მოგესალმებით!კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენს საიტზე "უფალი გფარავდეთ"
  

  

  

  

  

  

Real Menu
საიტის მენიუ
მთავარი კონტაქტი ფლეშ სიახლეები ხატები და ფრესკები ეკლესია–მონასტრები თქვენი თხოვნები რა არის როკ–მუსიკა სამარხვო კერძები სხვადასხვა მამათა გამონათქვამები საგალობლები ბიბლია მარხვები დღესასწაულები საქართველოს ისტორია ფსალმუნები დასაბეჭდი ლოცვანი ქადაგებანი და წერილები ხატები ფოტოალბომი წმინდა სინოდი ქრისტეს 12 მოციქული პატერიკი სახარება ჩვენი ტაძარი მამათა სწავლებანი
ფეისბუქის ქოვერები

ჩვენთან არს ღმერთი



















ჩვენი გამოკითხვა
როგორი საიტია ?
ჩვენი გამოკითხვა
სულ ონლაინში: 4
სტუმარი: 4
მომხმარებელი: 0
საიტის წევრები არ არიან...
სულ ონლაინში: 4
სტუმარი: 4
მომხმარებელი: 0
სტუმარი მომხმარებელი
საიტზე ძებნა
მომხმარებლის პროფილი
სტუმარო


სტუმარო გთხოვ დარეგისტრირდი ან გაიარე ავტორიცაზია!


აუდიო ბიბლია
ჩვენთან არს ღმერთი



















თქვენი რეკლამა



Top სტატუსი



უკმაყოფილება ბედისადმი, ცხოვრებისადმი
სიტყვა იესო ქრისტეს ამაღლების დღეს

მარჯვნივ
მარცხნივ


ყოველდღიური სიახლეები ვიდეო სიახლეები წმიდანთა ისტორიები

მოკლე მოძღვრება დიდსა ხუთშაბათსა ზედა


წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე)

მოკლე მოძღვრება დიდსა ხუთშაბათსა ზედა

საყვარელნო ძმანო ქრისტიანენო!

მადლითა და შეწევნითა ღვთისათა, აჰა ესერა ჩვენ მოვახწიეთ აღსასრულსა დიდისა ამის მარხვისასა. ორნი დღენი, დაშთენილნი აღდგომამდი, არ ეკუთვნიან დიდსა მარხვასა. იგინი არიან დანიშნულ ხსენებისა და თაყვანის-ცემისათვის ქრისტეს ვნებათა. გარნა, ვინ როგორ გაატარა აწინდელი მარხვა? ეს უწყის ერთმან მხოლოდ ღმერთმან. მოინანია ვინმე ცოდვანი თვისნი, ანუ თუ ცოდვასა კვალად ცოდვა დაუმატა? გაძლიერდა მის გულში მადლი ღვთისა და სასოება, ანუ თუ სამწუხაროდ, უმეტესად დასუსტდენ იგინი? იცნო მან, ბოლოს, თავი თვისი და მიიღო მტკიცე განზრახვა ამიერითგან სიწმიდით და კრძალულებით განტარებად ცხოვრებისა მისისა, ანუ თუ დაშთა უდებ და უზრუნველ, ამას ყოველსა შეიტყობს იგივე გულთ-მეცნიერი ღმერთი და თავის დროზედ გამოგვიცხადებს ჩვენ, ძმაო ჩემო. გარნა შენც უნდა იფიქრო ამაზე, ძმაო შენი სინიდისიც უნდა იყოს ამის გამომეძიებელი! მოვაჭრე კაცს ყოველთვის წინათვე აქვს დანიშნული ერთი დღე, როდესაც იგი გულსმოდგინედ გააწყობს ანგარიშსა, რათა შეიტყოს, არის იგი მოგებასა შინა, თუ არა. უკეთუ იგი ამას იქმს ამაოისა და წუთის სიმდიდრის მოგებისათვის, შენ, რომელი ეძიებ საუკუნესა ნეტარებასა, უმეტესად არ გმართებსა მარადის გამოიკვლიო და ჰკითხო თავსა შენსა, ხარ შენ სულიერსა წარმატებასა შინა, ანუ არა? გარნა, სამწუხაროდ ჩვენდა, ცხად არს, რომელ არა მრავალნი არიან ესრეთსა ძიებასა შინა და გამოკვლევასა. დასამტკიცებელად ამისა ჩვენ გვსურს დღეს მივაქციოთ ყურად-ღება თქვენი, ძმანო ქრისტიანენო, ერთისა ჩვენის ქვეყნის ჩვეულებისადმი, რომელი ფრიად განაკვირვებს კაცსა. რომელი არს ეს ჩვეულება? ის, ძმანო ჩემნო საყვარელნო, რომელ მართლ-მადიდებელნი ქრისტიანენი თუმცა ყოველ ქვეყნებში დიდითა კრძალულებითა, მარხვითა და გულსმოდგინებითა ემზადებიან ზიარებას, გარნა ჩვენ ქვეყანაში უმეტესითა მარხვითა და მოთმინებითა; მეტადრე სოფლის მცხოვრებნი ნამდვილ გააკვირვებენ კაცსა მათითა მოთმინებითა და მზადებითა ზიარებისათვის. განმავალობასა შინა ექვსისა ანუ შვიდისა დღისა ზოგიერთნი მათგანნი სრულიად არ მიიკარებენ სასმელსა და საჭმელსა, და თუ მიიღებენ, ფრიად მცირესა და უმარილოსა, იმ ზომად, რომ უმეტესნი მათგანნი ავათ გახდებიან ესრეთის მარხულობისაგან. ესრეთისა მარხულობისათანა სხვათაცა ცოდვათა დიდად ერიდებიან და ცდილობენ, რომ მყუდროდ და კაცთაგან განშორებით იცხოვრონ, გული არ მოუვიდესთ ლაპარაკში და ღმერთს არ შესცოდონ და სხვათა ყოველთა ცოდვათა ფრიად ერიდებიან, მტერთა და მოძულეთა შეურიგდებიან; ერთი სიტყვით, ვინც დაუკვირდება მათსა მოთმინებასა და მოღვაწებასა, ესრეთ იფიქრებს, რომ ამათზედ უმჯობესი ქრისტიანე აღარ უნდა იყოს ქვეყანაზედ. გარნა რას ვხედავთ მერმე, ჩვენდა განსაცვიფრებლად? როდესაც ამ სახით მოემზადებიან და მიიღებენ წმიდასა ზიარებასა და გავა თვით მოკლე დრო, ვნახავთ რომელ ესრეთ მონანულნი და განწმენდილნი სრულიად ისრეთნივე დაშთნენ, ვითარნიცა იყვნენ უწინ, იგინი სრულიად არ გამოიცვალნენ ყოფაქცევითა, უმჯობესნი არ შეიქმნენ; გულფიცხელი ისრეთვე გულფიცხელი დარჩა; კაცის მოშურნე და მეშფოთე რომ იყო, მან კვალადვე იწყო მოშურნეობა და შფოთი. მტერთა თვისთა იგი თურმე ერთ წამს შეურიგდა; მისი ბოროტი გული, აღვსებული მრისხანებითა და სიძულილითა, არ გამოიცვალა, ისრევე დარჩა შავად. რას ნიშნავს, ძმანო, ეს საშინელი საქმე? რა არის, რომ დღეს შენ მოინანებ შენთა ცოდვათა, აღუარებ მოძღვარსა: ესა და ეს ცუდი ჩვეულება მაქვსო და მოითხოვ ღვთისაგან  მხურვალედ შენდობასა და ხვალე ისრეთვე მიიქცევი იმა ცოდვათადმი და არ დაივიწყებ ცუდთა შენთა თვისებათა? მიზეზი ამისა ის არის, ძმაო ჩემო, რომ, ვითარცა ვსთქვით, ანგარიშს არ აძლევ შენს თავს, არ განიკითხავ და არ გამოიკვლევ შენსა სულიერსა მდგომარეობასა. ვითარცა მოვაჭრე კაცი, რომელი მოგიყვანე მაგალითად, არ ჰკითხავ შენს თავს: შეგეძინა მადლი თუ დაგაკლდა, უმჯობესი შეიქმენ შენ სულიერად ანუ უარესი.

ფრიად საჭირო არის, რომ ქრისტიანე განიკითხავდეს თავსა თვისსა. თვინიერ ესრეთისა განკითხვისა არ იქმნება იგი წარმატებულ სულიერსა მადლსა შინა. და ვინაიდგან უმრავლესთა თქვენგანთა განმავალობასა შინა დიდ-მარხვისასა მიიღეთ ქრისტეს საიდუმლო, გევედრები არაოდეს არ დაივიწყოთ ის შიში, კრძალვა და მორიდება ცოდვისა, რომელი გქონდათ ზიარების წინათ; ის სასოება და საღმრთო გრძნობა, რომლითაც იყავი აღვსებულ მიმავალნი ქრისტეს ბარძიმისადმი, მარადის დარჩეს თქვენს გულში. ნუ თუ ქრისტიანე მხოლოდ ერთის კვირის განმავლობასა შინა უნდა ერიდებოდეს ცოდვასა და მერმე არა? განა ისრე გვამცნო ქრისტემან ღმერთმან: შვიდის დღის განმავლობაში იყავით მონანებასა და კრძალვასა და მერმე, როგორც გსურსთ, ისრე იცხოვრეთო? ნუ თუ ექვსი დღის მარხვა და ცოდვის მორიდება მისცემს კაცსა დაუსრულებელსა ნეტარებასა? არა, ძმანო ჩემნო, მრთელი სიცოცხლე უნდა განვატაროთ მონანებასა და ცოდვის მორიდებასა შინა. ესრეთი დაუდგრომელობა არ დაგვამსგავსებსა ჩვენ ურიათა მათ, რომელნი გუშინ აღტაცებით ღაღადებდენ: ოსანნა მაღალთა შინა! და ხვალე იწყებენ, ვითარცა ცოფნი ხმობად: ჯვარს აცვი ეგე! ყოველი ცოდვის მოქმედი ქრისტიანე არის ქრისტეს მოღალატე. ნუ იყოფინ ჩვენდა ესრეთ, არამედ ვევედროთ ქრისტესა ღმერთსა რათა მოგვცეს მისი შეურყეველი ერთგულება. ამინ.

შეაფასეთ: 5.0/2
ნანახია: 1397 | დაამატა: Sarcmunoebaკომენტარები (0)



html-კოდი ინფორმაციის
BB-კოდი ინფორმაციის
გაუზიარე ეს ინფორმაცია მეგობარს


 

კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია
სულ კომენტარები: 0