მოგესალმებით!კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენს საიტზე "უფალი გფარავდეთ"
  

  

  

  

  

  

Real Menu
საიტის მენიუ
მთავარი კონტაქტი ფლეშ სიახლეები ხატები და ფრესკები ეკლესია–მონასტრები თქვენი თხოვნები რა არის როკ–მუსიკა სამარხვო კერძები სხვადასხვა მამათა გამონათქვამები საგალობლები ბიბლია მარხვები დღესასწაულები საქართველოს ისტორია ფსალმუნები დასაბეჭდი ლოცვანი ქადაგებანი და წერილები ხატები ფოტოალბომი წმინდა სინოდი ქრისტეს 12 მოციქული პატერიკი სახარება ჩვენი ტაძარი მამათა სწავლებანი
ფეისბუქის ქოვერები

ჩვენთან არს ღმერთი



















ჩვენი გამოკითხვა
როგორი საიტია ?
ჩვენი გამოკითხვა
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
საიტის წევრები არ არიან...
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
სტუმარი მომხმარებელი
საიტზე ძებნა
მომხმარებლის პროფილი
სტუმარო


სტუმარო გთხოვ დარეგისტრირდი ან გაიარე ავტორიცაზია!


აუდიო ბიბლია
ჩვენთან არს ღმერთი



















თქვენი რეკლამა



Top სტატუსი



მოძღვრება ბზობის კვირიაკესა ზედა
ღმერთმა განაქარვოს უმეცრებაჲ ერისა

მარჯვნივ
მარცხნივ


ყოველდღიური სიახლეები ვიდეო სიახლეები წმიდანთა ისტორიები

წმიდა მარტინე მოწყალე

წმიდა მარტინე მოწყალე

13 (26) თებერვალი

წმიდა მარტინე მოწყალე სიყმაწვილიდანვე გამოირჩეოდა გულმოწყალებითა და გლახაკთა სიბრალულით. 20 წლის წმიდანმა, ჯერ კიდევ მოუნათლავმა, ქონების უპოვართათვის დარიგება დაიწყო და მალე არაფერი შერჩა, გარდა ერთი სამოსლისა და დანისა.

ერთხელ, ზამთარში, საშინელ სუსხში მან დაინახა გლახაკი, რომელიც ქალაქის ჭიშკართან მოწყალებას ითხოვდა, მაგრამ არავინ არაფერს აძლევდა. წმიდა მარტინეს გული შეეკუმშა სიბრალულისგან, ტანსაცმელი გაიძრო და დანით გაჭრა: ნახევარი მათხოვარს მისცა, მეორე ნახევრით კი სიშიშვლე დაიფარა. ბევრი სიცილს აყრიდა უცნაურად ჩაცმულ ნეტარს, ღამით კი ყინვისგან გატანჯულმა მარტინემ იხილა თავად უფალი იესო ქრისტე, შემოსილი მისი სამოსელის იმ ნაწილით, რომელიც გლახაკს მისცა. მაცხოვარმა ანგელოზებს პერანგის ნაფლეთებზე მიუთითა და თქვა: „მარტინემ ჯერ კიდევ ნათლობამდე შემმოსა ამ სამოსით, მე კიდევ დიდებით შევმოსავ მას და სიკვდილის შემდეგ ჩემს სასუფეველში მოვუწოდებ". გამოღვიძებული უფლის რჩეული ტაძრისკენ გაეშურა და მოინათლა. შემდგომი ცხოვრების მანძილზე, იგი უხვად გასცემდა მოწყალებას, რისთვისაც უფალმა სასწაულთქმედების ნიჭი მიმადლა.

„წმიდანთა ცხოვრება", ტომი I, თბილისი, 2001 წ.




ნანახია: 997 | დაამატა: Sarcmunoebaკომენტარები (0)



html-კოდი ინფორმაციის
BB-კოდი ინფორმაციის
გაუზიარე ეს ინფორმაცია მეგობარს


 

კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია
სულ კომენტარები: 0