- სასმელი მინერალური წყლები
- ფლორა
- ფაუნა
- მინერალური რესურსები
- წყლის რესურსები
- საზღვრები
- ფართობი
- ტერიტორიის ფორმირება
- ატმოსფერული ცირკულაცია
- მზის რადიაცია
- ჰავა
- გეოპოლიტიკური მდებარეობა
- ეკონომიკურ-გეოგრაფიული მდებარეობა
- ფიზიკურ-გეოგრაფიული მდებარეობა
- საქართველოს სამეფო
- სამცხე-საათაბაგო
- იმერეთის სამეფო
- კახეთის სამეფო
- ქართლის სამეფო
- ჰერეთის სამეფო
- აფხაზთა სამეფო
- ტაო-კლარჯეთის სამეფო
- ეგრისის სამეფო
- იბერიის სამეფო
- დიაოხის სამეფო
- ქართლ-კახეთის სამეფო XVIII საუკუნის 80-90-იან წლებში
- დასავლეთ საქართველოს სამეფო-სამთავროები XVIII საუკუნეში
- ქართლ-კახეთი XVIII საუკუნის 40-70 იან წლებში
- ქართლის და კახეთის სამეფოები XVIII საუკუნის პირველ ნახევარში
- სამცხე-საათაბაგო XVII საუკუნეში
წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე)სიტყვა ფარისეველის და მეზვერის კვირიაკესა, თქმული ქუთაისსიგავი ფარისეველსა და მეზვერესა ზედა არა ერთ გზის იყო საგნად ჩვენისა თქვენდამი უბნობისა, ძმანო ქრისტიანენო! გარნა ათასჯერაც რომ ყოფილიყო ჩვენი უბნობა მას ზედა და ნაცვლად ერთისა ენისა ასი ენა რომ გვქონდეს პირში და თითოეულითა ათასჯერ გვეთქვას მასზედა, ვგონებ არ იქმნებოდა მომატებული. ეგოდენ საჭირო არს გაფრთხილება ჩვენი ფარისევლობისაგან! როგორ არ უნდა ვლაპარაკობდეთ ხშირად ფარისევლობაზედა, როგორ არ უნდა ვაფრთხილებდეთ თავსა ჩვენსა საშინელისა ამის სულიერისა სენისაგან, როდესაც გარემოს ჩვენსა ვხედავთ ათასთა ნიშანთა ფარისევლობისასა; ვხედავთ, რომელ ურიცხვნი ქრისტიანენი შთაფლული არიან ამ საშინელ ცოდვაში. ფარისეველი იგი, რომლისა უგუნური ლოცვა აღწერა მაცხოვარმან ჩვენდა გასაფრთხილებლად, წარსდგა რა ტაძარს შინა, მადლობასა შესწირვიდა ღმერთსა, რომ იგი არ არის ცუდი კაცი, იგი ასრულებს ბეჯითად სჯულსა, იგი არ არის მსგავსი ცოდვილისა მეზვერისა, მაშინ როდესაც იგი, ფარისეველი, იყო ამპარტავანი, ანგაარი და არ მოერიდებოდა არცა ერთს ცოდვასა. მსგავსად ამისა ახლაც ზოგიერთნი ქრისტეანენი ისე მოგვაჩვენებენ თავსა, ისე ერთგულად ლოცულობენ და ისე ვითომც ერთგულათ ასრულებენ ყოველთა სჯულის მოთხოვნილებათა, რომ მოინდომებ მადლობა შესწირო ღმერთს მათთვის; გარნა განსაცვიფრებელად და სამწუხაროდ მალე შეიტყობ, თუ დაუკვირდები, მათსა ყოფაქცევასა, რომელ ესე ყოველი იყო ერთი მხოლოდ მოჩვენება და გული მათი არის სავსე ბოროტებითა და იგინი არ ერიდებიან არცა ერთს ცოდვასა. გმადლობ შენ, ღმერთო, რამეთუ არა ვარ მე, ვითარცა სხვანი კაცნი, ანუ ვითარცა ესე მეზვერე! ესრეთ ლოცულობდა ფარისეველი! ხოლო მეზვერე, მისგან დაწუნებული, შორს სდგა, იცემდა მკერდსა და იტყოდა: ღმერთო, მილხინე მე ცოდვილსა ამას! ორთავე ამათ კაცთა თვის ლოცვაში გამოაჩინეს თავისი ხასიათი და უღრმესი გულის გრძნობა. ფარისეველი აქებს თავის თავს, იგი კმაყოფილი არის თავის თავისა, იგი მოხარულ არის, მას ჰგონია, რომ იგი არის სრული კაცი. გასაოცარი არის, ძმანო, ესრეთი მისი ჭკუის დაბნელება! როგორ მოხდა, რომ იგი არ ხედავდა თავის შემცოდაობას? როგორ არ ჰგრძნობდა, რომ იგი იყო ამპარტავანი და თვით ამ სიტყვებში გამოუჩნდა მას სულიერი ამპარტავანება, რომელი არის ყოველთა უსაშინელესი ცოდვა? ეს მოხდა მისთვის, რომ იგი სჯულს არსრულებდა გარეგანითა სახითა და თავის გულს და ყოფაქცევას არ განიკითხავდა. რადგანაც იგი საყდარში დადიოდა დაწესებულს დროს და ლოცულობდა გარეგნობით, რადგანაც დაწესებულს დღეებში მარხულობდა, სჯულისაგან ბრძანებულს ათეულს შესწირვიდა და ამის გვართა გარეგან მცნებათა ასრულებდა, ამით მოტყუვდა იგი და თავის თავი დიდად მიაჩნდა. ამის მსგავსნი მრავალნი არიან ახლაც რადგანაც ზოგიერთნი ქრისტიანენი ზოგიერთთა გარეგანთა, ადვილთა მცნებათა ასრულებენ ბეჯითად, დიდათ კმაყოფილი არიან და თავი თვისი დიდათ მიაჩნიათ. გეშინოდეს ამისა ძმაო! იცოდე, რომ კაცი გონიერი, თუ კი მის გულში რომელიმე ღვთის მადლი და სასოება არის, არაოდეს არ იქმნება კმაყოფილი თავის თავისა. იგი მარადის თავის თავს აფრთხილებს და თავის თავს უჯავრდება. თუმცა რაიმე კეთილი და გამოსაჩენი ქმნას, ამით არ დაკმაყოფილდება იგი, არამედ სურს, რომ კიდევ უმჯობესი რაიმე ქმნას. თვით ღმერთმა კაცის ბუნებასა შინა დანერგა დაუსრულებელი მისწრაფება უმჯობესისა და უმაღლესისა მდგომარეობისადმი. კაცი ცოცხალი, გონიერი და ცხოველი, ვერაოდეს ვერ დააკმაყოფილებს ვერცა ჭკუასა, ვერცა გულსა თვისსა. რამდენიც გინდა სწავლა და მეცნიერება მიიღოს კაცის ჭკუამა, იგი მაინც არის ხარბი და გაუმაძღარი და მიესწრაფება უმაღლესისა მეცნიერებისა ხარისხისადმი. ეგრეთვე გული ჭეშმარიტისა, ღვთის მოყვარისა კაცისა, ვერაოდეს ვერ გაძღება, თუგინდ მრავალნი სათნოებანი აღასრულოს. მაშასადამე კაცი, რომელი იქადის თვისითა სათნოებითა, ამით ამტკიცებს, რომ მას არა აქვს ჭეშმარიტი სათნოება. შინაგანი გულის კმაყოფილება არის ნიშანი მისისა უგუნურებისა. არა ესრეთ იქცეოდა მეზვერე. მოკლე მისის სიტყვებისაგან სჩანდა, რომ მან კარგა იცნო სულიერი თვისი მდგომარეობა და თუ კი კაცმა ერთხელ იცნო მისი ნაკლულევანება, მისი მოქცევა ადვილი არის. ღმერთო, მოგვეც სიმდაბლე მეზვერისა ამის და განაძე გულთა ჩვენთაგან ყოველი ფარისევლობა. ამინ. | |
შეაფასეთ:
ნანახია: 1367 |
დაამატა: 5.0/1 Sarcmunoeba | კომენტარები (0)
|
html-კოდი ინფორმაციის | |
BB-კოდი ინფორმაციის | |
გაუზიარე ეს ინფორმაცია მეგობარს |
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია
სულ კომენტარები: 0 | |