მოგესალმებით!კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენს საიტზე "უფალი გფარავდეთ"
  

  

  

  

  

  

Real Menu
საიტის მენიუ
მთავარი კონტაქტი ფლეშ სიახლეები ხატები და ფრესკები ეკლესია–მონასტრები თქვენი თხოვნები რა არის როკ–მუსიკა სამარხვო კერძები სხვადასხვა მამათა გამონათქვამები საგალობლები ბიბლია მარხვები დღესასწაულები საქართველოს ისტორია ფსალმუნები დასაბეჭდი ლოცვანი ქადაგებანი და წერილები ხატები ფოტოალბომი წმინდა სინოდი ქრისტეს 12 მოციქული პატერიკი სახარება ჩვენი ტაძარი მამათა სწავლებანი
ფეისბუქის ქოვერები

ჩვენთან არს ღმერთი



















ჩვენი გამოკითხვა
როგორი საიტია ?
ჩვენი გამოკითხვა
სულ ონლაინში: 26
სტუმარი: 26
მომხმარებელი: 0
საიტის წევრები არ არიან...
სულ ონლაინში: 26
სტუმარი: 26
მომხმარებელი: 0
სტუმარი მომხმარებელი
საიტზე ძებნა
მომხმარებლის პროფილი
სტუმარო


სტუმარო გთხოვ დარეგისტრირდი ან გაიარე ავტორიცაზია!


აუდიო ბიბლია
ჩვენთან არს ღმერთი



















თქვენი რეკლამა



Top სტატუსი



ქადაგება წითელი პარასკევს
თბილისობა

მარჯვნივ
მარცხნივ


ყოველდღიური სიახლეები ვიდეო სიახლეები წმიდანთა ისტორიები

ჩადენილი ცოდვები მთელ ერს აწევს მხრებზე და პატიებაც მთელმა ერმა უნდა სთხოვოს უფალს


უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II

ჩადენილი ცოდვები მთელ ერს აწევს მხრებზე
და პატიებაც მთელმა ერმა უნდა სთხოვოს უფალს

ღვთის წყალობით კარს მოგვადგა დიდი მარხვა. დღევანდელ დღეს შენდობის კვირიაკე ეწოდება, იგი ჯერ კიდევ პირველ საუკუნეებში დაწესდა ეგვიპტელი ბერების მიერ. უდაბნოში სამოღვაწეოდ წასვლის წინ ისინი ერთმანეთისაგან შენდობას ითხოვდნენ. ბერები უდაბნოში აღდგომის საგალობლებით მიდიოდნენ, რადგან არ იცოდნენ დაბრუნდებოდნენ თუ არა უკან. ეს ცხოვრებაც უდაბნოა, სულიერი უდაბნო, ჩვენც არ ვიცით შევხვდვბით თუ არა ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომას. სანამ იმაზე დავფიქრდებოდეთ, თუ რა არის შენდობა, ჯერ ის უნდა გავიგოთ, თუ რა არის ცოდვა და რა არის მადლი, ყოველი ადამიანის გულში ორი წყაროა - ცოდვისა და მადლისა და უფალი საშუალებას გვაძლევს ჩვენ თვითონ ავირჩიოთ, სად დავდგეთ, მადლისა თუ ცოდვის მხარეს. ძველი აღთქმის მეორე სჯულის წიგნში უფალი გვეუბნება: მე წარმოგიდგენ შენ სიცოცხლესა და სიკვდილს და შენ სიცოცხლე აირჩიე. მაშასადამე, ადამიანი თვითონ მონაწილეობს როგორც საკუთარი სულის ცხოვრებაში, ასევე დაღუპვაშიც. ბოლომდე არც მადლია შეცნობილი და არც ცოდვა, მაგრამ ის კი ვიცით, რომ ადამიანისათვის ბუნებრივი მადლია, რადგან იგი სიყვარულიდან გამომდინარეობს. მადლს სიყვარული შობს, ხოლო ცოდვას - სიძულვილი, ცოდვა უცხოა ადამიანისათვის და ხორცმეტივითაა ამოზრდილი მის სულსა და სხეულზე. მაგრამ ამავე დროს იგი ძალიან ახლოსაცაა ჩვენთან, რადგან ჩვენ ცოდვასთან ერთად დავიბადეთ: ცოდვათა შინა მშვა დედამან ჩემმან - ამბობს დავით მეფე და წინასწარმეტყველი. მაგრამ მე არაერთგზის აღმინიშნავს და კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ბევრი რამაა დამოკიდებული თვითონ ადამიანზე, რომელსაც ღმერთმა სიკეთისა და ბოროტების გასარჩევად გული ბრძენი და გონიერი მისცა. ხშირად კაცს გონება ისე ებინდება, რომ კარგავს გარჩევის უნარს და კარგა ხნის შემდეგ გამოფხიზლებულს თვითონვე უკვირს, რომ რაც მას სიკეთედ მიაჩნდა, თურმე ბოროტება იყო. ჩვენ ყველამ ვიცით, რომ არ არის კაცი, რომელიც ცხონდა და არა სცოდა და ამიტომ მეტნაკლებად თავს ცოდვილებად ყველანი ვთვლით, მაგრამ ძალიან ხშირად იმ ფარისეველს ვემსგავსებით, რომელიც მეზვერესთან ერთად შევიდა ტაძარში და ღმერთს მადლობას უხდიდა, რომ მეზვერესავით ცოდვილი არ იყო. ფარისევლის ამ ცოდვას ამპარტავნება ეწოდება და სწორედ ამპარტავნება გვაფიქრებინებს და გვათქმევინებს, რომ მართალია მე ცოდვილი ვარ როგორც ყველა, ვინც კი ამ ქვეყნად დაიბადა, მაგრამ ჩემზე ცოდვილებიც ბევრნი არიანო. რომელ ჩვენგანს შეუძლია გულწრფელად თქვას და არა ფარისევლურად - ცოდვილთა შორის პირველი მე ვარო, მაგრამ ამის თქმა შეეძლო პავლე მოციქულს. წმიდა მამათა ცხოვრებაც გვიდასტურებს, რომ ადამიანი რაც უფრო მაღლა დგას სულიერად, მით უფრო უღირსად თვლის თავს. აი, თუნდაც ჩვენი წმიდა მამის, დავით გარეჯელის ცხოვრება ავიღოთ, გარეჯიდან იგი ფეხით წავიდა იერუსალიმში, მაგრამ როცა ქალაქის კედლებს მიადგა, უკან გამობრუნდა, რადგან თავისი თავი ღირსად არ ჩათვალა შეხებოდა იმ მიწას, სადაც უფალი ჩვენი იესო ქრისტე დააბიჯებდა. სამაგიეროდ ამგვარი თავმდაბლობის წყალობით, მან იმდენი მადლი მიიღო, რამდენის მიღებასაც ვერავითარი ლოცვით ვერ შეძლებდა და მადლის ქვის სახით ჩვენც ჩამოგვიტანა. სწორედ ამგვარი თავმდაბლობა გვაკლია ყველას, პატრიარქსაც, სამღვდელოებასაც და მით უმეტეს, ერსაც. ყველა ერს აქვს განსაკუთრებული მიდრეკილება რომელიმე ცოდვისაკენ. სამწუხაროდ, ჩვენს ერში ყველაზე მეტად ამპარტავნება შეინიშნება. ერთმანეთის დაუნდობლობა, რომელიც ქართველებს გვახასიათებს, სწორედ ამპარტავნებიდან მომდინარეობს. ბევრმა ჩვენგანმა ზეპირად იცის ეფრემ ასურის ლოცვა: ჰე უფალო, მომანიჭე მე განცდაჲ თვისთა ცოდვათა და არა განკითხვად ძმისა ჩემისა, მაგრამ ცხოვრებაში არ ასრულებს, ცხოვრებაში წარმართივით იქცევა. ამ ბოლო დროს ჩვენს ერზე მოწეული უბედურებანი ღმერთმა დაუშვა, რათა ნათლად დაგვენახა, თუ ვინა ვართ დღეს ქართველები, თავი რომ განსაკუთრებული მისიის მქონედ და მთელი კაცობრიობის გადამრჩენელად წარმოგვიდგენია. საკუთარი თავი ვერ გადაგვირჩენია და სხვის გადარჩენას კი ვიჩემებთ.

წმიდა მამების ცხოვრებიდან ცნობილია, რომ ბოროტი ხშირად იმაშიც აღწევს, ვინც ლოცულობს და მარხულობს და შეაგონებს, რომ მან უკვე დიდ სიწმინდეს მიაღწია. აქედან იწყება ადამიანის დაცემა, რადგან სწორედ ამპარტავნებაა ის ცოდვა, რომელმაც თვით ანგელოზიც კი დასცა და კეთილი სული ბოროტად აქცია. თეორიულად ეს ყველა ქრისტიანმა იცის, მაგრამ პრაქტიკულად თითო-ოროლა თუ ახერხებს დაძლიოს საკუთარ თავში სწრაფვა ამპარტავნებისაკენ, სამაგიეროდ ყველა მზადაა განკურნოს სხვა განკითხვას გზით. ამ დროს ავიწყდებათ, რომ განკითხვის ჟამს თვითონ იღებენ თავის თავზე ამ ცოდვას, რომელსაც სხვას აყვედრიდნენ. ხშირად ისინი ამ დროს თავსაც იმართლებენ და ამბობენ, რომ კი არ განიკითხავენ, არამედ მხოლოდ სიმართლეს ამხელენ და თუ ასე არ მოიქცევიან, თვითონაც ცოდვის მოზიარენი გახდებიან. მე მინდა გკითხოთ, როცა ჩვენ ღმერთი ჩვენს აურაცხელ ცოდვებს გვპატიობს, ხდება თუ არა მოზიარე ჩვენი ცოდვებისა? რა თქმა უნდა, არა! კაცს, რომ ცოდვა დაამარცხებს და ბოროტება მოერევა, იგი უკვე სხვაშიც ბოროტებას ხედავს, მაშინ როცა კეთილი და წმიდა ადამიანი სხვის პიროვნებაშიც, უპირველეს ყოვლისა, სიკეთესა და კარგ თვისებებს ამჩნევს.

კიდევ ერთხელ დავუბრუნდები ზემოთქმულ აზრს და შეგახსენებთ, რომ ცოდვა უცხოა ჩვენი ბუნებისათვის. ტალახში ამოსვრალი მარგალიტი გარეცხვისა და გაწმენდის შემდეგ ისევ გაბრწყინდება. ასევეა ადამიანის სულიც, რაც არ უნდა მძიმე ცოდვებში იყოს ჩაფლული, თუ წამოსადგომად ძალა მოიკრიბა და განიწმინდა, სიკეთითა და სათნოებით გაბრწყინდება. რამდენი ყოფილა ცოდვილი, მეძავი, ავაზაკი, ქურდი, კაცის მკვლელი და შემდეგ წმინდანი და ანგელოსთა სწორი გამხდარა. ამიტომ ის ადამიანი, რომელსაც ჩვენ დღეს განვიკითხავთ, ხვალ შეიძლება სინანულით, აღსარებითა და ლოცვით წმინდანი გახდეს. მართალია, ძნელია ცხოვრების გზის გავლა ისე, რომ სხვა არ განვიკითხოთ, მაგრამ ღვთის ძალითა და მადლით, ღვთის ლოცვა-კურთხევით საკუთარ თავში ამ თვისებას უნდა ვებრძოლოთ,

ამ ბოლო ხანს განსაკუთრებით გამოვლინდა ჩვენს ხალხში ფესვგადგმული ცუდი თვისებები, უმდაბლესი გრძნობები. ზოგი ფიქრობს, რომ ჩადენილ ცოდვებზე მხოლოდ ამ ცოდვების უშუალო ჩამდენნი აგებენ პასუხს. ეს მცდარი შეხედულებაა. ჩადენილი ცოდვები მთელ ერს აწევს მხრებზე და პატიებაც მთელმა ერმა უნდა სთხოვოს უფალს. ჩვენს განწმენდაში უდიდესი როლი ეკლესიას ეკისრება. ეკლესიაა ის სულიერი საავადმყოფო, სადაც სული უნდა განიკურნოს. ბოლო წლებში ეკლესიას ბევრმა მოაშურა, მაგრამ ეს შემობრუნება რწმენისაკენ მაინც გარეგნული აღმოჩნდა, ბევრმა ეკლესიისაგან პოლიტიკაში აქტიური ჩარევა მოითხოვა, რადგან არ იცოდა, რომ ეკლესია არც იყო, არც არის და არც არასდროს იქნება პოლიტიკურა ძალა. რადგან ქრისტიანობა ყოველგვარ პოლიტიკას აღემატება. ეკლესია ის სულიერი ძალაა, რომელიც სიყვარულით აერთიანებს მთელ ერს ერთმანეთთან და ღმერთთან. რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ სრულიად მოვწყდეთ მიწიერ ცხოვრებას, მაგრამ უპირველესი საზრუნავი ეკლესიისა ადამიანის უკვდავი სულია. ეს პირველ რიგში ჩვენს მოძღვრებს უნდა ახსოვდეთ და ყველაფერი უნდა იღონონ ერის არა მხოლოდ ფიზიკური, არამედ სულიერი გამთლიანებისათვის. მოძღვარი მხოლოდ თავისი თავის გამო როდი აგებს პასუხს ღვთის წინაშე, არამედ მას პასუხი სამწყსოსთვისაც მოეთხოვება. ზოგიერთი მოძღვრის სულიერი შვილები სხვა მოძღვრებს უარყოფენ და ამცირებენ, რაც ვერაფრით შეუწყობს ხელს ერის შეკვრას სულიერად. პირიქით, მე მინდა შეგახსენოთ, რას ამბობდნენ წმიდა მამები ამის თაობაზე. მათი თქმით, ეკლესიაში განხეთქილების შეტანა მწვალებლობის ტოლფასია და ამგვარი მოძღვარი ამ ცოდვას მოწამეობრივი სისხლითაც კი ვერ ჩამოიბანს.

ჩვენ მაინც იმედით ვუყურებთ მომავალს და გვწამს, რომ უფალი საქართველოს უნუგეშოდ არ დატოვებს, საქართველოს დაღუპვა არ უწერია, რადგან მისი მფარველი ყოვლადწმიდა ღვთისმშთბელია. შეიძლება ყველა ვერ გადარჩეს, მაგრამ ერი გადარჩება.

თუკი პავლე მოციქული ამბობს, ცოდვილთაგან პირველი მე ვარო, მე რაღა მეთქმის, ჩვეულებრივ ცოდვილ ადამიანს. ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა მე მაკისრია, ყველაზე მძიმე ჯვარი მაინც პატრიარქისაა, თუმცა ჩვენი სულიერობის დონე იმდენად დაბალია, რომ ზოგიერთს პატრიარქობა კარიერა ჰგონია. მე არ მახსენდება შემთხვევა ქრისტიანული ეკლესიის არსებობის მანძილზე, რომ ვინმეს პატრიარქობა კარიერასთან გაეგივებინოს. პირადად ჩემთვის ყველაზე დიდი სატკივარი ისაა, რომ ვხედავ ადამიანს, რომელიც იღუპება, ვცდილობ საშველად ხელი გავუწოდო და იგი უარყოფს ამას. ამ დროს მე უძლური ვარ და არ შემიძლია შველა. მე ცოდვილს ისევ თქვენი ლოცვის, სულგრძელობისა და რაც მთავარია, ღვთის შემწეობის იმედი მაქვს.

ამ წმიდა დღეს, როცა უკვე ამდენი ცოდვა ჩავიდინეთ, შევსთხოვ უფალს, მოგვიტევოს ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, რისთვისაც საჭიროა ჯერ ერთმანეთს შევუნდოთ შეცოდებანი ჩვენნი. გთხოვთ ყველას, მაპატიეთ მე, ყველაზე ცოდვილს, ჩემი შეცოდებანი ნებსითნი და უნებლიეთნი.

ღმერთმა გაპატიოთ თქვენ და სრულიად საქართველოს ყოველნი ცოდვანი თქვეენი ნებსითნი და უნებლიეთნი, სახელით მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა, ამინ.

შენდობის კვირა, 8 მარტი, 1992 წ.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II
„ეპისტოლენი, სიტყვანი, ქადაგებანი", ტომი II, თბილისი, 1997 წ.

შეაფასეთ: 4.5/6
ნანახია: 1427 | დაამატა: Sarcmunoebaკომენტარები (0)



html-კოდი ინფორმაციის
BB-კოდი ინფორმაციის
გაუზიარე ეს ინფორმაცია მეგობარს


 

კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია
სულ კომენტარები: 0