- სასმელი მინერალური წყლები
- ფლორა
- ფაუნა
- მინერალური რესურსები
- წყლის რესურსები
- საზღვრები
- ფართობი
- ტერიტორიის ფორმირება
- ატმოსფერული ცირკულაცია
- მზის რადიაცია
- ჰავა
- გეოპოლიტიკური მდებარეობა
- ეკონომიკურ-გეოგრაფიული მდებარეობა
- ფიზიკურ-გეოგრაფიული მდებარეობა
- საქართველოს სამეფო
- სამცხე-საათაბაგო
- იმერეთის სამეფო
- კახეთის სამეფო
- ქართლის სამეფო
- ჰერეთის სამეფო
- აფხაზთა სამეფო
- ტაო-კლარჯეთის სამეფო
- ეგრისის სამეფო
- იბერიის სამეფო
- დიაოხის სამეფო
- ქართლ-კახეთის სამეფო XVIII საუკუნის 80-90-იან წლებში
- დასავლეთ საქართველოს სამეფო-სამთავროები XVIII საუკუნეში
- ქართლ-კახეთი XVIII საუკუნის 40-70 იან წლებში
- ქართლის და კახეთის სამეფოები XVIII საუკუნის პირველ ნახევარში
- სამცხე-საათაბაგო XVII საუკუნეში
წმიდა მოწამე იოანე მხედარი (IV)30 (12.08) ივლისიწმიდა მოწამე იოანე მხედარი მსახურობდა იმპერატორ იულიანე განდგომილის (361-363) ლაშქარში. ის იყო ფარული ქრისტიანი და ლოცვით, მარხვითა და კეთილმსახური ცხოვრებით სათნოეყოფოდა ღმერთს. როგორც ჩანს, ყოველივე ამას ვერ ამჩნევდნენ, რადგან უსჯულო იმპერატორის ბრძანებით სხვებთან ერთად ისიც გაგზავნეს ქვეყნის ერთ-ერთ ოლქში ქრისტიანთა შესაპყრობად. დევნის ნაცვლად იოანე ყოველმხრივ მფარველობდა ქრისტიანებს, ნუგეშს სცემდა და ამხნევებდა მათ. როცა ამის შესახებ შეიტყო, განრისხებულმა იულიანემ ბრძანა, შეეპყროთ და დაუყოვნებლივ ჩაეყვანათ კონსტანტინოპოლში სიკვდილით დასასჯელად. გზაში წმიდანს მრავალი ტანჯვის დათმენა მოუხდა: წარმართი მცველები გვემდნენ მეფის ურჩ მხედარს, უჭერდნენ რკინის საკვრელებს, ფეხშიშველს ამყოფებდნენ, სიცივითა და შიმშილით ტანჯავდნენ. როცა მათ სამეფო ქალაქამდე ჩააღწიეს, იმპერატორი სპარსელებთან საომრად იყო გასული. მის დაბრუნებამდე უფლის რჩეული საპყრობილეში გამოკეტეს. ამასობაში, 363 წელს, იულიანე განდგომილი სპარსელებთან ბრძოლაში დაიღუპა. ტახტზე ავიდა კეთილმორწმუნე ქრისტიანი იობიანე, რომელმაც წინამორბედის მიერ მართლმადიდებელთა წინააღმდეგ გაცემული ყველა განკარგულება გააუქმა: ქრისტეს აღსარებისთვის ტყვექმნილები გაათავისუფლა და გადასახლებულ ეპისკოპოსებს კათედრები დაუბრუნა. თავისუფლება ჰპოვა იოანემაც. ამის შემდეგ სატანჯველებით გამობრძმედილმა წმიდანმა ღვთისა და მოყვასის მსახურებას უძღვნა თავი. ნეტარი იოანე მშვიდობით მიიცვალა, ღრმა მოხუცებულობაში. სიკვდილის წინ მან ითხოვა, დაეკრძალათ მდაბიოთა და გლახაკთა სასაფლაოზე. წმიდანს თხოვნა შეუსრულეს. მისი სამარხი დაიკარგა, მაგრამ იოანემ ერთ კეთილმსახურ ქალს გამოცხადებით ამცნო თავისი წმიდა ნეშტის ადგილსამყოფელი. აღმოყვანების შემდეგ უხრწნელი ნაწილები კონსტანტინოპოლში, იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძარში დაასვენეს. მათთან მრავალი სასწაულებრივი კურნება აღესრულებოდა. „წმიდანთა ცხოვრება", ტომი III, თბილისი, 2001 წ. | |
მომწონს
+41
|
html-კოდი ინფორმაციის | |
BB-კოდი ინფორმაციის | |
გაუზიარე ეს ინფორმაცია მეგობარს |
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია
სულ კომენტარები: 0 | |