მოგესალმებით!კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენს საიტზე "უფალი გფარავდეთ"
  

  

  

  

  

  

Real Menu
საიტის მენიუ
მთავარი კონტაქტი ფლეშ სიახლეები ხატები და ფრესკები ეკლესია–მონასტრები თქვენი თხოვნები რა არის როკ–მუსიკა სამარხვო კერძები სხვადასხვა მამათა გამონათქვამები საგალობლები ბიბლია მარხვები დღესასწაულები საქართველოს ისტორია ფსალმუნები დასაბეჭდი ლოცვანი ქადაგებანი და წერილები ხატები ფოტოალბომი წმინდა სინოდი ქრისტეს 12 მოციქული პატერიკი სახარება ჩვენი ტაძარი მამათა სწავლებანი
ფეისბუქის ქოვერები

ჩვენთან არს ღმერთი



















ჩვენი გამოკითხვა
როგორი საიტია ?
ჩვენი გამოკითხვა
სულ ონლაინში: 22
სტუმარი: 22
მომხმარებელი: 0
საიტის წევრები არ არიან...
სულ ონლაინში: 22
სტუმარი: 22
მომხმარებელი: 0
სტუმარი მომხმარებელი
საიტზე ძებნა
მომხმარებლის პროფილი
სტუმარო


სტუმარო გთხოვ დარეგისტრირდი ან გაიარე ავტორიცაზია!


აუდიო ბიბლია
ჩვენთან არს ღმერთი



















თქვენი რეკლამა



Top სტატუსი



ფერისცვალება
სიტყვა წმინდა ნინოობას

მარჯვნივ
მარცხნივ


ყოველდღიური სიახლეები ვიდეო სიახლეები წმიდანთა ისტორიები

სიკეთე არასოდეს იკარგება


უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II

სიკეთე არასოდეს იკარგება

სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა!

გუშინ და დღეს მართლმადიდებელი ეკლესია ყოვლადწმიდა სამების უდიდეს დღესასწაულს დღესასწაულობს. გუშინ ჩვენ მოციქულთა ზედა სული წმიდის მოფენა ვიდღესასწაულეთ, რომელიც ამავე დროს წმიდა სამების დღესასწაულიცაა, რადგანაც სული, გამომავალი მამისაგან, ძის შუამდგომლობით გადმოვიდა მოციქულთა ზედა. ამ დღესასწაულს წმიდა სამების დღესასწაული სწორედ იმიტომ ეწოდება, რომ სული წმიდის მოფენაში ყოვლადწმიდა სამება: მამა, ძე და სული წმიდა მონაწილეობს. გუშინ განსაკუთრებული სასოებით წარმოვთქვამდით ლოცვას „მეუფეო ზეცათაო", რომელიც ყოველმა მორწმუნემ ზეპირად იცის. ტიპიკონას მიხედვით გარკვეული დროის მანძილზე ეს საგალობელი არ იგალობებოდა და აი გუშინწინ საღამოს, როდესაც ეს დღესასწაული დაიწყო, იგი ხელახლა შესრულღა. ეს საგალობელი ყოვლად წმიდა სამების, განსაკუთრებით კი, სული წმიდის სადიდებელია. მასში ნათქვამია: „სულო ჭეშმარიტებისაო", ე.ი. ღმერთი ჭეშმარიტებაა. სული წმიდა, - სული ჭეშმარიტებისა ყოველგანაა და ყოველსავე აღავსებს მადლითა თვისითა, მაგრამ სამწუხაროდ ზოგი იღებს მას და ზოგიც ვერა. ჯერ კიდევ ქრისტეს შობამდე ძველ რომაელებს ჰქონდათ ასეთი შესანიშნავი გამოთქმა: მსგავსი მსგავსით ხარობს (Similis simili gaudet). თუ ადამიანი ცდილობს, რომ მასში სიწმინდე იყოს, რა თქმა უნდა, სული წმიდაც მიდის და რჩება კიდევაც მასთან. ადამიანი ხომ იმისთვისაა მოწოდებული, რომ სული წმიდის ტაძარი გახდეს. თუ იგი მართლაც იქცევა ტაძრად სულისა წმიდისა, მაშინ მისგან მხოლოდ სიკეთე მოდის. რა თქმა უნდა, ეს სრულიადაც არ ნიშნავს იმას, რომ დაბრკოლებები აღარ ექნება და აღარასოდეს აღარ შესცოდავს, მაგრამ მთავარი გეზი მისი ცხოვრებისა და მისი მიზანი სიკეთის სამსახური გახდება. სული წმიდის მოსვლასთან ერთად ადამიანს ეძლევა მადლი, ხოლო მადლი სულისა წმიდისა უძლურთა მკურნალი და ნაკლულევანთა აღმავსებელია, ე.ი. თუკი ადამიანს რაიმე უძლურება და ნაკლი აწუხებს და ისეთი არც არავინაა, რომელიც სრულიად უნაკლო იყოს, მადლი სულისა წმიდისა კურნავს და ავსებს ამ ნაკლს. მთავარია, თვითონ ადამიანს ჰქონდეს მისწრაფება სული წმიდის მისაღებად. როგორ შეიძლები მან მიიღოს მადლი სულისა წმიდისა? უპირველეს ყოვლისა, რწმენით, მაგრამ ეს რწმენა ჭეშმარიტი უნდა იყოს. ხშირად მე მქონია საუბარი ადამიანებთან, რომელთაც უთქვამთ, რომ სწამთ სიკეთე და მისი ქმნის აუცილებლობა, მაგრამ ეს არ არის რწმენა, რწმენა უფრო დიდია და უფრო ღრმა, მისი შემოფარგლვა მხოლოდ მიწიერი, თუნდაც კეთილი მიზნებით, არ შეიძლება. ადამიანს იმგვარად უნდა სწამდეს ყოვლადწმიდა სამება: მამა, ძე და სული წმიდა, როგორც ეს მრწამსშია გადმოცემული.

ერთხელ მუსულმანთა ერთ-ერთმა ლიდერმა თავის მოხსენებაში ასეთი აზრი გამოთქვა: ჩვენცა და ქრისტიანებიც მონოთეისტები ვართ, მაგრამ ის ვერ გამიგია, რატომ არის ქრისტიანი ქრისტოცენტრული, ანუ რატომ აქცევს განსაკუთრებულ ყურადღებას იესო ქრისტესო. ე.ი. მონოთეისტები კი გვიწოდა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ მისი აზრით, ჩვენ თითქოს სამი ღმერთი გვწამს: მამა, ძე და სული წმიდა. სინამდვილეში ეს ერთი ღმერთია, რადგან მისი სამივე ჰიპოსტასი ერთარსებაა. წმიდა მამებმა იმის ნათელსაყოფად, თუ რა გვწამს ჩვენ, შესადარებლად მზე აიღეს: მისი დისკო მამაა, სხივები - იესო ქრისტე, ხოლო სითბო - სული წმიდა. ასე შეიძლება ჩვენთვის მისაწვდომად წარმოვიდგინოთ ერთარსება სამპიროვანი ღმერთი. რა თქმა უნდა, ადამიანის გონება ვერასოდეს ვერ ჩასწვდება იმ საიდუმლოებას, რას წარმოადგენს ყოვლად წმიდა სამების არსი, რადგან არის ისეთი საკითხები, რომელთაც იგი არც უნდა შეეხოს. უმჯობესია ადამიანმა თავისი გონება საკუთარი თავის შეცნობისაკენ წარმართოს. მე მინდა ისევ შეგახსენოთ ძველი ბერძნების გამოთქმა: შეიცან თავი შენი. ყოველმა ადამიანმა უნდა გაიგოს ვინ არის იგი, რა შეუძლია და რამდენი შეუძლია. ადამიანს იმის უნარი არა აქვს, რომ მატერიალურ სამყაროში ჩასწვდეს ყოველივეს და წმიდა სამების არსს როგორღა შეიცნობს! მთავარი ისაა, რომ მან საკუთარი თავის შეცნობით ცოდვებისაგან განწმენდა შეძლოს და სული წმიდის ტაძრად იქცეს, რათა ღმერთთან კავშირი აღადგინოს, რომელიც დღეს სამწუხაროდ, დაკარგულია. ძალიან ხშირად ჩვენს ახალგაზრდობაში იმედისა და ცხოვრების მიზნის დაკარგვა შეიმჩნევა, რაც შედეგია იმისა, რომ ჩვენი ახალგაზრდობა არ ცხოვრობს ქრისტიანული, ღვთივსულიერი ცხოვრებით და ემორჩილება გრძნობებსა და ვნებებს, რომელიც იარაღია ბოროტი სულისა. დიდ ნაწილს ახალგაზრდებისა ისეთი წარმოდგენა აქვს, რომ თითქოს ცხოვრების შინაარსი ვნებების დაკმაყოფილებაში მდგომარეობდეს, მაგრამ ფაქტი ისაა, რომ რაც უფრო მეტად ემორჩილება ადამიანი ვნებებს, სულიერად უფრო და უფრო ცარიელი და გამოფიტული ხდება. გამოსავალი მხოლოდ ისაა, რომ აღდგეს დაკარგული კავშირი ადამიანსა და ღმერთს შორის, დავიბრუნოთ ერთმანეთის სიყვარული. ქრისტიანობა ხომ სხვა არაფერია თუ არა სიყვარულით ცხოვრება.

ბევრს შემოუჩივლია ჩემთვის, რომ სურს იწამოს ღმერთი, მაგრამ არ შეუძლია, რადგან გონებით ვერ იღებს. რა თქმა უნდა, ამგვარ შემთხვევაში ღვთის არსებობის მეცნიერულ-ფილოსოფიური დასაბუთება შედეგს ვერ გამოიღებს, ამიტომაც მიკითხავს: სწამს თუ არა სიკეთისა და ბოროტების არსებობა და როცა დადებითი პასუხი მიმიღია, მითქვამს: ერიდე ბოროტებას და სიკეთე აკეთე, და ეს სიკეთე აუცილებლად მიგიყვანს სარწმუნოებასთან-მეთქი, რადგან არ შეიძლება დაკარგვა სიკეთისა, რომელიც სიყვარულიდან მომდინარეობს, ხოლო სიყვარული თვითონ ღმერთია, ამიტომ უფალი ამგვარ ადამიანს რწმენისათვის გულსა და გონებას აუცილებლად გაუხსნის.

დღეს ჩვენ ამ წმიდა სამების ტაძარში აღვავლენთ ლოცვებს, რათა ყოვლადწმიდა სამებამ თავისი სიყვარულის ძალით ჩვენი დასახიჩრებული გული და გონება გაამთლიანოს, ჩვენი უძლურება განკურნოს და ნაკლი ჩვენი მადლითა თვისითა და სიყვარულითა თვისითა აღავსოს. თუკი ადამიანზე სული წმიდის მადლია გადმოსული, ანუ მისი გული სიყვარულითაა სავსე, იგი მასში ვერ გაჩერდება და გარშემო მყოფთაც მოედინება. ღირსი მამა სერაფიმე ამბობდა: მოიპოვე თუნდაც მცირე მადლი სულისა წმიდისა და შენც სცხოვნდები და შენს გარშემო ათასობით ადამიანიცო. აი, ასეთი თვისება აქვს სული წმიდის მადლს.

სული წმიდის მადლი მოგვფინოთ თქვენცა და სრულიად საქართველოსაც. ძალი მადლისა გფარავდეთ.

ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს. წყალობა, მშვიდობა, სიხარული და სიყვარული არ მოგაკლოთ ღმერთმა თქვენ და სრულიად საქართველოს. ამინ.

15 ივნისი, 1992 წ.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II
„ეპისტოლენი, სიტყვანი, ქადაგებანი", ტომი II, თბილისი, 1997 წ.

შეაფასეთ: 5.0/4
ნანახია: 1446 | დაამატა: Sarcmunoebaკომენტარები (0)



html-კოდი ინფორმაციის
BB-კოდი ინფორმაციის
გაუზიარე ეს ინფორმაცია მეგობარს


 

კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია
სულ კომენტარები: 0