- სასმელი მინერალური წყლები
- ფლორა
- ფაუნა
- მინერალური რესურსები
- წყლის რესურსები
- საზღვრები
- ფართობი
- ტერიტორიის ფორმირება
- ატმოსფერული ცირკულაცია
- მზის რადიაცია
- ჰავა
- გეოპოლიტიკური მდებარეობა
- ეკონომიკურ-გეოგრაფიული მდებარეობა
- ფიზიკურ-გეოგრაფიული მდებარეობა
- საქართველოს სამეფო
- სამცხე-საათაბაგო
- იმერეთის სამეფო
- კახეთის სამეფო
- ქართლის სამეფო
- ჰერეთის სამეფო
- აფხაზთა სამეფო
- ტაო-კლარჯეთის სამეფო
- ეგრისის სამეფო
- იბერიის სამეფო
- დიაოხის სამეფო
- ქართლ-კახეთის სამეფო XVIII საუკუნის 80-90-იან წლებში
- დასავლეთ საქართველოს სამეფო-სამთავროები XVIII საუკუნეში
- ქართლ-კახეთი XVIII საუკუნის 40-70 იან წლებში
- ქართლის და კახეთის სამეფოები XVIII საუკუნის პირველ ნახევარში
- სამცხე-საათაბაგო XVII საუკუნეში
უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია IIრა არის ადამიანისთვის ყველაზე მნიშვნელოვანიკითხვა რომ დაგვესვა, თუ რა არის ადამიანისათვის ყველაზე მნიშვნელოვანი, ალბათ რამდენ ადამიანსაც შევეკითხებოდით, იმდენ პასუხს მოვისმენდით, რადგან ზოგისთვის რას ენიჭება განსაკუთრებული მნიშვნელობა და ზოგისთვის - რას. ზოგი ფიქრობს, რომ ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი ცხოვრების გზის მშვიდობითა და განცხრომით გავლა და სიმდიდრის მოხვეჭაა, ზოგისთვის ამქვეყნიური ძალაუფლების მოპოვება და სხვებზე გაბატონება, ზოგისთგის სახელი და დიდება, ზოგისთვისაც ცოდნის შეძენა, მორწმუნისათვის - სულის ცხონება, საუკუნო ნეტარი ცხოვრება და უფალთან სიახლოვე. მორწმუნეთა შეხედულებასთან ახლოს დგას ერთი მეცნიერის პასუხი, რომლითაც ამ კითხვას უპასუხა. სახელდობრ, მან თქვა, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რასაც ჩვენ ვერ ვხედავთო. მსოფლიოში სახელგანთქმულ ფიზიკოსს აინშტაინს უთქვამს: ვისაც არ შეუძლია შინაგანად განიცადოს ის სილამაზე, რომელიც ჩვენს გარშემოა, იგი მკვდარიაო. შინაგანი განცდა კი რელიგიურ გრძნობას უკავშირდება. მართლაც, ხილულს ანუ გარე სამყაროს ადამიანი უხილავთან, ანუ ღმერთთან უნდა მიჰყავდეს, ძირითადი და დოგმატური ღვთისმეტყველების სახელმძღვანელოების გარდა მრავალი მოაზროვნის წიგნები არსებობენ, რომლებშიც ავტორები ღვთის არსებობას ასაბუთებენ. ღვთის მაძიებელი ადამიანები, მართალია, ამ წიგნებს ინტერესით ეცნობიან, მაგრამ მხედველობიდან რჩებათ ყველაზე მთავარი, რომელიც ღვთის არსებობასა და ძალას ყველაზე უკეთ ადასტურებს - გარემომცველი სამყარო, თუნდაც ერთი რომელიმე ყვავილი ავიღოთ და დავაკვირდეთ. დღეს მარტყოფში ვიყავი და როცა ვნახე როგორ ლამაზად ყვაოდა იასამანი, გადავწყვიტე მისი თაიგული ღვთისმშობლის ხატისათვის მიმერთმია. ყველაზე დიდი საბუთი, რომელიც ღვთის არსებობასა და ძალას ადასტურებს, ბუნებაა. აბა, დააკვირდით ყოველ ყვავილს, მდინარეს, ხეს, ბუჩქს და მოუსმინეთ! ისინი თავიანთი ენით გველაპარაკებიან, რომელიც, სამწუხაროდ, ბევრს არ ესმის. უკეთუ სულიერ თვალებს ავახელთ, ბუნებაში ჩვენ ყოველ ნაბიჯზე დავინახავთ კვალსა ღვთისასა, ხოლო ის, ვისაც ღვთის ნაკვალვის დანახვა შეუძლია, უკვე ახლოსაა ღმერთთან. მორწმუნეს უთქვამს ჩემთვის: ისეთ სიახლოვეს ვგრძნობ უფალთან, თითქოს იგი ჩემში იყოს და ამით გამოწვეულ სიხარულს გული ვეღარ იტევსო. ღვთის სიახლოვით გამოწვეული სიხარული იმდენად ძლიერი და ყოვლისმომცველია, რომ ვინც მას განიცდის, მისთვის ყოველგვარი ამქვეყნიური საზრუნავი უფასურდება და დავიწყებას ეძლევა. იგი მხოლოდ უფალსა და საკუთარ თავს ხედავს და ეს მისთვის სრულიად საკმარისია. ამგვარი სიახლოვე - მორწმუნემ შეიძლება ტაძარშიც იგრძნოს, და შინაც, მთავარია, რომ აუცლებლად იგრძნოს. ამ საკითხს ეპისტოლეშიც შევეხე და ახლაც მინდა გითხრათ, რომ, სამწუხაროდ, ჩვენ უფალთან საუბრისათვის დრო აღარ გვრჩება. მაშინაც კი, როცა ვლოცულობთ, დაუჯდომელ საგალობლებს ვკითხულობთ, ძალიან ხშირად ამას მექანიკურად ვაკეთებთ, ამიტომ ამ დროსაც ნაცვლად იმისა, რომ უფალს ვესაუბროთ და მასთან უხილავი კავშირი დავამყაროთ, ისევ მარტო ვრჩებით. ღმერთმა დაგლოცოთ და მრავალი ისეთი ბედნიერი წუთი მოგანიჭოთ, როცა უფალი თქვენთან იქნება და მასთან საუბარი გექნებათ. ეს ის ძალაა, რომლის გარეშეც ჩვენი არსებობა წარმოუდგენელია, რადგან ურწმუნო და სიყვარულისგან დაცლილი ადამიანი მხეცზე უარესი ხდება. ღმერთმა დაგლოცოთ თქვენ და სრულიად საქართველო, ამინ. 31 მარტი, 1985 წ.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი
ილია II | |
შეაფასეთ:
ნანახია: 1775 |
დაამატა: 5.0/1 Sarcmunoeba | კომენტარები (0)
|
html-კოდი ინფორმაციის | |
BB-კოდი ინფორმაციის | |
გაუზიარე ეს ინფორმაცია მეგობარს |
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია
სულ კომენტარები: 0 | |