- სასმელი მინერალური წყლები
- ფლორა
- ფაუნა
- მინერალური რესურსები
- წყლის რესურსები
- საზღვრები
- ფართობი
- ტერიტორიის ფორმირება
- ატმოსფერული ცირკულაცია
- მზის რადიაცია
- ჰავა
- გეოპოლიტიკური მდებარეობა
- ეკონომიკურ-გეოგრაფიული მდებარეობა
- ფიზიკურ-გეოგრაფიული მდებარეობა
- საქართველოს სამეფო
- სამცხე-საათაბაგო
- იმერეთის სამეფო
- კახეთის სამეფო
- ქართლის სამეფო
- ჰერეთის სამეფო
- აფხაზთა სამეფო
- ტაო-კლარჯეთის სამეფო
- ეგრისის სამეფო
- იბერიის სამეფო
- დიაოხის სამეფო
- ქართლ-კახეთის სამეფო XVIII საუკუნის 80-90-იან წლებში
- დასავლეთ საქართველოს სამეფო-სამთავროები XVIII საუკუნეში
- ქართლ-კახეთი XVIII საუკუნის 40-70 იან წლებში
- ქართლის და კახეთის სამეფოები XVIII საუკუნის პირველ ნახევარში
- სამცხე-საათაბაგო XVII საუკუნეში
ღირსი ნიფონტი - კვიპრელი ეპისკოპოსი (IV)23 (5.01) დეკემბერიღირსი ნიფონტი - კვიპრელი ეპისკოპოსი პაფლაგონიაში დაიბადა, განათლება კი კონსტანტინოპოლში მიიღო. ბავშვობაში იგი მშვიდი და კეთილი იყო, საეკლესიო მსახურებებზე დასწრება უყვარდა, მაგრამ სიჭაბუკეში თავაშვებულ და ცოდვილ ცხოვრებას მიეცა. ნეტარი ხანგამოშვებით გონს მოდიოდა, სულიერი თვალებით ჭვრეტდა თავისი დაცემის სიღრმეს და ძრწოლა იპყრობდა, მაგრამ უფლისგან შენდობის მიღების იმედი არ ჰქონდა, რის გამოც კვლავ უსჯულო ცხოვრებას უბრუნდებოდა. ერთხელ ნიფონტს ერთი მეგობარი შეხვდა და დიდხანს გაოცებით შეჰყურებდა. როცა წმიდანმა მიზეზი იკითხა, მეგობარმა უპასუხა: „ადრე არასოდეს მინახიხარ ასეთი - სახე ეთიოპიელივით შავი გაქვს". ამ სიტყვებმა უფლის რჩეულს თავზარი დასცა, მიხვდა, რომ სრულიად დაეკარგა ღვთის ხატება. იგი მთელი ღამე ტირილით შენდობას სთხოვდა მაცხოვარს, დილით კი ტაძარს მიაშურა, ღვთისმშობლის ხატის წინ დადგა და მხურვალედ ილოცა. უეცრად ყოვლადწმიდა ქალწულს სახე არაამქვეყნიური შუქით გაუბრწყინდა და ზედ ღიმილი გადაეფინა. ამის შემდეგ ნიფონტი დაუდუმებლად აღავლენდა ვედრებას ზეციური დედოფლის მიმართ. თუ ცოდვით დაეცემოდა, ღვთისმშობელი პირს აარიდებდა, მაგრამ გულწრფელი სინანულისა და ლოცვის შემდეგ კვლავ მოწყალე თვალით გადმოჰხედავდა. ბოლოს წმიდანმა სრულიად შეიცვალა ცხოვრების წესი, ლოცვასა და სინანულში ატარებდა დროს. ერთხელ დასნეულებული ნიფონტი ღვთისმშობლის შემწეობით სასწაულებრივ განიკურნა, რის შემდეგაც ქრისტეს სისხლსა და ხორცს ეზიარა, ბერად შედგა და ღვაწლი კიდევ უფრო გაამკაცრა. დემონები დაუცხრომლად ებრძოდნენ უფლის რჩეულს: ფიქრებს უმღვრევდნენ, სხვადასხვაგვარ ხილვებს წარმოუსახავდნენ, შიმშილსა და წყურვილს აღუძრავდნენ, მაგრამ იგი, ღვთის შემწეობით, სძლევდა საცთურებს. ნიფონტი უკვე მხცოვანი იყო, როცა ალექსანდრიაში ჩავიდა, სადაც პატრიარქმა, ღვთის მინიშნებით, მას კვიპროსის ქალაქ კონსტანციის ეპისკოპოსად დაასხა ხელი. მაგრამ წმიდანს ამ ხარისხში დიდხანს არ დაუყვია. ნეტარმა სამი დღით ადრე შეიტყო საკუთარი მიცვალების შესახებ. აღსასრულის წინ იგი მღვდელმთავარმა ათანასე დიდმა (ხს. 2 მაისს და 18 იანვარს) მოინახულა. სასიკვდილო სარეცელზე მყოფი წმიდანი ანგელოზებისა და ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის გამოცხადების ღირსი შეიქნა. „წმიდანთა ცხოვრება", ტომი IV, თბილისი, 2003 წ. | |
მომწონს
+25
|
html-კოდი ინფორმაციის | |
BB-კოდი ინფორმაციის | |
გაუზიარე ეს ინფორმაცია მეგობარს |
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია
სულ კომენტარები: 0 | |