- სასმელი მინერალური წყლები
- ფლორა
- ფაუნა
- მინერალური რესურსები
- წყლის რესურსები
- საზღვრები
- ფართობი
- ტერიტორიის ფორმირება
- ატმოსფერული ცირკულაცია
- მზის რადიაცია
- ჰავა
- გეოპოლიტიკური მდებარეობა
- ეკონომიკურ-გეოგრაფიული მდებარეობა
- ფიზიკურ-გეოგრაფიული მდებარეობა
- საქართველოს სამეფო
- სამცხე-საათაბაგო
- იმერეთის სამეფო
- კახეთის სამეფო
- ქართლის სამეფო
- ჰერეთის სამეფო
- აფხაზთა სამეფო
- ტაო-კლარჯეთის სამეფო
- ეგრისის სამეფო
- იბერიის სამეფო
- დიაოხის სამეფო
- ქართლ-კახეთის სამეფო XVIII საუკუნის 80-90-იან წლებში
- დასავლეთ საქართველოს სამეფო-სამთავროები XVIII საუკუნეში
- ქართლ-კახეთი XVIII საუკუნის 40-70 იან წლებში
- ქართლის და კახეთის სამეფოები XVIII საუკუნის პირველ ნახევარში
- სამცხე-საათაბაგო XVII საუკუნეში
უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია IIსაქართველოს ერთობის ხელყოფა არავის ეპატიებადღეს არის უდიდესი დღესასწაული - შობა ყოვლად წმიდისა ღვთისმშობლისა, რომელიც უპატიოსნესია ქერუბიმთა და აღმატებული სერაბიმთა. ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი დედა ამ ქვეყანას იმიტომ მოევლინა, რომ მისგან შობილიყო მესია -- უფალი ჩვენი იესო ქრისტე, რომელიც თავისი მადლით, ქადაგებით, ჯვარცმით, აღდგომითა და ამაღლებით კაცობრიობას ცოდვისაგან იხსნიდა. დღეს ჩვენ ვიხსენებთ სიტყვებს, რომელსაც მღვდელმსახური განსაკუთრებით ხშირად იმეორებს დიდი მარხვის დროს, პირველშეწირულის წირვაზე: ნათელი ქრისტესი განგვანათლებს ყოველთა - ნათელი ქრისტესი ის ნათელია, რომელსაც ადამიანის გადარჩენა შეუძლია და რომელმაც საქართველო ურიცხვი ხილული და უხილავი მტრებისაგან იხსნა. და აი სამყაროში ამ ნათლის საწყისი ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი დედა გახდა, რომლის შობასაც დღეს ჩვენ ვდღესასწაულობთ. დედა ღვთისამ თავისი დიდი სიწმინდით, რწმენით, თავმდაბლობით და სიყვარულით უდიდესი სიხარული მოუტანა კაცობრიობას, მას ადიდებს მთელი სამყარო, მაგრამ განსაკუთრებით ადიდებს საქართველო, რადგან ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი პატრონი და მფარველი ბრძანდება საქართველოსი. ეს ისტორიული ტაძარიც ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობის სახელზეა აშენებული. ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატი, რომელიც ამ ეკლესიაში ბრძანდება, უდიდესი სიწმიდეა, რომლის წინაშეც მრავალ ქართველს მოუყრია მუხლი გულწრფელი ვედრებით და შემწეობაც მიუღია. იმ მადლით, რომელიც ღვთისაგან აქვს მინიჭებული ამ ხატს, მრავალმა ქართველმა მიიღო განკურნება, იგრძნო შვება და მფარველობა. ეს ხატი სწრაფი შემწეა გასაჭირში ჩავარდნილი ყოველი კაცისა. ადამიანი, რომელსაც თავს დიდი განსაცდელი ატყდებოდა, ფეხშიშველი მოდიოდა ამ ხატთან დიდუბეში და სათხოვარიც უსრულდებოდა. დღეს საქართველო უამრავი რამის ნაკლებობას განიცდის, მაგრამ ყველაზე სამწუხარო ისაა, რომ გვაკლია სიყვარული, რაც რწმენის დაკარგვის შედეგია, დღეს გარკვეული ნაწილი ჩვენი ერისა გაორებულია და შინაგან ბრძოლას განიცდის, რადგან ძალიან ხშირია შემთხვევა, როცა კაცი თავს მორწმუნეს უწოდებს და ამ დროს ისეთ საქმეს სჩადის, რომელსაც ურწმუნოც კი არ გააკეთებს. როგორ შეიძლება, რომ იმან, ვისაც ჭეშმარიტი რწმენა აქვს, ზიანი მოუტანოს თავის ქვეყანას, თავის თანამემამულეს, თავის სისხლსა და ხორცს. ერთმანეთის აწიოკება და ძარცვა-გლეჯაა ჩვენი ქრისტიანობა? რა მიზეზით შეიძლება გამართლება ტერორიზმისა, რომელიც დღეს საქართველოში მძვინვარებს? ტერორისტული აქტების ჩატარება უცხო ქვეყნების მიმართაც კი გაუმართლებელია არა თუ საკუთარი ხალხის მიმართ, ჩვენ კი ყოველდღე გვესმის როგორ ვაფეთქებთ ხიდებს, რკინიგზას, როგორ ვხოცავთ ერთმანეთს და მძევლებად მიგვყავს. აი, სადამდე დაეცა ქართველი კაცი, ეს კი შედეგია ურწმუნოებისა და იმისა, რომ ქრისტიანები მხოლოდ სახელად გვქვია. იაკობ მოციქული გვასწავლის, რომ სარწმუნოება საქმის გარეშე მკვდარია. ჩვენ კი კეთილ საქმეთა ნაცვლად საქართველოს დაყოფაზე ვლაპარაკობთ. საქართველოს დაყოფისათვის ბრძოლა არ ეპატიება არავის, ვინც არ უნდა იყოს იგი, საერო ხელისუფალი თუ პატრიარქი, ამას მას არც ღმერთი აპატიებს და არც ქართველი ერი. ვინც ამისთვის „იღვწის", მას არ შეუძლია თავის თავს ქართველი უწოდოს. წელს ღვთისმშობლობა განსაკუთრებული დღეა, რადგან ორშაბათს დაემთხვა, ხოლო ყოველი ორშაბათი, როგორც იცით, ღვთისმშობლობაა დიდუბის ტაძარში, დიდუბობაა. ესეც ღვთის წყალობაზე მიანიშნებს და სასოებას გვიძლიერებს, რომ ურწმუნონი არ დავრჩებით და ამ ცოდვის ჭაობს თავს დავაღწევთ. თქვენ იცით, რომ სადაც დიდი მადლი და ლოცვაა, იქ ეშმაკიც განსაკუთრებით იბრძვის. მე იმედი მაქვს, რომ ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი კალთას გადააფარებს თავის მამულს და მას ხილული და უხილავი, გარეშე და შინაური მტრების ხელყოფისაგან იხსნის. ღმერთმა მშვიდობა და სიხარული მოგცეთ თქვენ და სრულიად საქართველოს . ამინ! 21 სექტემბერი, 1992 წ.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი
ილია II | |
შეაფასეთ:
ნანახია: 1334 |
დაამატა: 5.0/5 Sarcmunoeba | კომენტარები (0)
|
html-კოდი ინფორმაციის | |
BB-კოდი ინფორმაციის | |
გაუზიარე ეს ინფორმაცია მეგობარს |
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია
სულ კომენტარები: 0 | |