- სასმელი მინერალური წყლები
- ფლორა
- ფაუნა
- მინერალური რესურსები
- წყლის რესურსები
- საზღვრები
- ფართობი
- ტერიტორიის ფორმირება
- ატმოსფერული ცირკულაცია
- მზის რადიაცია
- ჰავა
- გეოპოლიტიკური მდებარეობა
- ეკონომიკურ-გეოგრაფიული მდებარეობა
- ფიზიკურ-გეოგრაფიული მდებარეობა
- საქართველოს სამეფო
- სამცხე-საათაბაგო
- იმერეთის სამეფო
- კახეთის სამეფო
- ქართლის სამეფო
- ჰერეთის სამეფო
- აფხაზთა სამეფო
- ტაო-კლარჯეთის სამეფო
- ეგრისის სამეფო
- იბერიის სამეფო
- დიაოხის სამეფო
- ქართლ-კახეთის სამეფო XVIII საუკუნის 80-90-იან წლებში
- დასავლეთ საქართველოს სამეფო-სამთავროები XVIII საუკუნეში
- ქართლ-კახეთი XVIII საუკუნის 40-70 იან წლებში
- ქართლის და კახეთის სამეფოები XVIII საუკუნის პირველ ნახევარში
- სამცხე-საათაბაგო XVII საუკუნეში
უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია IIეს ცხოვრება მხოლოდ მზადებაა იმ დიდი ცხოვრებისათვისსახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა, დღეს არის დიდი დღესასწაული ქართველი ერისა - ხსენება წმიდა მოციქულისა ანდრია პირველწოდებულისა, რომელმაც პირველმა იქადაგა სახარება საქართველოში და ხსენება წმიდისა დიდისა მეფისა ვახტანგ გორგასალისა, რომლის სახელზეც აშენდა ეს წმიდა ტაძარი. ერთი შეხედვით საერთო არაფერი აქვს ამ ორი წმიდანის ცხოვრებას, ერთი მოციქული იყო, ხოლო მეორე - მეფე, მაგრამ ორივე დიდ საქმეს ემსახურებოდა, კერძოდ, სახარების ქადაგებას, ორივეს ესმოდა, თუ რა არის მთავარი და აუცილებელი ადამიანისათვის და ორივე ზრუნავდა ადამიანის უკვდავი სულის გადარჩენისათვის. ორივემ იცოდა, რომ ეს ცხოვრება დროის მარადისობაში ერთი წარმავალი წუთია და მხოლოდ მზადება იმ დიდი ცხოვრებისათვის, რომელიც ყოველ ჩვენთაგანს ელოდება. მათი ამქვეყნიური ცხოვრება მაგალითია იმისა, თუ როგორ უნდა ემზადებოდეს კაცი და რას უნდა აკეთებდეს იმისათვის, რომ ღირსი გახდეს იმ დიდი ცხოვრებისა, მოციქულმა ანდრია პირველწოდებულმა მთელი სიცოცხლე სახარების ქადაგებას შესწირა, რათა საკუთარის გარდა, სხვა ადამიანთა სულებიც ეხსნა. მან თითქმის მთელი ქვეყანა შემოიარა და საქართველოშიც, კერძოდ, შავი ზღვის სანაპიროზე მოვიდა სვიმონ კანანელთან ერთად, ხოლო აქედან, როგორც ისტორია გადმოგვცემს, ჩრდილოეთისაკენ გაემართა იქ, სადაც დღეს კიევია, ჯვარი აღმართა და იწინასწარმეტყველა, რომ ამ ადგილას დიდი ქალაქი აშენდებოდა, წმიდა მეფე ვახტანგ გორგასალი ჭეშმარიტი მწემსი იყო თავისი ხალხისა, რადგან მას ძალიან კარგად ესმოდა, რომ ქვეყანაში ყველაზე მეტი მეფეს მოეთხოვება და რომ იგი არა მხოლოდ თავია თავზე აგებს პასუხს, არამედ მთელ ერზე. მეხუთე საუკუნეში, როცა იგი მოღვაწეობდა, საქართველოს უჭირდა და არა მარტო საქართველოს, რადგან ამ დროისათვის უკვე მრავალი მწვალებლობა იყო, გავრცელებული მთელ მსოფლიოში. ამ გასაჭირის მიუხედავად, ვახტანგ გორგასალს ხელი არ აუღია საქართველოს ეკლესიისათვის დამოუკიდებლობის მოპოვების ფიქრზე. სწორედ მისი დიდი ღვაწლით იქნა მიღწეული, რომ საქართველოში დადგინდა პირველი კათოლიკოსი პეტრე და ჩვენმა ეკლესიამ ანტიოქიის ეკლესიისაგან ავტოკეფალა მიიღო. საბედნიეროდ „ქართლის ცხოვრება" დაწვრილებით გვაცნობს ამ საოცარი პიროვნების მთელ ცხოვრებას. დიდი რწმენის და ღვთის ჭეშმარიტი სიყვარულის წყალობით მან ქართველ კაცს ანდერძად ქრისტესთვის სიკვდილის ძიება დაუტოვა. ე.ი. ის კი არ გვითხრა, აიტანეთ და გამაგრდით, როცა თქვენ ქრასტესთვის გდევნიან და გაწამებენო, არამედ თქვენ თვითონ ეძიებდეთ სიკვდილს უფლისთვისო. ამის თქმა მხოლოდ დიდ მორწმუნესა და მაღალი სულის მქონე პიროვნებას შეეძლო. ჩვენ დღეს ამ ორ წმინდანს ანდრია პირველწოდებულსა, რობელმაც საფუძველი ჩაუყარა საქართველოში ქრისტეს რწმენასა და ეკლესიას და წმიდა მეფე ვახტანგ გორგასალს, რომელმაც ყოველივე იღონა ჩვენი ეკლესიის განმტკიცებისათვის, შევსთხოვთ, რომ მათი ლოცვა-კურთხევითა და შუამდგომლობით ჭეშმარიტი მართლმადიდებლური რწმენა აღდგეს ქართველ ერში, რათა ქართველ კაცს ის თვისებები დაუბრუნდეს, რომელიც ყოველთვის იყო დამახასიათებელი მისთვის სიყვარული, სასოება, სიკეთე. ქართველი ხომ ყველა ადამიანში თავის მოყვასს, ძმას, მეგობარს ხედავდა და თვით მტრის შენდობა და შეწყნარებაც კი შეეძლო. სწორედ ამაში იყო მისი სიძლიერე. ამიტომაც ვლინდებოდა მისი რწმენა არა მხოლოდ სიტყვით, არამედ საქმითაც. დღეს კი თითქოს ეს თვისებები დაკარგული გვაქვს. მე არაერთხელ მითქვამს თქვენთვის, რომ დღევანდელ მდგომარეობას, რომელიც ჩვენს სისასტიკესა და ულმობელობაზე მეტყველებს, იმ დასკვნამდე მივყავართ, რომ დღეს ქრისტიანები მხოლოდ სახელით ვართ, ამიტომაც, ვისჯებით და უნდა გვახსოვდეს, რომ ეს განსაცდელი მანამდე გაგრძელდება, სანამ ქართველი არ შეიგნებს, რომ ქრისტიანი არა მხოლოდ სახელით უნდა იყოს, არამედ თავისი ცხოვრებითაც. გავიხსენოთ, რას გვასწავლის იაკობ მოციქული, რწმენა საქმეთა გარეშე მკვდარი არისო, ინებოს უფალმა, რომ წმიდა ანდრია პირველწოდებულისა და წმიდა ვახტანგ გორგასალის ლოცვით, ჩვენი რწმენა საქმით გაცოცხლდეს. ღირსი მამის, ანტონი დიდის აზრით, ერთადერთი გზა ადამიანის ღმერთთან მიახლოებისა არის დაახლოება მოყვასთან სიყვარულით, შენდობით, სასოებითა და სიკეთით, როცა ერთხელ ანტონ დიდს ჰკითხეს, საიდან ებადებოდა ასეთი მაღალი და დიდებული აზრები, მან ერთი ხელით ზეცა აჩვენა, ხოლო მეორეთი - მიწა. დღეს კი ჩვენ ვერც ზეცას ვხედავთ და ვერც მიწას, მხოლოდ ჩვენი ეგოიზმი გვახსოვს. თითქოს დაუჯერებელია, რომ ადამიანი თავის თავს მტრობდეს, მარამ დღევანდვლმა ჩვენმა გაბოროტებამ იქამდეც კი მიაღწია, რომ ამაზეც თანახმანა ვართ. ყველა, ვინც მოღალატეა ერისა და ეკლესიისა, ის ხომ უპირველეს ყოვლისა, საკუთარ სულს ღალატობს. წმიდა ანდრია პირველწოდებულისა და წმ. ვახტანგ გორგასლის ლოცვით ღმერთმა ინებოს საქართველოსა და მთელი მსოფლიოს სიმშვიდე. ეს დიდებული ტაძარი, რომელშიც ჩვენ დღეს ვდგევართ და ვლოცულობთ, მეფე ვახტანგ გორგასალის სახელზე აშენდა, რადგან რუსთავის ეპარქია სწორედ მისი მეფობის ჟამს დაარსდა. ჩვენ გავიხსენეთ დიდი ღვაწლი და შრომა ამ წმიდა მეფისა და ტაძარიც ამიტომ ავაშენეთ მის სახელზე. მაგრამ მთავარი ეს ტაძარი კი არ არის, არამედ მთავარია ჩევნი გული ვაქციოთ ტაძრად ღვთისა, ჩვენს გულში ავაშენოთ ტაძარი ლოცვით, მარხვით და კეთილ საქმეთა სამსახურით. რამდენიმე ათეული წლის მანძილზე ეს დიდი ქალაქ ეკლესიის გარეშე იყო, მაგრამ ღმერთმა იმასაც მოგვასწრო, რომ დღეს აქ ერთი კი არა ოთხი ტაძარია, მათგან ერთი კოლონიაში. ე.ი. მიუხედავად ჩვენი ცოდვებისა, უფალი ისევ გვწყალობს, და თუმცა ჩვენ აღარ გვაქვს სულიერი ძალა იმისა, რომ დაცემულნი წამოვდგეთ და მივიდეთ მასთან, იგი თვითონ მოდის ჩვენთან და დიდ მადლსაც გვაძლევს. მე ვიცი, რომ მოძღვრვბი, რომლებიც აქ მოღვაწეობენ, ბევრს შრომობენ. მათგან განსაკუთრებით მინდა გამოვყო მოღვაწეობა ამ წმიდა ტაძრის წინამძღვრის მამა ირაკლისა (კალანდაძე), რომელსაც ამ დღესასწაულთან დაკავშირებით დეკანოზის ხარისხი მიენიჭა. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ. ამინ. რუსთავი, 13 დეკემბერი 1991 წ.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი
ილია II | |
შეაფასეთ:
ნანახია: 1318 |
დაამატა: 5.0/6 Sarcmunoeba | კომენტარები (0)
|
html-კოდი ინფორმაციის | |
BB-კოდი ინფორმაციის | |
გაუზიარე ეს ინფორმაცია მეგობარს |
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია
სულ კომენტარები: 0 | |