- სასმელი მინერალური წყლები
- ფლორა
- ფაუნა
- მინერალური რესურსები
- წყლის რესურსები
- საზღვრები
- ფართობი
- ტერიტორიის ფორმირება
- ატმოსფერული ცირკულაცია
- მზის რადიაცია
- ჰავა
- გეოპოლიტიკური მდებარეობა
- ეკონომიკურ-გეოგრაფიული მდებარეობა
- ფიზიკურ-გეოგრაფიული მდებარეობა
- საქართველოს სამეფო
- სამცხე-საათაბაგო
- იმერეთის სამეფო
- კახეთის სამეფო
- ქართლის სამეფო
- ჰერეთის სამეფო
- აფხაზთა სამეფო
- ტაო-კლარჯეთის სამეფო
- ეგრისის სამეფო
- იბერიის სამეფო
- დიაოხის სამეფო
- ქართლ-კახეთის სამეფო XVIII საუკუნის 80-90-იან წლებში
- დასავლეთ საქართველოს სამეფო-სამთავროები XVIII საუკუნეში
- ქართლ-კახეთი XVIII საუკუნის 40-70 იან წლებში
- ქართლის და კახეთის სამეფოები XVIII საუკუნის პირველ ნახევარში
- სამცხე-საათაბაგო XVII საუკუნეში
წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე)სიტყვა ამაღლების დღესადა აჰა ესერა მე თქვენთანა ვარ ყოველთა
დღეთა წმიდა მოციქული და მახარებელი ლუკა მოგვითხრობს სახარებასა შინა თვისსა, რომელ ოდეს უფალმან ჩვენმან იესო ქრისტემან მეორმოცესა დღესა შემდგომად მკვდრეთით აღდგომისა თვისისა გამოიყვანა მოციქულნი თვისნი იერუსალიმიდგან ბეთანიამდე, მისცა მათ უკანასკნელი დარიგება, აღუთქვა მათ მოვლინება ნუგეშინისმცემლისა, აკურთხა იგინი და ამაღლდა მათ წინაშე ზეცად. მაშინ მოციქულნი მისნი თაყვანის-ჰსცემდეს მას და მოიქცენ იერუსალიმად სიხარულითა დიდითა, აქებდეს, აკურთხევდეს და ადიდებდეს ღმერთსა (ლუკ. კდ, მუხ, ნგ.). რას ნიშნავს ძმანო ქრისტიანენო, ესრეთი სიხარული მოციქულთა? იგინი მოაკლდენ ხილვასა საყვარელისა თვისისა მოძრვრისა, დარჩენ სოფელსა შინა გარემოცულნი მრავალთა მტერთა და განსაცდელთა მიერ, მათ უთუოდ არ დაავიწყდათ სიტყვა მაცხოვრისა, რომელ იგინი დარჩებიან ვითარცა ცხოვარნი შორის მგელთა და იქმნებიან მოძულებულნი და დევნულნი სოფელსა შინა; გარნა არა მიმხედველნი ამისა, იგინი გაეყარნენ რა მოძღვარსა თვისსა და დარჩენ რა ობლად, ნაცვლად შეწუხებისა, სიხარულითა დიდითა მოიქცევიან იერუსალიმად და მარადის აქებენ და ადიდებენ ღმერთსა. რამ გააჩინა მათ გულში ეს სიხარული? ესრეთი სიხარული იგრძნეს მისთვის, რომელ უფალმან მისცა მათ აღთქმა: აჰა ესერა მე თქვენთანა ვარ ყოველთა დღეთა. მოციქულთა ცხოვლად იგრძნეს, რომელ უფალი არა თუ განეშორა მათგან, არამედ უმეტესად მიეახლა მათ. თვალნი მათნი აღარა ხედვიდენ მაცხოვარსა, გარნა გული მათი გრძნობდა, რომელ იგი არის მუნ, მათ შორის. ეჰა სასწაული ღვთაებრივისა სიყვარულისა და მადლისა! მაცხოვარი, უფალი ამაღლდა ზეცად, გარნა არა განეშორა მოწაფეთა თვისთა; იგი მიეფარა თვალთა მათთაგან; გარნა მიეახლა გულთა მათთა. ესრეთი თვისება აქვს კაცის გულსა, თუ იგი არის აღვსებული წმიდა უმანკო სიყვარულითა! როდესაც პირი, ანუ საგანი, მისგან შეყვარებული, მარადის არის მის წინაშე, ყოველ დღე მასთან იქცევა, მაშინ მას არა აქვს ესოდენი ფასი; გარნა, ოდეს იგი განეშორება მისგან, მაშინ კი გული მისი შეიტყობს, რა ძვირფასი იყო იგი მისთვის, მაშინ უმეტესად შეიყვარებს იგი მას, და ესრეთ ხორციელი განშორება სულიერად დაახლოებს მათ, - ესრეთვე შეემთხვია მოწაფეთა ქრისტესთა. როდესაც უფალი ამაღლდა და მიეფარა თვალთა მათთაგან, მაშინ უმეტესი იგრძნეს მათ სიყვარული მისდამი, მაშინ უმეტესად დააფასეს მათ, ვინ იყო იგი, და ესრეთი სასოება მისდამი გაჩნდა გულთა შინა მათთა, რომელ იგინი არათუ სწუხდენ, არამედ იხარებდენ და ადიდებდენ ღმერთსა. ესრეთი გულითადი გრძნობა მოციქულთა იესო ქრისტეს მათ შორის მყოფობისა და არსებისა განამხნევებდა და მოათმენინებდა ყოველთა მათ საშინელთა ჭირთა და განსაცდელთა, რომელი შეემთხვეოდა მათ. მოციქულნი ცხოვლად გრძნობდენ, რომ უფალი იყო მათთანა, იგი თანა მავალი იყო ყოველთა შინა მოგზაურობათა, იგი ხედვიდა მათსა შრომასა და მოღვაწეობასა. გარნა, ძმანო ჩემნო, ქრისტიანენო, სანუგეშო იგი სიტყვა: აჰა ესერა მე თქვენთანა ვარ, არა იყო თქმული მხოლოდ მოციქულთა მიმართ, ვინაიდგან მოციქულნი აღასრულებდნენ თავის დროზედ: გარნა უფალი იტყვის: მე თქვენთანა ვარ, ვიდრე აღსასრულადმდე სოფლისა; მაშასადამე აღთქმა იგი მაცხოვარმან მისცა ყოველთა მორწმუნეთა ქრისტიანეთა, რომელნი იქმნებიან ვიდრე აღსასრულადმდე სოფლისა. და ჭეშმარიტადცა იგივე უფალი ახლაცა არის ჩვენთანა, მისი მადლი, მისი სიტყვა, მისი ქადაგება. მისი სიყვარული ახლაც არის და მოქმედებს ჩვენ ქრისტიანეთა შორის; თვითონ მან სთქვა: მამა ჩემი მოაქომამდე იქმს და მეცა ვიქმ. გარნა თუ შენ არ გრძნობ მისსა მყოფობასა, თუ გული შენი არ არის მოხარული, ვითარცა გული მოწაფეთა იყო გახარებული, როდესაც ესმა მათ ეს სიტყვა: მე თქვენთანა ვარ, მაშასადამე ერთი რომელიმე მიზეზი გაბრკოლებს შენ. იგი მახლობლად შენდა არს, გარნა შენ არ ფიქრობ მასზედა, არ გიყვარს იგი და მისთვის არ იცი მისი დაახლოება. გარნა არ მომხდარა ესრეთი მაგალითი, რომელ რომელიმე შენი მოყვასი ჰსცხოვრობს შენთან ერთს სახლში, მარადის შენ წინაშე არს, გარნა შენ მას ზედა არ ფიქრობ, თვალყურს არ აძლევ და თითქმის არ ფიქრობ, რომ ის დაახლოებულ არს შენთან? სულიერი სიყვარული გაჩნდება თავის უფლებით და არა იძულებით. შენ თვითონ უნდა მოინდომო, ისურვო დაახლოება იესო ქრისტეზედ; გული შენი თავისუფლად უნდა ეძიებდეს მას, და მაშინ იგრძნობ მისსა მყოფობასა. რა სახით უნდა შევიდეს უფალი იესო ქრისტე შენს გულში, როდესაც იგი არის აღვსებული ყოვლითა ამაოებითა და ადგილი აღარ არის თავისუფალი, რომ განისვენოს მუნ უფალმან. ამისთვის, ძმაო, თუ გსურს, რომ უფალი იყოს შენთანა, ხშირად უნდა ფიქრობდე მას ზედა, ხშირად უნდა წარმოიდგენდე ღვთაებრივსა მისსა ხატსა. ყოველთა ღვთის მოყვარეთა წმიდათა კაცთა ჰქონდათ და ახლაც აქვსთ ის ჩვეულება, რომელ ერთ დღეს ვერ გაატარებდენ იგინი, რომ არ ეფიქრათ უფალსა იესო ქრისტესა ზედა და არ გაეხსოვნათ რომელიმე მისი სიტყვა და სწავლა. მათ ყოველთვის თან დაჰქონდათ სახარება ქრისტესი და ყოველ დილით და საღამოთი წაიკითხვიდენ თითოსა ანუ ორ-ორსა თავსა და მით გააცხოველებდენ მათ გულში ხატსა მაცხოვრისასა. შენ კი, ძმაო, არა თუ არ ზრუნავ, რომ იშოვო სახარება და კითხულობდე მარადდღე, არამედ კვირაში ერთხელ რომ მოხვალ საყდარში, იქაც ყურადღებით არ ისმენ მოკლე სახარების კითხვასა, სახარებაში არის, ძმაო, იესო ქრისტეს სული, სიყვარული და მადლი. სახარების კითხვას ესოდენი მადლი და მოქმედება აქვს კაცის გულზე, რომ ხშირად თვით ურწმუნონი, განდრეკილნი და ქრისტეს წინააღმდეგნი კაცნი რომ წაიკითხვენ, იძულებულნი უნებლიეთ აღიარებენ, რომელ იგი სწორედ არის სიტყვა ღვთისა და არა კაცისა, და თუ ესრეთი მოქმედება აქვს სახარებას გულთა ზედა თვით ურწმუნოთა კაცთასა, წარმოიდგინე რა მადლი და სარგებლობა მიეცემა კაცსა, რომელი სარწმუნოებითა და სასოებითა იწყებს კითხვასა მისსა. ამისთვის თუ გსურს, ძმაო ჩემო, რომ სული ქრისტესი მიეახლოს სულსა შენსა, ხშირად წაიკითხავდე სახარებასა ქრისტესსა. მაშინ შეიტყობ, რომ უტყუელ არს აღთქმა მისი: აჰა ესერა მე თქვენთანა ვარ ყოველთა დღეთა. ამინ. | |
შეაფასეთ:
ნანახია: 1294 |
დაამატა: 4.5/2 Sarcmunoeba | კომენტარები (0)
|
html-კოდი ინფორმაციის | |
BB-კოდი ინფორმაციის | |
გაუზიარე ეს ინფორმაცია მეგობარს |
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია
სულ კომენტარები: 0 | |