიჭრა ვერცხლის ფული რმელსაც გიორგაული თეთრი ეწოდა.

1327 წელს ყაენ აბუ-საიდის ბრძანებვით მოკლეს ჩობა-ნოინი, რის შედეგადაც საყაენოში დაიწყო შიდაომები, ამით ისარგებლა გიორგიმ და საქართველოში მდგარი მონღოლთა ჯარი გააძევა. ასე დასრულდა მონღოლთა თითქმის ასწლიანი ბატონობა.


^

დაშლილი ბიზანტიის იმპერია


საშინაო პრობლემების მოგვარების შემდეგ გიორგი V-მ აქტიური საგარეო პოლიტიკის წარმართვა დაიწყო. საქართველო აქტიურად ჩაერია ტრაპიზონის იმპერიის საქმეებში. საქართველოს მეფეს აქტიური ურთიერთობები ჰქონდა რომის პაპ იოანე XXII-თან. პაპის ბრძანებით კათოლიკური ცენტრი სმირნიდან , მდებარეობდა მცირე აზიის ნახევარკუნძულზე, თბილისში გადმოიტანეს. ეს საქართველოს საერთაშორისო ავტორიტეტის ზრდას მიუთითებს. ეგვიპტის სულთანმა ქართველებს ნება მისცა იერუსალიმში აეშენებინათ ტაძარი.

გიორგი V-ს ურთიერთობები ჰქონდა საფრანგეთის მეფე ფილიპე VI ვალუასთან. რომელსაც წმინდა მიწის დასახსნელად 30 000-იანი არმიით დახმარებას ჰპირდებოდა. საქართველოს ეკონომიკის განვითარებას ხელს უწყობდა სავაჭრო ურთიერთობები ვენეციასთან და გენუასთან. გიორგი V-ს ასეთი წარმატებების გამო მადლიერმა ხალხმა ბრწყინვალე უწოდა. გიორგი V ბრწყინვალე 1346 წელს გარადიცვალა.

ტახტი დაიკავა მისმა ვაჟმა დავით IX-მ (1346-1360). დავითი მონაწილეობდა ისეთ მნიშვნელოვან მოვლენებში როგორიც იყო ოსებს წინააღმდეგ ბრძოლა. 1348 წელს საქართველოში მონღოლებისაგან შავი ჭირი გავრცელდა რასაც დიდძალი ადამიანი ემსხვერპლა. ეს სენი დიდხანს გაგრძელდა საქართველოში , შემდეგ დასავლეთ ევროპაში გავრცელდა სადაც აგრეთვე დიდი მსხერპლი გამოიწვია. 1360 წელს გარადიცვალა დავით IX სამეფო ტახტი ბაგრატ V-მ დაიკავა (1360-1393).მას ისტორიკოსები დიდ და სახელოვან მეფეს უწოდებენ. ბაგრატს მისი მეფობის წლებში დიდი აღდგენითი და აღმშენებლთი ფუნქციები უწარმოებია.მაგრამ საქართველოსთვის ეს მშვიდობიანი პერიოდი დიდხანს არ გაგრძელებულა ბაგრატ V-ის მეფობის ბოლო წლებში ქვეყანას დიდი უბედურება დააწტდა თემურ-ლენგის სახით.
დაამატა: Sarcmunoeba


html-კოდი ინფორმაციის
BB-კოდი ინფორმაციის
გაუზიარე ეს ინფორმაცია მეგობარს


 

კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია
სულ კომენტარები: 0