- სასმელი მინერალური წყლები
- ფლორა
- ფაუნა
- მინერალური რესურსები
- წყლის რესურსები
- საზღვრები
- ფართობი
- ტერიტორიის ფორმირება
- ატმოსფერული ცირკულაცია
- მზის რადიაცია
- ჰავა
- გეოპოლიტიკური მდებარეობა
- ეკონომიკურ-გეოგრაფიული მდებარეობა
- ფიზიკურ-გეოგრაფიული მდებარეობა
- საქართველოს სამეფო
- სამცხე-საათაბაგო
- იმერეთის სამეფო
- კახეთის სამეფო
- ქართლის სამეფო
- ჰერეთის სამეფო
- აფხაზთა სამეფო
- ტაო-კლარჯეთის სამეფო
- ეგრისის სამეფო
- იბერიის სამეფო
- დიაოხის სამეფო
- ქართლ-კახეთის სამეფო XVIII საუკუნის 80-90-იან წლებში
- დასავლეთ საქართველოს სამეფო-სამთავროები XVIII საუკუნეში
- ქართლ-კახეთი XVIII საუკუნის 40-70 იან წლებში
- ქართლის და კახეთის სამეფოები XVIII საუკუნის პირველ ნახევარში
- სამცხე-საათაბაგო XVII საუკუნეში
მიტროპოლიტი დავითი (კაჭახიძე)ქადაგება სოფელ იყალთოშიიცით თქვენ, სადა დგახართ? წარმოდგენილი გაქვთ თუ არა, რა ფასი აქვს იმ ადგილს, სადაც თქვენ იმყოფებით? გესმით მნიშვნელობა ამ შენობის ნანგრევებისა? დიდად ძვირფასია თვითეული ქვა ამ ადგილისა. მან უნდა ვემთხვიოთ და გავუფრთხილდეთ, როგორც თვალის გუგას. ეს ადგილი, ეს ქვანი მოგვითხრობენ ჩვენს ბედნიერ წარსულს, მოწმობენ, რომ ჩვენ ერთ დროს კაცურად გვიცხოვრნია, ვყოფილვართ განათლებულნი. აქ იჯდა მღვდელმთავარი; აქ იყო უმაღლესი სასწავლებელი; აქედან გამოდიოდნენ ნასწავლნი, რომელნიც განათლებას საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში ფენდნენ. აქ ემზადებოდნენ მოძღვარნი. რომ ეს ქვები არ იყოს, განა ჩვენ შევიძლებდით ნათლად წარმოდგენას იმისას, რომ ჩვენ მართლა გვქონდა ბწყინვალე წარსული? ახლა კი, როცა ეს ქვებია აქა, მოიყვანეთ ურწმუნონი, ჩვენი დამამცირებელნი, მაძაგებელნი და აჩვენეთ ეს კედლები, ეს ქვანი; ქვანი ღაღადებენ, ამტკიცებენ, რომ ჩვენ გვიცხოვრია განათლებულად. დიაღ, ეს ადგილი შეადგენს საქართველოს სიამაყეს, ჩვენის ერის დიდებას. ამიტომ თქვენ, მკვიდრთ ამ ადგილისას, გევალებათ შეინახოთ, მოუაროთ ამ ძველ ნაშთებს, ამ ქვებს. თქვენს ძარღვებში თუ ჩქეფს ქართველის სისხლი, თქვენი გული თუ ქართველურად ცემს, უნდა თვლიდეთ თქვენ წმიდა მოვალეობად მოვლა-პატრონობას ამ შენობისას და ამ ქვებისას. გეტყობათ, ამ წმიდა ადგილს აფასებთ, და თუ პატივს სცემთ, ეს თქვენ უნდა გამოხატოთ იმით, რომ უნდა გაიღოთ საკმაო ფული ამ ეკლესიის შესაკეთებლად. თქვენ შორის კიდევაც გამოჩნდა ერთი მადლიანი კაცი, რომელსაც უხვად შეუწირავს ამ ეკლესიისათვის; სხვებმაც მიბაძეთ მას. გთხოვთ, ძალიან გთხოვთ, ეს ძველი ტაძარი და ეს ადგილი, დაიცვათ სუფთად, ლაზათიანად, მთელად, და მით შეუნახოთ ჩვენს სამშობლოს უტყუარი ნიშნები მისი ძველი დიდებისა. 1911 წ. | |
შეაფასეთ:
ნანახია: 1225 |
დაამატა: 5.0/2 Sarcmunoeba | კომენტარები (0)
|
html-კოდი ინფორმაციის | |
BB-კოდი ინფორმაციის | |
გაუზიარე ეს ინფორმაცია მეგობარს |
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია
სულ კომენტარები: 0 | |