მოგესალმებით!კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენს საიტზე "უფალი გფარავდეთ"
  

  

  

  

  

  

Real Menu
საიტის მენიუ
მთავარი კონტაქტი ფლეშ სიახლეები ხატები და ფრესკები ეკლესია–მონასტრები თქვენი თხოვნები რა არის როკ–მუსიკა სამარხვო კერძები სხვადასხვა მამათა გამონათქვამები საგალობლები ბიბლია მარხვები დღესასწაულები საქართველოს ისტორია ფსალმუნები დასაბეჭდი ლოცვანი ქადაგებანი და წერილები ხატები ფოტოალბომი წმინდა სინოდი ქრისტეს 12 მოციქული პატერიკი სახარება ჩვენი ტაძარი მამათა სწავლებანი
ფეისბუქის ქოვერები

ჩვენთან არს ღმერთი



















ჩვენი გამოკითხვა
როგორი საიტია ?
ჩვენი გამოკითხვა
სულ ონლაინში: 6
სტუმარი: 6
მომხმარებელი: 0
საიტის წევრები არ არიან...
სულ ონლაინში: 6
სტუმარი: 6
მომხმარებელი: 0
სტუმარი მომხმარებელი
საიტზე ძებნა
მომხმარებლის პროფილი
სტუმარო


სტუმარო გთხოვ დარეგისტრირდი ან გაიარე ავტორიცაზია!


აუდიო ბიბლია
ჩვენთან არს ღმერთი



















თქვენი რეკლამა



Top სტატუსი



ნუ განიკითხავ
მოძღვრება მეხუთესა კვირიაკესა დიდისა მარხვისასა

მარჯვნივ
მარცხნივ


ყოველდღიური სიახლეები ვიდეო სიახლეები წმიდანთა ისტორიები

ფიქრნი წინაშე ჯვარისა


მიტროპოლიტი დავითი (კაჭახიძე)

ფიქრნი წინაშე ჯვარისა

ვიხილავ რა პატიოსანსა ჯვარსა, მყისვე წარმომიდგება თვით ჯვარცმული, უფალი ჩვენი იესო ქრისტე, მაგონდება მისი აუწერელი ტანჯვა-წვალება და სიკვდილი, განსაკუთრებით მახსენდება მისი სიტყვა, წარმოთქმული სულის განტევების წინათ ძმრის მიღების შემდეგ: „აღსრულებულ არს". სიტყვა ესე დიდმნიშვნელოვანი და აზროვანია, იგი ბევრს, ბევრს რასმე გვეუბნება.

„აღსრულებულ არს!" - აღსრულდა ღვთის ნება, რომლისამებრ უნდა მოსულიყო ამ სოფლად მხსნელი, რათა მას ცდომილი, სულიერ სიბნელეში მყოფი, ღმერთს დაშორებული, ჭეშმარიტ ბედნიერებას მოკლებული კაცობრიობა გაეთავისუფლებინა ეშმაკისა და ბოროტების მონობისაგან, აღედგინა შეწყვეტილი მისი კავშირი ღმერთთან, დაებრუნებინა მისთვის დაკარგული ნეტარება.

„აღსრულებულ არს!" - უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ თავისი უუმაღლესი და უუსრულესი სწავლით, უწმიდესის ცხოვრებით, სასწაულებრივი მოქმედებით, აუტანელ წვალებათა დათმენით, ჯვარცმით და სიკვდილით მთელი კაცობრიობა დაარწმუნა, რომ იგი არს ღვთისგან მოვლენილი, რომ მისი სიტყვა ჭეშმარიტებაა, ნამდვილი ღვთის სიტყვაა, და, ვინც მას მიიღებს და აასრულებს, ის უეჭველად შეუერთდება ღმერთს, რომლისადმი ადამიანის სული მოუსვენრად და შეუკავებლად ისწრაფვის და რომელიც არის ერთადერთი წყარო ბედნიერებისა.

„აღსრულებულ არს!" - წყვდიადით მოცულმა კაცობრიობამ არ უწყოდა, თუ რა არის ჭეშმარიტება, არ იცოდა, თუ ვინ არის ის, ვისდამიც ლტოლვილებას გრძნობს იგი თავისი ბუნების სიღრმეში, რა არსებისა და თვისებებისაა ღმერთი, რას თხოულობს იგი კაცისაგან, როგორ შეიძლება მასთან დაახლოვება, რა არის თვით ადამიანი, რა შეადგენს მის დანიშნულებას, როგორ უნდა იცხოვროს მან, რათა მოიპოვოს სულიერი კმაყოფილება და დაუსრულებელი სიხარული, - და აი, ყველა ამ კითხვაზე, რომელთა ხსნა მას არ ძალუძდა თავისი გონების ძალით, ხოლო აუხსნელობა მას მოსვენებას არ აძლევდა და ტანჯავდა, მაცხოვარმა მისცა ჯეროვანი პასუხი და თავისი მტკიცე, ეჭვშეუტანელი, ღვთაებრივი სიტყვით გონება გაუნათლა და გული დაუმშვიდა.

„აღსრულებულ არს!" - კაცს ცხოველსმყოფელი მადლის შეწევნით მიეცა საშუალება, დათრგუნოს ბოროტება თავის ბუნებაში, შემუსროს და მოსპოს ცოდვილნი და დამღუპველნი ჩვეულებანი, სძლიოს და განდევნოს ბიწიერი აზრები, გრძნობები და სურვილები, გაავარჯიშოს და გააძლიეროს თანდაყოლილნი კეთილნი მიდრეკილებანი, ჩანერგოს და განავითაროს სხივ-მფინარე სათნოებანი, ააღორძინოს, გაანათლიეროს და აღაფრთოვანოს თავისი სული და ამით შეუერთდეს ღმერთს მჭიდრო ცხოველი კავშირით და მიაღწიოს ბედნიერებას.

ამნაირად აღსრულდა წყევისაგან კაცის გამოსყიდვის, ცხოვნების საქმე. კაცობრიობამ ისწავლა ჭეშმარიტება, მას მიენიჭა ძალა თავისი გახრწნილი ბუნების გასწორებისა, ღმერთთან დაახლოვებისა და ნეტარების მოპოვებისათვის; და ყოველივე ეს იქმნა მაცხოვრის მიერ. აი, რა დიდი სიკეთე გვიყო ჩვენ უფალმა იესო ქრისტემ, და ნუთუ ჩვენ არ უნდა აღვივსნეთ მადლობითა და სიყვარულით მისდამი, ნუთუ ჩვენ მოვალენი არა ვართ, მუდამ წარმოვიდგენდეთ მის ღვთაებრივ სახეს, მის ღვაწლს, თავდადებას და სიკვდილს ჩვენთვის და ჩვენის ცხოვრებისათვის, და ნიშნად მხურვალე მადლობისა მისდამი ვასიამოვნებდეთ მას წმ. სახარებაში ცხადყოფილი მისი ნების აღსრულებით, ჩვენი ცხოვრებით მის სწავლისამებრ! ხოლო ჩვენ რითი ვამტკიცებთ, რომ მართლა გამსჭვალული ვართ უფლის იესო ქრისტესადმი ნამდვილის მადლობითა და სიყვარულით? განა ჩვენ ვცდილობთ, აღვინთოთ გულში მის მიერ ნაჩვენები უმაღლესი გრძნობები, შევისისხლხორცოთ მის მიერ ნამოძღვრებნი სათნოებანი? არა და არა! ცხოვრებას ვატარებთ ჩვენ ისე, როგორც წუთიერი გულისთამა მოითხოვს და შემთხვევა გვიჩვენებს, და სრულიადაც არ ვხელმძღვანელობთ სახარებაში დასურათხატებული ზნეობრივი კანონებით. მართალია, მაცხოვარს სიტყვით მადლობას ვწირავთ, ვაქებ-ვადიდებთ, აღტაცებაში მოვდივართ მისი უმაღლესი ქადაგებისგან, მაგრამ განა ეს საკმაოა? განა ღრმა მადლობის გადახდა მხოლოდ სიტყვით უნდა? ნამდვილი მადლობის გადახდა ჩვენგან ვინმე კეთილის-მყოფელისადმი მდგომარეობს მასში, რომ ჩვენ გარდა ქების შესხმისა ვასრულებდეთ იმას, რასაც იგი თხოულობს, რაც მას მოსწონს. სწორედ აგრეთვე მაცხოვარს ჩვენ მადლობას უნდა ვუხდიდეთ უმთავრესად მისი ნების აღსრულებით; ხოლო მას ნებავს, რომ ჩვენ ვცხოვრობდეთ მისი მოძღვრებისამებრ, რაც საჭიროა ჩვენისავე ბედნიერებისათვის. მაგრამ ჩვენ ამას არ ვიქმეთ, და ამიტომ ჯვარის ხილვის დროს უნდა ვგრძნობდეთ მწუხარებასა და სინდისის ქეჯნას.

შეაფასეთ: 5.0/2
ნანახია: 1251 | დაამატა: Sarcmunoebaკომენტარები (0)



html-კოდი ინფორმაციის
BB-კოდი ინფორმაციის
გაუზიარე ეს ინფორმაცია მეგობარს


 

კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია
სულ კომენტარები: 0