მოგესალმებით!კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენს საიტზე "უფალი გფარავდეთ"
  

  

  

  

  

  

Real Menu
საიტის მენიუ
მთავარი კონტაქტი ფლეშ სიახლეები ხატები და ფრესკები ეკლესია–მონასტრები თქვენი თხოვნები რა არის როკ–მუსიკა სამარხვო კერძები სხვადასხვა მამათა გამონათქვამები საგალობლები ბიბლია მარხვები დღესასწაულები საქართველოს ისტორია ფსალმუნები დასაბეჭდი ლოცვანი ქადაგებანი და წერილები ხატები ფოტოალბომი წმინდა სინოდი ქრისტეს 12 მოციქული პატერიკი სახარება ჩვენი ტაძარი მამათა სწავლებანი
ფეისბუქის ქოვერები

ჩვენთან არს ღმერთი



















ჩვენი გამოკითხვა
როგორი საიტია ?
ჩვენი გამოკითხვა
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
საიტის წევრები არ არიან...
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
სტუმარი მომხმარებელი
საიტზე ძებნა
მომხმარებლის პროფილი
სტუმარო


სტუმარო გთხოვ დარეგისტრირდი ან გაიარე ავტორიცაზია!


აუდიო ბიბლია
ჩვენთან არს ღმერთი



















თქვენი რეკლამა



Top სტატუსი



ქართველი სამღვდელობის საყურადღებოდ
სიტყვა ღირსი მამის შიო მღვიმელის წმ. ნაწილთა აღმოსვენების დღეს

მარჯვნივ
მარცხნივ


ყოველდღიური სიახლეები ვიდეო სიახლეები წმიდანთა ისტორიები

სიტყვა დავით და კონსტანტინობის დღეს


კათოლიკოს-პატრიარქი ლეონიდე (ოქროპირიძე)

სიტყვა დავით და კონსტანტინობის დღეს

„წრფელთა შვენის ქება" (ფსალმ. 32,1)

დიდი და მრავალი ხალხი მოსულა დღეს ამ წმიდა ალაგს. ბრწყინვალე ტაძარს, მის ეზოს და მიდამოებს ვერ დაუტევნიათ მლოცველთა სიმრავლე. თანაბრად უცემს ყველას გული და ყველას აზრი ამჟამად მიმართულია ერთსა და იმავე საგნისადმი. გრძნობანი, რომლებიც აღავსებენ აქ მყოფთა გულს, რომელთა მოქმედების სხივი ერთბაშად გამოსჭვივის ყველა მლოცველის სახის მეტყველებაში, ერთობ ცხადი და გარკვეულნი არიან. სულ ადვილად, თავისუფლად შეუძლია კაცს მათი მიხვედრა, მათი წაკითხვა. თვითეული თქვენგანი, დიდი და პატარა, ქალი და ვაჟი გონებით, სულით და გულით იმყოფება დღეს, თუ შეიძლება ამგვარად თქმა, საღმრთო ნათლით მოსილ, არგვეთის მთავართ, დავით და კონსტანტინესთან. წარმოგიდგენიათ რა დავით და კონსტანტინეს წრფელი ცხოვრება, მათი მხურვალე სიყვარული ქრისტეს სარწმუნოებისადმი, ქრისტესთვის თავშეწირულება, სასწაულნი და ნიშნი, რომლებიც მოუხდენიათ და ახდენენ დღესაც სანუგეშოდ მორწმუნე ერისა მათი წმიდა ნაწილები - ყველანი გამსჭვალულ ხართ იმ რწმენით, რომ „წრფელთა შვენის ქება" და აი, ამ რწმენას ახორციელებთ, სინამდვილედ ჰყოფთ კიდეც დღევანდელ დღეს აქ შეკრებით; ამ რწმენის გამოთქმა. მისი დამტკიცება გიდევთ გულში, რომ ამკობთ ასე ძვირფასი, ასე საუცხოო კუბოთი თქვენი მფარველების უხრწნელ გვამებს.

ჭეშმარიტად საქებარი და სასახელოა, ძმებო და დებო, თქვენი ამგვარი საქციელი!

სჩანს, ცოტათ თუ ბევრად, ჩვეულნი ყოფილხართ საღმრთო წერილის მოძღვრების გულდადებით მოსმენას; სჩანს, მტკიცედ დაგიმარხავთ გულის სიღრმეში მოციქულის მცნება - „მოიხსენეთ წინამძღვარნი იგი თქვენნი" (ებრ. 13,7). დარიგება დავით წინასწარმეტყველისა - „წრფელთა შვენის ქება" და, რამდენადაც შესაძლოა, რამდენადაც ხელს გიწყობთ გარემოება, ასრულებთ კიდეც ხსენებულ საღმრთო სწავლა-მოძღვრებას.

ხსოვნა და მარად ქებით ხსენება იმ პირებისა, რომლებიც ყოფილან სასარგებლონი ჩვენთვის და ქვეყნისათვის. მიჩნეული გვაქვს ყველას ზნეობრივ მოვალეობად. ხოლო ჩვეულებრივი ადამიანის შეწევნა, დახმარება და მოძმისათვის სიკეთის მინიჭება ხანმოკლე და ვიწროდ შემოფარგლულია. კაცი მოქმედებს და სთესს სიკეთეს, სანამ ცოცხალია; მოკვდა იგი და შეჩერდა მისი კეთილი მოქმედება, მოაკლდა ქვეყანას და თანამოძმეთ მისი მფარველობა, მისი ნუგეში და პატრონობა. დიაღ, ასე მოკლეა ჩვეულებრიეი კაცის სიცოცხლე და მისი მოქმედების ასპარეზი, მაგრამ ღმერთი, რომელსა „ყოველთა კაცთა ჰნებავს ცხოვრება და მეცნიერებასა ჭეშმარიტებისასა მოსვლა" (ა. ტიმ. 2,4), საკვირველად მოქმედებს წმიდათა შორის თვისთა და, ადამიანის მოქმედების გამაუქმებელ, მომსპობელ ძალას, რომელსაც ვეძახით სიკვდილს, წმიდა და უმანკო გვამთათვის განარინებს და თრგუნავს. ვინ არ ცნობს, მაგალითად, სიკვდილს უღონოდ და უძლურად ამ წმიდა გვამების შემხედვარე? სადაა დამარღვეველი, განმანაწილებელი და გამხრწნელი ძალა სიკვდილისა, როდესაც ათას წელზე მეტია, რაც წმიდა ძმები აღმობრწყინდნენ საფლავებიდან უხრწნელებით და აჰა დღესაც აღყვავებულნი, ვითარცა ფინიკი, გამრავლებულნი, ვითარცა ნაძვი ლიბანისა" (ფსალ. 91,12), ვითარცა „წყარო, რომელსა არა მოაკლდეს წყალი" (ისაია, 58, 11)? მართალია, დავით და კონსტანტინე გავიდნენ ცხოვრებიდან, ამაღლდნენ ზეცას სულიერად, მაგრამ თავიანთი ერი კი არ დაუტოვებიათ, არ განუწყვეტიათ მასთან სულიერი კავშირი, სულიერი ერთობა, არასოდეს არ დამცხრალან მის სასიკეთო მოქმედებას, არ მოუკლიათ მისთვის ოხა და მფარველობა წინაშე ღვთისა. წინდად ამ სულიერი კავშირისა ჩვენთან და მუდმივი ჩვენდა შემწე-მფარველობისა წმიდა მოწამეებმა. დავით და კონსტანტინემ, დაგვიტევეს ქვეყნად თავიანთი უხრწნელნი გვამნი, მსგავსად იმისა, როგორც წინასწარმეტყველმა ილიამ დაუტევა ელისეს თვისი ხალენი. ჩვენს მამა-პაპათ კარგად ესმოდათ მოწამეთა წმიდა გვამების ამგვარი მნიშვნელობა და ყოეელთვის ჭირშიც და ლხინშიც, ბედნიერებაშიც და უბედურებაშიც მიმართავდნენ ხოლმე მათ მტკიცე სასოებით, რომ მიიღებენ მათგან საჭირო დახმარებას, ნუგეშის-ცემას და სულიერად დაკმაყოფილებას. არცთუ ოდესმე შერცხვენილ ქმნილან სასოებისაგან (რომ. 5. 5), არც არასდროს მათი ვედრება არ დარჩენილა წმიდათაგან შეუსმენელნი. ვინც გულდადებით და პირუთვნელად შეისწავლის ქართველი ერის წარსულის თავგადასავალს, სცნობს და წრფელად აღიარებს, რომ თუ ქართველობამ გაუძლო ათასგვარ აუტანელ ქარტეხილს, თუ ქართველი ერი, - ყოველთვის მცირე რიცხვით და სუსტი სამხედრო ძალით, - არსებობს დღეს ქვეყნიერებაზე, დასდგომია გონების განვითარების გზას და მოქალაქეობრივი ცხოვრების წინმსვლელობას, იმ დროს, როდესაც ოდესღაც სახელგანთქმულნი, მძლავრნი და საშიშნი მისი მტრები აწ აღგვილან დედამიწის პირიდან, ან დაწვრილმანებულან, დაუძლურებულან და დღე-დღეობით მოელით მათ სრულებით განადგურება. ვინც შეისწავლის ამაებსაო, ვამბობთ ჩვენ, ის დარწმუნდება, რომ ეს მოხდა მხოლოდ ქართველთა წმინდანების გუნდთა ზეციური მფარველობის და ლოცვის ძალით საზოგადოდ, ხოლო დავით და კონსტანტინეს მხურვალე მეოხებით განსაკუთრებით. გესმათ, ძმებო და დებო, რა მფარველობა გაუწიეს მოწამეებმა დავით და კონსტანტინემ ჩვენ წინაპართა, ხედავთ დღეს რომ „წყარო არიან ნიჭთა კურნებათასა ნაწილნი მათნი" და, რასაკვირველია, არავის არ მიეტევება გულგრილობა, უსასოება და მათდამი ჯეროვანი კრძალულების უქონელობა. სანუგეშოდ და სასიქადულოდ თქვენდა, ვგონებ, მცირედ მოიპოვებიან თქვენ შორის ამგვარი პირნი. თვალსაჩინო სიმრავლე დღევანდელი მლოცველებისა, დაუზარებლად, სისარულით და სიამოვნებით გაღება თქვენ მიერ შესაძლო წვლილისა წმინდანების გვამთა სამყოფელის, ანუ კუბოს შესაბამად გამშვენება-გაბრწყინვებისთვის, ეჭვს-გარეშე ჰყოფს თქვენ სათნოებას და სასოებას წმიდანებზე. სასოებით უმზერთ ამ ზეციურ მფარველთ და არცთუ მათ მიუქცევიათ თქვენგან პირი; გსურთ შეძლებისადაგვარად სულიერად დაუახლოვდეთ მათ და იგინიც ამის გამო დამკვიდრებულან თქვენ შორის. ირწმუნეთ გულით, რომ თუ თქვენსა და ხსენებულ წმიდათა შორის არ არსებობდეს სულიერი კავშირი, თუ წმ. დავით და კონსტანტინე განრისხებულ იყვნენ თქვენზე და სამძიმოდ მიაჩნდეთ თქვენი მფარველობა, თქვენთვის შუამავლობა წინაშე ღვთისა, აღარც ეს უხრწნელნი გვამნი მათნი დარჩებოდნენ თქვენ შორის.

აღვსილნი ნეტარებით და სულიერი სიხარულით იმის გამო, რომ გივისთ წინაშე ღვთისა კადნიერნი მეოხნი და მფარველნი, ნუ დაივიწყებთ ამასთან, ძმანო ქრისტეანენო, რომ სიხარული და ბედნიერება თქვენი იქნება სრული და უნაკლულო მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მომავალ თაობას, თქვენს შვილებსაც გადასცემთ თქვენ მფარველთადმი შესაფერ რიდს და კრძალულებას. თუ ბავშვობაშივე აგრძნობინებთ მათ, რომ „წრფელთა შვენის ქება"; სიყრმითვე ჩააგონებთ, ვინ იყვნენ დავით და კონსტანტინე; როდის, სად, ვისგან და რისთვის ეწამნენ იგინი; ვინ და როგორ აღმოაჩინა მათი უხრწნელნი გვამნი; ვინ ააშენა და შეამკო ეს ტაძარი; ვინ დასწერა მათი ლოცვა-გალობა და სხვა. იცოდეთ, პატიოსანნო მსმენელნო, რომ ამგვარად აღზრდა შვილებისა არის საღმრთო ანდერძი მამა-პაპისა.

იმერთ-ამერთა მნათობნო ქართველნო, ანგელოსთა წესთა თანა მარადის მდგომარენო წინაშე საღმრთოსა საკურთხეველისა, მხნენო მოწამენო დავით და კონსტანტინე, შემწე და მეოხ ეყვენით წინაშე ღვთისა თქვენს აღმომჩენელს და ტაძრისა ამისა აღმგებსა; გამოსთხოვეთ იესო ტკბილსა სიმრთელე და კეთილდღეობა იმერეთის სასიქადულო მღვდელმთავრის გაბრიელისთვის, რომლიც დაშვრა მრავალს ამ ტაძარის მეორედ აგებაზე; მიანიჭეთ ბედნიერება, სიცოცხლე და უხვი ქონება, რომელთაც იღვაწეს და მონაწილეობა მიიღეს თქვენ პატიოსან კუბოს გამშვენებაში; შეუნდეთ ყოველი შეცოდებანი, აღუსრულეთ ვედრება და მიმადლეთ თქვენი კურთხევა აქ მყოფთ თქვენ მედღესასწაულეთა! ამინ.

შეაფასეთ: 5.0/1
ნანახია: 1365 | დაამატა: Sarcmunoebaკომენტარები (0)



html-კოდი ინფორმაციის
BB-კოდი ინფორმაციის
გაუზიარე ეს ინფორმაცია მეგობარს


 

კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია
სულ კომენტარები: 0