მოგესალმებით!კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენს საიტზე "უფალი გფარავდეთ"
  

  

  

  

  

  

Real Menu
საიტის მენიუ
მთავარი კონტაქტი ფლეშ სიახლეები ხატები და ფრესკები ეკლესია–მონასტრები თქვენი თხოვნები რა არის როკ–მუსიკა სამარხვო კერძები სხვადასხვა მამათა გამონათქვამები საგალობლები ბიბლია მარხვები დღესასწაულები საქართველოს ისტორია ფსალმუნები დასაბეჭდი ლოცვანი ქადაგებანი და წერილები ხატები ფოტოალბომი წმინდა სინოდი ქრისტეს 12 მოციქული პატერიკი სახარება ჩვენი ტაძარი მამათა სწავლებანი
ფეისბუქის ქოვერები

ჩვენთან არს ღმერთი



















ჩვენი გამოკითხვა
როგორი საიტია ?
ჩვენი გამოკითხვა
სულ ონლაინში: 2
სტუმარი: 2
მომხმარებელი: 0
საიტის წევრები არ არიან...
სულ ონლაინში: 2
სტუმარი: 2
მომხმარებელი: 0
სტუმარი მომხმარებელი
საიტზე ძებნა
მომხმარებლის პროფილი
სტუმარო


სტუმარო გთხოვ დარეგისტრირდი ან გაიარე ავტორიცაზია!


აუდიო ბიბლია
ჩვენთან არს ღმერთი



















თქვენი რეკლამა



Top სტატუსი



ჯვართამაღლების დღესასწაული
მოძღვრება კვირიაკესა ყოველთა წმიდათასა

მარჯვნივ
მარცხნივ


ყოველდღიური სიახლეები ვიდეო სიახლეები წმიდანთა ისტორიები

თემურ-ლენგის შემოსევები

თემურლენგის იმპერია, 1365-1405 წწ.
თემურ-ლენგის შემოსევები


შუააზიელი მონღოლთა შთამომავალმა თემურმა კვლავ გააერთიანა მონღოლთა ურდოები და მიზნად დაისახა ჩინგის ყაენის დროინდელი იმპერიის აღდგენა. ის ძალზედ სასტიკი იყო , მისთვის არაფერს ნიშნავდა ცალკეული ხალხის განადგურება. ძველად ამბობდნენ სადაც თემური გაივლიდა , იქ მხოლოდ უკაცრრიელი უდაბნო და აკვაბლებული ნასახლარები რჩებოდა. თემურმა მოღვაწეობა ყაჩაღთა ბრბოს მეთაურობით დაიწყო. იგი თავს ესხმოდა ვაჭართა ქარავანებს ,ერთ-ერთი ასეთი თავდასხმის დროს ის დაიჭრა და სამუდამოდ დაკოჭლდა. ამტომ შეარქვეს მას ლენგი რაც სპარსულად კოჭლს ნიშნავს. ლენგით ხალხი თემურის სულიერ სიმახინჯეზე მიუთითებდნენ და არა ფიზიკურ ნაკლზე. შუა აზიაში თემური ჩაერთო ჩაღათას შთამომავლებსა და ცაალკეულ ემირებს შორის ბრძოლაში. თემური ხან ერთ მხარეს იდგა ხან მეორეს . მისთვის ჩვეული იყო ღალატი და მოწინააღმდეგეს მხარეს გადასვლა. ასეთი გზით თემურმა შუა აზიაში ჩაიგდო ძალაუფლება ხელში , აქედან ის შეჭრა ადარბადაგანში რომლის მფლობელობაზე პრეტენზიას ოქროს ურდოს მბრძანებელი თოხთამიშ-ხანი აცხადებდა.

ამ დაპირისპირებაში საქართველო თავდაპირველად ოქროს ურდოს მონღოლებს უჭერდა მხარს, ბაგრატ V ჩრდილოელ მონღოლებთან ერთად ადარბადაგანშიც იბრძოდა. ჩაღათაელთა ურდოების ადარბადაგაში შემოჭრისთანავე თოხთამიში უბრძოლველად გაეცალა მათ და თავის სამფლობელოში დაბრუნდა. თემურ ლენგი კი მთელი თავისი ძალით საქართევლოსკენ დაიძრა.

1386 წლის გვიან შემოდგომას თემურ-ლენგი საქართველოში შემოიჭრა და თბილისს მოადგა. თბილისის კარგად გამაგრებული იყო და მის დაცვას თვით ბაგრატ V ხელმძღვანელობდა. მონღოლთა ბრძანებელმა საგანგებო ზომები მიიღო თბილისისი ასაღებად. მისი მოიერეიშე ძალები იყენებდნენ სპეციალურ დიდი ზომის ფარებს რათა თავი დაეცვათ მოწინააღმდეგის ნასროლი ისრებისაგან და ქვებისაგანი. მონღოლები გამოიყენებდნენ ლოდსარტყოცნ და ცეცხლმსროლელე არტილერიას. 1386 წლის 21 ნოემბერს მონღოლებმა თბილისი აიღეს. მათ აქ დაატყვევეს ბაგრატ მეფე, მისი ცოლი და შვილი. ქართლში უმაგალითო ხოცვა ჟლეტვა გაიმართა , მონღოლებმა საქართველოდან ბევრი ძვირადღირებული ნივთი გაიტანეს. ტყვეებიც ბევრი გაირეკეს და გამოსაზამთრებლად ყარაბახში გადავიდნენ.

თემურ-ლენგი საქართველოსთან წარმოებული ბრძოლებისას აცხადებდა რომ მისთვის მთავარი იყო ამ ქვეყნის გამაჰმადიანება. ამიტომ ტყვედ მყოფ ქართველ მეფეს მოსთხოვა ისლამის მიღება. ბაგრატმა დიდი ყოყმანის შემდეგ დათანხმდა, მაგრამ ეს სინამდვილეში ტაქტიკური სვლა იყო. თემურ-ლენგმა ბაგრატი გაათავისუფლა და სამშობლოში გამოუშვა და თან 12 000-იანი არმია გამოაყოლა. რათა ამ ჯარით მთელი ქვეყანა მოექცია ისლამაზე. ბაგარტი ფარულად შეუთანხმდა შვილს და საქართველოში შემოსულმა მონღოლები გაანადგურა. განრისხებული თემურ ლენგი , მიუხედავად იმისა რომ სხვა მიმართულებით აპირებდა წასვლას გალაშქრებას, კვლავ საქართველოს წიანაღმდეგ დაიძრა . მოსახლეობა მთებში გაიხიზნა, გაამაგრეს ციხეები და ჯარიც გაამზადეს. ქართველებმა მონღოლებს დიდი წინააღმდეგობა გაუწიეს მაგრამ ძალათა უპირატესობა თათართა მხარეს იყო. ქართველებმა უკან დაიხიეს და თავი ციხეებს და მიუვალ ადგილებს შეაფარეს. მაგრამ ბრძოლა უკვე თემურ-ლენგს აღარ შეეძლო , რადგან კავკასიაში თოხთამიშ-ხანი გამოჩნდა აურაცხელი ჯარით. თემურ ლენგმა საქართველოსთან ბრძოლა შეწყვიტა და უკან დაბრუნდა.

თოხთამიშ-ხანთან ბრძოლას და შუა აზიის აჯანყების ჩახშობას დიდი დრო დასჭირდა. ამის შემდეგ თემურ-ლენგმა სირიაში და ბაღდადში ილაშქრა და მალე საქართველოს მოადგა. მონღოლებმა სამცხე მოარბიეს 1394 წელს კი არაგვის ხეობაში შეიჭრნენ. მას სურდა ამ ხეობის ხელში ჩაგდება რათა დარიალის გზით უქრიოს ურდოს შემოჭრის საშუალება არ ჰქონოდა.

1393 წელს მეფე გახდა ბაგრატის მემკვიდრე გიორგი VII (1393-1407). მისი მეთაურობით ქართველებმა არაგვის ხეობაში მტერს დიდი წინააღმდეგობა გაუწიეს. მონღოლებმა ამ ხეობის ხელში ჩაგდება ვერ შესძლეს. ამასობაში თემურ-ლენგმა გაიგო რომ თოხთამიშ-ხანი დარუბანდის გზით კავკასიაში შემოჭრილიყო, თემურ-ლენგი მაშინათვე ოქროს ურდოს წინააღმდეგ საბრძოლველად გაემართა. ამასობაში ოქროს ურდოს მონღოლებმა უკან დახევა დაიწყეს თემური მათ დაედევნა და მდინარე თერგის შესართავთან სასტიკად დაამარცხა. მან აიღო და დაანგრია ოქროს ურდოს დედაქალაქი. მან აგრეთვე მოარბია ჩრდილოეთ კავკასია და იქ საგანგებო ზომები გაატარა მაჰმადიანობის გასავრცელებლად. თემურ ლენგის გამოჩენამდე ჩრდილოეთ კავკასია ქართული კულტურის დიდ გავლენას განიცდიდა. მონღოლთა გაბატონების შემდეგ ეს ურთიერთობები შეფერხდა . თემურ-ლენგმა კი სპეციალური ღონისძიებები გაატარა რათა ეს ხალხი საქართველოსთვის დაეპირისპირებინა. ჩრდილოეთ კავკასიაში დაანგრია მრავცალი ქრისტიანული ტაძარი, მოსახლეობას კი მაჰმადიანობა მიაღებინა. ჩრდილოეთ კავკასიაში წარმატებული ლაშქრობის შემდეგ ის შუა აზიაში დაბრუნდა. ირანის და კავკასიის საქმეების გამგებლად კი მისი შვლი მირანშაჰი დატოვა. გიორგი VII ისარგებლა იმით რომ მონღოლთა ძირითადი ყურადღება ინდოეთთან ბრძიოლაზე იყო გადატანილი და მონღოლებზე შეტევაზე გადავიდა. დავითმა ალყისაგან გაათავისუფლა ალინჯის ციხე და დატყვევებისაგან იხსნა თავისი მოკავშირე ბატონიშვილი თაჰერი. ამან თემურ-ლენგში დიდი გულისწყრომა გამოიწვია და ინდორეთთან დასრულებული ბრძოლის შემდეგ მთელი ძალით საქართველოსკენ გამოემართა.

1399 წელს თემურ-ლენგი თავისი მრავალრიცხოვანი ურდოთი გამოჩნდა საქართველოს საზღვრებთან. იგი ამ ლაშქრობისთვის საგანგბოდ მოემზადა. ძირითადი ლაშქრიდან გამოყო რჩეული მეომრები დაუკავშირდა საქართველოს მეზობელ შაქ-შირვანს და 100 000-იანი არმიით კახეთ-ჰერეთს შეესია. კახელებმა ადგილობრივი ერისთავის ხიმშია აბაშიძის მეთაურობით გააფთრებული წინააღმდეგობა გაუწიეს მომხდურებს . მონღოლები ნაცარტუტად აქცევდნენ დასახლებულ პუნქტებს, ანგრევდნენ ეკლესია-მონასტრებს, დაუნდობლად ჟლეტდნენ მოსახლეობას.მონღოლები ანადგურებდნენ ყველაფერს რადგან ქეყნის ეკონომიკა უმძიმეს მდგომარეობაში ჩაეგდოთ.მონღოლთა თარეში კახეთში ერთ თვეს გაგრძელდა. მხოლოდ მას შემდეგ რაც მოსულმა დიდმა თოვლმა გზები ჩაკეტა , დატოვეს კახეთ-ჰერეთი და მთავარ რაზმს შეუერთდა.

საქართველოს წინააღმდეგ ახალი ლაშქრობის დაწყების წინ თემურ-ლენგმა გიორგი VII-ეს უსიტყვო მორჩილება და მასთან თავშეფარებული თაჰერ ბატონიშვილის გადაცემა მოითხოვა. მემატიანეს მტკიცებით ქართველ მეფეს მონღოლი მბრძანებლისთვის საკადრისი პასუხი გაუცია ” არ არის ჩვენი ნათესავთ წესი შეხვეწილი კაცი ვისმე მივცეთ”. გიორგი მეფე ითვალისწინებდა იმასაც თუ რა გეგმები ჰქონდა თემურ-ლენგს საქართველოსთან მიმართებაში, სრული დაპყრობა და გამაჰმადიანება. ამიტომ გადაწყვიტა დამპყრობლებთან სამკვდრო სასიცოცხლო ბრძოლა გაემართა. ვიდრე ასეთი დათმობით ქვეყანა გადაშენების გზაზე დაეყენებინა. გადამწყვეტი ბრძოლა გოგჩის ტბასთან, სომხეთში მოხდა. ქართველებმა დაუნდობელი წინააღმდეგობა გაუწიეს ჩაღათაელებს მაგრამ ძალათა რაოდენობა არათანაბარი იყო. როგორც მემატიანე გვაუწყებს

” ურიცხვი სპამი მოისრნეს პირითა მახვილითა ქართველთა მიერ, როლო ლენგ-თემური გამოცდილი იყო და უწყოდა ქართველთა ომისა სიფიცხედა ადრე სამაშვრალე, ამისთვისცა დაღა ითმინა, ვიდრემდის დიდად დაშვრეს ომისაგან ქართველნი”.

მას შემდეგ რაც ქართველები დაიღალნენ და იარაღიც დაემტვრათ , თემურ ლენგმა შეტევა დაიწყო და ქართველები აიძულა უკან დაეხია. ქართველებმა სიმაგრეებს და მთენბს შეაფარა თავი. ამ ბრძოლის შემდეგ მონღოლები ქვემო ქართლში შემოიჭრნენ. ამ ამბის მომსწრე ქართველი ისტორიკოსი ავგაროზ ბანდაისძე გვაუწყებს ” მტრის ჯარმა დაფარნა ყოველნი მინდორნი, მთანი და ტყენი , კლდენი და ხევნი, ვითარცა ზღვამან დაფარა ყოველი ესე ქუეყნა”. მონღოლები არ ინდობდნენ არავის, ისინი უმოწყალოდ ხოცავდნენ მთებში შეხიზნულ მშვიდობიან მოსახლეობას. ქვემო ქართლში მონღოლებს 15 ციხე აუღიათ ,ამის შემდეგ მათ თბილისიც აიღეს და იქ გარნიზონები ჩააყენეს. მონღოლთა ლაშქარი მუხრანთან დაბანაკდა და აქედან დაიწყეს ქართლის სხვადასხვა კუთხეების დალაშქვრა. მტერს დიდი წინააღმდეგობა გაუწია ქსნის ერისთავმა ვირშელმა , ასევე საამილახვროს მფლობელმა ჯანიბეგ ზედგინიძემ. დიდი ბრძოლების შემდეგ ეს მთავრები ტყვედ ჩავარდნენ. მონღოლთა მთავარი მიზანი, ქვეყნის სრული დაპყრობა და დავით მეფის დაჭერა მაინც ვერ მოახერხეს. მონღოლებმა აიღეს გორის ციხე.

ჩაღათაელი მონღოლები გადავიდნენე , მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე შვიდი დღის ბრძოლის შემდეგ კი მან აღო ძამის ციხე. სადაც მეფე გიორგი იყო გამაგრებული. საქართველოს მეფემ ხმლით გაიკაფა გზა და მტრებს თავი დააღწია. გიორგი VII დასავლეთ საქართველოში გადავიდა. მონღოლებმა ამჯერად დასავლეთ საქართველოში შეჭრა ვერ გაბედეს და ისევ საცხეს შეესივნენ. აქედან არაგვის ხეობაში გადავიდნენ, გზათ მონღოლებმა დააქციეს ქართული ეკლესია-მონასტრები. მათ შორის რკონის ეკლესია და ქვათახევის ტაძარი. მათ შეამწყვდიეს ბერ მონაზვნები და ცეცხლში გამოწვეს. დაარბიეს მცხეთა , დააქციეს სვეტიცხოვლის ტაძარი. არაგვის ხეობის მოსახლეობამ გადამთიელებს მედგარი წინააღმდეგობა გაუწიეს. აქაც ცხარე ბრძოლის შემდეგ შესძლეს მონღოლებმა ციხეების აღება. არაგვის ხეობის შემდეგ თემურ-ლენგი სამხრეთ საქართველოს შეესია. აქაც მონღოლებმა ისე სასტიკად იქცეოდნენ როგორც დანარჩენ საქართველოში. ასეთი უმაგალითო ბრძოლის მიუხედავად მონღოლებმა მაიც ვერ შესძელეს საქართველოს დაპყრობა და მეფე გიორგის ხელში ჩაგდება.


^

თემურ-ლენგი


1401 წელს თემურ-ლენგმა საქართველოს წინააღმდეგ ბრძოლა შეწყვიტა. რადგან წინა აზიაში დიდი ბრძოლისთვის ემზადებოდა, თემურ-ლენგმა საქართველსოთან ზავიც დადო. რათა ზურგი უზრუნველყოფილი ჰქონოდა. 1402 წელს მან ანგორასთან ბრძოლაში სატიკად დაამარცხა თურქ-ოსმალები და ტყვედ მათი სულთანი ბაიზელ I იგდო. ამის შემდეგ ის კვლავ საქართველოსკენ დაიძრა 1403 წელს თემურ-ლენგი უკანასკნელად მოადგა საქართველოს. გიორგი მეფემ მოლაპარაკების გზით სცადა ახალი შემოსევის თავიდან აცილება მაგრამ უშედეგოდ. მონღოლებმა საქართველოს დარბევა ქვემო ქართლიდან დაიწყო. მათ დიდი ბრძოლების შემდეგ აიღეს ბირთვისის მიუალი ციხე. ბირთვისის აღების შემდეგ ის დასავლეთ საქართველოსკენ დაიძრა სადაც გიორგი მეფე ეგულებოდა. აქამდე მონღოლები დასავლეთ საქართველოში გადასვლას ერიდებოდნენ . დასავლეთ საქართველოში ის ისევე სასტიკად და დაუნდობლად იქცეოდა როგორც საქართველოს სხვა მხარეებში. სპარსელი ისტორიკოსის ცნობით დასავლეთ საქართველოში 700 დაბა და მონასტერი იქნა დარბეული. ზამთრის მოსვლამ თემურ-ლენგი აიძულა უკან გაბრუნებულიყო. მან ზავი შესთავაზა საქართველოს მეფეს , თემურ-ლენგმა ხელი აიღო საქართველოს გამაჰმადიანებაზე. ამ ზავით საქართველო კვლავ ქრისტიანულ ქვეყნად რჩებოდა თავისი მეფით. საქართველოს მხოლოდ ხარკის და მეშველი ჯარის გამოყვანა ევალებოდა.
დაამატა: Sarcmunoeba


html-კოდი ინფორმაციის
BB-კოდი ინფორმაციის
გაუზიარე ეს ინფორმაცია მეგობარს


 

კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია
სულ კომენტარები: 0