- სასმელი მინერალური წყლები
- ფლორა
- ფაუნა
- მინერალური რესურსები
- წყლის რესურსები
- საზღვრები
- ფართობი
- ტერიტორიის ფორმირება
- ატმოსფერული ცირკულაცია
- მზის რადიაცია
- ჰავა
- გეოპოლიტიკური მდებარეობა
- ეკონომიკურ-გეოგრაფიული მდებარეობა
- ფიზიკურ-გეოგრაფიული მდებარეობა
- საქართველოს სამეფო
- სამცხე-საათაბაგო
- იმერეთის სამეფო
- კახეთის სამეფო
- ქართლის სამეფო
- ჰერეთის სამეფო
- აფხაზთა სამეფო
- ტაო-კლარჯეთის სამეფო
- ეგრისის სამეფო
- იბერიის სამეფო
- დიაოხის სამეფო
- ქართლ-კახეთის სამეფო XVIII საუკუნის 80-90-იან წლებში
- დასავლეთ საქართველოს სამეფო-სამთავროები XVIII საუკუნეში
- ქართლ-კახეთი XVIII საუკუნის 40-70 იან წლებში
- ქართლის და კახეთის სამეფოები XVIII საუკუნის პირველ ნახევარში
- სამცხე-საათაბაგო XVII საუკუნეში
მთავარეპისკოპოსი ზოსიმე (შიოშვილი)მირქმასაყვარელნო ძმანო! მოდით და ცოტა ხნით გადავინაცვლოთ იერუსალიმის ტაძარში და გავიზიაროთ მართალ სვიმეონის სიხარული. რა უნდა გაუხარდეს მოხუცებულ სვიმეონს სიბერის ჟამს მნიშვნელოვანი, იგი ხომ ძლივსღა დაიარება ტაძარშიც კი, ქვაც აღარ არის მისი ხნის. ერთი სული აქვს როდის მოიცილებს სხეულს ქვეყნიური ცხოვრებით მოღლილს. და მაინც დიდი სიხარული ელის: სიხარული ქვეყნიერების მხსნელ - იესო ქრისტეს შეყრის. იგი დღესაც ჩვეულბრივ მიაშურებს ტაძარსა ღვთისას, აღავლენს ლოცვებს უფლისადმი, მაგრამ სული წმიდით გრძნობს ღმერთთან შეყრის სანუკვარ სიხარულს. და აი კიდეც გამოჩნდება უწმიდესი ქალწული მარიამი თავისი ყრმით და იოსები მტრედის ორი მართვეთი. არაფრით გამოირჩეოდა იესო მაცხოვრის ტაძრად მიყვანება. ასე მიყავდათ მრავლად მოსეს სჯულის მიხედვით. პირიქით, ქალწული მარიამის სიღარიბე და უბრალოება კიდევ უფრო შეუმჩნეველს ხდიდა უფლის გამოჩენას ტაძარში. მაგრამ მართალი სვიმეონი მაშინვე მიხვდა უფალი ღმერთის მოახლოვებას. ჯერ განუცდელი და ზეადამიანური სიხარული ისადგურებს იმის სულსა და გულში. რა ქნას როგორ მოიქცეს, როგორ გამოხატოს სიხარული ენითაუწერელი, არც დაფიქრებულა, ისე უდიდესი მოკრძალებით ჩამოართმევს დედას ჩვილს და ჩაიკრავს გულში. ჰოი საკვირველება დიდი. სვიმეონი პირისპირ შესცქერის ღვთის ძეს ქვეყნად მოვლენილს. სვიმეონმა იხილა ჯერ უხილველი და განიცადა კაცთაგან განუცდელი, ოჰ, როგორ უნდოდა სვიმონს არ განშორებოდა მას ეს სიხარული და ამიტომ ინატრა მაშინვე დატევება ამა ქვეყნის და მოპოვება უფლის სამკვიდრებლის. დღეს ჩვენ საყვარელნო თანაზიარნი ვართ მართალ სვიმეონის დიდი სიხარულის. დღეს ჩვენც სვიმეონის მსგავსად ვეგებებით ტაძრად იესო მაცხოვარს - ჩვენთვის მოვლენილს. დღეს ჩვენც უხილავად ვიყვანთ ყრმა იესოს და ვეფერებით და სვიმოენისამებრ შევთხოვთ უფალს ქვეყნიური ამაო ცხოვრების დატევებას და მარადიული ბედნიერებისა და სიხარულის მოპოვებას. ამიტომ მინდა მოგილოცოთ ყველას ეს კურთხეული დღე და გახაროთ: გიხაროდენ და მხიარულ იყვენით, სიხარული ჩვენთან დაემკვიდრების. მრავალ მირქმას დაგასწროთ უფალმა ღმერთმა. 1986 წ. სვეტიცხოველი | |
შეაფასეთ:
ნანახია: 1297 |
დაამატა: 5.0/1 Sarcmunoeba | კომენტარები (0)
|
html-კოდი ინფორმაციის | |
BB-კოდი ინფორმაციის | |
გაუზიარე ეს ინფორმაცია მეგობარს |
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია
სულ კომენტარები: 0 | |