მოგესალმებით!კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენს საიტზე "უფალი გფარავდეთ"
  

  

  

  

  

  

Real Menu
საიტის მენიუ
მთავარი კონტაქტი ფლეშ სიახლეები ხატები და ფრესკები ეკლესია–მონასტრები თქვენი თხოვნები რა არის როკ–მუსიკა სამარხვო კერძები სხვადასხვა მამათა გამონათქვამები საგალობლები ბიბლია მარხვები დღესასწაულები საქართველოს ისტორია ფსალმუნები დასაბეჭდი ლოცვანი ქადაგებანი და წერილები ხატები ფოტოალბომი წმინდა სინოდი ქრისტეს 12 მოციქული პატერიკი სახარება ჩვენი ტაძარი მამათა სწავლებანი
ფეისბუქის ქოვერები

ჩვენთან არს ღმერთი



















ჩვენი გამოკითხვა
როგორი საიტია ?
ჩვენი გამოკითხვა
სულ ონლაინში: 2
სტუმარი: 2
მომხმარებელი: 0
საიტის წევრები არ არიან...
სულ ონლაინში: 2
სტუმარი: 2
მომხმარებელი: 0
სტუმარი მომხმარებელი
საიტზე ძებნა
მომხმარებლის პროფილი
სტუმარო


სტუმარო გთხოვ დარეგისტრირდი ან გაიარე ავტორიცაზია!


აუდიო ბიბლია
ჩვენთან არს ღმერთი



















თქვენი რეკლამა



Top სტატუსი



ქალის როლისათვის საზოგადოებაში
მოძღვრება წმ. ნინოს დღეს

მარჯვნივ
მარცხნივ


ყოველდღიური სიახლეები ვიდეო სიახლეები წმიდანთა ისტორიები

ქართლის სამეფო XVI საუკუნეში
თეთრბატკნიანელთა ირანის სახელმწიფო
ქართლის სამეფო XVI საუკუნეში

საქართველოს ერთიანი სამეფოს არსებობის პერიოდში, ქართველი პოლიტიკოსები ცდილობდნენ მოკავშირეების პოვნას მომდგარ მტერთან საბრძოლველად. მოკავშირეები მით უფრო საჭირო გახდა მას შემდეგ, რაც საქართველო დაიშალა სამეფო-სამთავროებად. XV საუკუნის ბოლოს ქართლს უმთავრეს საფრთხეს თეთრბატკნიანი თურქმანები უქადდა. მათ რამდენჯერმე დალაშქრეს ქართლი. კონსტანტინე II-ის მოწოდებას – ქართველ მეფე-მთავრებს ერთად ებრძოლათ – მტერთან გამოხმაურება ვერ პოვა. მიუხედავად ამისა, კონსტანტინემ მოახერხა მტრის განდევნა ქართლიდან. ქართლის მეფემ ელჩი გაუგზავნა ეგვიპტის სულთანს და ოსმალეთთან ერთობლივი ბრძოლა შესთავაზა. კონსტანტინე II-მ ელჩობა გაუგზავნა ესპანეთის მეფე ფერდინანდს და დედოფალ იზაბელას და მათაც ოსმალეთთან ომი შესთავაზა. ქართევლი ელჩები ესპანეთის მეფემ და რომის პაპმა დიდი პატივით მიიღო მაგრამ რეალური დახმარება ვერ გასწიეს. ამასობაში გაძლიერდა სამხრეთ აზერბაიჯანის მფლობელი ისმაილი, რომლის მთავარი მოწინააღმდეგე თურქმანები იყვნენ. ისმაილმა დახმარება ქართლის და კარეთის მეფეებს და სამცხის მთავარს თხოვა. გამარჯვების შემთხვევაში ის ქართველებს ხარკისგან გათავისუფლებას ჰპირდებოდა. გადამწყვეტ ბრძოლაში ისმაილის ჯარმა რომლიდან 9 000 ქართევლი იყო, დაამარცხა თრქმანები. ჩამოყალიბდა სეფიანელთა ირანი. რომლის პირველი შაჰი ისმაილ I იყო.

1505 წელს გამეფდა კონსტანტიენ II-ის შვილი დავით X (1505-1525 წლები). გამეფებისთანავე ქართლს შემოუტია იმერეთის მეფემ რომელმაც, ქართლის დასავლეთ ნაწილი დაიკავა. 1511 წელს ქართლს კახეთის მეფე გიორგი II (ავ-გიორგი) დაესხა. ავ-გიორგი ქართლში ორი წელი დათარეშობდა. ის დავით მეფის ძმამ დაიჭირა და ციხეში გამოკეტა. ახლა ქართლის მეფემ სცადა კახეთის დაკავება. კახეთის ტახტის მემკვიდრე ლევან ბატონიშვილი მცირეწლოვანი იყო. მის შესაპყრობად კახეთში ქართლსი ჯარი შევიდა. ლევანს უერთგულეს კახელმა თავადობამ. საქმეში საგარეო ძალაც ჩაერთო. ქართლის მეფე დავითი ორჯერ იძულრბული გახდა კახეთისთვის თავი მიენებებინა და შემოსეულ მტერთან საბრძოლველად ქართლში დაბრუნებულიყო. ლევანის დაჭერაში ხელს დავით მეფეს ქართლის თავადობაც უშლიდა. უკანასკნელად დავით მეფემ ალყა შემოარტყა მაორაანის ციხეს. სადაც თავშეფარებული იყო დედოფალი ელენე და ლევან ბატონიშვილი. ციხის მცველებს გაუჭირდათ და უკვე დანებებასაც აპირებდნენ რომ დავით მეფეს ამცნობეს ქართლში ოსმალთა შემოსევის ამბავი. ციხეში მყოფებმა ეს ამბავი არ იცოდნენ. ქართლის მეფემ დედოფალ ელენესთან თავისი მოციქულად შეგზავნა თავადი ამილახვარი და სამთავნელი ეპისკოპოსი, რომლებსაც კატეგორიულად უნდა მოეთხოვათ დანებება. დედოფალი ამაზე თანხმობდა კიდეც, მაგრამ დავითის მოციქულებმა მას ფარულად შეატყობინეს, რომ მეფე იძულებული იყო ციხესთვის ალყა მოეხსნა. რა თქმა უნდა, დედოფალი აღარ დანებდა და ლევან ბატონიშვილი ამჯერადაც გადაურჩა დატყვევებას. 1518 წელს დავით X ხელახლა შევიდა კახეთში ჯარით, მაგრამ სოფელ მაღაროსთან ბრძოლაში დამარცხდა და იძულებული გახად კახეთის მეფედ ლევანი ეცნო.

ირანის ახალმა შაჰმა ისმაილ I-მა რამდენჯერმე ილაშქრა საქართველოში. ყველაზე დიდი ბრძოლა 1522 წელს სოფელ თელეთთან მოხდა. ამ ბრძოლაში ვაჟკაცობით თავი გამოიჩინა დავით X-ის ვაჟმა ლუარსაბმა. რომლის მეთაურობითაც ქართველებმა დაამარცხეს და უკუაგდიეს ყიზილბაშთა მარცხენა ფრთა. შაჰ ისმაილ I იძულებული გახად უკანასკნელი საშუალებისთვის მიემართა. მან ირანელთა გვარდია და სარეზერვო ჯარი იაღლუჯის მთაზე გადმოიყვანა და ბრძოლის ველის უკნიდან მოექცა. მტრის უკნიდან გამოჩენამ გატეხა ქართველთა სიმტკიცე. მტერს დადევნებული ქართული მხედრობის თავმოყრა შეუძლებელი გახდა. დავით მეფე იძულებული გახად უკან დაეხია და თბილისი დაეთმო. თბილისში შემოსულმა ყიზილბაშებმა ხალხის ხოცვა-ჟლეტავ და დატყვევება დაიწყეს. ყიზილბაშებმა შებღალეს ქართული სალოცავები. შაჰ ისმაილის ბრძანებით თბილისში მეტეხის ხიდთან ააგეს მეჩეთი. თბილისის ციხეებში ყიზილბაშთა გარნიზონები ჩადგა. ისმაილის მთავარი მიზანი საქართველოს დაპყრობა და გამაჰმადიანება იყო. მან ქვემო ქართლში ააგო ალჯაყანის ციხე რომრლშიც ყიზილბაშთა გარნიზონები ჩადგა. ქართველები ყიზილბაშების წინააღმდეგ ბრძოლას განაგრძობდნენ.1524 წელს როდესაც გარდაიცვალა შაჰი ისმაილ I, ქართველები შეტევაზე გადავიდნენ და ქვეყნიდან გააძევეს ყიზილბაშები, აიღეს და დაანგრიეს ალჯაყანის ციხე. ასეთი წარმატების მიუხედავად 1525 წელს დავით X-მ მიანება თავი მეფობას და ბერად აღიკვეცა. გამეფდა მისი ძმა გიორგი IX,მაგრამ არც მას არ უმეფებია დიდხანს რადგან 1527 წელს ისიც გადადგა მეფობიდან. ტახტზე ავიდა დავით X-ის შვილი თელეთის ომის გმირი ლუარსაბ I.

XVI საუკუნის 40-იან წლებამდე ქართლში მშვიდობა სუფევდა. ამ პერიოდში ირანში არეულობა იყო. ამიტომ ირანი აქტიურ საგარეო პოლიტიკას ვერ აწარმოებდა. ხოლო მას შემდეგ რაც შაჰ თამაზ I სრულწლოვანი გახდა, მან მთელი ყურადღება საქართველოს დაპყრობას დაუთმო. ამ პერიოდში დაწყებული იყო ომი ოსმალეთთან ამიტომ ორივე მხარისთვის დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა საქართველსო დაუფლებას. 1541 წელს ყარაბახში მყოფი შაჰ თამაზი 12 000-იანი ჯარით თბილისისკენ გამოემართა. ყიზილბაშები თბილისში ღამით შემოიჭრნენ. ამ დროს ქალაქში ლუარსაბი არ იმყოფებოდა. ქალაქის დაცვა, ქალაქის მოურავს და ციხისთავს გულბაათს ჰქონდა ჩაბარებული. ყიზიბაშების შემოსევით შეშინებულმა გულბაათმა ქალაქის დაცვაზე უარი განაცხადა და მტრების მხარეს გადავიდა. შაჰ თამაზმა ჯარის ნაწილი თბილისში დატოვა მეორე ნაწილი კი ლუარსაბის შესაპყრობად გაგზავნა. ლუარსაბს მტერთან პირისპირ შებრძოლების ძალები არ გააჩნდა, მაგრამ მან ბრძოლაზე უარი მაინც არ განაცხადა. ქართველები მტერეს დიდგორთან დახვდნენ დიდად დააზარალეს და უკან გაბრუნდნენ. ლუარსაბის მცირე რაზმები მტერს უსაფრდებოდნენ და მოულოდნელი შეტევით ანადგურეებდნენ. შაჰ თამაზი იძულებული გახად ბრძოლა შეეწყვიტა და უკან გაბრუნებულიყო.

ლუარსაბ I ყოველთვის ეხმარებოდა ქართულ სამეფო სამთავროებს. 1545 წელს ლუარსაბი ჯარით დაეხმარა იმერეთის მეფეს რომელიც ოსმალებს ებრძოდა. ასევე ეხმარებოდა სამცხის მთავარსაც.

1546 წელს შაჰ თამაზი სამცხეში შეიჭრა მოარბია ლუარსაბის მომხრე თავადების დიასამიძეებსი მამულები და აქედან ქვემო ქართლში გადავიდა. ლუარსაბს კვლავ არ შესწევდა ძალა მტერს პირისპირ შებრძოლებოდნენ ამიტომ, ქართველები წვრილ-წვრილი თავდასხმებით ავიწროებდნენ მათ. შაჰ თამაზმა ვერც ამჯერეად შესძლო ქართლის დამორჩილება ამიტომ მან ხელი მიჰყო ქვეყნის ძარცვა რბევას. მაგრამ ქართველების მუდმივი თავდასხმით შევიწროებული ყიზილბაშები იძულებულები გახდნენ ქართლი დროზე დაეტოვათ. უკან მიმავალ შაჰს მორჩილებით ეახლნენ იმერეთის და კახეთის მეფეები. ქართლის დაუმორჩილებლობით გაწბილებული შაჰი იძულებული იყო მათ სიტყვიერ მორჩილებას დასჯერებოდა.

1551 წელს შაჰ-თამაზი მესამედ შემოესია საქართველოს. მან მიზნად სამცხე და ქართლი ამოიღო. მტრის წინააღმდეგ მებრძოლთა დიდი ნაწილი ვარძიაში იყო დაბანაკებული, დიდი მსხვერპლის ფასად შაჰმა შესძლო ვარძიის აღება და გაძარცვა. ლუარსაბის მომხრე თავადები კი სიკვდილით დასაჯა. სამცხიდან შაჰი ქართლში გადმოვიდა, ის ქართლის მოოხრებას შეუდაგა. მაგრამ აქ ხალხის მედგარ წინააღმდეგობას წააწყდა. ლუარსაბის მომხრეებმა მტერს დიდი წინააღმდეგობა გაუწიეს. შაჰმა ვერც ამჯერად შესძლო ქართლის დაკავება და ის უკან გაბრუნდა. შაჰ თამაზის გასვლითანავე, ლუარსაბმა ქართლში ჩაყენებული ყიზილბაშთა ჯარი გაწყვიტა და თბილისი გაათავისუფლა. ლუარსაბის ასეთი წარმატებით შეშფოთებული შაჰ თამაზი 1554 წელს ქართლში მეოთხეჯერ შემოვიდა. ქვეყნის მოთარეშების შემდეგ ის ატენის ციხეს შემოადგა, ამ ციხეში თავშეფარებულები იყვნენ ლუარსაბის დედა და ბევრი თავდის ცოლ შვილი. მათი ხელში ჩაგდებით შაჰი ლუარსაბზე ზემოქმედებას და მის დამორჩილებას ვარაუდობდა. ყიზილბაშებმა შესძლეს ატენსი ციხის აღება და ძვირფასი ტყვეების ხელში ჩაგდება. მაგრამ დედოფალმა მტრებს მისი სამშობლოს წინააღმდეგ გამოყენების საშუალება არ მისცა. მან თავი მოიკლა. ამრიგად შაჰ თამზს ლუარსაბ მეფის დამორჩილების ეს ხერხიც ჩაეშალა.


^

გორის ციხე.


1555 წელს ირანმა და ოსმალეთმა დადეს ამასიის ზავი, რომლის ძალითაც დამპყრობლებმა საქართველო გაიყვეს. ირანმა აღმოსავლეთ საქართველო ირგუნა და დაიწყო ბრძოლები ქართლის საბოლოოდ დასამორჩილებლად. 1556 წელს შაჰ თამაზმა ყარაბახის ბეგლარები დიდი ჯარით გამოგზავნა საქართველსო დასამორჩილებლად. ქართველთა ჯარი მათ ქვემო ქართლის სოფელ გარისთან დახვდა. ლუარსაბი ამ დროს ხანდაზმული იყო მან სარდლობა თავის შვილ სიმონს ჩააბარა. თვითონ კი სხვა მოხუც დიდებულებთან და მღვდელთმსახურებთან ერთად, ერთ-ერთ გორაზე დაბანაკდა და იქედან ადევნებდა თავალს ომის მსვლელობას. უკუქცეული ყიზილბაშთა ერთ-ერთი ცხენოსანი რაზმი ტყეს შეეფარა და აქედან აპირებდა გაქცევას. ისინი შემთხვევით გადააწყდნენ გორაკზე დაბანაკებულ მეფე ლუარსაბს და მის ამალას. მოხუცები არ შეუშინდნენ მტერს და შეებნენ მათ. გმირობის მაგალითს მეფე ლუარსაბი იძლეოდა. მას იარაღი შემოემტვრა, მაგრამ ბრძოლის ველი მაინც არ დატოვა. მეფემ მისი ცხენი ყიზილბაშთა ერთ-ერთ ცხენს დაატაკა და გადააგდო, მაგარმ მის ცხენსაც ფეხი ორმოში ჩაუვარდა. უცხენოდ დარჩენილი მეფე ყიზილბაშებმა სასიკვდილოდ დაჭრეს. ამასობაში სიმონ ბატონიშვილიც გამოჩნდა და ყიზილბაშთა ეს რაზმი გაანადგურა. მეფე ლუარსაბი ამ ბრძოლაში დაიღუპა მეფე დიდი პატივით მცხეთაში დაკრძალეს.


^

შაჰ ისმაილ I.


ლუარსაბ I-ის გარადცვალების შემდეგ მეფე გახადა მისი შვილი სიმონ I. სვიმონმა მთავარ მიზნად დაისახა ყიზილბაშთა განდევნა ქვეყნიდან. სიმონის თხოვნით კახეთის მეფემ ლევანმა გამოუგზავნა ჯარი გიორგი ბატონიშვილის სარდლობით. ქართველთა ჯარი სოფელ ციხედიდთან გროვდებოდა. ქართველთა შეკრება ყიზილბაშებს არ გამოპარვით. ისინი ქართველთა ჯარს ღამით დაესხნენ თავს. პირველივე შეტაკებისას დაიღუპა კახელთა ჯარსი სარდალი გიორგი ბატონიშვილი, რის შემდეგაც კახელებმა მოკლული ბატონიშვილი ბრძოლის ველიდან გაიყვანეს და თვითონაც აღარ დაბრუნდნენ. ყიზილბაშებმა შესძლეს ქართველების დამარცხება, სიმონ მეფე იძულებული გახად უკან დაეხია. მან გორის ციხეს შეაფარა თავი.ყიზილბაშებმა კიდევ უფრო გაამაგრეს თბილისი და დამატებითი ჯარები შემოიყვანეს ქართლში. ამ ბრძოლაში ყველაზე მეტად ქვემო ქართლი ზარალდებოდა,მოსახლეობას მობეზრდა რბევა-აწიოკება, სისხლის ღვრა, დატყვევება. თუ აქამდე ქვემო ქართლის მოსახლეობა მედგარ წინააღმდეგობას უწევდა მტერს, უკვე მტერთან მორგებას ცდილობდნენ. შაჰის კარმაც შეცვალა პოლიტიკა, ყველას ვინც შაჰის მხარეს დადგებოდა დიდი წყალობით აჯილდოებდა.

1561 წელს ყიზილბაშების მხარეს გადავიდა სიმონ მეფის ძმა დავითი, რომელიც ყაზვინში ეახლა შაჰ თამაზს, უარყო ქრისტიანობა და მაჰმადიანობა მიიღო. მას დაუდ-ხანი უწოდეს, ხოლო შაჰმა ის თავის ”შვილად”, ე.ი ყმა-ვასალად და საქართველოს მეფედ გამოაცხადა. დაუდ-ხანი ყიზილბაშთა ჯართან ერთად თბილისისკენ წამოვიდა. ქართლის მოსახლეობის დიდმა ნაწილმა დაუდ-ხანი თავის მეფედ არ ცნო. ისინი კვლავ სიმონ მეფეს უჭერდნენ მხარს. სიმონმა თავისი მოღალატე ძმა რამდენჯერმე დაამარცხა და თბილისის აღებისთვის დაიწყო მზადება.

1569 წელს შაჰ თამაზმა დიდი ჯარი გამოუგზავნა დაუდ-ხანს დასახმარებლად. ეს ჯარი ქვემო ქართლში შემოვიდა და მდინარე ალგეთის ხეობაში ფარცხისთან დაბანაკდა. სიმონ მეფეს ხელთ მცირერიცხოვანი ჯარი ჰყავდა. სიმონ მეფის ჯარმა გაბედულად შეუტია მტერს და მეწინავე ჯარი უკუაქცია. თვითონ მეფე ჯარის პირველ რიგებში იბრძოდა. ბრძოლაში გართულმა მეფემ ვერ შენიშნა თუ როგორ დაშორდა ქართველთა ჯარის ძირითად ნაწილს. მტრის ჯარში მყოფმა მოღალატე აზნაურმა კახაბერ ყორღანაშვილმა იცნო მცირე ძალის ამარა დარჩენილი მეფე და ეს ამბავი სარდლობას ამცნო. ყიზილბაშები მთელი ძალით შემოერტყნენ მეფეს და მის ჯარს. სიმონ მეფე დაატყვევეს. დატყვევებული მეფე ყაზვინში გაგზავნეს. შაჰ თამზი ბევრს ეცადა დაეყოლიებინა სიმონი და გამაჰმადიანებულიყო და მის სამსახურში ჩამდგარიყო. მაგარმ სიმონ მეფემ მტკიცე ყუარი განაცხადა. სიმონ მეფე ალამუტის ციხეში გამოკეტეს.


^

შაჰ თამაზ I.


1569-1578 წლებში ქართლის მეფედ ითვლებოდა დაუდ-ხანი. დაუდ-ხანს მარტო თბილისი და ქვემო ქართლი ემორჩილებოდა. მეწინავე ჯარის ჯარისკაცმა საჩინო ბარათაშვილმა შეიპყრო კახაბერ ყორღანაშვილი და გელიყარის ციცაბო კლდიდან გადმოაგდო. შეიქმან ლეგენდა რომლის თანახმადაც მოღალატის ლეშს მხეცებმაც კი არ დააკარეს პირი.

1578 წელს ოსმალებმა ამასიის ზავი დაარღვიეს. იმავე წელს ჩილდირის ტბასთან ბრძოლაში ოსმალებმა გაანადგურეს ყიზილბაშები და სამცხის გავლით ქართლში შემოვიდნენე. ოსმალთა სარდალი მუსტაფა ლალ ფაშა თბილისს მოადაგ და აიღო ქალაქი. დაუდ-ხანი სულთანს ეახლა და მორჩილება გამოუცხადა. დაუდ-ხანი ოსმალეთში დარჩა. იქ შეადგინა სამკურნალო წიგნი ” იადიგად დაუდი”. ოსმალებმა ქართლის ციხეებში თავისი გარნიზონები ჩააყენეს, თბილისში კი ფაშა დასვეს. ირანმა თითქმის მთელი სამხრეთ კავკასია დაკარგა. ასეთ ვითარებაში შაჰის კარზე გადაწყვიტეს სვიმონ მეფის გათავისუფლება. ყიზილბაშებმა იცოდნენ რომ სვიმონ მეფე ოსმალთა წინააღმდეგ ბრძოლას დაიწყებდა. შექმნილ ვითარებაში ეს ირანსი ინტერესებში შედიოდა.

ქართლში დაბრუნებული სიმონი ოსმალთა წინააღმდეგ ბრძოლას ჩაუდგა სათავეში. 1582 წელს ქართლში ოსმალთა 20 000-იანი ჯარი შემოვიდა. ოსმალთა ლაშქარს თან სამცხის გამაჰმადიანებული ათაბაგი მუსტაფა-მანუჩარი მოჰყვებოდა. მუხრანთან ბრძოლაში სვიმონმა ოსმალები სასტიკად დაამარცხა. სამცხეში დაბრუნებულმა ოსმალო სარდლობამ დამარცხება მანუჩარს დააბრალეს და მისი შეპყრობა განიზრახეს. მანუჩარმა შესძლო ოსმალთა ბანაკიდან თავის დახწევა ის კვლავ გაქრისტინდა და ჩაუდაგა ოსმალთა წინააღმდეგ ბრძოლას.

1590 წელს ოსმალეთსა და ირანს შორის ახალი ზავი დაიდო. ირანის ახალმა შაჰმა აბას I-მა მთელი კავკასია ოსმალებს დაუთმო. ამ ზავით ოსმალების ასეთი გაძლიერებამ შეაშფოთა ევროპელები. დაიწყეს ანტიოსმალური კოალიციის შექმნა. რომის პაპმა წერილები გამოუგზავნა სიმონ მეფეს და კოალიციაში მონაწილეობა შესთავაზა. ქართლის მეფე სიამოვნებით შეხვდა ამ ინიციატივას და წერილები გაუგზავნა ესპანეთის მეფე ფილიპე II-ს. ანტიოსმალურმა კოალიციამ რეალური შედეგი ვერ მოიტამა.

სიმონი ბრძოლებს მაინც არ წყვეტდა. ქართველებმა ალყა შემოარტყეს გორის ციხეს. ალყა ცხრა თვეს გაგრძელდა. დიდმარხვის დღეები იყო, ოსმალებმა ყურადღება მოადუნეს რადგან იცოდნენ რომ მარხვის დროს ქართველები ბრძოლას ერიდებოდნენ, ამით ისარგებლა სიმონმა და 1599 წელს მან გორი გაათავისუფლა. ჯერი თბილისზე მიდგა შეშინებულმა ოსმალებამ 1600 წელს თბილისში ჯარი გამოგზავნეს. სიმონმა ვერ შესძლო ჯარის მობილიზება ამიტომ მან მცირე რაზმით მტერს გზა გადაუჭრა რათა თბილისში არ შემოეშვა. ბრძოლა 5 საათს გაგრძელდა. ოსმალთა რიცხობრივმა უპირატესობამ თავი იჩინა. სიმონ მეფის ცხენი საფლობში ჩავარდა. სანამ მეფე საფლობიდან ამოყავდათ ოსმალები მოვიდნენ. ერთ-ერთმა მოღალატემ მეფე იცნო და სარდლობას მოახსენა. ქართველები მეფისთვის სიცოცხლეს წირავდნენ, მაგრამ ოსმალებმა სიმონ მეფე ტყვედ მაინც ჩაიგდეს. სიმონი ოსმალეთში გააგზავნეს. ოსმალები სამი დღე ზეიმოობდნენ სიმონის დატყვევებას. 1611 წელს სვიმონი იედიყულის ციხეში, ტყვეობაში გარდაიცვალა ქართველებმა დიდი საფასური გაიღეს და მეფე საქართველოში ჩამოასვენეს. სიმონ I სვეტიცხოველში მამის გვერდით დაკრძალეს.


^

სიმონ I.

დაამატა: Sarcmunoeba


html-კოდი ინფორმაციის
BB-კოდი ინფორმაციის
გაუზიარე ეს ინფორმაცია მეგობარს


 

კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია
სულ კომენტარები: 0