






















სასმელი მინერალური წყლები
ფლორა
ფაუნა
მინერალური რესურსები
წყლის რესურსები
საზღვრები
ფართობი
ტერიტორიის ფორმირება
ატმოსფერული ცირკულაცია
მზის რადიაცია
ჰავა
გეოპოლიტიკური მდებარეობა
ეკონომიკურ-გეოგრაფიული მდებარეობა
ფიზიკურ-გეოგრაფიული მდებარეობა
საქართველოს სამეფო
სამცხე-საათაბაგო
იმერეთის სამეფო
კახეთის სამეფო
ქართლის სამეფო
ჰერეთის სამეფო
აფხაზთა სამეფო
ტაო-კლარჯეთის სამეფო
ეგრისის სამეფო
იბერიის სამეფო
დიაოხის სამეფო
ქართლ-კახეთის სამეფო XVIII საუკუნის 80-90-იან წლებში
დასავლეთ საქართველოს სამეფო-სამთავროები XVIII საუკუნეში
ქართლ-კახეთი XVIII საუკუნის 40-70 იან წლებში
ქართლის და კახეთის სამეფოები XVIII საუკუნის პირველ ნახევარში
სამცხე-საათაბაგო XVII საუკუნეში
ღირსი იოსებ ვოლოცკელი (+1515)18 (31) ოქტომბერიღირსი იოსებ ვოლოცკელი (ერობაში - იოანე სანინი) 1439 წელს დაიბადა ქალაქ ვოლოკოლამსკის მახლობლად, კეთილმსახური მშობლების იოანესა (ბერობაში - იოანიკე) და მარინეს (სქიმაში - მარიამი) ოჯახში. როცა შვიდი წელი შეუსრულდა, ყრმა ვოლოკოლამსკის ჯვართამაღლების მონასტრის კეთილმსახურ და განათლებულ ბერს, არსენის მიაბარეს აღსაზრდელად. იშვიათი გულისხმიერებით გამორჩეულმა ყმაწვილმა ერთ წელიწადში - ფსალმუნები, შემდგომ წელს კი - წმიდა წერილი ზეპირად შეისწავლა. იგი მონასტრის ტაძრის მედავითნე და მგალობელი გახდა. თანამედროვეებს აოცებდა წმიდანის საკვირველი მეხსიერება: ზეპირად ამბობდა ტიპიკონით გათვალისწინებულ საკითხავებს ფსალმუნთა წიგნიდან, სახარებიდან და სამოციქულოდან. ნეტარი ოცი წლის იყო, როცა ცხოვრების უფლისთვის შეწირვა გადაწყვიტა და მშობლიური სახლი დატოვა. იგი ბოროვსკში ჩავიდა, 1460 წლის თებერვალში ღირსი პაფნუტი ბოროვსკელის ხელით აღიკვეცა ბერად. წმიდანმა თვრამეტი წელი დაჰყო ამ მონასტერში. 1477 წელს, პაფნუტი ბოროვსკელის გარდაცვალების შემდეგ, იგი მღვდელმონაზვნად აკურთხეს და წმიდა იღუმენის ანდერძისამებრ, სავანის წინამძღვრობა მიანდეს. მამა იოსებმა გადაწყვიტა, მონასტრის წეს-განგება კიევო-პეჩორის, სერგის წმიდა სამების და კირილო-ბელოეზერის სავანეთა ტიპიკონების მიხედვით შეესწორებინა და გაემკაცრებინა, რასაც ძმობა უკმაყოფილებით შეხვდა. მაშინ ნეტარმა შვიდ თანამოაზრე ბერთან ერთად დატოვა მონასტერი და ახალი სავანის დასაარსებლად ვოლოკოლამსკის ტყეებს მიმართა. მათი აქ ჩასვლა სასწაულით აღინიშნა: უეცრად ამოვარდნილმა ქარიშხალმა ტყე მიმოანგრია - თითქოს სამონასტრო ადგილი მოასუფთავა. ძმები გულმოდგინედ შეუდგნენ მშენებლობას. მათ გვერდიგვერდ იღვწოდა თავად ღირსი იოსებიც. დღიური შრომით დამაშვრალი ბერი ლოცვებში ათევდა ღამეებს. მცირე ხანში მონასტრის ბერების რიცხვმა ასს მიაღწია. ამბა იოსები ცდილობდა, ყველაფერში თავშეკავებისა და ზომიერების მაგალითი მიეცა სულიერი შვილებისათვის და გარეგნულად მათგან არაფრით განსხვავდებოდა. იგი ყველაზე ადრე მიდიოდა ტაძარში, სხვებთან ერთად კითხულობდა და გალობდა, ქადაგებდა, და ბოლოს, უკანასკნელი ტოვებდა იქაურობას. ღამღამობით იღუმენი ტაძარსა და სენაკებში მიმოდიოდა ხოლმე - ერთგულ დარაჯად ედგა ძმების სიმშვიდეს და სიფხიზლეს. თუ უქმი საუბარი შემოესმებოდა, კაკუნით ამცნობდა ბერებს თავის იქ ყოფნას, შემდეგ კი მდაბლად განერიდებოდა. ღირსი იოსები მთავარ ყურადღებას ბერების შინაგანი ცხოვრების მოწესრიგებას უთმობდა. იგი მკაცრად ადევნებდა თვალყურს მონასტრის წეს-განგების შესრულებას, რომლის საფუძველიც იყო სრული უპოვარება, საკუთარი ნების მოკვეთა და მუდმივი შრომა. ძმებს ყველაფერი საერთო ჰქონდათ. წინამძღვრის კურთხევის გარეშე არავის შეეძლო რამის შეტანა სენაკებში - თვით წიგნებისა და ხატებისაც კი. საერთო შეთანხმებით, ტრაპეზის ნაწილს ბერები გლახაკებისთვის ტოვებდნენ. შრომა, ლოცვა და პირადი ღვაწლი ავსებდა ძმების ცხოვრებას. იესოს ლოცვა არ შორდებოდა მათ ბაგეებს. ამბა იოსები უქმობას დემონურ საცდურთა მთავარ იარაღად თვლიდა. თავად იღუმენი მუდამ ყველაზე მძიმე მორჩილების საქმეებს ტვირთულობდა ხოლმე. სავანის მრავალი ბერი იყო დაკავებული საღვთისმსახურო წიგნებისა და წმიდა მამათა ნაშრომების გადაწერით, რის გამოც მალე ვოლოკოლამსკის წიგნთსაცავი ერთ-ერთი საუკეთესო შეიქნა რუსეთის მონასტერთა ბიბლიოთეკებს შორის. უფლის რჩეული მოსაგრე 1515 წლის 9 ოქტომბერს მიიცვალა, სამოცდათექვსმეტი წლის ასაკში. „წმიდანთა ცხოვრება", ტომი IV, თბილისი, 2003 წ. | |
მომწონს
+28
|
html-კოდი ინფორმაციის | |
BB-კოდი ინფორმაციის | |
გაუზიარე ეს ინფორმაცია მეგობარს |


კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია
სულ კომენტარები: 0 | |
![]() ![]() ![]() | ![]() | ![]() ![]() ![]() |