საიტის მენიუ
ჩვენთან არს ღმერთი
ჩვენი გამოკითხვა
ჩვენი გამოკითხვა
საიტზე ძებნა
მომხმარებლის პროფილი
ჩვენთან არს ღმერთი
თქვენი რეკლამა
Top სტატუსი
- სასმელი მინერალური წყლები
- ფლორა
- ფაუნა
- მინერალური რესურსები
- წყლის რესურსები
- საზღვრები
- ფართობი
- ტერიტორიის ფორმირება
- ატმოსფერული ცირკულაცია
- მზის რადიაცია
- ჰავა
- გეოპოლიტიკური მდებარეობა
- ეკონომიკურ-გეოგრაფიული მდებარეობა
- ფიზიკურ-გეოგრაფიული მდებარეობა
- საქართველოს სამეფო
- სამცხე-საათაბაგო
- იმერეთის სამეფო
- კახეთის სამეფო
- ქართლის სამეფო
- ჰერეთის სამეფო
- აფხაზთა სამეფო
- ტაო-კლარჯეთის სამეფო
- ეგრისის სამეფო
- იბერიის სამეფო
- დიაოხის სამეფო
- ქართლ-კახეთის სამეფო XVIII საუკუნის 80-90-იან წლებში
- დასავლეთ საქართველოს სამეფო-სამთავროები XVIII საუკუნეში
- ქართლ-კახეთი XVIII საუკუნის 40-70 იან წლებში
- ქართლის და კახეთის სამეფოები XVIII საუკუნის პირველ ნახევარში
- სამცხე-საათაბაგო XVII საუკუნეში
გრებნევის ღვთისმშობელი
2012-10-20, 1:21 PM | |
გრებნევის ღვთისმშობელი
გრებნევის ღვთისმშობლის ხატი მოსკოვში, ლუბიანკაზე, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში იმყოფება. როდესაც დიდი მთავარი დიმიტრი დონელი მამაის (ოქროს ურდოს სარდალი) დამარცხების შემდეგ დონის სანაპიროდან მოსკოვში ბრუნდებოდა და ქალაქ გრებნას მიაღწია, მას მოსახლეობა გამოეგება და გადმოაბრძანეს ღვთისმშობლის ხატი, რომელიც სასწაულებით იყო განდიდებული და გრებნევისა ეწოდებოდა. დიდმა მთავარმა ხატი სარწმუნოებით მიიღო და მოსკოვის მიძინების ტაძარში მოათავსა. დონელის შვილიშვილის შვილმა მთავარმა იოანე ვასილის ძემ, როდესაც ნოვგოროდის დასალაშქრად ემზადებოდა, აღთქმა დადო, რომ ღვთისმშობლის მიძინების სახელზე მისი სასწაულთმოქმედი ხატისათვის, რომელიც ლაშქრობაში მიჰქონდა, ტაძარი აეგო. 1427 წელს შელონის ბრძოლაში მან გამარჯვება მოიპოვა და ბრძანა, მოსკოვში აღემართათ ხის ეკლესია, რომელშიც მის მიერ ვერცხლითა და ძვირფასი ქვებით შემკული ხატი მოათავსეს. მან ინება, ხატის კიოტზე ღვთისმშობლის დაუჯდომელი და სადიდებელი ლოცვები ამოეკვეთათ. ამით მადლობა შესწირა ღვთისმშობელს თავისი ძის – ვასილის დაბადებისათვის. 1612 წელს ამ ხატით რუსებმა პოლონელები მირქმის ქუჩაზე დაამარცხეს. 1687 წელს გრებნევის ღვთისმშობლის ტაძარი ცეცხლმა მოიცვა. ხატის გამოტანა ვერ მოასწრეს, მაგრამ ის სასწაულებრივად გადარჩა და მემატიანის სიტყვით "ჰაერში აღვიდა”. 1654 წელს ხატის მიერ აღსრულებულ სასწაულთა შორის გამოირჩევა ერთ-ერთი: რამდენიმე ბოროტისმზრახველმა ეკლესიაში შეაღწია, რათა ღვთისმშობლის ხატი გაეძარცვათ, მაგრამ ძარცვის დაწყებისთანავე, საშინელმა ალმა ისე დაწვა ისინი, რომ უკან გამოსვლა ვეღარ შეძლეს, როცა შეიპყრეს, ყველაფერი თვითონვე აღიარეს და ცოდვა ცრემლით მოინანიეს. 1711 წელს ეკლესია დაძველდა და ხატიც განახლებას მოითხოვდა, მართლაც, ტაძარი შეაკეთეს, ხოლო ხატი პეტრე დიდის დის, მეფის ასულ ნატალიას სურვილით სოფელ პრეობრაჟენსკოეში ჩააბრძანეს მასთან, ის განაახლეს, შეამკეს და მეფის ასულმა თავად გამოაცილა იგი პრეობრაჟენსკოეს ეკლესიიდან. კვლავ თავის ადგილას მოათავსეს და მის წინაშე პარაკლისი აღავლინეს. ეკლესიის განახლებისთვის განსაკუთრებით იბრძოდა სტეფანე იავორსკი. გრებნევის ტაძრისკენ დღემდე მიილტვიან მლოცველები, რათა თაყვანი სცენ მის ყოვლადწმიდა გამოსახულებას. ის დღემდე განკურნავს და ნუგეშს მოუვლენს ყველას, ვინც სარწმუნოებით მიმართავს. | |
შეაფასეთ:
ნანახია: 1436 |
დაამატა: 2.1/58 Sarcmunoeba |
|
html-კოდი ინფორმაციის | |
BB-კოდი ინფორმაციის | |
გაუზიარე ეს ინფორმაცია მეგობარს |
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია
სულ კომენტარები: 0 | |