- სასმელი მინერალური წყლები
- ფლორა
- ფაუნა
- მინერალური რესურსები
- წყლის რესურსები
- საზღვრები
- ფართობი
- ტერიტორიის ფორმირება
- ატმოსფერული ცირკულაცია
- მზის რადიაცია
- ჰავა
- გეოპოლიტიკური მდებარეობა
- ეკონომიკურ-გეოგრაფიული მდებარეობა
- ფიზიკურ-გეოგრაფიული მდებარეობა
- საქართველოს სამეფო
- სამცხე-საათაბაგო
- იმერეთის სამეფო
- კახეთის სამეფო
- ქართლის სამეფო
- ჰერეთის სამეფო
- აფხაზთა სამეფო
- ტაო-კლარჯეთის სამეფო
- ეგრისის სამეფო
- იბერიის სამეფო
- დიაოხის სამეფო
- ქართლ-კახეთის სამეფო XVIII საუკუნის 80-90-იან წლებში
- დასავლეთ საქართველოს სამეფო-სამთავროები XVIII საუკუნეში
- ქართლ-კახეთი XVIII საუკუნის 40-70 იან წლებში
- ქართლის და კახეთის სამეფოები XVIII საუკუნის პირველ ნახევარში
- სამცხე-საათაბაგო XVII საუკუნეში
უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია IIოჯახი რომ მტკიცე იყოსერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრობლემა, რომელიც კაცობრიობის წინაშე დგას, ოჯახის პრობლემაა, რომელიც იმის გარკვევას გულისხმობს, თუ როგორი ურთიერთობა უნდა არსებობდეს როგორც მეუღლეთა, ისე მშობლებსა და შვილებს შორის. დღეს არის ხსენება დიდი მღვდელმთავრის, წმინდა გრიგოლ ნოსელისა, ბასილი დიდის უმცროსი ძმისა. ოჯახი, რომელშიც ბასილი და გრიგოლი აღიზარდნენ, ჭეშმარიტად სამაგალითო ოჯახს წარმოადგენს. მათ მშობლებს ხუთი ვაჟი და ხუთი ქალი ჰყავდათ, რომელთაგან ეკლესიამ ხუთი წმინდანად შერაცხა; კესარია-კაბადოკიის მიტროპოლიტი ბასილი დიდი, ნისის ეპისკოპოსი გრიგოლი, სებასტიის ეპისკოპოსი პეტრე, თეოზვა და მაკრინე. დღეს სწორედ და-ძმის, წმინდა გრიგოლ ნოსელისა და თეოზვას დღესასწაულია. რა თქმა უნდა, ის, რომ ერთმა ოჯახმა ხუთი წმინდანი შესძინა ეკლესიას, შემთხვევით ფაქტს არ წარმოადგენს. ეს მათი მშობლებისა და ბებია-ბაბუების დამსახურებაა, რომელთაც ისინი სწორად აღზარდეს. წმიდა ბასილი დიდის ბაბუა და ბებია მამის მხრიდან ქრისტიანების დევნის პერიოდში შვიდი წლის მანძილზე პონტოს ტყეებს აფარებდნენ თავს, ხოლო ბაბუა დედის მხრიდან ქრისტესათვის მოწამეობრივად აღესრულა. აი, ასეთი იყო ის ძირები, რომელზეც ეს წმინდანები ამოიზარდნენ, კეთილმა ხემ კეთილი ნაყოფი გამოიღო; ხუთი წმინდანი და მათ შორის სამი მღვდელმთავარი. აქვე უნდა მოგახსენოთ, რომ მეცნიერებაში არსებობს შეხედულება, რომლის მიხედვითაც წმ. ბასილი დიდი და წმ. გრიგოლ ნოსელი, ისევე როგორც სხვა კაპადოკიელი მოღვაწენი - წმ. გიორგი და წმ. ნინო, წარმოშობით ქართველები იყვნენ. წმ. გრიგოლი, რომელიც ნისის ეპისკოპოსად უფროსი ძმის ლოცვითა და უშუალო მონაწილეობით ეკურთხა, ძალიან ფაქიზი და ნაზი სულის პატრონი იყო, ამავე დროს ღრმად მოაზროვნე თეოლოგი და ფილოსოფოსი. მისი რწმენით, რამდენადაც ფილოსოფიის დანიშნულება ადამიანის ღმერთთან მიყვანაა, ამდენად იგი ღვთისმეტყველების მსახურს წარმოადგენს. წმ. გრიგოლ ნოსელს, ისევე როგორც ბასილი დიდს, მოღვაწეობა მძიმე პერიოდში მოუხდა, მაშინ, როცა ქვეყანას მწვალებელი იმპერატორი ვალენტი განაგებდა და მართლმადიდებელი ეკლესია მისგან დევნასა და შევიწროვებას განიცდიდა. ამიტომ დევნა და ცილისწამება არც გრიგოლ ნოსელს დაკლებია, მან აქტიური მონაწილეობა მიიღო მეორე მსოფლიო კრებაში, რომელიც 381 წელს კონსტანტინეპოლში გაიმართა. კრებაზე განიხილებოდა მაკედონიუსის მწვალებლობა, რომელიც სულიწმიდას უარყოფდა. სწორედ ამ კრებაზე საბოლოო სახე მიიღო რწმენის სიმბოლომ ანუ მრწამსმა. პირველ მსოფლიო კრებაზე ჩამოყალიბებულ მრწამსს დაემატა წევრი სულიწმიდის ღვთაებრიობის შესახებ, რომლის შედგენაშიც წმ. გრიგოლ ნოსელს დიდი წვლილი მიუძღვის. აი, ამ დიდი წმინდანის ხსენებას ვდღესასწაულობთ ჩვენ დღეს და როცა იმ ოჯახზე ვფიქრობთ, სადაც იგი აღიზარდა, ბუნებრივია, ვფიქრობთ თანამედროვე ოჯახზეც, კერძოდ, როგორი უნდა იყოს იგი. მტკიცე ოჯახი - ჩვენი ერის საიმედო მომავალია, პირველ რიგში იგი უნდა იყოს მტკიცე, რათა ერი და სახელმწიფოც მტკიცე იყოს. თავისთავად ჩნდება კითხვა, რა არის საწინდარი იმისა, რომ ოჯახი მტკიცე იყოს? არსებობს შეხედულება, რომ ოჯახი იგივე მცირე სახელმწიფოა, რომელსაც აუცილებლად უნდა ჰყავდეს თავისი მეთაური. საღვთო წერილში წერია, რომ თავი ცოლისა და საერთოდ ოჯახისა, მამაკაცია. ხანდახან ჩვენი ქალები პროტესტს გამოთქვამენ, რომ როგორ შეიძლება კაცი, რომელიც უვარგისია, ოჯახის მეთაური იყოს, მაგრამ ეს საღვთო კანონია, სულიწმიდის მიერ ნაკარნახები. თუ ქალი ამ კანონს ვერ იღებს, ეს იმას ნიშნავს, რომ იგი ან არ იცნობს საღვთო წერილს, ან არ სწამს მისი, ან თუ სწამს, მცირედ მორწმუნეა. ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ქალი და მისი პიროვნება ქრისტიანობაში დამცირებულია, პირიქით, ქრისტიანობა უდიდეს პატავს სცემს ქალს. გავიხსენოთ ის პატივი, რომლითაც ყოვლადწმიდა ღვთისმშობელია შემკობილი, ან ის წმინდანი ქალები, რომელთაც სიცოცხლე ღვთის სამსახურს შესწირეს. მით უმეტეს დიდი პატივით სარგებლობდა ქალი ჩვენთან, საქართველოში, რომლის ეკლესიაც ქალის მიერაა დაარსებული. ამიტომ, როცა საღმრთო წერილი გვასწავლის, რომ მამაკაცი თავია ცოლისა, ეს სრულიადაც არ ნიშნავს ამას, რომ ქალი ოჯახში დამცირებული უნდა იყოს. დღეს მთელ მსოფლიოში დგას საკითხი ქალის მამაკაცთან სრული გათანასწორებისა, მაგრამ ეს შეცდმაა, რადგან არ შეიძლება ქალი, თუნდაც შრომაში, მამაკაცს გაუთანაბრდეს, მას თავისი დიდი მოვალეობა აქვს - შვილების შობა და აღზრდა, ერის გამრავლება. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ რამდენადაც ოჯახი ერთი სხეულია, ამდენად დაუშვებელია, რომ მას ორი თავი ჰქონდეს, თუ ექნება, კონფლიქტი მათ შორის გარდაუვალი იქნება. მშვიდობისა და წესრიგის დამყარებისათვის აუცილეაელია უფროს-უმცროსობისა და იერარქიის არსებობა. ამიტომ ღვთის კანონი იმის შესახებ, რომ მამაკაცი ოჯახის თავია, აუცილებლად მიღებული უნდა იყოს მაშინაც კი, როცა იგი ფიზიკურად ან სულიერად სუსტია. ამგვარ შემთხვევაში, თუ ქალი მორწმუნე და ჭკვიანია და მეუღლესა და ოჯახის პატივზე ზრუნავს, აუცილებლად ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ მეუღლის ავტორიტეტი ასწიოს და იგი საკუთარ თავზე მაღლა დააყენოს. ეს საჭიროა პირადად მისთვისაც, მისი ოჯახისთვისაც და შვილებისთვისაც. ახლა რაც შეეხება ოჯახის დაშლას, მეუღლეების გაყრას, რომელიც დღეს ასე ხშირია. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ თუ მეუღლენი ჯვარდაწერილნი არიან, საღვთო წერილის მიხედვით, მათი განშორება აკრძალულია. ერთადერთი მიზეზი, რომლის გამოც ეკლესია ცოლ-ქმარს გაყრის ნებას აძლევს, ღალატია. მეორე დიდი პრობლემა, რომელიც ოჯახს უკავშირდება, შვილების შობა და აღზრდაა. როცა დედა თავისი ნებით კლავს შვილს, რომელიც მის სხეულში ცოცხლობს, ეს უდიდესი ცოდვაა. ზოგი ამ საქციელს ზერელედ უყურებს და შეგნებულიც კი არ აქვს, რას სჩადის. სინამდვილეში კი ეს მკვლელობათა შორის ყველაზე საშინელი მკვლელობაა, რადგან ამ დროს შვილი მშობლების ნებით და დასტურითაა მოკლული. ახლა წარმოიდგინეთ, რა სასჯელი ელით ამ ცოდვის ჩამდენთ. ისევ ბასილი დიდისა და გრიგოლ ნოსელის ოჯახი გავიხსენოთ, მათ მშობლებს ათი შვილი ჰყავდათ, ე.ი. იმდენი, რამდენიც ღმერთმა მისცა. ხშირად ჩვენი ქალები თავს იმით იმართლებენ, რომ იმდენი შვილის აღსაზრდელად, რამდენსაც ღმერთი უბოძებს, პირობები არა აქვთ, მაგრამ ეს მიზეზი მკვლელობას ვერ გაამართლებს. ჩვენს წინაპრებს ჩვენზე ცუდი პირობები ჰქონდათ, მაგრამ შვილების აღზრდას ახერხებდნენ. ეს ცოდვა ჩვენთან ევროპიდან შემოვიდა, სადაც ქალმა საზოგადოებაში თავისი მდგომარეობა დედობრივ მოვალეობაზე მაღლა დააყენა. რა თქმა უნდა, კარგია კოდნის მიღება და სამსახური, მაგრამ იგი შვილების აღზრდას ვერ შეედრება. თუ ქალი სამსახურს ოჯახზე მაღლა აყენებს, ე.ი. მას დედობრივი სიყვარული აკლია, თუ მას ოჯახიდან განთავისუფლება სურს, ე.ი. ის მეუღლე აღარაა. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ცოდნის მიღება საჭიროა, უფრო მეტიც, აუცილებელია დედა განათლებული იყოს, მაგრამ ეს ცოდნა და განათლება, პირველ რიგში თავის შვილებს უნდა მოახმაროს. დედამ უნდა ასწავლოს შვილებს წერა-კითხვა, პირჯვრის გადაწერა, ლოცვები, შთაუნერგოს ღვთისა და მოყვასის სიყვარული. რა შეიძლება იყოს ამაზე უფრო დიდი და საპატიო მოვალეობა? დღეს კი სულ სხვა სურათს ვხედავთ, დედა, ისევე როგორც მამა, მთელი დღე სამსახურშია, ბავშვები კი საბავშვო ბაგაში ან ბაღში. მე არ ვამბობ, რომ იქ ბავშვებს ცუდად ზრდიან, მაგრამ განა აღმზრდელი, რაც გინდა კარგი იყოს იგი, დედას შეცვლის? ჩვენ არ შეგვიძლია, უცხო ადამიანებს, აღმზრდელებსა და მომვლელებს მოვთხოვოთ ის, რაც დედას მოეთხოვება. ამიტომაც იზრდებიან ჩვენი შვილები ცივ, მკაცრ და მცირედ მორწმუნე, ან საერთოდ ურწმუნო ადამიანებად, ამიტომ ტირიან მერე დედები - მთელი სიცოცხლე მათთვის ვშრომობდი და რატომ გამომივიდა ასეთი შვილებიო. რატომ და იმიტომ, რომ მისი სიყვარული, მისი დედობრივი სითბო და ყურადღება აკლდათ. მე შევთხოვ წმ. გრიგოლ ნოსელს და მის ოჯახს, სადაც ხუთი წმინდანია, რომ მათი ლოცვით ღმერთმა ჩვენი ოჯახები და სრულიად საქართველო განამტკიცოს; ღმერთმა მისცეს ჩვენს ერს ის, რის გარეშეც არსებობა შეუძლებელია - რწმენა და სიყვარული. ღმერთმა დაგლოცოთ თქვენ და სრულიად საქართველოს, ამინ. 23 იანვარი, 1983 წ.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი
ილია II | |
შეაფასეთ:
ნანახია: 1363 |
დაამატა: 5.0/2 Sarcmunoeba | კომენტარები (0)
|
html-კოდი ინფორმაციის | |
BB-კოდი ინფორმაციის | |
გაუზიარე ეს ინფორმაცია მეგობარს |
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია
სულ კომენტარები: 0 | |