





















![]() |

სასმელი მინერალური წყლები
ფლორა
ფაუნა
მინერალური რესურსები
წყლის რესურსები
საზღვრები
ფართობი
ტერიტორიის ფორმირება
ატმოსფერული ცირკულაცია
მზის რადიაცია
ჰავა
გეოპოლიტიკური მდებარეობა
ეკონომიკურ-გეოგრაფიული მდებარეობა
ფიზიკურ-გეოგრაფიული მდებარეობა
საქართველოს სამეფო
სამცხე-საათაბაგო
იმერეთის სამეფო
კახეთის სამეფო
ქართლის სამეფო
ჰერეთის სამეფო
აფხაზთა სამეფო
ტაო-კლარჯეთის სამეფო
ეგრისის სამეფო
იბერიის სამეფო
დიაოხის სამეფო
ქართლ-კახეთის სამეფო XVIII საუკუნის 80-90-იან წლებში
დასავლეთ საქართველოს სამეფო-სამთავროები XVIII საუკუნეში
ქართლ-კახეთი XVIII საუკუნის 40-70 იან წლებში
ქართლის და კახეთის სამეფოები XVIII საუკუნის პირველ ნახევარში
სამცხე-საათაბაგო XVII საუკუნეში
2012-10-13, 5:07 PM | |
![]() ბერძენი იმპერატორის ლევ ბრძენის მეფობის ჟამს, 919 წელს, სამმა ძმამ - მოსემ, აარონმა და ბასილიმ მიიღესს მონაზვნობა და დამკვიდრდნენ ათონის მთაზე. ძმებმა მცირე ზომის ეკლესია ააშენეს, მაგრამ ვერ შეთანხმდნენ რომელი წმინდანის სახელი ეწოდებინათ მისთვის და ვისი ხატი დაეწერათ მომზადებულ დაფაზე. მათ გადაწყვიტეს ეთხოვათ ღვთისათვის, რომ განეცხადებინა მისი ყოვლადწმიდა ნება და განმარტოვდნენ სენაკებში სალოცავად. შუაღამისას ღმრთეებრივმა ნათელმა მოიცვა ტაძარი და გარემო მიდამოს მოეფინა. დილით კი ტაძარში შესულებს საოცარი სურათი წარმოუდგათ თვალწინ: დაფაზე დაწერილი იყო წმინდა გიორგის ხატი. სწორედ მისგან მოდიოდა ღამით ზეციური ნათელი და განაბრწყინებდა მათ სამყოფელს, რომელსაც ამ ხატის მიხედვით, დაერქვა „ზოგრაფის" (ფერმწერის) მონასტერი.
განსაკუთრებით ყურადღების ღირსია ამ ხატზე აღსრულებული ერთი სასწაული. ერთ-ერთი ეპარქიის ეპისკოპოსმა (გადმოცემით ვოდინისა), რომელმაც იცოდა წმინდა გიორგის ხატის მიერ აღსრულებული სასწაულები, მოინდომა შეემოწმებინა მათი ჭეშმარიტება და ამ მიზნით ათონს გაემგზავრა. მან, ნაცვლად იმისა, რომ თავმდაბლად მიახლებოდა ხატს თაყვანისსაცემად, კადნიერად იკითხა: „ეს არის განა თქვენი საკვირველთმოქმედი ხატი?" და საჩვენებელი თითი შეახო დიდმოწამის ლოყას... ღმრთის რისხვამ არ დააყოვნა; წმიდა გიორგიმ სასტიკად დასაჯა ეპისკოპოსი, მისი თითი ხატს შეეზარდა. ამაოდ ცდილობდა თავზარდაცემული და განცვიფრებული მღვდელმთავარი მის მოგლეჯას ხატიდან. უბედური იძულებული გახდა დაეთმინა მტანჯველი ოპერაცია; მას თითი მოაჭრეს (თითის წვერი დღემდე ხატზე იმყოფება). ამგვარად დარწმუნდა ეპისკოპოსი წმინდა დიდმოწამე გიორგის ხატის ჭეშმარიტ საკვირველთმოქმედებაში. ზოგრაფის წმ. გიორგის ხატის ათონის მთიდან ჩამობრძანებული ასლი დაბრძანებულია თბილისის ყოველადწმიდა სამების საკათედრო ტაძარში. | |
შეაფასეთ:
ნანახია: 1423 |
დაამატა: 2.1/65 Sarcmunoeba |
|
html-კოდი ინფორმაციის | |
BB-კოდი ინფორმაციის | |
გაუზიარე ეს ინფორმაცია მეგობარს |


კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია
სულ კომენტარები: 0 | |
![]() ![]() ![]() | ![]() | ![]() ![]() ![]() |