მოგესალმებით!კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენს საიტზე "უფალი გფარავდეთ"
  

  

  

  

  

  

Real Menu
საიტის მენიუ
მთავარი კონტაქტი ფლეშ სიახლეები ხატები და ფრესკები ეკლესია–მონასტრები თქვენი თხოვნები რა არის როკ–მუსიკა სამარხვო კერძები სხვადასხვა მამათა გამონათქვამები საგალობლები ბიბლია მარხვები დღესასწაულები საქართველოს ისტორია ფსალმუნები დასაბეჭდი ლოცვანი ქადაგებანი და წერილები ხატები ფოტოალბომი წმინდა სინოდი ქრისტეს 12 მოციქული პატერიკი სახარება ჩვენი ტაძარი მამათა სწავლებანი
ფეისბუქის ქოვერები

ჩვენთან არს ღმერთი



















ჩვენი გამოკითხვა
როგორი საიტია ?
ჩვენი გამოკითხვა
სულ ონლაინში: 19
სტუმარი: 19
მომხმარებელი: 0
საიტის წევრები არ არიან...
სულ ონლაინში: 19
სტუმარი: 19
მომხმარებელი: 0
სტუმარი მომხმარებელი
საიტზე ძებნა
მომხმარებლის პროფილი
სტუმარო


სტუმარო გთხოვ დარეგისტრირდი ან გაიარე ავტორიცაზია!


აუდიო ბიბლია
ჩვენთან არს ღმერთი



















თქვენი რეკლამა



Top სტატუსი



ღმერთმა განაქარვოს უმეცრებაჲ ერისა
მოძღვრება ყოველთა წმიდათა კვირიაკეს

მარჯვნივ
მარცხნივ


ყოველდღიური სიახლეები ვიდეო სიახლეები წმიდანთა ისტორიები

ბრმის კვირა


მთავარეპისკოპოსი ზოსიმე (შიოშვილი)

ბრმის კვირა

ქრისტეს მიერ საყვარელნო მამანო და ძმანო!

დღევანდელ კვირა დღეს ეკლესია ბრმის კვირას უწოდებს, რადგან იხსენიებს მაცხოვრის მიერ შობიდან ბრმის განკურნების სასწაულს. ამის შესახებ სახაერება მოგვითხრობს შემდეგს: იესო ქრისტეს ქვეყნად ცხოვრების უკანასკნელ წელს მიდიოდა გალილეიდან იერუსალიმში ტაძრის განახლების დღესასწაულზე. გზაზე მან დაინახა კაცი - შობიდან ბრმა. ეს იყო ყველასათვის ცნობილი ღატაკი, რომელიც იჯდა ქუჩაში და მოწყალებას თხოულობდა. მოციქულებმა ჰკითხეს მასზე იესოს: „მოძღვარო, ვინ სცოდა, ამან, თუ მშობელთა მისთა, რამეთუ ბრმა იშვა?" - ქრისტემ მიუგო: „არცა ამან სცოდა, არცა მშობელთა ამისთა, არამედ რათა გამოსცხადნეს საქმე ღვთისა მაგას ზედა". რომელი საქმე ღვთისა უნდა გამოცხადებულიყო ამ დაბადებიდან უსინათლო კაცზე? უფალი დაუბრუნებს მას მხედველობას. ახლა ის იხილავს იმას, რისი წარმოდგენაც ადრე არ შეეძლო; ახლა ის დანახავს ღვთის მიერ შექმნილ სამყაროს მშვენიერებას, რაც გააღვიძებს მის გულში მოკრძალებასა და უსაზღვრო მადლიერების გრძნობას იმისადმი, ვინც აღუდგენს მას მხედველობას. ხილული, ანუ ქვეყნიური თვალების ახელასთან ერთად, მას აეხილება უხილავი - სულიერი თვალებიც და მაშინვე იცნობს ძე ღვთჲსას, რომლის ღვთაებრივ ღირსებასაც  უყოყმანოდ დაამოწმებს მისი მტრების - ფარისევლებისა და მწიგნობრების წინაშე.

იესომ „ჰნერწყვა ქუეყანასა, და შეჰქმნა თიხა ნერწყვისაგან და სცხო თიხა იგი თვალთა მის ბრმისათა". სხვა დროს იესო ქრისტე უსინათლოთ კურნავდა მხოლოდ სიტყვით, ან ხელის შეხებით, ანდა ნერწყვით. ახლა კი მან შექმნა თიხა და იგი სცხო ბრმას. ცხადია, აქ თიხა არის მხოლოდ გარეგანი, ხილული მხარე მომხდარი სასწაულისა, რაც კაცთათვის თვალსაჩინოსა და განცხადებულს გახდიდა ყოველივე მომხდარს. მაგრამ აქ თიხას სხვა მნიშნველობაც აქვს. მაცხოვარს, რა თქმა უნდა, ერთი სიტყვითაც შეეძლო მოეხდინა სასწაული და მიეცა ბრმისათვის მხედველობა, მაგრამ მან იცოდა, რომ ფარისევლებიცა და სჯულისმცოდნენიც, ისედაც უმეცრებაში ჩავარდნილნი, კიდევ უფრო მეტად დაბრკოლდებოდნენ, ამიტომ იმისათვის, რომ ისინი როგორმე მიმხვდარიყვნენ მის ღვთაებრიობას, ბრმადშობილის განსაკურნებლად იყენენს თიხას, რითაც ურიებს გაახსენებს ღვთის მიერ ადამიანის თიხისაგან შექმნას.

იესომ სცხო თიხა ბრმას თვალებზე და უბრძანა წასულიყო და დაებანა თვალები სილოამის საბანელში. ბრმამ აღასრულა ნება ღვთისა. „წარვიდა კაცი იგი, დაიბანა და მოვიდა და ხედვიდა". ხალხში გავარდა ხმა ბრმის განკურნებისა, დაიწყო მითქმა-მოთქმა. ზოგს სჯეროდა, რომ განკურნებული იყო ნამდვილად ის, რომელიც თხოულობდა მოწყალებას ქუჩაში, ზოგი მხოლოდ ამსგავსებდა მას. თვითონ განკურნებული კი ამბობდა - მე ვარო, ეკითხებოდნენ და ისიც მარტივად და სიხარულით უამბობდა თავის განკურნების ამბავს. განკურნება მოხდა შაბათ დღეს. ფარისევლებს დიდ ცოდვად მიაჩნდათ შაბათის დარღვევა, ამიტომ დაიბარეს განკურნებული და ჰკითხეს: „ვითარ აღიხილენ?" - მან კი გულუბრყვილოდ მიუგო: „თიხა დამდვა თვალთა ჩემთა, და დავიბანე და აწ ვხედავ". ასეთმა პასუხმა დიდი გაუგებრობა გამოიწვია ფარისევლებში. ზოგი ამბობდა, როგორ შეიძლება იყოს ღვთისგან მოვლინებული, როცა შაბათს არ იცავსო, ზოგი კი ამბობდა, იესო არ შეიძლება იყოს ცოდვილი, რადგან ცოდვილს არ შეუძლია შობიდან ბრმის თვალის ახელა.

როცა ფარისევლები ვერ შეთანხმდნენ, ისევ განკურნებულს მიმართეს და ჰკითხეს: „შენ რას იტყვი მისთვის, რამეთუ აღგიხილნა თვალნი შენნი?" - მან პირდაპირ მიუგო: „წინასწარმეტყველი არს". მას არ შეეძლო სხვანაირი პასუხის მიცემა, რადგან არ ჰქონდა მოსმენილი იესო ქრისტეს ქადაგება და მოძღვრება. არც ის იცოდა, რომ იესო თავის თავს ძე ღვთისას უწოდებდა, მაგრამ მან კარგად იცოდა, რომ ძველი აღთქმის წინასწარმეტყველნი ღვთის ძალით იქმოდნენ სასწაულებს და დარწმუნებული იყო, რომ სწორედ იმავე ძალით განკურნა ის იესომაც. განრისხებულმა ფარისევლებმა მოიწვიეს განკურნებულის დედ-მამა. მათაც დაამტკიცეს, რომ ეს კაცი მათი შვილია და იშვა ბრმად, ახლა კი ხედავს და ვინ განკურნა იგი მათ არ იციან. კვლავ მოიყვანეს განკურნებული და მოსთხოვეს ეღიარებინა იესო ცოდვილ კაცად. განკურნებულმა მტკიცედ მიუგო: „ცოდვილი თუ არს, მე არა უწყი; ხოლო ერთი ესე უწყი, რამეთუ ბრმა ვიყავ და აწ ვხედავ". ფარისევლებმა ხელახლა ჰკითხეს განკურნებულს: „რა გიყო შენ, ვითარ აღგიხილნა  თვალნი შენნი?" მან მიუგო: „გარქუ თქუენ პირველადვე და არა გესმა, რაღასა გნებავს კვალად სმენად? ანუ თქვენცა გნებავთ მოწაფედ ყოფად მისა?" მწარე საყვედური და დაცინვაა ჩაქსოვილი ამ სიტყვებში ფარისეველთათავის. მათ ალაპარაკებდათ არა სურვილი ჭეშმარიტების გაგებისა, არა სურვილი იესოს მოწაფედ გახდომისა, არამედ სიძულვილი მისი და ამიტომაც ცდილობდნენ როგორმე ეთქმევინებინათ განკურნებულისათვის, რომ იესო არის ცოდვილი და მატყუარა. ამით ისინი ძალიან ბევრს მოიგებდნენ ხალხის თვალში.

განკურნებულს მომხდარი სასწაული მიაჩნდა უფლის დიდ საქმედ. ამიტომ გულში ის უკვე თანაუგრძნობდა იესოს და სურდა ბოლომდე დაეცვა მისი სახელი და ღირსება. ის უფრო იმის გამო წუხდა, რომ იესოს - მის მკურნალს, მტრულად უყურებდნენ, ამიტომ ფარისევლების საყვედურზე, არ ვიცით ვინ არისო, უპასუხა: საკვირველია, რომ თქვენ არ იცნობთ მას, მე კი თვალი ამიხილა, „ესე უწყით, რამეთუ ცოდვილისა არა ისმინოს ღმერთმან, არამედ უკეთუ ვინმე არნ ღვთისა მსახურ და ნებასა ღმრთისასა ჰყოფნ, ამისი ისმინის ღმერთმან".

ხედავთ ძმანო, ყოფილი ბრმა და გლახაკი იწყებს ღვთისმეტყველებას. იგი მიხვდა, რომ ფარისევლებს ბოროტებამ დაუბნელა თვალები, რომ სჯულსა და წინასწარმეტყველებას ისინი იყენებდნენ მხოლოდ საშუალებად იესო ქრისტეს ღირსების უარსაყოფად. ამიტომ ფარისეველთ სჯულის მიხედვით პასუხობს: სასწაულთქმედების ძალით წინასწარმეტყველებმა დაამტკიცეს, რომ ღვთისგან იყვნენ მოვლენილნი, რაც ურიათა მწიგნობრებმა კარგად იცოდნენ. ხოლო თუ იესო სასწაულებით არ სურთ იცნონ ღვთისაგან მოვლინებულად, ეს არის მხოლოდ მათი დაბრმავებისა და უგუნურების შედეგი. იესომ ისეთი დიდი რამ მოიმოქმედა, რომელიც მხოლოდ ღმერთს შეეძლო და ამის მოქმედს ისინი უწოდებდნენ ცოდვილსა და მატყუარას. ფარისევლებმა ვეღარაფერი მოახერხეს იმის გარდა, რომ განკურნებული „განხადეს გარე" ე.ი. გააძევეს იქიდან.

იესო შეხვდა განკურნებულს, რომელიც ფარულად უკვე თანაუგრძნობდა მას, და ჰკითხა: „შენ გწამს ძე ღვთისა?" განკრუნებულმა მიუგო: „ვინ არს იგი უფალო, რათა მრწმენეს?" „რომელი იტყვის შენთანა, იგი არს" - უთხრა მაცხოვარმა. განკურნებულმა მაშინვე წამოიძახა: „მრწამს უფალო" და თაყვანისცა მას. ბრმის სიხარული თვალის ახელით გამოწვეული რომ ძალზედ დიდი იქნებოდა, ცხადზე უცხადესია; ის ხომ ფაქტიურად ხელახლა დაიბადა, მან ხომ თავის სიცოცხლეში პირველად იხილა ხილული სამყარო თავისი მშვენიერებით, მაგრამ მისთვის უმთავრესი მაინც მისი სულიერი თვალთახედვა იყო; მან ხომ თვალის ახელასთან ერთად იპოვა მხსნელი - ძე ღვთისა იესო ქრისტე. მან იცნო უფალი ღმერთი და მაშინვე მის სულს დაეუფლა აუწერელი სიხარული.

როგორ მოხდა ძმანო, რომ ფარისევლები და სჯულისმცოდნენი, რომელნიც შობიდან უსინათლოსავით არ იყვნენ სიბნელესა და უმეცრებაში, ვერ ჩასწვდნენ იესო ქრისტეს ღვთაებრიობას? თუკი უსწავლელი, უსინათლო და გლახაკი კაცი ერთი ნახვით იცნობს ძე ღვთისას, ფარისევლებს და მწიგნობრებს, რომელთაც ყოველგვარი წინასწარმეტყველება უწყოდნენ მხსნელზე, რატომ გაუჭირდათ მისი ცნობა? შობიდან ბრმას იქნებ მასზე მომხდარი სასწაული დაეხმარა მაცხოვრის შეცნობაში, მაგრამ ფარისეველნიც ხომ იყვნენ მოწმენი მაცხოვრის სასაწულებისა? მაშ რატომ ვერ შეამჩნიეს მათ ქრისტეში ღვთიური ძალა; იქნებ ისინიც ვერ იხედებოდნენ, როგორც უსინათლონი? რამ დაუბნელა ფარისეველთ თვალი და გული? მათ ხომ უნდა დაენახათ ის, რასაც ვერასდროს ვერ დაინახავდა შობიდან ბრმა? რატომ ვერ იცნეს ის, ვისი ცნობაც არ უნდა გაძნელებოდათ საღვთო წიგნებში ოდნავ მაინც ჩახედულთ? იმიტომ ძმანო, რომ ფარისეველნიცა და ორგულნიც საკუთარი ნებით ხუჭავდნენ თვალს და გულსა და გონებას არიდებდნენ იას, რაც მათ თვალწინ ხდებოდა. ისინი უმეცრების წყვდიადში ამჯობინებდნენ ყოფნას, როგორც ნამდვილი ბრმანი, ვიდრე ნათელში დგომას. მათ უნდა უნდოდათ დაენახათ იესო ქრისტეში ღვთიური მადლი, იმიტომ რომ თვითონ იყვნენ მოკლებულნი მას. მათ არ სურდათ იესო ქრისტე ეცნოთ უცოდველად იმიტომ, რომ თვითონ იყვნენ ცოდვებში ჩაფლულნი. თავად ცოდვილნი უცოდველს როგორ შეიგუებდნენ? ეს ხომ ბუნებაა ცოდვილი ადამიანისა, ეს არის არსი უგუნურებისა. იგი ყოველთვის ცდილობს არ დაინახოს სხვისი სიკეთე, რომ ამით საკუთარი ნაკლი არ განცხადდეს. ცოდვილი კაცი ყოველთვის ცდილობს სხვათა სიკეთის შეურაცხყოფასა და დამცირებას, რომ ამით როგორმე გაამართლოს თავისი სიმდაბლე, ეს კი ძმანო, ძალზედ მძიმე ცოდვაა. უნდა გვახსოვდეს, რომ სიკეთეს, საიდანაც უნდა მოდიოდეს, ან სადაც გინდა იყოს, ერთი საწყისი აქვს - ესაა ღმერთი - წყარო იგი სიწმინდისა და სიყვარულისა. ყოველგვარი სიკეთე, რაც კი შეიძლება იყოს ადამიანში - ღვთიური მადლია, ამიტომ მას დიდი გაფრთხილება და მოვლა-პატრონობა უნდა. ჩვენ ძმანო, სხვისი სიკეთე კი არ უნდა მოვიძულოთ, არამედ, პირიქით, უნდა შევიყვაროთ და დავიცვათ. სიკეთის არ შემჩნევა ღვთის შეუცნობელობაცაა. სიკეთე ადამიანში არა მარტო უნდა დავინახოთ, არამედ ღირსეულად უნდა დავაფასოთ კიდეც. ყოველთვის უნდა გვახსოვდეს ძმანო, რომ ჭეშმარიტი სიყვარული, როგორც წმ. მოციქული ბრძანებს: „სულ-გრძელ არს და ტკბილ; ...არა ჰშურნ, ...არა მაღლოინ, არა განლაღნის, არცა სარცხვინელ იქმნის, არა ეძიებნ თავისასა, არა განრისხნის, არ შეჰრაცხის ბოროტი, არა უხარინ სიცრუესა ზედა, არამედ უხარინ ჭეშმარიტებასა ზედა, ყოველსა მოითმენნ. სიყვარული არასადა დავარდების" (1 კორ. 13, 4-8).

ამისათვის გლოცავთ და გევედრებით ქრისტეს მიერ საყვარელნო ძმანო, ნუ მივემსგავსებით ორგულ ფარისევლებს სიკეთისა და ჭეშმარიტების სიძულვილში, არამედ შევიყვაროთ და დავიმარხოთ უფლის მცნებანი ჩვენს სულსა და გულში, რათა მოვიპოვოთ საუკუნო სიხარული, რომელიც განმზადებულია მართალთათვის უფლის მიერ, რომელსა ჰშვენის ყოველი დიდება და თაყვანისცემა უკუნითი უკუნისამდე, ამინ!

1982 წ. სამთავრო

შეაფასეთ: 5.0/1
ნანახია: 1400 | დაამატა: Sarcmunoebaკომენტარები (0)



html-კოდი ინფორმაციის
BB-კოდი ინფორმაციის
გაუზიარე ეს ინფორმაცია მეგობარს


 

კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია
სულ კომენტარები: 0