- სასმელი მინერალური წყლები
- ფლორა
- ფაუნა
- მინერალური რესურსები
- წყლის რესურსები
- საზღვრები
- ფართობი
- ტერიტორიის ფორმირება
- ატმოსფერული ცირკულაცია
- მზის რადიაცია
- ჰავა
- გეოპოლიტიკური მდებარეობა
- ეკონომიკურ-გეოგრაფიული მდებარეობა
- ფიზიკურ-გეოგრაფიული მდებარეობა
- საქართველოს სამეფო
- სამცხე-საათაბაგო
- იმერეთის სამეფო
- კახეთის სამეფო
- ქართლის სამეფო
- ჰერეთის სამეფო
- აფხაზთა სამეფო
- ტაო-კლარჯეთის სამეფო
- ეგრისის სამეფო
- იბერიის სამეფო
- დიაოხის სამეფო
- ქართლ-კახეთის სამეფო XVIII საუკუნის 80-90-იან წლებში
- დასავლეთ საქართველოს სამეფო-სამთავროები XVIII საუკუნეში
- ქართლ-კახეთი XVIII საუკუნის 40-70 იან წლებში
- ქართლის და კახეთის სამეფოები XVIII საუკუნის პირველ ნახევარში
- სამცხე-საათაბაგო XVII საუკუნეში
უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია IIიერუსალიმში ვიზიტის შესახებყოველმა ერმა, რომელსაც აღდგომა და განახლება სურს, გოლგოთაზე თავისი ჯვარი უნდა აიტანოს, სადაც ეს გზა მხოლოდ ჯვარზე გაკვრით როდი მთავრდება, არამედ აღდგომითა და ამაღლებით. სწორედ აღდგომისა და ამაღლების რწმენამ მისცა ჩვენს ღვთივკურთხეულ ერს ძალა ათასი განსაცდელის გაძლებისა და სარწმუნოების სიწმინდის დაცვისა. ჩვენც რწმენამ და სიყვარულმა უნდა გადაგვარჩინოს. ამ რამდენიმე დღის წინ მე დავბრუნდი იერუსალიმიდან, სადაც უკვე მეორედ გახლდით, პირველთან შედარებით ამ მეორე ვიზიტს განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა. უპირველეს ყოვლისა, ჩვენ თაყვანი ვეცით წმიდა ადგილებს, ხოლო იერუსალიმის ჯვრის მონასტერში პარაკლისი შევასრულეთ. ის მოსახსენებლები, რომლებიც თქვენ გამატანეთ, ჯვრის მონასტერში მოვიხსენე საქართველოს მეფეებსა და პატრიარქებთან ერთად. თქვენი მოსახსენებლები ჯვრის მონასტრის წინამძღვარს დავუტოვე და ვთხოვე, რადგან ქართულა კითხვა არ იცის, ყოველ წირვაზე ჯვარი გადასახოს. იერუსალიმში ჩვენ წმიდა ილია მართლის (ჭავჭავაძის) ხატი ჩავიტანეთ ჯვრის მონასტერში დასასვენებლად, რათა ამით გამოგვეხატა ქართველი ერის სიყვარული და მადლიერება თავისი თავდაღებული შვილისადმი. სამუდამო ადგილი წმიდა ილია მართლის ხატს იმ სვეტთან მიეჩინა, რომელზეც შოთა რუსთაველის ფრესკაა დახატული. ქალაქის ცენტრში ქართული ეკლესიის წარმომადგენლებს საზეიმო შეხვედრა მოგვიწყვეს, შეხვედრაზე არა მხოლოდ სასულიერო პირნი, არამედ სხვადასხვა ქვეყნის კონსულები და ელჩებიც მოგიდნენ. ზეიმს განსაკუთრებული ელფერი მისცა ბავშვების ინსტრუმენტალურ-ვოკალურმა ანსამბლმა. საზეიმო შეხვედრის შემდეგ ჩვენ მაცხოვრის საფლავისაკენ გავემართეთ. იერუსალიმის პატრიარქმა დიოდოროსმა და მე ტაძარში, რომელიც მაცხოვრის საფლავზეა აგებული, პარაკლისი გადავიხადეთ, უფალს ჩვენი ერებისა და ეკლესიების მშვიდობა, ჩვენი ურთიერთკავშირების განმტკიცება და ადამიანთა შორის სათნოება და სიყვარული შევსთხოვეთ. ჩვენ ვიყავით პატარა ქალაქ ბეთლემში, სადაც იშვა უფალი ჩვენი იესო ქრისტე. დღეს ბეთლემში ძირითადად არაბები ცხოვრობენ, რომელთა უმეტესი ნაწილი მართლმადიდებელი ქრისტიანია. საზეიმო პარაკლისი ბეთლემშიც გადავიხადეთ, ხოლო 25 ოქტომბერს მაცხოვრის აღდგომის ტაძარში იერუსალიმისა და საქართველოს პატრიარქის თანამონაწილეობით საზეიმო წირვა იქნა შესრულებული. გარდა სიწმინდეთა თაყვანისცემისა ჩვენი ვიზიტის მიზანი იყო აგრეთვე ოფიციალური მოლაპარაკების დაწყება ჯვრის მონასტრის ქართული ეკლესიისათვის დაბრუნების თაობაზე. როგორც მოგეხსენებათ, ამ ადგილას ჯერ კიდევ მე-4 საუკუნეში მირიან მეფის მიერ იქნა აგებული პატარა ტაძარი, ხოლო მე-11 საუკუნეში ჩვენმა წინაპრებმა აქ უკვე ბრწყინვალე სამონასტრო კომპლექსი ააგეს, რომლის შუაშიც საკმაოდ დიდი ტაძარი დგას, ხოლო გარშემორტყმულ გალავანში სენაკებია ჩაშენებული; მათი რიცხვი სამასზე მეტია. მონასტერს ეკუთვნის აგრეთვე საკმაოდ მოზრდილი მიწის ნაკვეთი, რომელიც იქვე, გალავნის გარეთ, მდებარეობს. იერუსალიმის პატრიარქ უნეტარეს დიოდოროსთან შეხვედრას, რომელზეც ჯვრის მონასტრის ქართველებისათვის გადაცემის საკითხი უნდა განხილულიყო, სხვა სასულიერო პირებიც ესწრებოდნენ. პატრიარქს ჩვენ წარვუდგინეთ ოფიციალური წერილი, რომელშიც ვითხოვდით, რომ წინაპრების მიერ აშენებული მონასტერი თავის პატრონს დაბრუნებოდა. ვერ ვიტყვით, რომ ბერძნები მაინცადამაინც დიდი აღფრთოვანებით შეხვდნენ ჩვენს თხოვნას, კერძოდ, აღნიშნეს, რომ მათაც მრავალი მონასტერი ჰქონდათ სხვა ქვეყნებში და მათ შორის საქართველოშიც, მაგრამ ყველა დაკარგეს. პასუხად ჩვენ განვუმარტეთ, რომ ჯვრის მონასტერი განსაკუთრებით ძვირფასია ქართველებისათვის, რადგან თავის დროზე იგი უდიდეს სამეცნიერო და კულტურულ ცენტრს წარმოადგენდა. საბოლოოდ პატრიარქი დაგვპირდა, რომ ჩვენი წერილი წმ. სინოდის სხდომაზე იქნებოდა განხილული. ჯვრის მონასტრის დაბრუნების საკითხი ჩვენ დავაყენეთ აგრეთვე ისრაელის რელიგიის მინისტრთან და ისრაელის პრეზიდენტთან ოფიციალური შეხვედრების დროსაც. როგორც მინისტრი, ასევე პრეზიდენტიც შეგვპირდა, რომ რაც მათზეა დამოკიდებული, ყველაფერს გააკეთებენ. საყურადღებოა ის ფაქტიც, რომ ჩვენს მოთხოვნას ჯვრის მონასტრის გადმოცემის თაობაზე ფართოდ გამოეხმაურა იერუსალიმის პრესაც. ასე რომ ეს დიდი საქმე დაწყებულია და იმედი გვაქვს ღვთის წყალობით კეთილად დაგვირგვინდება. ჩვენ გვქონდა ბედნიერება აგრეთვე ვწვეოდით წმიდა მეფის დავით წინასწარმეტყველის საფლავს, სადაც მივიტანეთ აქედან წაღებული სანთელი და ჩვენი დედების მიერ მოქსოვილი გობელენი დავით მეფის გამოსახულებით. ღვთის მადლითა და ლოცვა-კურთხევით კეთილად დამთავრდა ჩვენი ვიზიტი ისრაელში, რომლის დროსაც თქვენი ლოცვის ძალასა და შემწვობას მუდამ ვგრძნობდით. ჩვენ გვწამს, რომ ეს ვიზიტი აუცილებლად შედეგიანი აღმოჩნდება და ღვთის წყალობით ჯვრის მონასტერში წირვა-ლოცვა მალე ისევ ქართულ ენაზე შესრულდება. იერუსალიმიდან საჩუქრად ჩამოგიტანეთ ჯვრები და ხატები, რომელთაც დღეს დაგირიგებთ. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ, ამინ! 1 ნოემბერი, 1987 წ.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი
ილია II | |
შეაფასეთ:
ნანახია: 1375 |
დაამატა: 5.0/1 Sarcmunoeba | კომენტარები (0)
|
html-კოდი ინფორმაციის | |
BB-კოდი ინფორმაციის | |
გაუზიარე ეს ინფორმაცია მეგობარს |
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია
სულ კომენტარები: 0 | |