მოგესალმებით!კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენს საიტზე "უფალი გფარავდეთ"
  

  

  

  

  

  

Real Menu
საიტის მენიუ
მთავარი კონტაქტი ფლეშ სიახლეები ხატები და ფრესკები ეკლესია–მონასტრები თქვენი თხოვნები რა არის როკ–მუსიკა სამარხვო კერძები სხვადასხვა მამათა გამონათქვამები საგალობლები ბიბლია მარხვები დღესასწაულები საქართველოს ისტორია ფსალმუნები დასაბეჭდი ლოცვანი ქადაგებანი და წერილები ხატები ფოტოალბომი წმინდა სინოდი ქრისტეს 12 მოციქული პატერიკი სახარება ჩვენი ტაძარი მამათა სწავლებანი
ფეისბუქის ქოვერები

ჩვენთან არს ღმერთი



















ჩვენი გამოკითხვა
როგორი საიტია ?
ჩვენი გამოკითხვა
სულ ონლაინში: 18
სტუმარი: 18
მომხმარებელი: 0
საიტის წევრები არ არიან...
სულ ონლაინში: 18
სტუმარი: 18
მომხმარებელი: 0
სტუმარი მომხმარებელი
საიტზე ძებნა
მომხმარებლის პროფილი
სტუმარო


სტუმარო გთხოვ დარეგისტრირდი ან გაიარე ავტორიცაზია!


აუდიო ბიბლია
ჩვენთან არს ღმერთი



















თქვენი რეკლამა



Top სტატუსი



სიტყვა მეზვერის და ფარისეველის კვირიაკესა
უძღები შვილის კვირა

მარჯვნივ
მარცხნივ


ყოველდღიური სიახლეები ვიდეო სიახლეები წმიდანთა ისტორიები

რწმენა და სიყვარული


უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II

რწმენა და სიყვარული

დღეს წაკითხული სახარება მოგვითხრობს, როგორ სთხოვა ვინმე ასისთავმა კაპერნაუმში მისულ უფალს თავისი მონის განკურნება: „უფალო, მონაი ჩემი დაცემულ არს სახლსა შინა ჩემსა განრღვეული და ფრიად იგვემების". პირადი გასაჭირი ყოველ ადამიანს აქვს, მაგრამ ამ ასისთავმა საკუთარი გასაჭირის გამო კი არ სთხოვა მაცხოვარს, არამედ მონის გამო, რომელიც სნეულებისაგან ვეღარ დადიოდა და ფრიად იგვემებოდა. ამ სიტყვების მიხედვით ჩვენ ასისთავის მთელი სულიერი ბუნება შეიძლება წარმოვიდგინოთ. იგი უფალს თავის მონას ავედრებს, რაც იმაზე მეგყველებს, რომ სნეულს მონა მხოლოდ სახელადღა შერჩა, სინამდვილეში კი ის უკვე უახლოესი მეგობარია პატრონისა და მისი სიყვარული აქვს დამსახურებული.

მაცხოვარმა ძალიან მოკლედ უპასუხა „მე მოვიდე და განვკურნო იგი". ასისთავის პასუხი კიდევ უფრო ნათლად წარმოაჩენს მის რწმენასა და სიყვარულს. საკმაოდ დიდი თანამდებობის კაცი ქალაქში გამოვიდა იესოს საძებრად, იპოვა და სათხოვარი მოახსენა. უფალიც შეპირდა, რომ მივიდოდა და მონას განკურნავდა. რა უნდა ყოფილიყო უფრო დიდი პატივი მისთვის, ვიდრე ქრისტეს საკუთარ ჭერქვეშ მიღება, მაგრამ მან საოცარი თავდაბლობა გამოამჟღავნა, როცა იესოს უპასუხა: „უფალო, არა ღირს ვარ მე, რათამცა სართულსა ჩემსა ქუეშე შემოხვიდე, არამედ სიტყვით მხოლოდ თქვი და განიკურნოს მონაი იგი ჩემი". მას მტკიცედ სჯერა, რომ როგორც მისი ქვეშევრდომები ასრულებენ მის სიტყვას, ასევე შესრულდებოდა უფლის სიტყვაც, თუკი იგი ინებებდა და იტყოდა. ეს რომ მოისმინა, იესო ქრისტემ გარშემო მყოფთ მიმართა: „ამინ გეტყვი თქუენ, არცაღა ისრაელსა შორის ესოდენი სარწმუნოება ვპოვე", ე.ი. მთელ ისრაელში არ მინახავს ასეთი სარწმუნოებაო, ხოლო ასისთავს უთხრა: „წარვედ და ვითარცა გრწმენა, გეყავ შენ". მონა მაშინვე განიკურნა.

ჩვენც ვითხოვთ უფლისაგან შემწეობას, ხშირად მაშინაც კი, როცა არაფერი გვიჭირს და მხოლოდ სამადლობელო ლოცვას უნდა აღვავლენდეთ, მაგრამ ასისთავისაგან განსხვავებით ეჭვი გვეპარება, შეგვისრულდება თუ არა ეს თხოვნა, და რა თქმა უნდა, ამგვარ შემთხვევაში არც გვისრულდება.

ასისთავის ურთიერთობამ თავის მონასთან კიდევ ერთხელ უნდა დაგვაფიქროს იმაზე, თუ ჩვენ თვითონ როგორ ვექცევით მოყვასს. მე არაერთგზის მითქვამს თქვენთვის, რომ ადამიანის ცხოვრება ჯვარს უნდა გამოსახავდეს. მისი მისწრაფება ზეცისა და უფლისაკენ ვერტიკალურ ღვთისმეტყველებას ქმნის. მაგრამ მხოლოდ სარწმუნოება არ კმარა, არამედ აუცილებელია ჰორიზონტალური ღვთისმეტყველებაც ანუ სიყვარული მეორე ადამიანისა - მოყვასისა. სწორედ ის ადამიანია ბედნიერი, რომლის სულშიც ეს ორი ღვთისმეტყველება ჰარმონიულად სუფევს.

უპირველეს ყოვლისა, ადამიანი მეგობარს უნდა იძებდეს, რომელიც მას როგორც სიხარულის, ასევე გაჭირვების ჟამს გვერდით ერთგულად დაუდგება. ერთხელ ასეთი რამ წავიკითხე: გარდაიცვალა ერთი ქალი და თანაგრძნობის გამოსაცხადებლად მის უახლოეს ადამიანთან მივიდნენ, დიდად ვწუხვართ, რომ მეგობარი გარდაგეცვალაო. მან უპასუხა ძალიან განვიცდი, მაგრამ უნდა მოგახსენოთ, რომ მიუხედავად იმისა, თითქმის სულ ერთად ვიყავით, ჩვენ მეგობრები არ ვყოფილვართ, რადგან ერთად არ გვიტირიაო.

ადამიანს განსაკუთრებით სულიერი შემწეობა და მეგობრობა სჭირდება. უდიდესი ძალა აქვს ერთმანეთისათვის ლოცვას. მოსახსენებლებში და დავითის ფსალმუნების კითხვისას ერთმანეთის მოხსენიება არის სწორედ უპირველესი ნიშანი მოყვასის სიყვარულისა და მისდამი მეგობრობისა.

მართალია, ბევრ თქვენგანს შეუძლია გასაჭირში ჩავარდნილს დახმარების ხელი გაუწოდოს, მაგრამ უდიდესი სიკეთე, რომელიც შეგიძლიათ თქვენი ახლობელისთვის გააკეთოთ, მისი ჭეშმარიტი რწმენის გზაზე დაყენებაა. ბევრი შემხვედრია ისეთი, ვინც უფალმა დიდი რწმენით დააჯილდოვა, მაგრამ როცა მათი ახლობლების შესახებ ვეკითხები, საპირისპირო პასუხს ვისმენ, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ისინი მათი სულების გადარჩენისათვის ნაკლებად ზრუნავენ. თუ ამ ცოტა ხნის წინ იმაზე ვოცნებობდით, რომ ადამიანს რწმენა მაინც ჰქონოდა და ღმერთი არ უარეყო, დღეს ეს უკვე საკმარისი აღარ არის. დღეს უკვე იგი ეკლესიურიც უნდა იყოს, ანუ ისე უნდა ცხოვრობდეს, როგორც ამას ეკლესია მოითხოვს: ლოცვით, მარხვით, წმ. ზიარების მიღებით. ზოგჯერ ჰგონიათ, რომ ეს მხოლოდ გარეგნული წესებია, რომელთა შესრულება სრულიადაც არაა სავალდებულო, მაგრამ ლოცვის, მარხვის, წმ. ზიარების, სანთლის ანთების თუ ხატის თაყვანისცემის გზით ჩვენთან მოდის მადლი უფლისა, რომელიც მასთან გვაახლოებს. უნდა გვახსოვდეს, რომ ეს ერთი შეხედვით გარეგნული წესები დამცველია შინაგანი რწმენისა, რომელიც მათ გარეშე არც არსებობს.

როგორ შეიძლება მშვიდად ვიცხოვროთ მაშინ, როცა ვხედავთ, რომ ჩვენი მახლობლების, დედ-მამა იქნება ეს, და-ძმანი თუ ნათესავ-მეგობრები, სულებს დაღუპვის საფრთხე ემუქრება. ყოველი მორწმუნე ვალდებულია დღე და ღამე გაასწოროს ლოცვაში, რათა უფალმა მათ გული და გონება გაუხსნას ჭეშმარიტების შესაცნობად. მორწმუნეს, რომელსაც შეუძლია მშვიდად შეურიგდეს ამგვარ ვითარებას, გამოდის, რომ მხოლოდ რწმენა ჰქონია, სიყვარულის გარეშე.

ღმერთმა მოგცეთ რწმენაც და სიყვარულიც. ღმერთმა დაგლოცოთ. ამინ.

5 ივლისი, 1987 წ.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II
„ეპისტოლენი, სიტყვანი, ქადაგებანი", ტომი II, თბილისი, 1997 წ.

შეაფასეთ: 5.0/1
ნანახია: 1380 | დაამატა: Sarcmunoebaკომენტარები (0)



html-კოდი ინფორმაციის
BB-კოდი ინფორმაციის
გაუზიარე ეს ინფორმაცია მეგობარს


 

კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია
სულ კომენტარები: 0