- სასმელი მინერალური წყლები
- ფლორა
- ფაუნა
- მინერალური რესურსები
- წყლის რესურსები
- საზღვრები
- ფართობი
- ტერიტორიის ფორმირება
- ატმოსფერული ცირკულაცია
- მზის რადიაცია
- ჰავა
- გეოპოლიტიკური მდებარეობა
- ეკონომიკურ-გეოგრაფიული მდებარეობა
- ფიზიკურ-გეოგრაფიული მდებარეობა
- საქართველოს სამეფო
- სამცხე-საათაბაგო
- იმერეთის სამეფო
- კახეთის სამეფო
- ქართლის სამეფო
- ჰერეთის სამეფო
- აფხაზთა სამეფო
- ტაო-კლარჯეთის სამეფო
- ეგრისის სამეფო
- იბერიის სამეფო
- დიაოხის სამეფო
- ქართლ-კახეთის სამეფო XVIII საუკუნის 80-90-იან წლებში
- დასავლეთ საქართველოს სამეფო-სამთავროები XVIII საუკუნეში
- ქართლ-კახეთი XVIII საუკუნის 40-70 იან წლებში
- ქართლის და კახეთის სამეფოები XVIII საუკუნის პირველ ნახევარში
- სამცხე-საათაბაგო XVII საუკუნეში
მთავარეპისკოპოსი ზოსიმე (შიოშვილი)უყურადღებო ლოცვაზემოგეხსენებათ, ძმანო, ხშირად ჩვენი ლოცვა-ვედრება ღვთისადმი აღვლენილი, არ გვისრულდება, თითქოს უფალი მათ უყურადღებოდ ტოვებდეს, რაც უკმაყოფილო გრძნობას ბადებს ჩვენში. იმისათვის, რომ ავხსნათ ზემოაღნიშნულის მიზეზი, მივმართოთ დიდ საეკლესიო მამასა და მასწავლებელს წმ. იოანე ოქროპირს, რომელიც ერთგან წერს: „ბევრი მოდის ეკლესიაში, წარმოთქვამს და გალობს უამრავ ლოცვასა და საგალობელს და ტაძრიდან გადის ისე, რომ არც კი იცის, რას კითხულობდა ან რას გალობდა. ბაგენი მისნი მოძრაობდნენ, სმენით კი არაფერი ესმოდა, თვალნი მისნი თითქოს იხედებოდნენ, დასანახი კი მაინც ვერ დაინახა; ყურნი ისმენდნენ ღვთის სიტყვას, გასაგონი კი მაინც ვერ გაიგონა. ჰოი კაცო, შენ თვითონ არ გესმის შენი ლოცვისა და გალობისა და როგორ გინდა, რომ ღმერთმა მოგისმინოს და გაგიგოს? შენ, ძმაო, თავს ხრიდი უწმიდესი ხატის წინაშე, გონება კი სხვაგან გაგირბოდა, სხეული შენი ტაძარში იყო, აზრები კი შორს, ძალზე შორს იყვნენ ტაძრიდან. ბაგენი შენი წარმოთქვამდნენ ღვთის სიტყვას, გონებით კი ქვეყნიური საქმეებით იყავი გართული". აბა მითხარი ძმაო, ასეთ უგულო, უსიცოცხლო თხოვნა-ვედრებას შენსას, როგორ შეისმენს უფალი ღმერთი. მართალია, უფალმა შენზე უკეთ იცის შენი სათხოვარი, უფალმა იცის თუ რა გიჭირს და რა გილხინს, მაგრამ მას სურს, რომ კაცი თვითონ ამაღლდეს ღვთისადმი. უფალს სურს ადამიანის სულიერი ზრდა-განვითარება, რაც მხოლოდ გულწრფელი და მხურვალე ლოცვით ხდება. ბოროტმა ძალამ კი იცის, რომ ლოცვით ჩვენ დიდ წარმატებებს ვაღწევთ სულის საქმეში, ამიტომაც ის ყოველნაირად ცდილობს მოსწყვიტოს კაცი მას. ჩვენ ხშირად ვართ მშვიდად, დაწყნარებულნი, თავს კარგად ვგრძნობთ, თითქოს არც ცუდი ფიქრი და აზრი გვაწუხებს, მაგრამ საკმარისია მოვისურვოთ ლოცვა და კიდეც დავიწყოთ მისი შესრულება, რომ მაშინვე გაგვიჩნდება ათასი უგვანო ფიქრი და საზრუნავი. ლოცვა შეიძლება კიდეც შევასრულოთ, მაგრამ ჩვენ თვითონ მივხვდებით, რომ ჩვენს მიერ უაზროდ და უგულოდ წარმოთქმულ თხოვნა-ვედრებას არ ისმენს ღმერთი, რადგან ის თვითონ ჩვენ არ გვესმის. როგორც ვხედავთ, ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი იმისა, რომ ზოგჯერ უფალი არ ისმენს ჩვენსას, ყოფილა ჩვენივე უყურადღებობა და გულგრილობა. ლოცვა ძმანო დიდი საიდუმლოა. ლოცვისას ჩვენ კარგად უნდა ვიცოდეთ ვის ვუხმობთ და რას ვთხოვთ. ცისა და ქვეყნის შემოქმედ ღმერთს, რომელსაც უმაღლესი ანგელოსნიც კი ძრწოლით ემსახურებიან, შიშითა და კრძალვით უნდა მივმართოთ. არ უნდა მოვითხოვოთ ღვთისაგან იმაზე მეტი, ვიდრე გვჭირდება. ხომ შეიძლება, რომ მომეტებულმა წყალობამ ზიანი მოგვიტანოს და საერთოდ შეგვწვას კიდეც. ღმერთმა ყოველივე კეთილად უწყის, ამიტომ ყველას იმას გვაძლევს, რისი ღირსნიცა ვართ. გახსოვდეს, ძმაო, რომ ამ ცისქვეშეთში უღვთოდ არაფერი ხდება, თვით სასჯელიცა და დაბრკოლებაც ღვთისაგან გვეძლევა ჩვენს სასიკეთოდ, რადგან მისგან, როგორც უმაღლესი სიკეთისაგან გამომავალი მხოლოდ სიკეთე შეიძლება იყოს. ამაში დასარწმუნებლად გავიხსენოთ ებრაელთა დიდი წინასწარმეტყველის - ეზეკიელის ჩვენება: ურიათა ბაბილონელთა ტყვეობაში ყოფნის დროს ეზეკიელს მდინარე ქობარის ნაპირზე უფალმა უჩვენა დიდება თვისი. ზეციურ ტახტზე მჯდომარე მეუფე დიდებისამ გამოუცხადა მას, რომ უფალი მას აგზავნიდა ებრაელებთან - ურჩ ხალხთან, რათა შეესმინათ ღვთის სიტყვა და შეენანებინათ. ღმერთმა მოსთხოვა ეზეკიელს შეეჭამა, რასაც მას მისცემდა. ეზეკიელმა დაინახა თავის წინ შეხვეული გრაგნილი, რომელზეც ეწერა შემდეგი სიტყვები: გოდება, ოხვრა და მწუხარება. ეზეკიელმა შეჭამა ეს მწარე გრაგნილი და იგრძნო პირში ისეთი საამო სიტკბო, როგორც თაფლისა. მაშინ წინასწარმეტყველი ეზეკიელი მიხვდა იმას, რომ ყოველივე ცაში და ქვეყანაზე კეთდება ისე, როგორც ღმერთს ნებავს, რომ მწარე სასჯელიც კი ღვთისაგან კაცთათვის განმზადებული, როგორიცაა გოდება, ოხვრა და მწუხარება, ისეთივე ტკბილია, როგორც თაფლი. წმ. მოციქული პავლე კორინთელთა მიმართ ეპისტოლეში ბრძანებს: „ყოველსა შინ ვიჭირვით, არამედ არა იწროება გვიჩნს. წარღათუ-წირულ-ვართ არამედ არა განწირულება გვიჩნს. დევნულღა თუ ვართ, არამედ არა დატევებულ ვართ; დაღათუ ვრდომილ ვართ, არამედ არა წარწყმედულ ვართ". აი ასე უყურებდნენ წმ. მოციქულნი მწუხარებასა და განსაცდელს, რომელსაც ისინი განიცდიდნენ ქრისტიანული მოძღვრების გავრცელებისას. მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ მოციქულნი ხშირად იგდებდნენ თავს განსაცდელსა და ხიფათში, სიღარიბესა და იწროებაში, ისინი არა თუ მწუხარებასა და სასოწარკვეთას ეძლეოდნენ, არამედ მაცხოვრისადმი უდიდესი სიყვარულით აღვსილნი იხარებდნენ და ყოველივეს სიმშვიდით ითმენდნენ. ჩვენც, ძმანო, სიმშვიდითა და მადლობით უნდა დავითმინოთ განსაცდელი, ყოველთვის უნდა გვწამდეს ღვთის მოწყალებისა. ნუ გამოვიჩენთ სულმოკლეობას, არამედ მოუკლებელად ვევედროთ, რათა დაგვიფაროს ბოროტებისაგან და ღირსნი გაგვხადოს საუკუნო სიხარულისა, რომელიც მართალთათვისაა განზადებული უფლის მიერ, რომელსა ჰშვენის ყოველი დიდება უკუნითი უკუნისამდე, ამინ. 1984 წ. სვეტიცხოველი | |
შეაფასეთ:
ნანახია: 1301 |
დაამატა: 5.0/3 Sarcmunoeba | კომენტარები (0)
|
html-კოდი ინფორმაციის | |
BB-კოდი ინფორმაციის | |
გაუზიარე ეს ინფორმაცია მეგობარს |
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია
სულ კომენტარები: 0 | |