მოგესალმებით!კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენს საიტზე "უფალი გფარავდეთ"
  

  

  

  

  

  

Real Menu
საიტის მენიუ
მთავარი კონტაქტი ფლეშ სიახლეები ხატები და ფრესკები ეკლესია–მონასტრები თქვენი თხოვნები რა არის როკ–მუსიკა სამარხვო კერძები სხვადასხვა მამათა გამონათქვამები საგალობლები ბიბლია მარხვები დღესასწაულები საქართველოს ისტორია ფსალმუნები დასაბეჭდი ლოცვანი ქადაგებანი და წერილები ხატები ფოტოალბომი წმინდა სინოდი ქრისტეს 12 მოციქული პატერიკი სახარება ჩვენი ტაძარი მამათა სწავლებანი
ფეისბუქის ქოვერები

ჩვენთან არს ღმერთი



















ჩვენი გამოკითხვა
როგორი საიტია ?
ჩვენი გამოკითხვა
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
საიტის წევრები არ არიან...
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
სტუმარი მომხმარებელი
საიტზე ძებნა
მომხმარებლის პროფილი
სტუმარო


სტუმარო გთხოვ დარეგისტრირდი ან გაიარე ავტორიცაზია!


აუდიო ბიბლია
ჩვენთან არს ღმერთი



















თქვენი რეკლამა



Top სტატუსი



მოძღვრება ყოველთა წმიდათა კვირიაკეს
მოძღვრება კვირიაკესა მეზვერისა და ფარისეველისასა

მარჯვნივ
მარცხნივ


ყოველდღიური სიახლეები ვიდეო სიახლეები წმიდანთა ისტორიები

წმიდა მოწამენი ლეონტი, იპატი და თეოდულე

წმიდა მოწამენი ლეონტი, იპატი და თეოდულე (+70-79)

18 (1.07) ივნისი

წმიდა მოწამენი ლეონტი, იპატი და თეოდულე (I) რომაელი მხედრები იყვნენ.

უღმერთო იმპერატორმა ვესპასიანემ (70-79) ფინიკიის ოლქის გამგებლად სენატორი ადრიანე დანიშნა და უბრძანა, ეწამებინა და დაეხოცა ყველა ქრისტიანი ვინც კერპებისთვის მსხვერპლის შეწირვაზე უარს განაცხადებდა. ადრიანეს მოახსენეს ქრისტიანი ლეონტის შესახებ, რომელიც უშიშრად ქადაგებდა ქრისტიანობას. მეფის ერთგულმა მოხელემ წმიდანის შესაპყრობად ტრიბუნი იპატი გაგზავნა მეომრების რაზმთან ერთად. გზაში ტრიბუნი მძიმედ დასნეულდა. როცა სულთმობრძავმა ჩათვლიმა, უფლის ანგელოზი გამოეცხადა და უთხრა: „თუ გსურს განიკურნო, მხედრებთან ერთად სამჯერ წარმოსთქვი: „შემეწიე, ლეონტის ღმერთო". იპატი გამოფხიზლდა. ანგელოზი კვლავ მის წინაშე იდგა. „მე ლეონტის შესაპყრობად ვარ გამოგზავნილი, როგორღა ვხადო მის უფალს?" - იკითხა გაკვირვებულმა ტრიბუნმა. სნეულმა მეომრებს მოუწოდა და ხილვის შესახებ მოუთხრო. მათ შეასრულეს ანგელოსთა ბრძანება და მოხდა სასწაული: სასიკვდილო სარეცელზე მწოლარე იპატი განიკურნა. სიხარულით აღტაცებული მხედრები ლხინსა და ღრეობას მიეცნენ. მხოლოდ ერთი მათგანი - ტრიბუნის მეგობარი, თეოდულე იჯდა განმარტოებით და მომხდარის არსზე ფიქრობდა. მან შესთხოვა იპატის, წასულიყვნენ ქალაქში, ნეტარი ლეონტის მოსაძებნად.

ტრიპოლში შესვლისთანავე მგზავრებს უცნობი კაცი შეხვდა, სახლში მიიწვია და გულუხვად გაუმასპინძლდა. როცა შეიტყვეს, რომ დამხვდური წმიდა ლეონტი იყო, იპატი და თეოდულე მუხლებში ჩაუვარდნენ მას და ჭეშმარიტი სარწმუნოების ნათლით გაბრწყინვება ითხოვეს. როცა მომხდარის შესახებ შეიტყო, ანდრიანემ ბრძანა, მოეგვარათ მისთვის წმიდა ლეონტი, ტრიბუნი, იპატი და თეოდულე, ხოლო შემდეგ განკარგულება გასცა, წმიდა იპატი ძელზე ჩამოეკიდათ და რკინის ჩანგლებით ეჯიჯგნათ, ნეტარი თეოდულე კი არგნებით დაუზოგავად ეგვემათ. როცა ქრისტეს ტარიგთა სიმტკიცე იხილეს, მტარვალებმა მათ მახვილით მოჰკვეთეს თავები. წმიდა ლეონტი წამების შემდეგ საპყრობილეში გამოკეტეს, დილით კი მმართველის წინაშე წარადგინეს. სამსჯავროზე ადრიანე ცდილობდა, პატივისა და ჯილდოების აღთქმით ეცთუნებინა მხნე აღმსარებელი, მაგრამ მალე დარწმუნდა, რომ მისი მოდრეკის ყოველგვარი ცდა ამაო იყო და სატანჯველად გადასცა. წმიდა მოწამე მთელი დღე თავდაყირა ეკიდა, ყელზე ლოდგამობმული. მმართველმა ბრძანა, არგნებით მანამ ეგვემათ იგი, სანამ სული არ ამოხდებოდა. მარტვილის წმიდა ცხედარი ქალაქგარეთ მოისროლეს, მაგრამ ქრისტიანებმა პატივით მიაბარეს იგი მიწას ტრიპოლის მახლობლად. ეს მოხდა დაახლოებით 70-79 წლებში.

„წმიდანთა ცხოვრება", ტომი II, თბილისი, 2001 წ.




ნანახია: 945 | დაამატა: Sarcmunoebaკომენტარები (0)



html-კოდი ინფორმაციის
BB-კოდი ინფორმაციის
გაუზიარე ეს ინფორმაცია მეგობარს


 

კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია
სულ კომენტარები: 0